TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 18
Previous part

Chapter: 18  
Page of edition: 192  
Line of edition: 3  პირველი ომი საადი მგლისთაოსანთა ჴელმწიფისა და ჯიმშედ ჴელმწიფისა
Line of edition: 4 
ლაშქართა და ფალავანთა


Line of edition: 5       რა გათენდა და საწუთროსა მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო, და კირჩხიბისა
Line of edition: 6    
ჭანგისაგან დაეხსნა გუმბადსა ზედა ამაღლდა და შავსა კუპრსა ზედა წითელი
Line of edition: 7    
ვარდი მოჰფინა, ჰკრეს ორსავე რაზმშიგან ჴმა საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა
Line of edition: 8    
სარაზმოთა, გამოაბეს მძივი ნაფირთა, ზროხაკუდთა, ნაღარა, ზაბილური, სპილენ-
Line of edition: 9    
ჭურთა, სინჯთა. აგრე პირველად მოედნის შუაგულობასა გოსტამის შვილი
Line of edition: 10    
ფალავანი აშაქ მოვიდა, საომარსა ადგილსა დადგა, ქევქევსა დაიწყო ქნა და შუბსა
Line of edition: 11    
თავსა ივლებდა, მუქარასა ითხოვდა. მერმე სადი მგლისთავთა ჴელმწიფემან ერთი
Line of edition: 12    
მეომარი გამოუზახნა. რა მოვიდა მოედანშიგან, შემოუვლეს ერთმანერთსა გარე და
Line of edition: 13    
შეუტევნა აშაქ. შესცა შუბი და მოკლა. მერმე სხვა გამოუზახა და იგიცა მოკლა.
Line of edition: 14    
და ამა წესითა ოცი კაცი მოკლა. მერმე გაგულისდა სადი ჴელმწიფე. ასე უბრძანა:
Line of edition: 15    
ფალავნებო, რა დგომისა ჟამი არის, ამოსწყვიტნა აგრე ფალავანნი. ჰამან, სადის
Line of edition: 16    
ჴელმწიფის ძმა, წამოდგა, პირი მიწასა გააერთა და მოედნისაკენ წამოვიდა. რა
Line of edition: 17    
მოედანშიგან მოვიდა, შემოუზახნეს ერთმანერთსა. მოიქნივა მძიმე ლახტი ჰამან,
Line of edition: 18    
აშაქსა თავსა დაჰკრა. აშაქ ფარი თავსა დაიდვა და ფარი თავსა დაალეწა. თავი
Line of edition: 19    
მოარიდა, დაიცდუნვა. ცხენსა თავსა უკრა, ცხენი მოუკლა და აშაქ ჩამოაგდო.

Line of edition: 20       
მერმე გურჯასპ ფალავანმან შეუზახნა, ასეთი რომე ადგილი შეიძრა, და
Line of edition: 21    
პილოთა წამოვიდა და გზა დაუჭირა. აგრე ჰამან პირი გურჯასპისაკენ ქნა და
Line of edition: 22    
აშაქ ძლივ პირისაგან დასძვრა და ლაშქართაკენ გამოიქცა. მერმე მოუჴდა პილოთა
Line of edition: 23    
გურჯასპი და იქითა ჰამან წამოვიდა. და მოუქნივა ჰამან მძიმე ლახტი, თავსა
Line of edition: 24    
დაჰკრა გურჯასპს. მერმე გურჯასპ ფარი თავსა დაიდვა და ფარი დალეწა. თავი
Line of edition: 25    
მისი დააცდუნვა, თავსა პილოსა დაჰკრა, პილო გააგორვა, გურჯასპ ჩამოაგდო და
Line of edition: 26    
პილო მოკლა. რა გურჯასპ ფალავანმან თავისა თავი ასე გასული მოინახა,
Line of edition: 27    
გაგულისდა და წამოვარდა გაშმაგებული, ლომივითა გაფიცხდა, დიდნი შეუზახნა,
Line of edition: 28    
აიღო მისი ორი ათასისა ლიტრისა რკინა-კეტი, მოიქნივა გაგულისებულმან, დაჰკრა
Line of edition: 29    
და ისრე დაამსხვრივა კაცი და ცხენი ყუალაი, რომე მის დღეთა შიგან არაოდეს
Line of edition: 30    
ყოფილიყო.

Line of edition: 31       
რა სადი ჴელმწიფემან ჰამანისა სიკუდილი მოინახა, აგრე თავსა მოიჴადა,
Line of edition: 32    
საყელონი გარდიხივნა. და სრულად ლაშქართა საყელონი გარდიხივნეს და ერთობ
Line of edition: 33    
დანაღვლიანდეს ჰამანისა სიკუდილისათვის. მერმე ჰკრეს საღარასა და გახშირდა
Line of edition: 34    
ჴმა ბუკთა, კუნესა სტვირთა სარაზმოთა. და წამოვიდა ორასი ათასი კაცი,
Line of edition: 35    
დაიწვადეს სამესისხლო ჴრმლები და მძიმე ლახტები და შეუტევნეს ერთმანერთსა,
Line of edition: 36    
და იყო ზახილი და გამოუზახა შვიდასი ლომგული. მფრეწელი მეომარი. და
Line of edition: 37    
მოუხდეს გურჯასპის, შუაზედა შეიგდეს და სხვაგნით შეიქნა ცხენთა ძგერება,
Line of edition: 38    
შუბთა, ჴრმალთა ელვარება და ჭეხა. სცემდიან, ჩამოყრიდიან, ბერტყდიან,
Line of edition: 39    
გარდაყრიდიან და აგრე ერთმანერთსა საწუთროსაგან გამოასალმებდიან.

Line of edition: 40       
აგრე ისი შვიდასი კაცი მიუჴდა გურჯასპს. დაუშინეს ისრითა, ჴრმლითა,
Line of edition: 41    
შუბითა, ლახტითა, ხანჯრითა და შეიჭედნეს, დაეხვივნეს. როგორცა მისი მძიმე
Page of edition: 193   Line of edition: 1    
რკინა-კეტი შეიმაღლა, აგრე შესტაცეს ჴელი და დაუჭირეს. რა გაუღონოება შეიგნა
Line of edition: 2    
ფალავანმან გურჯასპ, აგრე საწუთროსა დამბადებელისა სახელი ახსენა და
Line of edition: 3    
მუჴლთა ზედა იჯდა, დიდნი შეუზახნა, აიწივნა და აუდგა. მერმე მიიბერტყა-
Line of edition: 4    
მოიბერტყა და, რაცა ეკიდა, ზოგი ჩამოცვივდა და გასქდა, ზოგმან ჴელ-ფეჴი
Line of edition: 5    
დაილეწა და, რაცა მორჩა, წავიდეს. აგრე გურჯასპ ფალავანი აქეთ წამოვიდა
Line of edition: 6    
თავის ლაშქართაკენ და გაიყარნეს. და იქით და აქათ ოცი ათასი კაცი მომკუდარ
Line of edition: 7    
იყო. მერმე გურჯასპ ფალავანმან და აშაქ, გოსტამის შვილმან, ასრე ივაზირეს:
Line of edition: 8    
ლაშქარი უჴელმწიფოდ არ ვარგა, ჩვენ ორნი ვართ, ვერა ამოუვალთ. ასრე, უნდა
Line of edition: 9    
ერთმან დროშა შევინახოთ და მეორემან _ ნაღარა, და მესამემან ასრე უნდა
Line of edition: 10    
მოედანშიგან საომარი ალაგი შეინახოს და არ დააგდოს. აწ ჴელმწიფეს წინაშე
Line of edition: 11    
წიგნი და კაცი გავაგზავნოთ და აქა მოვახსენოთ!

Line of edition: 12       
დაპირეს ეს პირი, ესე შესთვალეს ჴელმწიფეს ჯიმშედს წინაშე. გაგზავნეს
Line of edition: 13    
კაცი და მიუწერეს წიგნი, ვითა: მიწაობს შენისა პირ-მიწა-გაერთებით და
Line of edition: 14    
თავმოჴდით, ძრწოლით შემომკადრებელნი თქვენითა სურვილითა ბადეშიგან
Line of edition: 15    
დაბმულნი და თქვენისა სახელოვნისა პილოტანისა, ჯავარ-სრულისა, ტანისა მისებრ
Line of edition: 16    
ელვარისა, ღაწუ-ვარდისა, პირისა მდომნი და მონატრენი ფალავანი გურჯასპ და
Line of edition: 17    
აშაქ ვიკადრებთ ჴელმწიფესა ჯიმშედს წინაშე, ნუმცა ტახტი და გვირგვინი
Line of edition: 18    
უთქვენოდ, _ და საწუთროსა დამბადებელი და მბრუნავიმცა ეტლი არის თქვენი
Line of edition: 19    
წინამძღვარი, _ აქეთ რომ გამოგუგზავნეთ, ასრე გვიბძანეთ, თუ: ერთხელ რომე
Line of edition: 20    
შეებნეთ, აგრე მე მაცნობეთ! აწე არა დაჭირვებისა მაცნობებელი ვართ, მაგრა მონა
Line of edition: 21    
და მოსამსახურე ჴელმწიფისა მორჩილნი უნდა იყოს, სრულად საწუთროსა
Line of edition: 22    
დამბადებელმან და მბრუნავმან ეტლმან მოიხედნა ჩვენზედა, გაგვიმარჯუა, მრავალი
Line of edition: 23    
კაცი მოვკალით და ჰამან მგლისთაოსანი სოფელსა გამოვასალმეთ.

Line of edition: 24       
დაწერეს ესე წიგნი და გაგზავნეს. აგრე, იქით ჯიმშედ ჴელმწიფე წამოსულიყო
Line of edition: 25    
მძიმითა იარაღითა. ოცი ათასი დარჩეული კაცი წინა შემოეყარა. წიგნი მიართვა,
Line of edition: 26    
წაიკითხა და გამარჯვებისათვის ღმერთსა მადლი მისცა. და აგრე წამოვიდეს და
Line of edition: 27    
მოვიდეს. რა ფალავანთა მოსვლა ცნეს, აგრე ფალავანნი და თავადები ჴელმწიფესა
Line of edition: 28    
ჯიმშედს წინა მიეგებნეს, გარდაჴდეს, ჴელმწიფე დალოცეს, პირი მიწასა გააერთეს.
Line of edition: 29    
მერმე ჴელმწიფემან მადლი გარდიხადა, გურჯასპს პირსა აკოცა. მერმე დადგეს
Line of edition: 30    
ოთაღნი, დაუდგეს ტახტი, დაჯდა ჴელმწიფე და დააცუევინეს მრავალფერნი კარავნი
Line of edition: 31    
და შემოავლეს სარა-ფარდანი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.