TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 43
Previous part

Chapter: 43  
Page of edition: 230  
Line of edition: 27  აქა ნარიმანისა და აჰრმან დევისა ომი


Line of edition: 28       რა ნარიმან ფალავანმან აჰრმან დევი მისკენ მიმავალი ნახა, პილოივითა
Line of edition: 29    
უძრავად დახუდა, და ასრე არა მოღალულიყო, ვითამცა ნადიმად ჯდომილიყო. რა
Line of edition: 30    
დევსა შეხედნა, საწუთროსა დამბადებელი ახსენა, პირი მიწასა გააერთა, მკლავნი
Line of edition: 31    
უკუ იკეცნა, ჭანგნი გაიმახუნა, ქენჩო ამოისო და თუალნი გამოანათა, და ხუადი
Line of edition: 32    
ლომივითა, საომრად გაფიცხდა;

Line of edition: 33       
რა აჰრმან დევმან ეგეთი გაფიცხება ნახა ნარიმანისაგან, აგინა და ასრე
Line of edition: 34    
უთხრა, ვითა: ფალავანო, ცუდათ აჩქარებულხარ! თუ უბედურნი დევნი დაგეჴოცენ,
Line of edition: 35    
მისთუის შენგან რა ზნე-ქება უნდა. აწე მე გიჩუენო ფალავნობა და ფალავანთა
Line of edition: 36    
გულის სიფიცხლე, მეომრობა, ჭანგმახვილობა! შემოყუირნა და მოუხდა, პირთა და
Line of edition: 37    
თავსა ცეცხლი გარდმოაყარა. აქეთ ფალავანმან ნარიმან შემოუზახნა და შეიჭიდნეს.
Line of edition: 38    
ასრე ძლიერად ირკინებოდეს, რომე მათი ჯახება მთათა ხეთქებასა ჰგუანდა.
Line of edition: 39    
შესძახდეს ერთმანერთსა, რომე მათი ზახილი ცამდის გაიწეოდა და მათითა
Line of edition: 40    
ხეთქებითა სრულად ლაშქართა ფერჴთა ქუეშე მიწა ექანებოდა. მერმე სრულად
Line of edition: 41    
ლაშქარნი ალყად მგურგულივ შემოერტყნეს და
Page of edition: 231   Line of edition: 1    
უჭურეტდეს და შემოკიოდეს ერთმანერთსა. მერმე წამოიღეს ფრიდონ ჴელმწიფისა
Line of edition: 2    
ტახტი და ქაიანური დროშა და, სადა ირკინებოდეს, იქი დადგეს. აგრევე ყამურ
Line of edition: 3    
დევისა ტახტი მოიტანეს და ფრიდონის ტახტსა პირდაპირ დადგეს.

Line of edition: 4       
რა ფრიდონ ჴელმწიფემან დევისა ისრე ძლიერი ფალავნობა და ძალი მოინახა,
Line of edition: 5    
მერმე საჴელმწიფო ქუდი მოიხადა და საწუთროსა დამბადებელი ახსენა: არაარსთა
Line of edition: 6    
არსისა მომცემელთ, ცხადისა და იდუმალისა მცოდნელო, ასულისა და ჴორცისა
Line of edition: 7    
შემაერთებელო, წყლისა და მიწისა შემოქმედო, გულთა და გონებათა გამკითხუელო,
Line of edition: 8    
შენ დაიცევ, დაიხსენ ამ ეშმაკისა და ვეშპისა ჴელმწიფისაგან! მერმე დასცა
Line of edition: 9    
ყუალამან ზარსა და შესძახნიან ერთმანერთსა. და გავარდა ორთავე მუზარადები
Line of edition: 10    
შესწყვიდეს ერთმანერთსა ჯაჭვისა ლამბები, დაფრიწნეს ხუფთანისა საყელოები და
Line of edition: 11    
ასრე დაიღალნეს, რომე აღარა რომელსა შეეძლო. ოფლი ღუარულებ ჩამოსდიოდა
Line of edition: 12    
და მიწა ტალახად შეიქნა. მერმე დაიყუირნა აჰრმან დევმან და წამოზიდნა ნარიმან
Line of edition: 13    
ფალავანსა, მუხლნი დაუცნა და დასცეს კიჟინასა, და მერმე ნიანგივითა აექანა და
Line of edition: 14    
კიდევე აუდგა. და გარდასდვეს ერთმანერთსა ჴელი ჴელსა, ამოისუეს კისრისა
Line of edition: 15    
ძარღვები და გაილაჯნეს მაგრად. ერთმანერთსა წელთა შემოუჭირნეს და დაიწყეს
Line of edition: 16    
ქშენა და ხუნება, რომე გვრგვინვასა ჰგუანდა მათი ჴმა. მთურალნი პილონი ვითა
Line of edition: 17    
პერულსა და დორბლსა ჰყრიდეს. ნამეტანად ძლიერად რკენისაგან თუალები
Line of edition: 18    
ცეცხლსა ვითა დაუწითლდა და მუხლამდის ტალახშიგან ეფლნეს და შიმშილისაგან
Line of edition: 19    
უფრო დაუღონოვდეს.

Line of edition: 20       
მერმე გაიყარნეს. აჰრმან დევი ფრიდონ ჴელმწიფისა ტახტთანა დაჯდა. ასრე
Line of edition: 21    
მოახსენა, ვითა: ჴელმწიფეო, საჭამანდი მოაღებინეთ, შიმშილმა ერთობ მიმაჭირვა!

Line of edition: 22       
მერმე მოაღებინა ფრიდონ ერთი შემწუარი ძროხა და ორი ცხუარი. აგრევე
Line of edition: 23    
ყამურ დევმან მოაღებინა ნარიმანისთვის. მოიღეს ტიკებითა ღვინო, და აიღო
Line of edition: 24    
ნარიმან ფალავანმან ერთი დიდი რუმბი, და მოხსნა პირსა და პირშიგან ჩაისხა.
Line of edition: 25    
მერმე ასწივნა ბოლოსა და სრულად პირშიგან ჩაისხა, რომე ჭურშიგან ჩაასხა,
Line of edition: 26    
ისეთი თქაფი გაუხდა და ღურღული ჩასცვიოდა. აგრე დევმან ქნა.

Line of edition: 27       
მერმე წამოსცვივდეს და შეიჭედნეს გულმესისხლედ და იბრძოდეს დიდხანსა.
Line of edition: 28    
მერმე ფალავანმან ნარიმან საწუთროსა დამბადებელი ახსენა და იდგრიალა ცამან
Line of edition: 29    
ვითა, მოდრკა და თავი ლაჯშიგან გაუყო, ასწივნა და თავის სწორად აიყუანა, მერმე
Line of edition: 30    
მოიქნივა, დასცა და წელი მოსწყვიტა. და რა სხუათა დევთა აჰრმან დევისა ისი
Line of edition: 31    
მოინახეს, აგრე ერთობილთა დასცეს კიჟინასა და ზარსა და შემოუტევნეს, დაუშინეს
Line of edition: 32    
ქვითა და ლოდითა. შეიქნა მოსაწევარი და აზდონი ერთი ლოდი მოაყარეს
Line of edition: 33    
ნარიმანს, რომე მისი ას ოცი ადლი სიმაღლე აღარა ჩანდა, დაფარეს და მათი
Line of edition: 34    
წელმოწყუედილი დევი მათვე მოკლეს.

Line of edition: 35       
ასეთი ყვირილი და ზახილი შეიქნა, რომე ახსასრულსა დაემსგავსა და ამას
Line of edition: 36    
იტყოდა: დაიქცა ცა და ქუეყანაო. ზოგი ვეშაპსა ისხდა და ზოგი მარტორქასა და
Line of edition: 37    
ზოგი პილოსა. შეიქნა ცემა და სრულად ქვითა, ლოდითა, კეტითა, გურძითა,
Line of edition: 38    
ლახტითა, ხრმლითა, შუბითა, ხანჯრითა დაერივნეს ერთმანერთსა. სამსა დღესა და
Line of edition: 39    
ღამესა ომი იყო, ღამით დაანთეს მრავალგან ცეცხლი, დაანთეს მაშხალები და
Line of edition: 40    
იბრძოლეს, დაჭრეს ერთმანერთი, ზარისა და ზახილისაგან კლდე და ქუა და
Line of edition: 41    
მინდორი, წყალი, ხევნარი და, რაცა ნაყოფი, სულიერი და უსულო იყო, ყუალაი
Line of edition: 42    
თრთოდა და ექანებოდა, ცასა მიწასა ზედა დასცმდეს გრძნებითა,
Page of edition: 232   Line of edition: 1    
და შეიქნა ჭეხა-ქუხილი, ცუვიოდა მეხი და ასეთი მყრალი სული მოვიდა, რომე
Line of edition: 2    
უფროსიცა კაცი სულმან დახეთქა. და შეიქნა წუიმა და სეტყუა. მოვიდა ნისლი,
Line of edition: 3    
დაჰკრა ქარმან და ბუქმან. ასეთი მიწა და მტუერი მოვიდა, რომე თუალი და პირი
Line of edition: 4    
ყუალაი აგუივსო. დაბნელდა, ასრე რომე აღარა ჩანდა რა, არცა დაბადებული, თუ
Line of edition: 5    
სთქუა, საწუთრო ჯოჯოხეთსა ჰგუანდა. აღარა ივლებოდა მკუდრისა ჯარისაგან,
Line of edition: 6    
ტალახისა და სისხლისაგან. ასეთი ღუარი ჩამოვარდა წვიმისა და სისხლისა, რომე
Line of edition: 7    
ჯიონსა ჰგუანდა. და მოეწურნეს ქაიანურსა დროშასა, და შეიქნა მას ზედა
Line of edition: 8    
ბრძოლა, და მრავალი ფალავანნი და თავადნი გამოესალმა საწუთროსა და შავთა
Line of edition: 9    
მიწათა თანა უპატიოდ გასწორდა. და დევთა ასრე ეგონა, თუ: ნარიმან ქვითა
Line of edition: 10    
დავქოლეთო და მოვკალითო.

Line of edition: 11       
ნარიმან ერთობ მოღალული იყო და, როგორაცა მოისუენა, აგრე ნარიმან
Line of edition: 12    
მიბერტყა და მობერტყა და კარკალი უკუიყრევინა, და ხუადი ლომივითა გამოვიდა
Line of edition: 13    
და შემოყვირნა. რა დევთა ნარიმანი გაცოცხლებული ნახეს, აგრე დაფრინდეს და
Line of edition: 14    
გაიქცეს.

Line of edition: 15       
აგრე გათენდა და ლაჟუარდის ფერსა ცასა სინათლე მიეცა, და საწუთროსა
Line of edition: 16    
მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო და კირჩხიბისა ჭანგსა დაეხსნა, და გუმბადსა
Line of edition: 17    
ზედა ამაღლდა, და ვარდისა წყლითა პირი დაიბანა, აგრე ნაწვიმარსა მინდორსა
Line of edition: 18    
ყირმიზი ფარდაგი მოჰფინა და დააშუენა.

Line of edition: 19       
აგრე ჰკრეს ქოსსა და ტაბლაკსა, და მკუდრისა გორი იდგის და თაკარა
Line of edition: 20    
მინდორი მძორითა ავსილ იყო, და დაკოდილი კუნესოდის და იდვის, სხუა რაცაღა
Line of edition: 21    
დარჩომილ იყო, ერთმანერთსა მშვიდობა მიულოცეს. მერმე ჴელმწიფემან ფრიდონ
Line of edition: 22    
თავსა მაღრიბული თვალი და მარგალიტი გარდააყარა ნარიმანს. და რა მზე
Line of edition: 23    
მოხურდა, დიდნი ჭანდარივითა დაეცა პირაღმა და გაიწუადა, დანაყილი და
Line of edition: 24    
მტკივნეული იყო და შებნდა. მერმე ჴელმწიფემან ფრიდონ საჴელმწიფო ქუდი
Line of edition: 25    
მოიხადა და ალაგზედა დაახეთქა, და ცოტასა ხანსა დაბნედილი იყო. მერმე სულად
Line of edition: 26    
მოვიდა და გამხიარულდა ფრიდონ, და ნარიმან ზე წამოჯდა და ნადიმი დაიდვეს,
Line of edition: 27    
სამსა დღესა მოისუენეს და აღარა ერჩოდეს ერთმანერთსა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.