TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 42
Previous part

Chapter: 42  
Page of edition: 229  
Line of edition: 24  აქა სხუავე ომი დევთა და ნარიმან ფალავანისა


Line of edition: 25       რა გათენდა, ლაჟუარდის ფერსა ცასა სინათლე მიეცა და საწუთროსა
Line of edition: 26    
მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო, კირჩხიბისა ჭანგსა დაეხსნა და გუმბადსა ზედა
Line of edition: 27    
ამაღლდა, შავსა გიშერსა ყირმიზი ფარდაგი მოჰფინა და ვარდისა წყლითა პირი
Line of edition: 28    
დაიბანა, აგრე ჰკრეს ორგნითვე ჴმა საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა სარაზმოთა,
Line of edition: 29    
გამოაბეს თეთრი მძივი პილოსა, ნაფირთა, ზროხაკუდთა, ნაღარა, ზაბილური,
Line of edition: 30    
სპილენ-ჭურთა და სინჯთა.

Line of edition: 31       
აგრე ჰკრეს რაზმსა, გოსტამის შვილმან ჰშაქ აწყო, მერმე მარჯუენასა მჴარსა
Line of edition: 32    
ჰშაქ და ქავის შვილი ყუბად დადგეს, და მარცხენესა ქავ და ყარან დადგეს.
Line of edition: 33    
მერმე მოიყუანეს თეთრი პილო, მასზედა მძიმე მაღრიბული მოთვალმარგალიტული
Line of edition: 34    
ტახტი დადგეს. და მოვიდა ფრიდონ ჴელმწიფე, ჩაიცუა მძიმე ხვაფთანი, ტავაყი,
Line of edition: 35    
აგრევე ოქროს სარტყელი შემოირტყა, ხშირად მოთუალმარგალიტული საჴელმწიფო
Line of edition: 36    
ქუდი თავსა დაირქუა, მასზედა გვირგვინი დაიდგა, ხალახნი [შეიბა], საყურნი
Line of edition: 37    
შეიყარა და ეგეთი ტახტზედ დაჯდა, წინა ქაიანური დროშა ამართა და ნარიმან
Line of edition: 38    
ფალავანი დროშის ძირსა დადგა. აგრევე სამასი ათასი დევი იყო და იქით ამათ
Line of edition: 39    
აწყუეს რაზმი: მარჯუენესა მჴარსა აჰრმან დევი და თეთრი დევი იდგეს,
Line of edition: 40    
მარცხენესა მჴარსა ავრანგი დევი დადგეს და ქანარგი დევი შუაზედა. მოიყუანეს
Line of edition: 41    
თეთრი პილო და მძიმე ტახტი დაადგეს. აგრე ყამურ დევი მოვიდა და მოიღეს
Line of edition: 42    
შესამოსელი, ჩაიცუა საჴელმწიფო ხუფთანი და
Page of edition: 230   Line of edition: 1    
შემოირტყა ოქროსა სარტყელი, დაირქუა საჴელმწიფო ქუდი, მაზედა გვირგვინი,
Line of edition: 2    
ხალახნი შეიბა, საყურნი გაიყარნა, ტახტსა ზედა დაჯდა, წინათ დროშა აიმართა.
Line of edition: 3    
მერმე მოვიდა ავრანგი დევი და ყამური დევსა თავი ჩამოუღო. აგრე პირველად
Line of edition: 4    
მოედანისა შუაგულობასა საომარსა ადგილსა მოვიდა, ას ოცი ადლი იყო მისი
Line of edition: 5    
სიმაღლე, და მძიმე ლახტი ჴელთა ჰქონდა და შემოკივლნა, და ასრე დაიზახნა,
Line of edition: 6    
ვითა: ვინ ჩამოხუალთ მოედანშიგან, რომე მძიმითა ლახტითა გამოვიცადნეთ!

Line of edition: 7       
რა ქავის შვილმან გაიგონა ყარან, მასვე წამსა შუბნი შემოივლნა თავსა და
Line of edition: 8    
წავიდა, მერმე ჴელმწიფემან უბრძანა, ვითა: ნუ წახუალ, შენ მისი საომარი არა
Line of edition: 9    
ხარ, დაბრუნდიო. რა აღარა გაიგონა რა, წავიდა, საომარსა ადგილსა მივიდა. რა
Line of edition: 10    
ავრანგი დევმან დაინახა, შემოუტევნა, მოუხდა, ლახტი მოუქნივა, ყარან ფარი
Line of edition: 11    
იფარა, დაჰკრა, ფარი დაუმსხვრივა და ყარან ჩამოაგდო, ჴელთა ულამოდა
Line of edition: 12    
შეკურასა. აგრე ნარიმან ფალავანი მიესწრა და შეუზახნა, მიუხდა და შეიჭედნეს.
Line of edition: 13    
ირკინეს დიდხანობამდის. მერმე ერთი ჴელი ზედათ ჭაშასა სტაცა და მეორე ყბასა
Line of edition: 14    
გარდაუღურიჭა და კინწი მოსწყვიტა, და თავი ლაშქართა შესტყორცა.

Line of edition: 15       
რა ქანარგი დევმან შეიგნა ავრანგი დევისა სიკუდილი, აგრე ფიცხლა
Line of edition: 16    
მოედანშიგან მივიდა, საომარსა ადგილსა. რა ნარიმან თუალი მოჰკიდა, სახელი
Line of edition: 17    
ღმრთისა ახსენა და მიუხდა, შეუზახნა, იქით იმან შემოუზახნა და აგინა, ლახტი
Line of edition: 18    
მოუქნივა, ნარიმანს გარდმოჰკრა, ნარიმან ფალავანმან მჴარი მიუშვირა, ყური და
Line of edition: 19    
ყბისა ტყავი ჩამოატანა, დაკოდა, სისხლი ჩამოადინა, მერმე დაიყვირნა მთურალმან
Line of edition: 20    
პილომან ვითა, წააფრინდა და წაჰკრა ყურიმალსა მჯიღი და კიწი მოსტეხა. მერმე
Line of edition: 21    
ერთი ჴელი ლაჯშიგან შეუგდო, მეორე წელთა სტაცა, ასწივნა და თავის სწორად
Line of edition: 22    
აიყუანა. მერმე მოიქნივა, დასცა და ასრე დაიცალა სულისაგან, თუ სთქუა, მისთა
Line of edition: 23    
დღეთა შიგან სული არა სდგომოდა. და რა ყამური დევმან შეიგნა, გაგულისდა და
Line of edition: 24    
ერთობ ეწყინა. მერმე აჰრმან დევსა უბრძანა. არმან ფიცხლა თავსა მოიხადა და
Line of edition: 25    
მუხლი დაიგდო, და ჴელმწიფესა ყამურ დევსა წინაშე პირი მიწასა გააერთა. აგრე
Line of edition: 26    
ადგა და მოედნისაკენ წამოვიდა. მისი სიმაღლე ას ორმოცი წყრთა იყო.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.