TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 10
Previous part

Chapter: 10  
Page of edition: 180  
Line of edition: 23  აქა რობინ დეუისა და უთრუთისა ომი


Line of edition: 24       უთრუთ სპადარი მუნვე მოვიდა მოედანშიგან და მისი მძიმე ლახტი ხელთა
Line of edition: 25    
ჰქონდა. აქეთ რობინ დეუი მიუხდა, შეუზახნეს და შეიბნეს და საღამობამდის
Line of edition: 26    
იბრძოლეს. ვერა რომელმან აჯობა. იმ დღესა უთრუთ მაშვრალი იყო, ქაჯვაჯინ
Line of edition: 27    
დეუი შეიპყრა და მკლავთა ძალი მოკლებოდა. მას ღამესა გაეყარნეს და მის
Line of edition: 28    
სადგომსა წავიდა. უთრუთ ხელმწიფესა წინა მივიდა და აგრე რობინ დეუმან
Line of edition: 29    
ფოლად დეუსა მოახსენა, ვითა: მე იმ ფალავნის მეომარი არა ვარ, ქაჯვაჯინ
Line of edition: 30    
დეუისა უკეთესი ყაფის მთაშიგან არ იყო, ნახეთ, თუ იმას რა უყო! მე იმის
Line of edition: 31    
მეომარი არა ვარ, არცა ვებრძვი! თქუენგან ბედმან შემიწყალა, რომე მაღალი იყო,
Line of edition: 32    
თვარემ ტანისაგან უთაოდ გამხდიდა, აწ მე ამას ღამე გავიპარვი და წავალ და
Line of edition: 33    
თქუენ, რასაცა იქთ, პატრონნი ხართ!

Line of edition: 34       
რა ესე საუბარი გაიგონა, ფოლად დევმან ასრე უბრძანა რობინ დეუსა: ეგ რა
Line of edition: 35    
საუბარი იყო, რომე შენ სთქუი! თუ მაგას იქ, ფალაგ დეუსა გვერდის კაცსა
Line of edition: 36    
გავგზავნი და ამას შევსთვლი, ვითა: რობინ დეუი წამოვიდა და მე მარტო დამაგდო.
Line of edition: 37    
ასრე ვქნათ, როგორაცა უთრუთ მოედანშიგან მოვიდეს, ჩვენ ყუელანი დავეკაზმნეთ
Line of edition: 38    
და ერთპირად შეუტეუნეთ, ანუ მოვკლათ და ანუ დავიხოცნეთ. და თუ წავალთ,
Line of edition: 39    
უკანა წამოგვიდგების და ხარაჯასა და მალსა დაგვიწყებს
Page of edition: 181   Line of edition: 1    
თხოვნასა, და ერთი დეუი გავგზავნოთ ფალაგა დევსა წინაშე და წიგნი მიუწეროთ,
Line of edition: 2    
ვითა: ქაჯვაჯინ დეუი შეიპყრა უთრუთ და ცოცხალი ხელთა ყავს.

Line of edition: 3       
რა ესე საუბარი გაიგონა რობინ დეუმან, მაშინღა ა[ს]რე მოახსენა, ვითა: არცა
Line of edition: 4    
მე წავალ და აგრე ვქნათო! აგრე დაწერეს წიგნი და ერთის დეუის ხელით
Line of edition: 5    
გაგზავნეს ფალაგი დევსა წინაშე.

Line of edition: 6       
როგორაცა გაგზავნილი კაცი მივიდა ფალანგი დეუს წინაშე, მივიდა და წიგნი
Line of edition: 7    
მიართვა, ამბავი ჰკითხეს: თამურაზ შეუიპყარიო. მან მოახსენა, ვითა: რასა
Line of edition: 8    
ბრძანებო, თაიმურაზს ვინ შეიპყრობსო, თემი და ქუეყანა მან დაიპყრა და ერთი
Line of edition: 9    
ფალავანი ახლავს, რომე მთვრალსა პილოსა ჰგავს, აგვიწყუიდა ლაშქარი, ათი
Line of edition: 10    
ათასი დეუი მოკლა და ქაჯვაჯინ დეუი შეიპყრა და ხელთა ჰყავს.

Line of edition: 11       
რა ესე საუბარი გაიგონა ფალანგ დევმან, წყენისაგან ტახტისაგან ჩამოვარდა,
Line of edition: 12    
შესცდა და არა ზე ადგა და დაიზახნა: აცნობეთ ყოველგნით დევებსა, რომე
Line of edition: 13    
შემომეყარნენ! იმისთანა ადამიანი გამოჩენილა და დევნი ამოუწყვედია, და თემი და
Line of edition: 14    
ქუეყანა დაუჭირავს. და გაუფრინვა ყოვლგნით კაცი, და ერთი დეუი ბარჯიყანს
Line of edition: 15    
წინაშე, ერთიც ჯიბიჯის გაუგზავნა და შეიყარა მრავალი დეუი, და წამოვიდეს,
Line of edition: 16    
ფალაგი დეუსა გვერდის მოვიდეს და სალამი მოახსენეს. და ერთი ტახტი
Line of edition: 17    
ბარყიჯინსა დაუდგეს და ერთი ჯინიბიჯანს, და მას ზედა დასხდეს. ივაზირეს,
Line of edition: 18    
ვითა: ამოვანი კაცი გამოჩენილა, მრავალი დეუი მოუკლავს და თუნდი დევიცა
Line of edition: 19    
მოუკლავს, და ქაჯვიჯინ დეუი ხელთა ჰყავს. და ფოლადს და რობინს
Line of edition: 20    
შემოუთვლია: თუ არას გვიშველით, ჩვენცა დაგვხოცს. აწ ვინ წავიდეთ მათად
Line of edition: 21    
შველად? ბარყიჯინ და რადი დეუი წამოვიდეს ორმოცდაათი ათასითა დარჩეულითა
Line of edition: 22    
დევითა და ვირემდის ისინი მოესწრებოდეს, ამათ შუა ომი შეიქნა და ჰკრეს
Line of edition: 23    
ორგნითვე ქოსსა და ნაღარასა და შეიბნეს, და შეიქნა ზახილი, ასეთი რომე აღარა
Line of edition: 24    
შეიგნებოდა რა.

Line of edition: 25       
პილოტანი უთრუთ ფალავანი ხვადი ლომივითა კულავე მოვიდა და
Line of edition: 26    
მოედანშიგან და საომარსა ადგილსა დადგა, და პირი მიწასა გააერთა და
Line of edition: 27    
დამბადებლისა სახელი ახსენა, და იქით ორი ათასი დეუი წამოვიდა და წამოიღეს
Line of edition: 28    
მძიმე ლახტები. აიღეს დიდროანი ლოდები ხელთა, მოეხვივნეს, უთრუთ შუა
Line of edition: 29    
შეიგდეს. ამას გვანდა მათი ხმა, თუ ცა დაიქცა და ქვეყანა ჩაძვრაო. დაუშინა
Line of edition: 30    
ყუალამან ქვითა, და უთრუთ ფარი თავსა დაიდვა. აზდონი ერთი ქვა მიაყარეს,
Line of edition: 31    
რომე მისი ტანის სიმაღლე დაფარეს. და ფალავანი უთრუთ აღარა ჩნდა, მაშინღა
Line of edition: 32    
თამურაზ ჴელმწიფე მოუხდა ლაშქრითა და უკუყარა. მერმე დაიწყო იქით-აქეთ
Line of edition: 33    
წეუნა და უკუაყრევინა, ლოდისაგან გამოვიდა ფალავანი უთრუთ. და, როგორცა
Line of edition: 34    
ნახეს გამოსული, გაიქცეს დეუები. აგრე ფოლად დეუი მოეგება და კიდევა
Line of edition: 35    
დააბრუნვეს, შემოუზახნეს და შეიქნა კივილი დეუებისაგან, გვრგვინვა და ქუხილი.
Line of edition: 36    
მრავალი ხმა გამოუშვეს, რომე კაცი შესცდებოდა მათის ზახილისაგან. ჰკრეს რაზმი
Line of edition: 37    
და მოვიდეს. ამათ ჟამსა შიგან ჯერე ცხენი არ იყო. ყუელანი ქვეითად იბრძოდენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.