TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 17
Previous part

Chapter: 17  
Page of edition: 190  
Line of edition: 23  აქა ახალი დასაწყისი. ესე ნოეს შვილი ქაიორამ იყო, რომე ესენი ჩამოდიან
Line of edition: 24 
და სემის ნათესავი ესენი იყუნეს, სხუისა თემისა სად მგლისა თავი, მეორისა
Line of edition: 25 
ჰამნი მგლისთავი, მესამესა მილად მგლისთავი და ესე მგლისთავნი სხუისა თემისა
Line of edition: 26 
იყუნეს და სემის ნათესავნი იყუნეს


Line of edition: 27        ....და რა ესმა, ესე გაიგონეს, თუ: ჯიმშედს დევნი ამოუწყუეტიან და
Line of edition: 28    
მრავალი საქონელი წაურთმევიაო, თემისა და ქვეყანისა პატრონობასა იჭირავს. რა
Line of edition: 29    
ესე გაიგონეს, და გაგულისდეს და მოციქულნი გამოუგზავნეს და ესე შემოუთვალეს:
Line of edition: 30    
თემსა და ქვეყანასა იჭირავ და დევნი დაგიჴოციან, მრავალი საქონელი
Line of edition: 31    
წაგირთმევიან, აწე ჩვენცა ნოეს შვილნი და ნათესავნი ვართ. როგორაცა შენ
Line of edition: 32    
გმართებს თემისა პატრონობა, აგრე ჩვენ გუმართებს. აწე, რადგან უჩუენოდ დაიწყე
Line of edition: 33    
პატრონობა, ვიცით, მოსისხლობისა ჴრმალი შემოგირტყამს და ჩვენცა
Line of edition: 34    
შემოვირტყამთ, და ჴრმლითა გარდავიწყვიტოთ ჩვენი საქმე! ესე შემოსთვალეს და
Line of edition: 35    
გამოგზავნეს მოციქულნი. იარეს და მოვიდეს სარის ქალაქად ჯიმშედ
Line of edition: 36    
ჴელმწიფესა წინაშე.

Line of edition: 37       
რა ჯიმშედ მოციქულთა მოსვლა შეიგნა, ფარდაგითა და ქუეშსაფენითა
Line of edition: 38    
დარბაზნი მოაკაზმინა. მძიმე ტახტი დაუდგეს, ხშირად მოთვალმარგალიტული. და
Line of edition: 39    
ჴელმწიფემან საჴელმწიფო ტანისამოსი ჩაიცვა, მძიმე ქუდი თავსა დაიხურა,
Line of edition: 40    
ტახტზედა დაჯდა და გვირგვინი თავსა დაირქუა, თავადები იჴმო. შემოვიდეს და
Line of edition: 41    
ალყად გარშემო დასხდეს. აგრე სადი მგლისა ჴელმწიფისა ელჩნი შემოასხნეს, და
Line of edition: 42    
ჴელმწიფესა პირი მიწასა დადებით სალამი მოახსენეს, და ხელმწიფემან
Page of edition: 191   Line of edition: 1    
მადლი უბრძანა. დასხდეს და ერთი ზე აღდგეს, დავედრებული მოახსენეს, ვითა:
Line of edition: 2    
სადი გურგუ ჴელმწიფე მოგახსენებს, თუ: ჩვენცა ნოეს შვილნი ვართ და
Line of edition: 3    
თქვენცა. აწე თემსა და ქვეყანასა ასრე იჭირაო, რომე ჩვენ არად გუახსენებ. იცოდი,
Line of edition: 4    
რომე მესისხლობისა ჴრმალი შემოგირტყამსა და ჩვენცა შემოვირტყამთო, და ჩვენს
Line of edition: 5    
საქმესა ნურას ვაგრძელებთ, ჴრმლითა გარდასწყდეს!

Line of edition: 6       
რა ესე საუბარი გაიგონა ჯიმშედ ჴელმწიფემან, გაგულისდა და საჴელმწიფო
Line of edition: 7    
ქუდი მოიჴადა, ალაგზედა დაახეთქა და წიგნი შუა გახია, მოციქულნი დაითხოვნა
Line of edition: 8    
და ესე შესთვალა, ვითა: მამამან ჩემმან მოგცა მგლისთავთა ქვეყანა და მან
Line of edition: 9    
დაგასახლა, თუარამ ვინ გაღირსებდა! აწე, რადგან გითხოვნია მუქარა, და მართალი
Line of edition: 10    
არის, მე აღარას ვიყოვნი, სადაცა გეპრიანების, იქ მოგართვამ. ჩემსა თავსა, ან
Line of edition: 11    
დავაგდებ, და ან შენსა მე წამოვიღებ! ამაზედა დათხოვნილნი მოციქულნი წავიდეს,
Line of edition: 12    
და მივიდეს სადი მგლისა თავშიგან და მოახსენეს, რაცა მოენახა ყველაი, სადი
Line of edition: 13    
მგლისთავსა ჴელმწიფესა მერმე უხმო ყუელგნით ლაშქარი და შეიყარა ორასი ათასი
Line of edition: 14    
კაცი და წამოვიდა.

Line of edition: 15       
აგრე ჴელმწიფემან გაგზავნა ყოვლგნით წიგნი და კაცი, იხმო ლაშქარი. და
Line of edition: 16    
ერთი წიგნი გურჯასპის ფალავანსა გაუგზავნა ზაულისტანსა, ერთი წიგნი
Line of edition: 17    
გოსტამის შვილსა აშაქს გაუგზავნა ხვარასანს. ერთი წიგნი მურადავს
Line of edition: 18    
გაუგზავნა მისრეთს და შამს. როგორაცა მოუვიდა ამბავი გურჯასპს ფალავანსა,
Line of edition: 19    
აგრე წაიკითხა წიგნი, პირსა დაიდვა, ჴელმწიფე დალოცა. აგრე ყოვლგნით კაცი
Line of edition: 20    
გაგზავნა ლაშქრისათვის. შეიყარა ოცი ათასი კაცი, გაგზავნა ზაულისტანით და
Line of edition: 21    
ქუაბულისტანით და ინდოეთის კარელით, და წამოვიდა. აგრე აშაქ წამოვიდა
Line of edition: 22    
ხუარასნით მძიმითა ლაშქრითა, იქით მურადავ წამოვიდა მრავლითა ლაშქრითა.
Line of edition: 23    
იარეს, სარას ქალაქსა მოვიდეს. და ჴელმწიფეს გაეხარნეს ლაშქართა მოსვლა
Line of edition: 24    
ქალაქსა გარშემო კარვები დაიდგეს.

Line of edition: 25       
მერმე ჴელმწიფემან გურჯასპ ფალავანი და სხვანი თავადნი უხმნა, და ნადიმი
Line of edition: 26    
დაიდვა. მერმე შევიდნეს, ჴელმწიფესა სალამი მოახსენეს და პირი მიწასა გააერთეს.
Line of edition: 27    
ჴელმწიფე ზე ადგა და მადლი გარდაიჴადა. ოქროსა სელნი დაუდგეს, გარასპ
Line of edition: 28    
ფალავანი, ფალავანი მასზედა დასვეს და სხვანნი ფალავანნი, როგორცა ვის წესად
Line of edition: 29    
მართებდა, აგრე დასხდეს. მერმე ხილი და შარბათი მოიღეს. რა მისგან მოიცალეს,
Line of edition: 30    
ერთობილთა მოახსენეს, ვითა: სადი მგლის თავსა ჩვენზედა მესისხლობისა ჴრმალი
Line of edition: 31    
შემოურტყამს, აწე როგორ გეპრიანების, რასა ბრძანებთ? ერთობილთა თავადებმან
Line of edition: 32    
ასრე პირი მიწასა გაასწორეს, და ფალავანთა უხუცესი გურჯასპ ზე ადგა და ასრე
Line of edition: 33    
მოახსენა, ვითა: ცისა, მიწისა დამბადებელი, მზისა და მთუარისა, მასკულავისა,
Line of edition: 34    
საწუთროსა დამბადებელი და ბედი შენი შემეწიოს, და მტერნი შენნი ფერჴთა ქუეშე
Line of edition: 35    
მოვაქციო და მაღალი ეტლი მათ ზედა ვატირო! თქვენ ნუ გაირჯებით, ჴელმწიფე
Line of edition: 36    
ტახტისა და გვირგვინისა განუშორებელი უნდა! აწე ჩვენ წავიდეთ, რაცა სამსახური
Line of edition: 37    
გეპრიანებოდეს, გმსახუროთ! რა ესე საუბარი გაიგონა ჯიმშედ ჴელმწიფემან,
Line of edition: 38    
მადლი გარდიჴადა, თავადნი და ლაშქარნი დალოცნა, ვითა: საწუთროსა
Line of edition: 39    
დამბადებელი და მბრუნავიმცა ეტლი არის თქვენი წინამძღუარი!

Line of edition: 40       
ადგეს და გაემართნეს სახელსა ზედა ღმრთისასა, ფალავანთა უხუცესი.
Line of edition: 41    
ფალავანი უთრუთის შვილი გურჯასპ, სპასარალნი _ გოსტამის შვილი ჰშაქ და
Line of edition: 42    
მისრელი მურადავა. წაყვა ას ორმოცდაათი ათასი კაცი თანა. იქიდაღმან
Line of edition: 43    
მგლისთავთა ჴელმწიფე მილად და ჰამან, მგლისთაოსანნი ფალავანნი, გუერდსა
Page of edition: 192   Line of edition: 1    
იახლნეს და მოვიდოდეს ორასი ათასითა კაცითა. და რა ერთმანერთსა აუჩნდა, იქით
Line of edition: 2    
ისინი დადგეს და აქათ ესენი. დადგეს ოთაღნი და დასცნეს კარავნი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.