TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 48
Previous part

Chapter: 48  
Page of edition: 237  
Line of edition: 3  აქა საამის ამბავი არის


Line of edition: 4        ... სახელად, აგრევე ფალავნობა, და თუ უმისოდ გამოარჩევთ, მერმე იჯავრებს.
Line of edition: 5    
აღარც აქა მოვა და აღარცა იქი წავა. რა ჴელმწიფემან ფრიდონ ესე ნათქუამი
Line of edition: 6    
გაიგონა ქავისაგან, ერთობ იამა და კიდეცა დაუმადლა. მერმე ჰშაქის შვილსა
Line of edition: 7    
ქიშვადს უბრძანა და ქავის შვილსა ყარანს და ყუბადს, ვითა: ზაულისტანს
Line of edition: 8    
წადით საამს წინაშე და გლოვისაგან გამოიყუანეთ, და მერმე აქა მოახსენეთ, რომე
Line of edition: 9    
ჩვენსა წინაშე დაისაჯნენ. ერთობ მძიმე სავაზირო საქმე გვიც.

Line of edition: 10       
რა ჴელმწიფისაგან ესე მოისმინეს, აგრე დაეკაზმნეს და წავიდეს. ჴელმწიფემან
Line of edition: 11    
წაატანა, რაცა საჩუქარი უნდოდა. იარეს, წინათ კაცი გაუგზავნეს, მაცნევარი. იარა
Line of edition: 12    
და მოვიდა, მოახსენა, ვითა: ფრიდონ გამოგვაგზავნა თქვენსა წინაშე ქიშუად,
Line of edition: 13    
ყარან და ყუბად.

Line of edition: 14       
რა საამ მათი მოსულა შეიგნა, აგრე სამისა დღისა სავალსა თავადები მიაგება
Line of edition: 15    
წინა. და წამოუძღუეს წინა და მოვიდეს ზაულისტანს. აგრე წინა სხუანი თავადნი
Line of edition: 16    
გაეგებნეს და თვით იგი არა გამოვიდა. რა შეუძღუეს წინა და შევიდეს, აგრე
Line of edition: 17    
ტახტიდაღმან წამოხდა და წინა მოეგება და მჴარმოჭდობით, კოცნით ნახა, აგრე
Line of edition: 18    
დასხდეს სათავადოსა ადგილსა, მერმე ფრიდონის დავედრებული ყუალაი
Line of edition: 19    
უკლებლად მოახსენეს. და პასუხი ასრე თქუა, ვითა: მას არ ეკადრებოდა, რომე
Line of edition: 20    
მოსულიყო და წავეყუანე? აგრე მისთა თავადთა მოახსენეს, ვითა: მაგას ნუ
Line of edition: 21    
ბრძანებთ, პატრონი არის. მოუხსენებია განაღამცა გამოხვიდეთ გლოვიდაღმან და
Line of edition: 22    
წავიდეთ. რაცა ეპრიანებოდეს, აგრე ვქნათ. რაცა ამ სახლსა და შენსა გუარსა
Line of edition: 23    
უქნია, იგივე შენ ქენ, და გმართებსთ, რომე ჰქნათ!

Line of edition: 24       
აგრე მოამშვიდეს და დამორჩილდა, ტახტზედა ძლივ ეტეოდა. კაცისა თვალნი
Line of edition: 25    
მისს უკეთესსა ახალმოწიფულსა ვერა ნახვიდა. ღაწვი წითელი, პირვარდი, თუალ-
Line of edition: 26    
შუენიერი, ტანი საროსა ხესა უგუანდა. აგრე, რაცა საჩუქუარი და მოსაცემელი
Line of edition: 27    
გამოეგზავნა ფრიდონსა, ყუალაი მოართუეს და ტანსა შემოსეს, და გლოვიდაღმან
Line of edition: 28    
გამოიყუანეს. მერმე დაეკაზმნეს სარის წამოსავალად. და მოიყუანეს პილო, მაზედა
Line of edition: 29    
ტახტი დაუდგეს და გავიდა, დაჯდა. მისი სამანდი თანა წამოიტანა. და ჰკრეს ქოსსა
Line of edition: 30    
და ნაღარასა, და წამოვიდა ორმოცდაათი ათასითა კაცითა. იარეს და წინათ [კაცი]
Line of edition: 31    
გამოგზავნეს ჴელმწიფესა წინაშე, ვითა: მოვედით და თქუენცა წინა მოგუეგებენით
Line of edition: 32    
და აგრე ნახეთ, ერთობ გაგულისებული არის თქვენისა აქა მოუსულელობისათვის.
Line of edition: 33    
და აწე წინა მოეგებენით და გული დაუოლვეთ. რა ნახავთ, თქვენცა მოგეწონების,
Line of edition: 34    
ამისსა უშუენიერესსა ნაყოფსა, მგონია, არა ქვეყანაზედა სხუა არა დაბადებულიყოს.

Line of edition: 35       
რა ესე გაგზავნილი კაცი მივიდა ფრიდონს წინაშე, აგრე მოიყუანეს პილო და
Line of edition: 36    
გამოიღეს ტახტი, დადგეს. მერმე ჴელმწიფე ფრიდონ გამოვიდა და აგრე გავიდა
Line of edition: 37    
პილოზედ, დაჯდა. მერმე მრავლითა თავადებითა საამს წინა მიეგება. სამსა
Line of edition: 38    
მილიონსა მოვიდოდეს მრავალფერად ტანისამოსითა დაკაზმულნი. და საამ შუაზედა
Line of edition: 39    
მოვიდოდა, დიდი მთავითა. შორედაღმან შეეტყობოდა, რომე
Page of edition: 238   Line of edition: 1    
ნარიმანის შვილი საამ იყო და ჴელთა მამისსეული ლახტი ჰქონდა. და მარჯუენით
Line of edition: 2    
ქიშუად მოსდგომოდა და მარცხენით ყარან და ყუბად. და ასრე მხიარულად
Line of edition: 3    
მოვიდოდა, ამას ჰგუანდა, თუ პირსა ვარდი მოსცვივისო, მხიარულსა, მწუანიანსა
Line of edition: 4    
ყუავილისა მინდორსა ჰგავს.

Line of edition: 5       
რა მოახლოვდეს, მერმე ასრე მოახსენეს, ვითა: ხელმწიფე არის, ჩამოხედა აგრე
Line of edition: 6    
სალამი მოახსენეთ, ზედაჯდომით არ ეკადრების, თქვენცა უკაცრავად მოგიხდების.
Line of edition: 7    
აგრე ფიცხლა ჩამოხდა, დაუჯერა თავადებსა და, რა ჴელმწიფემან საამ
Line of edition: 8    
ჩამოხდომილი დაინახა, აგრე ესე აქეთ ჩამოხდა და ერთმანერთსა ქუეითად მიეგებნეს
Line of edition: 9    
წინა და მჴარმოჭდომით აკოცეს. მერმე ჴელმწიფესა ერთობ უკვირდა საამის
Line of edition: 10    
სიმშუენიერე, სიკეთე, ტანისა ასაკობა. აგრე საჴელმწიფო ქუდი მოიჴადა და
Line of edition: 11    
საწუთროსა დამბადებელსა დიდი მადლი შესწირა საამის ესრე სიკეთისა და
Line of edition: 12    
ფალავნობისათვის. მერმე შეჯდა, მისი სამანდი მოგუარეს, და შესხდეს სრულად
Line of edition: 13    
ლაშქარნი და სარას წამოვიდეს.

Line of edition: 14       
რა ქალაქსა შიგან შემოვიდეს, აგრე მოქალაქენი თავსა წითელსა აყრიდეს და,
Line of edition: 15    
როგორაცა ციხისა ძირსა მივიდეს, ჴელმწიფემან ასრე ბრძანა, ვითა: ჰაი, ჰაი,
Line of edition: 16    
წინანო ფალავანნო, რა იქენით, თქვენი ძალი და ფალავანობა! მერმე ამა საუბარსა
Line of edition: 17    
ყური მოსწივა საამ და მოახსენა, ვითა: რატომ ბრძანეთო!

Line of edition: 18       
მერმე დიდი ლოდი იჯდა კარშიგან და იგი უჩუენა, ვითა: პაპათა და მამათა
Line of edition: 19    
შენთაგან არის მოღებული და მათ უკანით სხუა კაცი არა გამოჩენილა, რომე
Line of edition: 20    
აიღოს. რა ფრიდონისაგან ესე გაიგონა, აგრე ფიცხლა ცხენისაგან გარდახდა, და
Line of edition: 21    
ასრე თქუა, თუ: მათ მე როდეს უარესი ვარო. ამოიკალთავნა და შეუყარნა ჴელნი,
Line of edition: 22    
ასწივნა და აიღო, და თავსა გარდივლო და გაუშუა, და იქით დაეცა და ასეთი
Line of edition: 23    
ძგარანი გაუხდეს, სრულად ქალაქნი შეიძრნეს. და გაუკვირდეს ერთობილთა მისი
Line of edition: 24    
ეგეთი ძალი.

Line of edition: 25       
მერმე დარბაზად შევიდეს. და ხელმწიფე ტახტსა ზედა დაჯდა, საამს ოქროსა
Line of edition: 26    
სელნი მოართუეს და მამისეულს ალაგსა დასუეს, მერმე სხუანი თავადები
Line of edition: 27    
შემოვიდეს: ქიშვად, ქავ, ყარან და ყუბად და დასხდეს, როგორცა წესად
Line of edition: 28    
მართებდა, აგრე ვაზირობა შექნეს. და ასრე ბრძანა ჴელმწიფემან, ვითა: შვილნი
Line of edition: 29    
დამეწიფვიან _ სალიმ, თური და ერაჯ. აწე ასრე მინდა რომე სამნი ქალნი
Line of edition: 30    
ვიშოვნნე და მათ ცოლად შევრთნე. და მანვე ბრძანა: იამანთ, ჴელმწიფესა
Line of edition: 31    
სარუშაჰს უდგანან სამნი ასულნი და ჩემთა შვილთა საკადრისი ის არიან, მაგრამ
Line of edition: 32    
ვინ წავა მათ მოყუანებად, ერთობ სამე ამაყი კაცი არის, თუ ასეთი კაცი წავა,
Line of edition: 33    
რომე, თუ ნებითა არ მოსცნეს, მერმე წამოასხნეს, მაშინღა ჴელის ძალითა
Line of edition: 34    
წამოუსხნეს, რას ბრძანებთ, ვინ არის ამისი მქნელი?

Line of edition: 35       
რა ნარიმანის შვილმან საამ ფალავანმან გაიგონა და შეიგნა, ყუალასა მას
Line of edition: 36    
ზედან უბნობდეს, მერმე ასრე მოახსენა საამ ჴელმწიფესა ვითა: მე წავალ და
Line of edition: 37    
გმსახურებ მაგასა. და მამისსეულსა მძიმესა ლახტსა და ლაშქარსა თანა წავიტან
Line of edition: 38    
და, თუ ნებითა მომცემს, მაშინ კარგია და, თუ ნებითა აღარა მომცემს, ჴელის
Line of edition: 39    
ძალითა გამიდგების, მერმე მიყურე, თუ რა უყო, ჩემითა მძიმითა ლახტითა, თუ
Line of edition: 40    
როგორ გავხადო ჴელმწიფე, და თემი და ქუეყანა.

Line of edition: 41       
ამას ზედა აეკაზმა საამ ფალავანი იამანთ ჴელმწიფესა წინაშე წასავალად.
Line of edition: 42    
ადგა და გაემართა. გამოვიდა, მისი ცხენი მოგუარეს, სამანდი. შეჯდა და ქალაქსა
Line of edition: 43    
გარეთ გამოვიდა და ქიშვად თანა გამოიყუანა. დაეკაზმნეს წასავალად. და მოიყუანეს
Line of edition: 44    
პილო და მაზედა ტახტი დადგეს, მძიმედ მოჭედილი. წასავალად გამართული საამ
Line of edition: 45    
და ქიშვად დარბაზისაკენ კიდევე მობრუნდეს, და საამ მძიმე
Page of edition: 239   Line of edition: 1    
გვირგვინი დაიდგა. მის გუარსა მის მეტსა გვირგვინი არა რომელსა სდგმოდა. რა
Line of edition: 2    
დარბაზისა კარზედა მოვიდა, ჩამოხდეს საამ, ქიშუად, მერმე აგრე დარბაზს
Line of edition: 3    
შევიდეს გამოსალმებად. როგორაცა ჴელმწიფემან შემოხედნა, გვირგვინი ედგა საამს,
Line of edition: 4    
გაუკვირდა ჴელმწიფესა, ვითა: მისსა გუარსა არა სდგომოდა, იმან რატომ
Line of edition: 5    
დაიხურაო. მერმე ქავ ასრე მოახსენა, ვითა: სული დაიღე, ნურას იტყვი, თუარემ
Line of edition: 6    
მისთა დღეთა შიგან ვეღარა მოამშვიდებ!

Line of edition: 7       
მერმე ჴელმწიფესა გამოესალმნეს და აგრე უკმობრუნდეს. გამოვიდეს, შესხდეს
Line of edition: 8    
და წავიდეს. აგრე ჰკრეს ასაყრელსა ჴმასა ქოსსა და ტაბლაკსა, გაემართნეს
Line of edition: 9    
იამანეთით ორმოცდაათი ათასითა კაცითა საამ ფალავანი და წაიტანა თანა
Line of edition: 10    
ჰშაქის შვილი ქიშუად, და წავიდა მოციქულად. აგრე დაშუშნი იყუნეს, წავიდეს
Line of edition: 11    
წინათ და მოახსენეს იამანთ ჴელმწიფესა სარუშაჰს წინაშე, ვითა: რასა
Line of edition: 12    
სხედხართ, ფრიდონ ნარიმანის შვილი საამ გამოგზავნა ორმოცდაათი ათასითა
Line of edition: 13    
კაცითა მოციქულად და ქალთა გთხოვს მისთა შვილთათვის, თუ ნებით მისცემთ,
Line of edition: 14    
კარგია, თუარემ ძალითა წაგისხამს.

Line of edition: 15       
საამის ამბავი ასრე მოგახსენოთ: მისა გუარსა ყუალასა უფროსი არის. დიდსა
Line of edition: 16    
მაღალსა მთასა ჰგავს და მოვა. აწე თუ თქვენ, რასაცა ბრძანებთ, პატრონნი ხართ!
Line of edition: 17    
რა იამანთა ჴელმწიფემან სარუშა ესე ამბავი გაიგონა, აგრე ყუალგნით
Line of edition: 18    
ლაშქრისათვის საჴმობარი კაცები გაგზავნა. და ერთი წიგნი და კაცი ქოიალს
Line of edition: 19    
გაუგზავნა, ერთი წიგნი და კაცი მუთარიადს გაუგზავნა, ერთი წიგნი და კაცი
Line of edition: 20    
ყაიდუშიჰდს გაუგზავნა და ფიცხელა მის წინაშე იხმნა. როდესაც წიგნები და
Line of edition: 21    
ამბავი მიუვიდა, პირსა და თუალთა დაიდუეს და მასვე წამსა წამოვიდეს.

Line of edition: 22       
იარეს, ჴელმწიფესა წინაშე მივიდეს, შევიდნეს, პირი მიწასა გააერთეს, მერმე
Line of edition: 23    
დასხდეს. აგრე ვაზირობა შეექნეს. ჴელმწიფემან მოახსენა, ვითა: ფრიდონს საამ
Line of edition: 24    
გამოუგზავნია ორმოცდაათი ათასითა კაცითა ქალთათვის სათხოვრად და მოციქულად
Line of edition: 25    
მოვა. აწე თქუენ რასა ბრძანებთ, როგორ გამოვარჩიოთ? მერმე ქოიალად მოახსენა:
Line of edition: 26    
ჴელმწიფეო, მოციქული მე ასი ცხენოსანი მასმიან, ორმოცდაათი ათასი არ
Line of edition: 27    
გამიგონია. აწე მე რომე გამისინჯავს, თუ ნებითა მისცემთ, კარგია, თუარემ ძალითა
Line of edition: 28    
მოგვიხდების. აწე მე ასრე გამირჩევია, რომე შევიყაროთ ჩვენცა და მივეგებნეთ და
Line of edition: 29    
შევებნეთ. თუ ისი ფალავანობით იკუეხის, ჩვენცა თუ ფალავანნი არა ვართ, ამას,
Line of edition: 30    
რომ ჩვენს უკანდელნი კაცნი გიზრახვიდნენ, თუ: საამ ჩაუდგა შინა და ჴმა ვერავინ
Line of edition: 31    
გამოსცა შიშითაო. მართ შევებნეთ და დავიჴოცნეთ იგი სჯობს, აუგიანად
Line of edition: 32    
სიცოცხლესა სახელოვნად სიკუდილი გვიჯობს და ქვეყანაზედა ჩვენი სახელი
Line of edition: 33    
იადგრად დარჩეს!

Line of edition: 34       
მერმე ჴელმწიფემან სარუშაჰა ასრე უბრძანა, ვითა: რომე ჩვენცა დავიჴოცნეთ,
Line of edition: 35    
თემი და ქუეყანა ამოსწყდეს და ქალნი ჴელის ძალითა წაასხნენ, მათ შევეწყობი და
Line of edition: 36    
ნებითა მივსცემ, იგი მირჩევნიან. დიდი ჴელმწიფე არის. ფრიდონს ვერა წავეკიდები
Line of edition: 37    
მე და ვერცა სამისურის მძიმესა, ფათრათისსეულსა ლახტსა დაუდგამ. ნახეთ,
Line of edition: 38    
ფათარათ რა ქნა. სრულად ჴმელეთი დევთა ჰქონდა და ყუალაი მან ამოსწყვიტა და
Line of edition: 39    
დაჴოცა. მისთანა ფალავანი არ დაბადებულა და აწე მისის ნათესავისა შვილი არის.
Line of edition: 40    
ქარიმანის და ნარიმანის ამბავი თქვენცა იცით და გასმია, თუ რა ნაქმარი ქნა. და
Line of edition: 41    
აწე საამისურისას ასრე იტყვიან, ვითა: ამის უკეთესი მათის გუარისა არ
Line of edition: 42    
დაბადებულაო. აწ რადგან ისი მოვა ქალთა სათხოვრად, მიეცემის, მეტი ღონე არა
Line of edition: 43    
მაქუს და, თუ ისი არ ყოფილიყო, მაშინდა ვის მივსცემდი! აწე წავიდეთ და წინა
Line of edition: 44    
მივეგებნეთ, იგი სჯობს სხუასა რჩევასა,
Page of edition: 240   Line of edition: 1    
და გზაშიგანცა გავსინჯოთ, თუ მისი ომი და ბრძოლა შეგვეძლოს, ვითამ არა
Line of edition: 2    
გვითქუამს რა.

Line of edition: 3       
ამაზედა ვაზირნი და ფალავანნიცა მოემოწმნეს, დაეკაზმნეს წინა მოსაგებავად.
Line of edition: 4    
მერმე ქალაქს გარეთ მოედანშიგან მოიღეს გარგი და კარვები და მძიმითა იარაღითა
Line of edition: 5    
გაემართნეს. და მოიღეს მძიმედ მოთვალმარგალიტული ტახტი და პილოზედა
Line of edition: 6    
დადგეს. აგრე მოვიდა იამანთ ჴელმწიფე სარუშაჰა და საჴელმწიფო ტანისამოსი
Line of edition: 7    
ჩაიცუა, და აგრე კიბითა პილოზედა გავიდა, დაჯდა. აგრე ჰკრეს ნაღარასა, შესხდეს
Line of edition: 8    
და წავიდეს, იარეს, ათისა დღისა სავალსა, წინა მიეგებნეს. წინათ კაცი გაგზავნა.
Line of edition: 9    
აგრე აუჩნდა ერთმანერთი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.