TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 45
Previous part

Chapter: 45  
Page of edition: 234  
Line of edition: 5  სხუავე ომი ფრიდონისა და ყამურ დევისა


Line of edition: 6       რა გათენდა, ლაჟუარდის ფერსა ცასა სინათლე მიეცა, საწუთროსა
Line of edition: 7    
მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო და კირჩხიბისა ჭანგსა დაეხსნა. გუმბადსა ზედა
Line of edition: 8    
ამაღლდა და შავსა კუპრსა ყირმიზი ძოწეული და იაგუნდი მოაყარა, აგრე ჰკრეს
Line of edition: 9    
ორგნითვე ჴმა საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა სარაზმოთა, გამოაბეს თეთრი მძივი
Line of edition: 10    
პილოსა და შებერეს ნაფირთა, ზროხაკუდთა, ნაღარა, ზაბულური, სპილენ-ჭურთა და
Line of edition: 11    
სინჯთა. აგრე ჰკრეს ორგნითვე რაზმი და გამოიღეს ფრიდონის ტახტი, დადგეს
Line of edition: 12    
პილოზედა. მერმე მოვიდა ჴელმწიფე ფრიდონ და გავიდა კიბითა, დაჯდა
Line of edition: 13    
ტახტზედა.

Line of edition: 14       
მერმე ყამურ დევისა ტახტი გამოიტანეს, დადგეს პილოზედა. გავიდა ყამური
Line of edition: 15    
და მაზედა დაჯდა. მერმე შეკივლეს ერთმანერთსა და წამოიღეს ქაიანური დროშა.
Line of edition: 16    
წამოვიდეს ამდიდრებულნი ზღუავითა. დროშისა ძირსა ჰშაქ იდგა და ნარიმან
Line of edition: 17    
აღარ იყო რაზმშიგან, ამად რომე პირველად ერთობ ნაომარი იყო დევთაგან და
Line of edition: 18    
მრავალი სახელოვანი დევი მოეკლა, და ისიც ერთობ ნაცემი დანაყილიყო, მისთვის
Line of edition: 19    
რაზმშიგან ვეღარ მოვიდა, ოთაღშიგან სუენებად იწუა.

Line of edition: 20       
აგრე დაერივნეს ერთმანერთსა და შეიქნა ელვარება ჴრმალთა და აბჯართა
Line of edition: 21    
ტკრციალი. მერმე დაუშინეს ერთმანერთსა ისრითა, ჴრმლითა, ლახტითა, შუბითა,
Line of edition: 22    
ხანჯრითა, ქვითა, ტუკითა. ასეთი ომი შეიქნა, რომე პირველისაგან უფიცხესი.
Line of edition: 23    
დაუშინეს ერთმანერთსა. მრავალთა თავადთა თავი უპატიოდ მიწათა თანა გასწორდა.
Line of edition: 24    
თავი ტანს სალამსა გაუგზავნიდა. მერმე წამოვიდა ყამურ დევი, დევთა თავადი.
Line of edition: 25    
წამოიღო მისი მძიმე ლახტი, ათას ხუთასისა ლიტრისა, და მისი სიმაღლე ასი
Line of edition: 26    
ადლი იყო, და მიმართა ჴელმწიფესა და ქაიანურსა დროშასა. და ოცი ათასი კაცი
Line of edition: 27    
ჩამოყარეს, დახოცეს.

Line of edition: 28       
რა ყამური ფრიდონს მოეწურა, წინათ ფალავანი ჰშაქ მიეგება. და ყამური
Line of edition: 29    
დევმან მოუქნივა მისი მძიმე ლახტი, ჰშაქს თავსა დაჰკრა. ჰშაქ და ცხენი ორთავე
Line of edition: 30    
მიწათა თანა გასწორდა და სოფელსა გამოესალმა. რა ჰშაქის შვილმან ქიშუად
Line of edition: 31    
მამისა სიკუდილი შეიგნა, ფიცხლა საყელონი გარდიხივნა, თავსა მიწანი გარდიყარნა.
Line of edition: 32    
მერმე აგრე ყამური მოუხდა ხელმწიფესა ფრიდონს და მიჰყო ხელი, ჩამოითრივა
Line of edition: 33    
ტახტიდაღმან და ღლიასა შემოიჩარა, და ერთი ჴელითა ლახტი მოიქნივა და დაჰკრა
Line of edition: 34    
ტახტსა, ტახტი და პილო გარდამუსრად გაყარა. ფრიდონ ღლიასა სჩრიან და
Line of edition: 35    
აგეთით იცემების. და შეიქნა ყუელგნით ზახილი და მოსაწევარი. და გაიქცა
Line of edition: 36    
ნარიმანისკენ კაცი, ვითა: რას სწევხარ ფალავანო, რა მოღალფებისა ჟამი არის. აწ
Line of edition: 37    
უნდა ფალავნობა! გრძნეულმან დევებმან ჰშაქ ფალავანი მოკლა და ჴელმწიფე
Line of edition: 38    
ტახტიდაღმან ჩამოითრივა და ღლიასა სჩრიან და ისეთი მივა.

Line of edition: 39       
რა ნარიმან ესე გაიგონა, წამოვარდა წარბ-შერჭმით და მოეწივა ყამური დევსა
Line of edition: 40    
და დაუზახნა, ვითა: სად წახუალ, რა ფალავანთა და გულოვანთა მამათა ჴელი არის
Line of edition: 41    
გადრეკა და ზურგისა შემოქცევნა! რა ყამური დევმან ნარიმანისაგან ესე გაიგონა,
Line of edition: 42    
აგრე ფიცხლა მობრუნდა და ფრიდონ გამოიძრო ღლიასდაღმან,
Page of edition: 235   Line of edition: 1    
დაუჭირნა ხუფთნისა საყელო, და მოიქნივა და პირმოღმა ნარიმანს შემოსტყორცა.
Line of edition: 2    
ნარიმან ფალავანმან ფიცხლა ჴელი მიუშვირა და დაიჭირა, ალაგზედა აღარა
Line of edition: 3    
დაუშუა, მერმე წყნარად ალაგზედან დასუა. ფრიდონ შიშითა გაშეთებული იყო,
Line of edition: 4    
იქით და აქეთ წაირბინა და წამოირბინა, მერმე ცხენი მოგუარეს და მასზედა შეჯდა.
Line of edition: 5    
აგრე ნარიმან გაუხდა ყამური დევსა და, როგორაცა მიეწივა, აგრე ფიცხლა
Line of edition: 6    
დაუბრუნდა და ლახტი მოუქნივა. ნარიმან ფალავანმან ხელი მიაგება და ლახტი
Line of edition: 7    
დაუჭირა. მერმე გამოსწივნა და წაუღო, მოიქნივა და შორს გააგდო, აგრე
Line of edition: 8    
შეიჭედნეს, დიდხანობამდე იჭედნეს, დააღრინის დევმან პირი და კბილითა თავსა
Line of edition: 9    
ეჭედებოდის და ჰკბენდის. ნარიმან ფალავანი თავს იქით და აქეთ არიდებს. მერმე
Line of edition: 10    
წააფრინდა ნარიმან და ყორჯი დაუჭირა, მოიქნივა, დასცა. მერმე მუხლი და ტანი
Line of edition: 11    
და გუერდი ჩაალეწა, ამოიღო ალმასფერი ხანჯარი და თავი გარდაკუეთა.

Line of edition: 12       
რა დევთა ყამური დევი მოკლული ნახეს, აგრე გაიქცეს. მერმე წაუდგეს უკანა,
Line of edition: 13    
დაჴოცეს, გარდავლინეს და ამოსწყვიტეს. მერმე დარჩა აუამრავი საქონელი. აგრე
Line of edition: 14    
ხელმწიფემან თავსა თუალი და მარგალიტი გარდააყარა, და მისცა მრავალი
Line of edition: 15    
საქონელი. მერმე ლაშქართა გაუყო. აგრე გამარჯვებულნი, სავსენი სარი ქალაქსა
Line of edition: 16    
წავიდა, და ქიშვად მამასა მისსა ჰშაქს თაბუთშიგან ჩააწვინა და ხუარასანს
Line of edition: 17    
წაიყუანა.

Line of edition: 18       
რა ჴელმწიფე სარა ქალაქსა მოვიდა, აგრე გამხიარულდეს ერთობილნი, თემი
Line of edition: 19    
და მოქალაქენი, ყუალაი თავსა წითელსა აყრიდეს ფრიდონს და ნარიმანს. მერმე
Line of edition: 20    
დარბაზუან შიგან შევიდეს, და ჴელმწიფე ფრიდონ მძიმესა ტახტზედა დაჯდა, და
Line of edition: 21    
სახელმწიფო ტანისამოსი ტანსა ჩაიცუა და მძიმე ქუდი თავსა დაიბურა, და მას
Line of edition: 22    
ზედა გვირგვინი დაიდგა, საყურნი გაიყარნა და ტავაყი შეიბა, და ხალახნი შეიყარნა
Line of edition: 23    
და მძიმედ, ჴელმწიფურად მოეკაზმა. და აგრე ნარიმანს ოქროსა სელნი დაუდგეს
Line of edition: 24    
და მაზედა დაჯდა. მერმე პურობა შექნეს, და სამსა დღესა და ღამესა ამოთა ჩანგის
Line of edition: 25    
მკურელთა და მომღერალთა და მუტრიბთა თანა გამოისუენეს.

Line of edition: 26       
მერმე გარეგნით და თემიდაღმან მოჩივარნი მოვიდეს, და შემოვიდეს ჴელმწიფესა
Line of edition: 27    
წინაშე, ჴელმწიფე დალოცეს და პირი მიწასა გააერთეს, და ერთიპირად ისრე
Line of edition: 28    
მოახსენეს, თუ: ხელმწიფეო, ესე პირიანი, რომე თქვენ ყოვლისა თემისა მეფე იყო,
Line of edition: 29    
და ზააქის ძმა თამაზ აღა-ყალას უკუდგომილა და იქიდაღმა ამოუწყვეტია თემი
Line of edition: 30    
და ქვეყანა. კაცსა მოაწყუდევს თუ დიაცსა, არა რომელსა არ გაუშუებს ცოცხალსა
Line of edition: 31    
ზააქის სისხლისათვის.

Line of edition: 32       
რა ხელმწიფემან ესე საჩივარი გაიგონა, დიდად ეწყინა და ასრე ბრძანა, თუ: ვინ
Line of edition: 33    
წავა მისდა საომრად მისვე ჭანგმახვილისა ნარიმანის მეტი! რა ფალავანმან
Line of edition: 34    
ნარიმან ჴელმწიფისაგან ესე საუბარი და ბრძანება მოისმინა, აგრე ფიცხლა ზე
Line of edition: 35    
ადგა, ქუდი მოიხადა, საწუთროსა დამბადებელი ახსენა და პირი მიწასა გააერთა.
Line of edition: 36    
მერმე ხელმწიფემან მადლი უბრძანა, დალოცა, თუ: შენითამცა იხარებს ტახტი და
Line of edition: 37    
გვირგვინი ფალავანო და ფალავანთა ზურგო, სფაადარო, პილოტანო, ახოვანო,
Line of edition: 38    
ჯავარსრულო, მკლავმაგარო, დევთა ამომწყუეტელო, ნიანგთა და პილოთა
Line of edition: 39    
შემკურელო, მბრუნავიმცა ეტლი არის შენი წინამძღუარი! რა ესე ბრძანება მოისმინა
Line of edition: 40    
ნარიმან ფალავანმან, აგრე აღარა დაიყოვნა რა. ქალაქს გარეთ გამოვიდა და ბარგ-
Line of edition: 41    
კარვები გამოაღებინა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.