TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 20
Previous part

Chapter: 20  
აქა ხარიფ უთრუთის მკულელისა და გვაჯასპის ომი






Strophe: 223  
Verse: a        რა ფალანგ დეუმან შეიგნა   სიკუდილი არჯანგ ზვავისა,
Verse: b        გაჯავრდა, ხარიფს უბრძანა:   ღონე ნუ გინდა ზავისა,
Verse: c        წადი, შე[ე]ბი მას ლომსა,   სიკუდილი უთხარ თავისა.
Verse: d     და   წავიდა ფიცხლა საომრად,   მაზედ მოქმედი ავისა.






Strophe: 224  
Verse: a        მძიმე გურზი ჴელთ აიღო,   საომარად წამოვიდა,
Verse: b        გვაჯასპირ თქუა: მამა ჩემი   ამან მოკლა, აქ მოვიდა;
Verse: c        ღმრთითა ადრე შევანანო!   _ კბილ-დახრჭეხით ჩამოვიდა;
Verse: d     და   დევმან ლახტი შეიმაღლა,   ვით ღრუბელი ამოვიდა.






Strophe: 225  
Verse: a        თავსა დაჰკრა ფალავანსა,   მაგრამ ავნო დიდი ვერა,
Verse: b        ლომმან ღლიას შემოიგდო,   შორს ისმოდა მათი ძგერა;
Verse: c        ლახტი ჴელთა დაუჭირა,   დეუი მისგან მოიმტვერა,
Verse: d     და   თავსა დაჰკრა იგ დაგანა,   აღარ უნდა მზისა მზერა.






Strophe: 226  
Verse: a        სრულად დალეწა ხარიფი    ერთისა მონაქნევითა,
Verse: b        უთხრა, თუ: კვლავცა მომიკალ   მამა, იგ საროს ჴე ვითა,
Verse: c        იქივე დადგა საომრად,   ვერვისგან შენარხევითა,
Verse: d     და   მუქარას ითხოვს ამაყი,   იგი ბჟღვინვიდა მზე ვითა.


Page of edition: 92 




Strophe: 227  
Verse: a        ფალ[ა]ნგ თქუა: ხარიფ მოგვიკლა,   მისებრი მეომარია,
Verse: b        წავალ და აწ მე შეუებმი,   თუ როგორ მკლავმაგარია.
Verse: c        ფოლად უთხრა და ქაჯვაჯან:    რა თქუენი საუბარია,
Verse: d     და   თქუენ ჴელმწიფე ჴარ, ნუ გაგრჯით,   ჩვენა ვართ საომარია.






Strophe: 228  
Verse: a        ფალაგ თქუა: ნაომარი ჴართ   და გატეხილი ზარისა,
Verse: b        მე მმართებს მისი გამოცდა,   ჩემგან საქნელი არისა!
Verse: c        არ დაიშალა, წავიდა,   გავლო სიმრავლე ჯარისა,
Verse: d     და   გვაჯასპი ნახა, ილოცა,   თქუა: შემწე ღმერთი კმარისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.