TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 18
Previous part

Chapter: 18  
Page of edition: 339  
Line of edition: 1  ესე ამ საპყრობილესა დაუტეოთ და მცირე რამ სეილი ჯანსუზისა ანბავი
Line of edition: 2 
წარმოვთქუათ


Line of edition: 3       სეილი ჯანსუზმა რა ეს უწყალობა ჴემწიფისა და ვეზირისაგან ნახა, დიდათ
Line of edition: 4    
შეწუხდა; ადგა მეჯლიშიდამ და თავის სასახლესა წავიდა. სეილი ჯანსუზს ერთი ქალი
Line of edition: 5    
ჰყვანდა, სახელათ სამანრუხ ერქუა. რა ამა ქალმა თავისი მამა მიმავალი იხილა, წინ
Line of edition: 6    
გამოეგება და შინ შეუძღუა და შეიყვანა. რა ამ ქალმა თვისსა მამას პირზედან შეხედა,
Line of edition: 7    
ნახა, რომ დიახ შეწუხებული იყო. ჰკითხა: ჱეი, მამაო, რატომ ხარ შეწუხებულიო.
Line of edition: 8    
სეილი ჯანსუზს თავისი ქალის სამანრუხის ჭკუა დიახ მიეწონა და მეტის
Line of edition: 9    
სიყვარულით ვეღარ დაუმალა და ამა მეჯლისში რაც მომხდარიყო, სულ ყველა
Line of edition: 10    
თითოეულად გამოუცხადა.

Line of edition: 11       
სამანრუხმა რა ესე საამის ანბავი შეიტყო, ერთი საზარლათ ამოიოხრა

Page of edition: 340   Line of edition: 1    
ღვიძლთაგან, ამიტომ რომ ჴემწიფე სანადიროთ რომ წაბძანებულიყო, იმჟამად იმათ
Line of edition: 2    
კარზედან გაევლო, სამანრუხს საამ ფალავნის სახე ენახა და გაარშიყებოდა. ამ
Line of edition: 3    
საქმეზედ დიდათ წუხდა. ასე რომ, არ იცოდა, რა ექნა.

Line of edition: 4       
სამანრუხმა თავისსა მამასა მოახსენა: იმ ფალავანს გაუშვებენ, თუ რას უზმენო.
Line of edition: 5    
სეილი ჯანსუზმა უთხრა: ჱეი, ჩემო საყვარელო შვილო, რამდენსამე დღეს ასე
Line of edition: 6    
შეინახვენ და მერე მოკვლენო. სამანრუხმა რა ესე ამბავი თავის მამასა გამოჰკითხა,
Line of edition: 7    
თავის მამასა გამოეთხოვა და თავისსა ოთახსა მოვიდა. ის ღამე მწუხარებით გაათენა.

Line of edition: 8       
რა დილა გათენდა, კაცის ტანისამოსი ჩაიცუა და სამამაცოს იარაღით შეიჭურვა
Line of edition: 9    
და იმა საპყრობილისაკენ გაემართა. რა სიახლოვესა მივიდა, ნახა, რომ ოთხსავ მხარესა
Line of edition: 10    
ქეშიკები უდგანან. ამ ქალმა, რამდენსაც გარს უარა, ვერა გააწყო რა, რომ იმ ქეშიკებს
Line of edition: 11    
შესვლოდა. ამჟამად ქეშიკებმა ერთს კაცს ფული მისცეს და ღვინის სასყიდლათ
Line of edition: 12    
გაისტუმრეს. ეს ბიჭი რა ქეშიკებს მოშორდა, ის ქალი უკან გაეკიდა, მივიდა ერთს
Line of edition: 13    
ალაგს, ერთი ასეთი ჴმალი შემოჰკრა, რომ თავი ტანისაგან განაშორა და იმისი ლეში
Line of edition: 14    
ერთს ფარულს ალაგს გარდააგდო. აიღო ის ღვინის ჭურჭელი და თავისა სასახლესა
Line of edition: 15    
შევიდა, ის ჭურჭელი ღვინით აავსო და შიგ ბეუშტარო გაურიუა და იმ ბიჭის
Line of edition: 16    
ტანისამოსი ზეიდამ ჩაიცვა, აიღო ის ღვინო და ქეშიკებს მიუტანა და თითონ ერთს
Line of edition: 17    
ფარულს ალაგს დაჯდა და ყურება დაუწყო.

Line of edition: 18       
ამ ქეშიკთ რა ღვინის სმა დაიწყეს, ბეუშტარო მოეკიდათ და ერთობით უცნობო
Line of edition: 19    
შეიქნენ. ქალი მოვარდა, ხანჯალი დაასუა საპყრობილის თავსა, აბრეშუმის ქამანდი მოაბა
Line of edition: 20    
და შიგან ჩაეშუა. მივიდა, ფალავანს თავი დაუკრა და დადგა ფალავნის წინაშე. ფალავანმა
Line of edition: 21    
სალამი ჩამოართო და მეგობრობის სიტყვით უთხრა: ჱეი, ძმაო, შენ რომლის ქუეყნის
Line of edition: 22    
კეკლუცი ხარ, და ან რომლის ბაღისა ვარდი, და ან რომლისა სადაფისა მარგალიტიო.
Line of edition: 23    
სამანრუხმა მოახსენა: მე თქვენი მხევალი, სეილ ჯანსუზის ქალი, სამანრუხ
Line of edition: 24    
გახლავარო. საამ ფალავანმა უპასუხა: ჱეი, მნათობო, შენ ან ვინ მოგიყვანა აქა, და ან
Line of edition: 25    
რა გინდა? სამანრუხმა, რაც მომხდარიყო, სულ ყველა თითოეულად მოახსენა, ქალმა
Line of edition: 26    
მოახსენა: ფალავანო, ჯერ მუსაიფობის დრო არა არისო. ჯერ ამ ჩალიდამ ავიდეთო და
Line of edition: 27    
მერე სულ ყველას გაცნობო. ფალავანი ამ ქალის სიტყუასა ზედან ნამუსსა ჩავარდა,
Line of edition: 28    
წამოიჩოქა და ასეთი გასწივა ამ ჯინჯილებს, რომ ბამბის ძაფივით ლუკმა-ლუკმა
Line of edition: 29    
დაწყვიტა. ადგა, ჯერეთ ქალი ამოგზავნა ზევითა და მას უკან თითონ მოეკიდა, და
Line of edition: 30    
ამოვიდა ზევითა. სამანრუხმა ფალავანი წამოიყვანა და ერთსა ხალვათსა ოთახსა შეიყვანა
Line of edition: 31    
და დასვა, და თითონ ხელმოწდომით თავსა დაადგა.

Line of edition: 32       
ფალავანმა რა სრულებით გაშინჯა იმისი სახე, დიდათ მოეწონა და უთხრა: ჱეი,
Line of edition: 33    
მნათობო, ჩემგან რა სიკეთე მოგაგონდაო, რომ ესდენი ჯაფა გასწივე და განსაცდელისაგან
Line of edition: 34    
და პყრობილობისაგან დამიხსენო! ამ ქალმა თავის ყოველივე გარდასავალი გამოუცხადა.
Line of edition: 35    
საამ ფალავანმა ჰსცნა, რომ ეს ქალი გაარშიყებოდა და უთხრა, რომ მე ერთი მწუხარება
Line of edition: 36    
მაქუსო. თუ ვსთქო, მრცხვენიან, და თუ არა, _ ის მწუხარება ქუეყანასა დასწომსო.
Line of edition: 37    
მნათობო, მე ღმერთთან აღთქმა მაქუსო, რომ მე ფერიდუხტის მეტს ხელს ვერავის
Line of edition: 38    
შეუახებო.

Line of edition: 39       
ქალმა რა ესე გაიგონა დიდათ შეწუხდა, დაჭმუნდა. ფალავანმა რა შეხედა, ქალს
Line of edition: 40    
შეწუხება შეატყო, ესრეთ უთხრა: ნუ შესწუხდები, შენ ასეთსა კაცს მიგცემო, რომ
Line of edition: 41    
ბევრათ ტანათაც მჯობდესო, თუალათაც და მამაცობითაცაო, ამაზედ
Page of edition: 341   Line of edition: 1    
სარწმუნო იყავო. ქალმა რა ესე გაიგონა, დიდათ იამა, მოვიდა და ხელსა აკოცა.
Line of edition: 2    
ფალავანმა უთხრა: დღეის იქით შენ ჩემი საყუარელი და ხარო!


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.