TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 30
Previous part

Chapter: 30  
Page of edition: 418  
Line of edition: 1  აქა იწყების საამ ფალავნისაგან ქუიფან მთისაკენ წასვლა, აბრაი დევის სიკვდილი,
Line of edition: 2 
ფერიდუხტის გამოხსნა და ერანის ქუეყანაში მოყუანა


Line of edition: 3       მეორესა დღესა საამ ფალავანი იქიდამ აიყარა თავისის დიდებულებითა და
Line of edition: 4    
ქუიფან მთისაკენ გაემართა, და სწრაფისა სიარულითა იარეს. ზღვისა პირსა
Line of edition: 5    
გარდახდნენ. ფალავანმა გემისა უფროსნი მოაყვანინა და უბძანა, რომ გემები მოამზადეთო,
Line of edition: 6    
და მე აქ დიდხანს არა მცალიან სადგომათა. მეგემეთ მოახსენეს უბძანეთო, რომ ორმოცის
Line of edition: 7    
დღის ნუზლი მოამზადონ. ფალავანმა ბძანება მისცა. მსწრაფლად მოამზადეს და ხომალდსა
Line of edition: 8    
შიგან ჩააწყვეს. და მეორესა დღესა ლაშქარნი ხომალდსა ჩასხდნენ და გაემართნენ, და
Line of edition: 9    
ღმრთის მოწყალებით, დიახ კარგი ტაროსი დაუდგათ. და იარეს და ორმოცს დღეს ზღვის
Line of edition: 10    
ნაპირს გავიდნენ მშვიდობით. საამ ფალავანმა ღმერთს მადლობა შესწირა და ხმელეთზედ
Line of edition: 11    
გავიდნენ, და კარავნი დასცეს და დადგნენ, მეხომალდენი მოვიდნენ და ფალავანსა
Line of edition: 12    
თაყვანი-სცეს და მოახსენეს: ამას იქით რომ ხმელზე წავალთ, ეს ალაგი ქაჯთ სამყოფი
Line of edition: 13    
არის, და, რა ქაჯთ სამყოფს გასცილდებით, მის უკან შავი დევის სამყოფი არის. ის
Line of edition: 14    
შავი დევი დიახ ძლიერების მქონე არის და, რა იმის სამყოფელს გასცილდებით, მას
Line of edition: 15    
უკან ქუიფან მთის შუაგულში შეხვალთ, რომელშიაც აბრაჰი დევი მკვიდრობს.
Line of edition: 16    
ფალავანმა მადლობა უბძანა.

Page of edition: 419   Line of edition: 1       
მეორესა დღესა აიყარნენ, იარეს და ჯინების სამყოფს ქალაქისა კართან
Line of edition: 2    
გარდახდნენ. თუთიმ მოახსენა: უბძანეთ, რომ ლაშქარნი აქ გარდახდნენ და თქუენ
Line of edition: 3    
ჯინების ჴემწიფესთან წაბძანდით. ფალავანმა ბძანება მისცა, ლაშქარნი თავ-თავის მხარეს
Line of edition: 4    
გარდახდნენ. საამ ფალავანი ქაჯთ ჴემწიფისაკენ გაემართა. რა საამ ფალავანისა
Line of edition: 5    
მიმავლობა ქაჯებმა იხილეს, მივიდნენ და თავიანთს ჴემწიფეს აცნობეს საამ ფალავნის
Line of edition: 6    
მიმავლობა. მაშინვე ქაჯთ ჴემწიფე თავისის დიდებულებით ფალავანს წინ მოეგება. რა
Line of edition: 7    
საამ ფალავანმა ქაჯთ ჴემწიფე იხილა, თავისის დიდებულებით, მსწრაფლად ცხენიდამ
Line of edition: 8    
გარდახდა. აქეთ მხარეს ქაჯთ ჴემწიფეც ცხენიდამ გარდახდა; მოვიდნენ, ერთმანეთს
Line of edition: 9    
მიესალმნენ, ფალავანი თავის ქალაქს შეიყვანა, სასახლესა მივიდნენ. საამისთვის უცხო
Line of edition: 10    
მურასა სკამი დადგეს და სხვანი დიდებულნი თავ-თავის განწესებულს ალაგს დასხდნენ,
Line of edition: 11    
და მოიღეს უცხონი შაქალამა და შარბათები და შეექცეოდნენ. საამ ფალავანმა ყოველი
Line of edition: 12    
თავისი გარდასავალი ქაჯთ ჴემწიფეს მოახსენა. ქაჯთ ჴემწიფემ ფალავანს უპასუხა:
Line of edition: 13    
ჱეი, ფალავანო, თქვენი ანბავი ყოველი შეტყობილი მაქვს. მომილოცამს, რომ ღმრთის
Line of edition: 14    
წყალობა შენზედ არის და აბრაჰი დევი შენის ხელისგან აღსრულდება, და ყოველი ამისა
Line of edition: 15    
ხაზინანი და დიდება შენ დაგრჩება.

Line of edition: 16       
საამ ფალავანმა მადლობა მოახსენა და თავისი ანბავი ჰკითხა ქაჯთ ჴემწიფესა.
Line of edition: 17    
ქაჯთ ჴემწიფემ უპასუხა: ჩვენ ოთხნი ძმანი ვართ და ოთხსავე მხარეს ქუეყანაზედ
Line of edition: 18    
ვჴემწიფობთ. მე სახელად ჯალისაი-ჯინი მქვიან და აქა ვმკვიდრობ. მეორე ჩემი ძმა
Line of edition: 19    
აღმოსავლეთის მხარესა მკვიდრობს და სახელად ჯალიანჯინი ჰქვიან. მესამე ძმა
Line of edition: 20    
სამხრეთისაკენ მკვიდრობს და მეოთხე ძმა ჩრდილოეთისაკენ მკვიდრობს. და მე, როცა
Line of edition: 21    
წაბძანდებით, ესდენს საგზალსა გაგატან, რომ შავის დევისა სამყოფსა მიხვალთ, გეყოსთ
Line of edition: 22    
და, რა იქ მიხვალთ, და შავს დევს დაიმონავებთ, ის დევი ბევრს სამსახურებს
Line of edition: 23    
დაგანახებს. ფალავანმა მადლობა მოახსენა. შემდგომად ფალავანმა თუთისა უბძანა: ჱეი,
Line of edition: 24    
ჩემო საყვარელო, მე ასე მნებავს, რომ შენ აქ მომიცადო, ამას იქით დიახ ავი და
Line of edition: 25    
სიცხიანი გზები არის. ვაი, თუ სიცხემ შეგაწუხოს. თუთიმ მოახსენა: ფალავანო, ჩემგან
Line of edition: 26    
უსიკვდილოთ შენი მოშორება არ ეგების, ჩემი პირის სახე შენის პირის სახეს არ სჯობს,
Line of edition: 27    
რამდენსაც ფალავანი ევედრა თუთისა, თუთიმ არ ინება, ფალავანი ზე ადგა, ქაჯთ
Line of edition: 28    
ჴემწიფეს გამოეთხოვა, თავის სადგომსა წავიდა.

Line of edition: 29       
მეორესა დღესა ფალავანი აიყარა თავისი ლაშქარითა და გაემგზავრა. რამდენიმე
Line of edition: 30    
დღე ჰვლეს და ერთსა მაღლისა მთისა სიახლოვესა მიაწიეს. წამსა მთისა ძირსა ერთი
Line of edition: 31    
დიახ უცხო წყარო ჰსდენდა და უცხო მწვანოვანი და ჰაეროვანი ალაგი იყო. დიდათ
Line of edition: 32    
მოეწონა. ლაშქართ გარდახდომა უბძანა. გარდახდნენ, კარავნი დასცეს და ყველანი თავ-
Line of edition: 33    
თავის განწესებულს ალაგს დასდგნენ. საამ ფალავანმა ერთი დიახ უცხო მშვენიერი ხე
Line of edition: 34    
იხილა. ფალავანთა უბძანა, რომ იმ ხესთან მივიდეთ. მივიდნენ, იხილეს იმა ხისა ძირსა
Line of edition: 35    
ერთი უცხო აუზი იყო და შადრევანი აღმოსდენდა, აუზისა პირსა მარმარილოს ტახტი
Line of edition: 36    
იყო შეკრული და შაბაქა იყო ზედ მოჭრილი, ზედ ლომისა და ვეფხვისა ტყავით იყო
Line of edition: 37    
მოფენილი. ზედ ორი სუფრა იყო ჩამოკიდებული. ფალავანმა იმ სუფრების ჩამოღება ბძანა.
Line of edition: 38    
მოიღეს, გაშალეს, ნახეს, რომ დიახ უცხო მფრინველის ხორცი, უცხო და უცხო პურები.
Line of edition: 39    
საამ ფალავანმა უბძანა თავისსა ფალავანთა: მოდით, შევექცეთო, ეს კაი ნიშანი არისო.
Line of edition: 40    
ღმრთის მოწყალებით ყოველი საქმე ასრე წაგვემართებაო.
Page of edition: 420   Line of edition: 1    
ფალავანნი მოვიდნენ, შეექცნენ. ღმერთსა მადლობა შესწირეს. აიღეს სუფრები, თავის
Line of edition: 2    
ალაგს დაჰკიდეს, და თითონ ლხინსა და შექცევაში მიეცნენ.

Line of edition: 3       
ამა ყოფასა იყვნენ. ერთისა მხრიდამ ერთი საზარო ხმა გაიგონეს. ფალავანთა რა
Line of edition: 4    
ესე მოესმათ, ოთხსავ მხარესა თვალი მოავლეს, იხილეს, რომ ერთის მხრიდამ ერთ შავ
Line of edition: 5    
დევს რკინის კეტი მხარზედ გაუდვია და ამათკენ მოვა. ფრანგმა მოახსენა: ფალავანო,
Line of edition: 6    
მოდის ის უწყალო შავი დევი, მოემზადე! საამ ფალავანმა მიუგო: ღმრთის მოწყალებით
Line of edition: 7    
იმისი საქმე დიახ ადვილი არის. ეს შავი დევი რა ფალავნის სიახლოვეს მივიდა,
Line of edition: 8    
რამდენჯერმე თავისი რკინის კეტი თავსა შემოივლო და ფალავანსა დასაკრავათ მიუხდა.
Line of edition: 9    
საამმა რა ესე იხილა, მსწრაფლად ტახტიდამ ძირს გადმოხდა, მარცხენისა ხელითა
Line of edition: 10    
მარჯვენა ხელი შესტაცა, ესრეთ დაიქნივა, რომ ორნივ მუხლები მიწასა დააკვრევინა,
Line of edition: 11    
მარჯვენისა ხელითა ყვრიმალსა ესეთი სილა შემოჰკრა, რომ უცნობო შეიქმნა. რამდენსამე
Line of edition: 12    
ხანს უკან დევი ზე ადგა, დაეცა და მუხლს მოეხვია და მოახსენა: ფალავანო, მე ადრევე
Line of edition: 13    
ვიცოდი, რომ ადამიანთა მონათესავე აქეთსა მხარესა მოდიოდა, ქუიფანს მთაში აბრაჰის
Line of edition: 14    
დევის საბრძოლათ. რა შენ გიხილე, ვსცან, რომ ის შენ იქნებოდი, მე აქ გიახელ და
Line of edition: 15    
ერთი მონათა შენთაგანი მამყოფე. საამ ფალავანსა დიდათ იამა, ააყენა და მადლობა
Line of edition: 16    
უბძანა. შავი დევი გაბრუნდა, თავისი თორმეტი ათასი ნარა დევი მოიყვანა და საამ
Line of edition: 17    
ფალავანსა დაამონავა. და იმა დევთა საამ ფალავნის სარწმუნოება აცნობა, მოიქცნენ და
Line of edition: 18    
საბაოთ ღმერთს თაყვანი-სცეს. საამ ფალავანმა შავს დევს უბძანა: შეიძლება, რომ
Line of edition: 19    
ჩვენი საყოფი სანოვაგე იშოვნო შენს ქვეყანაში? შავმა დევმა მოახსენა: რამდენიც
Line of edition: 20    
მოგინდესთ, იშოვება.

Line of edition: 21       
მაშინვე თავისი თორმეტი ათასი დევი გაგზავნა. ესდენი სანოვაგე მოიტანეს, რომ
Line of edition: 22    
ორს იმოდენს ლაშქარს ეყოფოდა. შავმა დევმა მოახსენა: ფალავანო, თქუენნი ლაშქარნი
Line of edition: 23    
დიდათ დამაშვრალნი არიან გზისაგან. აქ რამდენსამე დღეს განისვენეთ. ლხინსა და
Line of edition: 24    
განცხრომაში მიეცენით. ცხენიც განისვენებს და მერმე რამდენსამე დღეს წავიდეთ! საამ
Line of edition: 25    
ფალავანმა ნება დართო და რამდენსამე დღეს განისვენეს, ლხინსა და განცხრომაში იყვნენ,
Line of edition: 26    
მაგრამ საამ ფალავნის გულსა მარადის ფერიდუხტ განუშორებელი იყო და თავისისა
Line of edition: 27    
ფალავნებისა თავაზით არ იჩენდა. საამ ფალავანმა რამდენსამე დღეს უკან წასვლა ინება.
Line of edition: 28    
შავმა დევმა მოახსენა: ფალავანო, აქედამ ორმოცდაათი აღაჯი არის, გზაზედ ბევრს
Line of edition: 29    
ჯაფას ნახამთ. საამ ფალავანმა მიუგო: მე ვიცი, რასაც ანბობ, ჩემი იქ წაუსვლელობა არ
Line of edition: 30    
იქნება, მე იმისაგან ასეთი დაღი მაზის გულზედ, რომ მანამდინ მე აბრაჰი დევს ხელთ
Line of edition: 31    
არ ვიგდებ და იმის სიცოცხლეს არ აღვხოც, ჩემი სიცოცხლე არ იქნება. შავმა დევმა,
Line of edition: 32    
რა ჭეშმარიტებათ ჰსცნა საამ ფალავნისა წასვლა, მოახსენა: ფალავანო, ცოტას ხანს
Line of edition: 33    
შემიცადეთ და მას უკან წაბძანდით. დევი მობრუნდა, რამდენიმე ათასი დევი თან წაიყვანა
Line of edition: 34    
და მინდორსა შინა ურიცხვი წამლის ბალახი დააკრეფინა, დევთა აკიდა, მოიტანა და
Line of edition: 35    
საამ ფალავანის წინ დაყარეს. შავმა დევმა მოახსენა: ფალავანო, ლაშქართ უბძანე, რომ
Line of edition: 36    
ყველამ ტანზედ წაისვან და ეგრეთვე თქუენც წაისვით, თორემ ამა მინდორში გასვლა არ
Line of edition: 37    
ეგების. მოახსენა: მე სოლომონ ბრძენის კარავი მაქუს, დღისით იმას დაიდგამდეთ
Line of edition: 38    
ხოლმე, და ლაშქარნი განისვენებდნენ, და ღამე ავიღებდეთ და გზასა ვლი დეთო.

Line of edition: 39       
აიყარა ლაშქარი, ამა ყოფით ჰვლეს და რამდენსამე თვეს ერთისა მაღლის მთის
Line of edition: 40    
ძირს მიაწიეს. ის მთა ესეთი მაღალი იყო, რომ სიდიდით იმისთანა მთა
Page of edition: 421   Line of edition: 1    
არ ნახულ იყო. და იმა მთისა ძირსა მრავალი უცხო წყარონი გამოსდენდა და
Line of edition: 2    
უცხომწვანოვანი და ჰაეროვანი ალაგი იყო, და მრავალნი უცხო ხენი იდგნენ და თავნი
Line of edition: 3    
ერთმანეთისთვინ მიეყრდნოთ. იმა ხეებისა ძირს წყაროსა პირს მრავალი ტახტი იყო
Line of edition: 4    
შეკრული, უცხოს ჯავაირის თვალებით შემკული, იმა წყაროს პირსა უცხოს ზურმუხტის,
Line of edition: 5    
იაგუნდისა, ზურმუხტისა და ლალებისა ჯამები იდგა. შავი დევი მოვიდა და საამ
Line of edition: 6    
ფალავანს მოახსენა: აქედამ ქუიფანის მთა ექვსი აღაჯი სავალი არის, და ჯარიც ამ
Line of edition: 7    
მგზავრობით დიდათ დაღალულნი გახლავან, და უბძანეთ, ჯარი აქ გადახდეს, ამაღამ აქ
Line of edition: 8    
შევისვენოთ და ხვალ დილაზედ წავიდეთო. ფალავანმაც ნება დართო და ჯარს
Line of edition: 9    
გარდახდომა უბძანა. ლაშქარნი მაშინვე გარდახდნენ, კარვები დასცეს და დადგნენ. საამ
Line of edition: 10    
ფალავნისთვის გარსაშიბისეული მწვანე კარავი დადგეს. ფალავანი კარავსა გარდახდა და
Line of edition: 11    
თავის საჯდომსა ტახტსა დაბძანდა, და სარდალნი და ფალავანნი თავ-თავის განწესებულს
Line of edition: 12    
ალაგს დასხდნენ. ფალავანმა შავი დევი მოიკითხა, მაშინვე შავი დევი მოვიდა. თაყვანი-
Line of edition: 13    
სცა. ფალავანმაც უთავაზა და მოიკითხა. შავმა დევმა თავისი ქარხანა მოატანინა, სულ
Line of edition: 14    
ყველა მზათა ჰქონდათ. მოიღეს დიახ უცხო და უცხო საჭმელები, სუფრა მიირთვეს და
Line of edition: 15    
მეჯლიში გამართეს. შავი დევი დიახ დიდი კაცი იყო, და იმ ქუეყნის ბატონი იყო, და
Line of edition: 16    
უცხოდ დაუხვდა ფალავანსა. შუაღამემდინ დიახ უცხოს ლხინში იყვნენ.

Line of edition: 17       
რა მეჯლიში განიყარა, ყარაულები დააყენეს. იმჟამად აბრაჰი დევის ყარაულები,
Line of edition: 18    
მონადირენი დევები ჰაერით მომავლობდნენ. რა საამ ფალავანი იქ მისული იხილეს,
Line of edition: 19    
მსწრაფლ მივიდნენ, ჰაერით ძირს გარდახდნენ და მოახსენეს: ჴემწიფეო, საამ ფალავანი
Line of edition: 20    
მოსულა, შავი დევი შეუპყრია, დაუმონავებია, თავის რჯულზედ მოუქცევია და აწ ახლა
Line of edition: 21    
თქვენზედ მომავლობენ. საამ ფალავნისაგან სიფრთხილე გმართებს. ხვალ უთუოთ
Line of edition: 22    
თქუენზედ მოვა. რა აბრაჰი დევმა ესე სიტყვა მოისმინა, მაშინვე თავის ჯარს მოუწოდა,
Line of edition: 23    
შემოიყარა, შეითან ჰაივნიდამ ძირს ჩამოვიდა და თავისსა ბაღსა კარავი დაადგმევინა და
Line of edition: 24    
იქ დადგა.

Line of edition: 25       
რა დილა გათენდა, საამ ფალავანი თავისის ლომგულის ფალავნებით ამხედრდა
Line of edition: 26    
და შუადღისას ქუიფან მთის ძირში მივიდნენ. რა იმა მთაზედა ავიდნენ, იხილეს, უცხო
Line of edition: 27    
მინდორი იყო და იმა მინდორსა საშუალსა ალაგსა ერთი უცხო სასახლე გამოჩნდა. და
Line of edition: 28    
იმა სასახლეს წინ ერთი საუცხოო ბაღი იყო, და იმა ბაღში ერთი კარავი იდგა, კარავსა
Line of edition: 29    
აბრაჰაი დევი იმყოფებოდა და ურიცხვი დევთა ლაშქარი ეხვია. და ერთი საშინელი
Line of edition: 30    
ყრიალი ისმოდა. რა საამ ფალავანმა ესე იხილა, თავისსა ლაშქარსა უბძანა საომრათ
Line of edition: 31    
მომზადება. ესენი სწრაფად მეომრათ მოემზადნენ, გარსაშიბისეული ვეშაპის ტყავის
Line of edition: 32    
დროშა გაშალეს, საამ ფალავანთან დაიჭირეს და საფ-გაწევით დადგნენ, და საომრათ
Line of edition: 33    
თაფლიჯანგს ცემა დაუწყეს. იქითისა მხრიდამაც აბრაჰი დევი თავისის ლაშქარით
Line of edition: 34    
გამოვიდა და ერთმანეთს დაუპირდაპირდნენ. აქეთისა მხრიდამ საამ ფალავანმა თავისი
Line of edition: 35    
საჯდომი ყურაბი თიქაური გააფიცხა, მეიდანსა გამოვიდა და ფალავანი გამოითხოვა.
Line of edition: 36    
იქითისა მხრიდამ ერთი ნარა დევი გამოვიდა მეიდანსა და საამ ფალავანს შემოუტივა.
Line of edition: 37    
საამ ფალავანმა აღარ დააცალა, თავისსა ბასრსა ჴმალსა ხელი მოივლო, ესრეთ მედგრათ
Line of edition: 38    
შემოჰკრა, რომ ის დევი შუა გაკვეთა.

Line of edition: 39       
მეორე დევი გამოვიდა მეიდანზედ და ფალავანს მომართა და შემოუძახა: ჰეი, შე
Line of edition: 40    
ადამიანთა მონათესავე, გამიფრთხილდი, რომ შენ მე ცოცხალი ვერ გარდამირჩები! საამ
Line of edition: 41    
ფალავანმა თავისსა გულსა შინა განიზრახა: მე თუ ეს დევები არ შევაშინე, ესენი ამგვარ
Line of edition: 42    
ლაყაფზედან ხელს არ აიღებენ. ამა დევსა
Page of edition: 422   Line of edition: 1    
ერთი რკინის კეტი ეჭირა ხელში და შვიდი დიდროვანი წისქვილის ქუა წამოეცვა, და
Line of edition: 2    
ფალავანს დაკვრას უპირობდა. ფალავანმა თავისი ყურაბი თაქაურსა ქუსლი შემოჰკრა,
Line of edition: 3    
მიუხდა, ის კეტი ხელითგან წაართო, შორს გასტყორცნა და თავისი ბასრი ჴმალი ესრეთ
Line of edition: 4    
მედგრათ შემოჰკრა, რომ ის წყეული შუაზედ გაკვეთა, და იმისი სული ჯოჯოხეთსა
Line of edition: 5    
გაამგზავრა.

Line of edition: 6       
მოკლეთ მოგახსენოთ: იმ დღეს საღამომდინ ფალავანმა სამოცდათხუთმეტი ნარა
Line of edition: 7    
დევი დახოცნა. საღამოსა ჟამსა ორისავ მხრიდამ გასაყარს ნაღარას ჰკრეს და ორისავ
Line of edition: 8    
მხრის ლაშქარნი ერთმანეთსა გაეყარნენ. ფალავანი მოვიდა თავის ფალავნებთანა,
Line of edition: 9    
გამარჯვება მიულოცეს. თუთი მოეგება, ხელთა და ფეხთა მოეხვია და დიდათ უკვირდა
Line of edition: 10    
ფალავნის ესრეთი ძლიერება. მივიდნენ, გარდახდნენ. კარავსა სუფრა მოიღეს და მეჯლიში
Line of edition: 11    
გამართეს ლხინსა და განცხრომასა მიეცნენ. რა ღვინისაგან შეზარხოშდნენ, შავი დევი
Line of edition: 12    
წამოდგა, ფალავანი დალოცა და მოახსენა: ფალავანო, ამაღამ მე დასტური მიბოძეთ, მე
Line of edition: 13    
ჩემის ლაშქარით წავალ, აბრაჰი დევის ლაშქარს თავს დავესხმი და აღვხოც. საამ
Line of edition: 14    
ფალავანმა დიახ შორს დაუჭირა: ჱეი, ჩემო საყვარელო ძმაო, შაო დეო, ეგ საქმე
Line of edition: 15    
არასგზით არ იქნება. ახლა ეგ საქმე რომ აგრე ვქნა, ერანში ესე იტყვიან, რომ საამ
Line of edition: 16    
ფალავანი აბრაი დევს ვერ მოერივა, ღამით თავს დაესხაო და ისე დაიჭირაო. ეგ ჩემგან
Line of edition: 17    
არ იქნება, შენ წადი ამაღამ და კარგათ იყარაულე!

Line of edition: 18       
შავმა დევმა თავი დაუკრა, გამობრუნდა თავის ლაშქრით და სიფრთხილით
Line of edition: 19    
იქეშიკა. რა დილა გათენდა, ორისავ მხრისა ლაშქარნი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
Line of edition: 20    
იქითისა მხრიდამ აბრაჰი დევი მეიდანს გამოვიდა, ერთი რკინის კეტი ეპყრა ხელთა და
Line of edition: 21    
შვიდი დიდროვანი წისქვილის ქვები გაემაგრებინა ზედა, და სიმძიმით ორი ათასის
Line of edition: 22    
ლიტრის სიმძიმე ჰქონდათ. მხარეზედ გაედვა, მეიდნისა საშუალსა მოვიდა და დადგა და
Line of edition: 23    
შემოსძახა. ჱეი, ადამიანის მონათესავე, შენ რომ ჩემი ძმები, ზინდა ჯადო, მაქუქალ
Line of edition: 24    
დევი და ნაჰანგალ დევი, ესენი დახოცე, იმათ სისხლს შენ გაზღვევინებ!

Line of edition: 25       
საამ ფალავანმა რა ესე გაიგონა, მაშინვე თავის ფალავნებს გამოეთხოვა და
Line of edition: 26    
მეიდანსა გამოვიდა. რა აბრაჰი დევმა საამ ფალავანი მეიდანსა გამოსული იხილა,
Line of edition: 27    
მაღლისა ხმითა შემოსძახა: ჱეი, შე უმგზავსო, ჩემი მეომარი საამ ნარიმანის ძე არისო,
Line of edition: 28    
შენ ვინ ხარ! საამ ფალავანმა უპასუხა: ჱეი, აბრაჰი დევო, საამ ნარიმანის ძე მე ვარ.
Line of edition: 29    
აბრაჰი დევმა მიუგო: შენ მოჰკალ ჩემი ძმა ნაჰანგალ, მაქუქალ, ზინდა ჯადო და
Line of edition: 30    
რიზვან-ფერი და ქეივან დევი? საამმა უპასუხა: მე დავხოცე. დევმა უპასუხა: ის
Line of edition: 31    
წყეულები დახოცილნი იყვნენ, რომ შენისთანა უმზგავსომ ისინი დახოცა! დევი
Line of edition: 32    
გამობრუნდა და უთხრა: თუ შენ ამ ჩემი ერთი კეტის დაკვრას გაუძლებ და არ მოკვდები,
Line of edition: 33    
მაშინ დავიჯერებ და ვირწმუნებ, რომ შენი საბაოთ ღმერთი სწორეა და შენ
Line of edition: 34    
სარწმუნოებაზედ მოვალ. საამ ფალავანი ამისი გამგონე, თავისი გარსაშიბისეული ფარი
Line of edition: 35    
თავსა იფარა, განრისხებული ყურაბი თაქაურიდამ ძირს ჩამოხდა და ეგრე დადგა. აბრაჰი
Line of edition: 36    
დევმა თავისი რკინის კეტი რამდენიმეჯერ თავსა შემოივლო, მედგრათ ფალავანსა დაჰკრა
Line of edition: 37    
და ესრეთი ხმა გამოხდა, რომ ოთხსავ მხარეს გაიგონებოდა. შვიდი იგი წისქვილის ქუა,
Line of edition: 38    
რომ რკინის კეტზედ იყო ჩამოცმული, ისინი სულ დაიმტვრა და ძირსა ჩამოცვივდა. საამ
Line of edition: 39    
ფალავანსა ესეთი ძალა დაადგა, რომ მუხლებამდინ მიწასა დაეცა, მაგრამ ფალავანმა არათ
Line of edition: 40    
შეიმჩნივა, ფარი მხარსა გადაიგდო, მარჯვენა ხელი მარცხენას მხარესა მოიხვია და
Line of edition: 41    
მარცხენა _ მარჯვენასა, ესეთი ხმით შესძახა, რომ იმის ხმა ოთხსა ფარსანგსა
Line of edition: 42    
გაიგონებოდა. ამა დევთა [ცა]
Page of edition: 423   Line of edition: 1    
და ქვეყნის დაცემის ხმა ეგონათ. აბრაჰაი დევი ესრეთ გაშტერდა ამა ხმის სმენითა, რომ
Line of edition: 2    
ხან ცას უყურებდა, ხან ქვეყანასა.

Line of edition: 3       
საამ ფალავანი გამობრუნდა, ყურაბი თიქაურზედან შეჯდა და ნარიმანი სეულს
Line of edition: 4    
გურზსა ხელი მოივლო და მაღლის ხმით შეუძახა: ჱეი, შე უმგზავსო, მაგდენს რომ
Line of edition: 5    
იკვეხოდი, აბა რა მიყავ! აბა, თუ შენ შეგიძლია, ჩემს გურზს მოუცადე! თავისი მძიმე
Line of edition: 6    
გურზი თავსა რამდენჯერმე შემოივლო, დასაკრავათ მიუტანა; დევმა თავისი რკინის კეტი
Line of edition: 7    
შეუფარა. ფალავანმა თავისი გურზი ესრეთ მედგრათ დაჰკრა, რომ დევი მშვილდურად
Line of edition: 8    
ორათ მოხარა და ორისავ მუხლით მიწასა დააჩოქა. დევსა ძლიერება დაადგა, რომ ესრეთ
Line of edition: 9    
ეგონა, შვიდი კეცი ცა თავსა დამეცაო. ფალავანმა შეუძახა: ჰეი, შე უმგზავსო, ახლა,
Line of edition: 10    
რიგი შენი არის, მოდი და, რაც ძალი გქონდეს, რაც გინდა, ის ქენი! დევი ესრეთ
Line of edition: 11    
შეშინებული იყო, რომ შემოდგომის ფურცელსავით თრთოდა. შეშინებულმა თავისი რკინის
Line of edition: 12    
კეტი ფალავანსა კიდევ მეორეთ მოუქნივა, ფალავანმა ის მოქნეული კეტი ფარ სა
Line of edition: 13    
აატანინა და ვახვახით სიცილი დაიწყო. ფალავანმა, ვითა არა ცემოდა, ეგრეთ არა
Line of edition: 14    
მიიჩნივა. რა ფალავანმა თავისსა გურზსა ხელი მოივლო და მედგრად დევსა მოუქნივა,
Line of edition: 15    
დევმა თავისსა გულსა განიზრახა: ფალავანს თუ გურზი არ დაუჭირე, მე ამ ნაკრავს ვერ
Line of edition: 16    
გადურჩები! დევი მისწვდა და მოქნეული გურზი დაუჭირა. ფალავანმა გურზი ხელთაგან
Line of edition: 17    
გაუშვა და საყელოსა მისწვდა. ერთი ხელით საყელო დაუჭირა და მეორე ხელით
Line of edition: 18    
სარტყელი, ცხენთაგან გარდახდა და მედგრათ იძგერნენ. ეს ორნი ვეშპის მსგავსნი
Line of edition: 19    
ერთმანეთს ერკინებოდნენ. ამა დევმა ფალავანს თავი გულსა მიაყრდნო, მედგრათ მიაწვა,
Line of edition: 20    
უკან-უკან წაიყვანა და მედგრათ დაიქნივა. ფალავანსა ორივ მუხლები მიწასა ესრეთ
Line of edition: 21    
დააკვრევინა, რომ მიწა გახეთქა და შიგან ჩაასო. ეგრეთვე ფალავანმა. ამგვარებით
Line of edition: 22    
ერთმანეთს ებრძოდნენ, დილით საღამომდინ ესრეთ მედგრათ ირკინენ.

Line of edition: 23       
რა საღამო ჟამი შეიქნა, დევმა უთხრა: ბარაქალა შენს მამაცობასა, რომ მაგისთანა
Line of edition: 24    
ფალავანი ყოფილხარ! სხვა ადამიანის ნათესავი ჩემს შემოხედვასაც ვერ გაუძლებდნენ
Line of edition: 25    
ხოლმე და შენ ომიც გამისწორე, ამაღამ წავიდეთ, მოვისვენოთ, ხვალ რომ გათენდეს,
Line of edition: 26    
გამოვიდეთ და ისევ შევიბნათ. აბრაჰი დევი ესრეთ განიზრახვიდა გულში: თუ ამ ვეშაპს
Line of edition: 27    
ხელიდამ გადაურჩი, ამაღამ ფერიდუხტს ავიყვან და ინდოეთის მხარეს წავიყვან.
Line of edition: 28    
ფალავანმა იგრძნო, რომ ეს დევი ეშმაკობით ეუბნებოდა. ფალავანმა შეუძახა: ჰეი, შენ
Line of edition: 29    
წყეულო, მინამ შენ არ შეგიპყრობ და არ დაგაბორკილებ, სად გაგიშვებ! დევმა უთხრა:
Line of edition: 30    
ძრიელ დაბნელდა და რა ვქნათ! ფალავანმა უპასუხა: მაგისი წამალი მე ვიცი. ფრანგს
Line of edition: 31    
შეუძახა: ჰეი, ჩემო საყვარელო ფრანგ, მაშხალები მოიტანე და აანთე, რომ ისევ
Line of edition: 32    
ვიბრძოლოთ!

Line of edition: 33       
ფრანგმა და შავმა დევმა სწრაფად მოიტანეს მაშხალები და აანთეს. რა
Line of edition: 34    
მაშხალები დაინახა, დევმა ფალავანს უთხრა: მე ძალიან მშიერი ვარ. საამმა უპასუხა:
Line of edition: 35    
უთხარი შენს დევებს, რომ შენი საჭმელი აქ მოიტანონ. აბრაჰი დევმა სცნა, რომ
Line of edition: 36    
ამგვარის ოსტატობით ვერა გააწყო რა და არც საამ ფალავანი იმის ომს გადაუხდელი
Line of edition: 37    
და ომგადუწყვეტელი არ დადგება. ომობის მეტი ღონე არ იყო, თავისსა დევთა შეუძახა:
Line of edition: 38    
საჭმელი მომიტანეთ! ამათ სწრაფათ ოცდაათი დიდროვანი თევზი, რამდენიმე რუმბი
Line of edition: 39    
ღვინო და რამდენიმე შემწვარი თხა _ ესენი მოუტანეს და წინ დაუწყვეს. ესრეთ შეჭამა
Line of edition: 40    
და ის ღვინო დალია, რომ
Page of edition: 424   Line of edition: 1    
აღარა დარჩა რა. აქეთა მხარეს ფარანგმა ფალავანს რამდენიმე გარეული კანჯარი
Line of edition: 2    
შემწვარი და ერთი თუნგი ღვინო მოუტანა, და ფალავანს მიართვა. იმ წვადსა შეექცა, ის
Line of edition: 3    
ღვინო ასწივა, ერთიანათ დალივა, მთვრალს ლომს დაემგზავსა. მას უკან წამოდგნენ ეს
Line of edition: 4    
ორნი ვეშაპნი და ერთმანეთს ერკინენ. ამა ჭიდაობაში გაუთენდათ.

Line of edition: 5       
რა დილა გათენდა, საამ ფალავანმა ღმერთს ვედრება დაუწყო და თქუა: ღმერთო,
Line of edition: 6    
შენი მოწყალება მოჰფინე ჩემზედ, რომ ჩემის საყვარლისაგან უნუგეშო არ დავრჩე და
Line of edition: 7    
იმასთან არ შევრცხვე. ფერიდუხტის ხილვა კიდევ მაღირსე! ფალავანი საამ ესრეთ
Line of edition: 8    
გულმხურვალედ ევედრა ღმერთსა, რომ იმისმა ვედრებამ ღმერთთან მიაწია. ღმერთმა
Line of edition: 9    
ესეთი მოწყალება მოიღო, რომე, რაც ძლიერება ჰქონდა საამს, ერთი ორათ მოემატა.
Line of edition: 10    
ღმრთისა სახელი ახსენა და მეხი ვით ეკვეთა. ცალი ხელი საყელოსა ჩაავლო და ცალი
Line of edition: 11    
ხელი ლაჯებსა გაავლო, მედგრათ ასწივა, თავის სისწორ აიყვანა, ესრეთ დასცა, რომ
Line of edition: 12    
მისი სახე მიწასა გამოსახა და ვეფხვსავით მკერდსა შეახტა. და ფრანგ დივზადას
Line of edition: 13    
ანიშნა. ფრანგმა მსწრაფლად დიდროვანი ჯინჯილი _ დადიანური მოიტანა, და მაგრად
Line of edition: 14    
ხელი და ფეხი შეუკრეს და ერთი გრძელი რკინისა ჯინჯილი რქაზედ მოაბეს. ფრანგმა
Line of edition: 15    
თრევით წაიღო და შავის დევის ბაირახთან მიიტანა, ესე ოდენი ჰსცა რკინის კეტითა,
Line of edition: 16    
რომ იგი ბილწი დევი სიკვდილსა მიეწურა.

Line of edition: 17       
ამისი მხილველნი აბრაჰი დევის ლაშქარნი დიდსა მწუხარებასა მიეცნენ და
Line of edition: 18    
სამოცი ათასმა დევმა საამისა ლაშქართა ერთობით შეუტივეს. და საამისა ლაშქართა რა
Line of edition: 19    
მათი შემოტევება იხილეს, ამათაც ერთობით შეუტივეს და მშვილდსა და ისარსა ხელი
Line of edition: 20    
მიჰყვეს და, რომელსაცა დევსა შესტყორცნიდეს, შიგან გაავლებდეს და მსწრაფლად
Line of edition: 21    
მოჰკლემდეს. შავი დევის ლაშქარნიც საამისა ლაშქართა მიეშველენ და აბრაჰი დევის
Line of edition: 22    
ლაშქართა უწყალოდ სვრა დაუწყეს. საამ ფალავანი თავისსა ყურაბი თაქაურსა
Line of edition: 23    
ამხედრდა და გარსაშიბისეულსა ოთხმოცის ლიტრის ჴმალსა ხელი მიჰყო და, ვითა
Line of edition: 24    
ცეცხლისა ალი, დევთა ლაშქართა ეგრეთ ეკვეთა. ეგრეთვე თემურთაშ სახელოვანი,
Line of edition: 25    
შაფურ ლომგული, სეილი ჯანსუზ _ ქუეყნის დამწველი, ყალვად და ყულუშმაც
Line of edition: 26    
ხლმებს ხელი დაისვეს და დევთა ლაშქარში დაერივნენ, უწყალოდ ხოცდნენ და ერთი
Line of edition: 27    
მეორესა უყიოდა: ჰკარ, მოჰკალ, შეჰკარ, შეიპყარ, ნურც ერთსა ცოცხალსა ნუ
Line of edition: 28    
გარდაარჩენ! ფრანგ დივზადა წინარე წარდგა, დევთა ლაშქართა დაუძახა: ჰეი, თქუენ
Line of edition: 29    
უგუნურნო, აბრაჰი დევი ხომ საამ ფალავანმა შეიპყრა, თქვენ რათ იხოცებით და ან
Line of edition: 30    
ვისის გულისათვის იჭირვითო. მოდით, საამ ფალავანს დაემონეთ, რომ დღეის იქით
Line of edition: 31    
შავისა დევის მონანი უნდა შეიქნათ!

Line of edition: 32       
საამ ფალავანი აბრაჰი დევის ბაღის კართან მოვიდა. რა დევთა იხილეს,
Line of edition: 33    
ერთობით მოვიდნენ, დაემონეს და ფეხსა აკოცეს. საამმა მაშინვე გასაყარსა ნაღარასა
Line of edition: 34    
დააკვრევინა. საამ ფალავანი თავისისა ფალავნებით მას ბაღსა შებძანდა. ესრეთ მოეწონა,
Line of edition: 35    
რომ დღეთა თავისთა მისთანა ბაღი არ ენახა და ვერცა მის ბაღისა ქებასა წარმოიტყოდა.
Line of edition: 36    
საამ ფალავანმა დევთა უბძანა: უნდა, რომ აბრაჰი დევის სასახლესა და შეითან ჰაივანსა
Line of edition: 37    
ჩემის ფალავნებით მიმიყვანოთ! დევნი მსწრაფლად წინ გაუძღვენ და მის სახლს და
Line of edition: 38    
სასახლესა მიიყვანეს. იხილეს, რომ იგი სასახლე სრულიად ოქროს აგურით იყო ნაგები
Line of edition: 39    
და უცხოთ შემკობილი.

Line of edition: 40       
საამ ფალავანმა იგი სასახლე სრულიად დაიარა და ფერიდუხტისა ვერა გაიგო
Line of edition: 41    
რა. მერმეთ დევთა ჰკითხა: ფერიდუხტისა ხომ არა იცით რა. მათ მოახსენეს.
Page of edition: 425   Line of edition: 1    
ჱეი, ფალავანო, იბრაჰი დევი ჩვენი ჴემწიფე იყო და ჩვენ ხომ არ შეგვეძლო, რომ ამა
Line of edition: 2    
სასახლესა შემოვსულვიყავით. ეს ვნახეთ, რომ გუშინ ამ ჰაივანში ბძანდებოდა და ერთს
Line of edition: 3    
მშვენიერს ქალთან შეექცეოდა, და ღვინოსა სვემდა. თქვენი ანბავი რომ მოუვიდა, ის
Line of edition: 4    
ქალი, არ ვიცით, სად დამალა, და თვითონ ჩვენთან გამოვიდა. საამ ფალავანმა რა ამა
Line of edition: 5    
დევთაგან ფერიდუხტისა ვერა გაიგო რა, გამობრუნდა და ოთახებში ძებნა დაუწყო.
Line of edition: 6    
იხილა ერთსა ოთახსა შინა რამდენიმე პყრობილნი. ფალავანმა მათ ვითარება ჰკითხა. მათ
Line of edition: 7    
მოახსენეს: ფალავანო, ჩვენ სოვდაგრები გახლავართ, სავაჭროთ მივდიოდით გზაზედ და
Line of edition: 8    
დაგვიხვდა, რაც რამ სავაჭრო, ან თვალი, ან მარგალიტი გვქონდა, სულ წაგვართო და აქ
Line of edition: 9    
მოიტანა, და ჩვენც შეგვიპყრა და აქ მოგვასხა, და ხვალ დახოცას გვიპირობდა და შეჭმას.

Line of edition: 10       
ფალავანი გამობრუნდა, სხვასა ოთახსა შევიდა და მრავალი თვალი, ოქრო და
Line of edition: 11    
მარგალიტი იხილა, მრავალი უცხო და უცხო ოქროს სუფრის იარაღები იხილა, ურიცხვი
Line of edition: 12    
მძიმე ფარჩები იხილა. ის ოთახები დიახ უცხოსა და უცხო თვალითა და ჯავაირის
Line of edition: 13    
ქუებით იყო ნაშენები. ეს სასახლე ეშმაკთაგან იყო ნაშენები და აბრაი დევისათვის
Line of edition: 14    
მიეცათ. მრავალი უცხო სახეები იყო იმა ოთახშია, რომ კაცის თვალი იმის უკეთესს
Line of edition: 15    
ვერას ნახემდა. მრავალი იარა ფალავანმა იმა სასახლესა და ფერიდუხტისა ვერა გაიგო
Line of edition: 16    
რა. შეწუხებული გამობრუნდა და თავისსა ლაშქარში მივიდა. იხილა, რომ შავ დევს
Line of edition: 17    
აბრაჰი დევისათვინ ორი ათასი ლიტრიანი დადიანური კისერზედ დაედვა და სამი ათასის
Line of edition: 18    
კაცით აბრაჰი დევს უქეშიკებდა, იშიშოდა დევთაგან აბრაჰის მოტაცებისა.

Line of edition: 19       
რა ფალავანმა ესე იხილა, მაშინვე აბრაჰი დევთან მივიდა ფალავანი და
Line of edition: 20    
ფერიდუხტის ანბავი ჰკითხა. აბრაჰი დევმა უპასუხა: მე ის დავკალ, შევწვი და შევჭამე.
Line of edition: 21    
რა ფალავანმა ესე სიტყვა მოისმინა, დიდათ განრისხდა და ფრანგ დივზადას და შავ
Line of edition: 22    
დევს უბძანა: ამას დიახ ბევრი სცემეთ! ფრანგმა თავისსა შვიდასლიტრიანს კეტსა ხელი
Line of edition: 23    
მიჰყო, ეგრეთვე შავმა დევმა თავისის კეტით ეგოდენი ჰსცეს, რომ ძვალი და რბილი
Line of edition: 24    
ერთმანეთში გაურიეს, მაგრამ არც მაშინა სთქო სწორე. რაც წინასწარ ეთქო, ისევ იმას
Line of edition: 25    
ანბობდა, რომ შევწვი და შევჭამეო. ფალავანი დიდათ განრისხდა და თავის ხელით თავის
Line of edition: 26    
თავის სიკვდილი დააპირა. შავი დევი წამოდგა, თაყვანი-სცა და მოახსენა: ფალავანო.
Line of edition: 27    
როგორ შეეძლო ამას, რომ ფერიდუხტ გამოემეტებინა და მოეკლა. ეს ხომ იცით, რომ
Line of edition: 28    
ეს წყეული ფერიდუხტის არშიყი იყო. შავმა დევმა მოახსენა: ფალავანო, მე იმას წინათ
Line of edition: 29    
ბაღსა შინა ვმკვიდრობდი და ეს წყეული აბრაჰი დევი, რასაც ან თვალს, ან მარგალიტს,
Line of edition: 30    
რასაც ამისთანას იშოვნიდა რასმე, მოიტანდა და ამა ბაღსა შინა დამალამდა ხოლმე.
Line of edition: 31    
იქნება, რომ ფერიდუხტი იმა ხაზინასა შინა ჰყვანდეს პყრობილათა.

Line of edition: 32       
საამ ფალავანმა თუთი წაიყვანა. ის ბაღი სულ მოიარეს და ვერა გაიგეს რა.
Line of edition: 33    
ერთს ჩინარისა ძირსა მივიდნენ, ნახეს, რომ საუცხო წყარო გამოდიოდა, და იმა
Line of edition: 34    
წყაროსთან ერთი უცხო ტახტი იდგა და ზედან საჴემწიფო საფენები ეფინა. მწუხარე-
Line of edition: 35    
ქმნილი საამ ფალავანი, თუთი და ფალავნები მივიდნენ და იმა ტახტსა ზედან დასხდნენ.
Line of edition: 36    
საამ ფალავანი შეწუხებული წამოწვა და თავისი ფარი თავს ქვეშ დადო. რა მცირე
Line of edition: 37    
ხანმა განვლო, ფალავანს ერთი ხმა მოესმა, მწუხარის ხმით იძახდა: ღმერთო, შენ
Line of edition: 38    
მომხედე, შენის მოწყალებითა და ამ პყრობილობისაგან გამომიხსენ! ფალავანი საამ ზეზე
Line of edition: 39    
წამოხტა, ფალავნებს უთხრა: საბაოთ ღმერთს ვფიცავ, რომ ფერიდუხტის ხმა მომესმა.
Line of edition: 40    
თემურთაშსა
Page of edition: 426   Line of edition: 1    
და სხვა ფალავნებსა უბძანა: ფერიდუხტის ხმა თქვენ ვერ გაიგონეთ? ფალავანთა
Line of edition: 2    
მოახსენეს: არ გაგვიგონია. საამ ფალავანმა უბძანა: ფერიდუხტის ხმა ესე მომესმა,
Line of edition: 3    
ღმრთის სახელს ახსენებდა და ღმერთს ეხვეწებოდა: ფერიდუხტ უთუოთ პყრობილათ
Line of edition: 4    
არის. მცირესა ხანსა უკან ფერიდუხტის ხმა კიდევ მოესმა ფალავანსა. ფერიდუხტ
Line of edition: 5    
ღმერთს ევედრებოდა: შენ გამომიხსენ ამ პყრობი ლობისაგან, რომ შიმშილისაგან
Line of edition: 6    
სიკვდილს არ მივეცე.

Line of edition: 7       
წყეულსა აბრაჰი დევსა თავის ხაზინისა ჯურღმულსა ჩაეყვანა ფერიდუხტ და იქ
Line of edition: 8    
დაემალა. ერთი დღის სანოვაგო მიეცა, სამი დღე და ღამე გამოსულიყო, რომ
Line of edition: 9    
ფერიდუხტს არა ეჭამა რა, და შიმშილს დიდათ შეეწუხებინა და უცნობო შექმნილ იყო.
Line of edition: 10    
მცირე ხანს უკან ფერიდუხტის მწუხარების ხმა კიდევ მოესმა. მსწრაფლად ზე ადგა
Line of edition: 11    
ფალავანი და თავის ბასრსა ჴმალსა ხელი მიჰყო და იმა ხესა შემოჰკრა, შუაზედ
Line of edition: 12    
გაწყვიტა. ის ხე შუაზედ ამოხვრეტილი იყო. ჩახედა შიგან, ერთი ჯურღმული იხილა,
Line of edition: 13    
მსწრაფლად შიგან ჩავიდა. რა წინა წადგა, ერთი რკინის კარები იხილა, დიდის კლიტით
Line of edition: 14    
დაკეტილი. კლიტესა ხელი მიჰ ყო, კლიტე სრულებით დალეწა, კარები შეაღო, შიგან
Line of edition: 15    
შევიდა. ოთახსა შიგან იხილა, რომ ოთხი ძვირფასი შემკობილი ტახტი იდგა.

Line of edition: 16       
ფალავანმა რა მიმოიხედა, იხილა, რომ სულთა მხდელი ფერიდუხტი
Line of edition: 17    
გულშემოყრილი ტახტზედა წევს, ოქროს ჯინჯილი ყელზედა აბია, და ოთხსავ მხარეს
Line of edition: 18    
ოთხის პალოებით არის დამაგრებული. ფალავანი მივიდა, თავი კალთაში ჩაიდვა, თვალსა
Line of edition: 19    
და პირზედან ხელი გარდაუსვა. ფერიდუხტმა რა თვალი აახილა, საამ ფალავანი იხილა,
Line of edition: 20    
საზარლად ამოიოხრა და თქუა: ნეტარ სიზმარში გხედავ თუ ცხადათაო. საამ ფალავანმა
Line of edition: 21    
პირი პირს დაადვა და უთხრა: ჱეი, ჩემო სიცოცხლე, დღეის იქით ნუღარ იშიშვი, ცხადად
Line of edition: 22    
მხედამ. ფალავანმა პყრობილობისაგან განათავისუფლა. რა ფერიდუხტმა თავის
Line of edition: 23    
პყრობილობისაგან განთავისუფლება დაიდასტურა, ღმერთს მადლობა შესწირა, ერთმანეთსა
Line of edition: 24    
საყვარლად გარდეხვივნენ და ურიცხვი აკოცეს. მეტისა სიმხიარულესაგან მრავალი
Line of edition: 25    
იტირეს. ფერიდუხტს საამის ხილვამ პყრობილობა და შიმშილი დაავიწყა. საამ
Line of edition: 26    
ფალავანმა ფრანგსა სანოვაგისა მოღება უბძანა. ფრანგმა მსწრაფლ უცხო შარბათი და
Line of edition: 27    
სანოვაგე მოიღო და ფერიდუხტს მოართო. ფერიდუხტმა დიახ გაფრთხილებით შესვა
Line of edition: 28    
შარბათი და ცნობასა მოეგო ფერიდუხტ. მას უკან ღვინის სმასა შევიდნენ.

Line of edition: 29       
შემდგომად საამ ფალავანი ზე ადგა, ფერიდუხტ გარეთ გამოიყვანა და იმა
Line of edition: 30    
ჩინარის ძირს რომ ტახტი იდგა, აიყვანა და დასხდნენ. სხვანი ფალავანნი თავისსა
Line of edition: 31    
კარავსა წასული იყვნენ, და თუთი იქავ იყო. ფერიდუხტმა რა თუთი იხილა,
Line of edition: 32    
ფალავანსა მოახსენა: დიახ საუცხოვო და შენი საკადრისი საყვარელი გიშოვნია.
Line of edition: 33    
ფალავანმა უპასუხა, რომ მერწმუნე, ამას ჩემის შემწეობის და სამსახურის მეტი სხვა
Line of edition: 34    
არაფერი არა დაუშავებია რა. ბევრი მსახურა შენს ძებნაზედ. რა თუთიმ ფერიდუხტი
Line of edition: 35    
იხილა, წინ წარდგა და მოიკითხა. ფერიდუხტმა მადლობა უთხრა: რადგან ფალავნის
Line of edition: 36    
ნახვა მეღირსა, ჩემი მწუხარება აღარ მახსოვს.

Line of edition: 37       
საამ ფალავანს ორნივ დიდათ უყვარდა. ფერიდუხტს უთხრა: ჱეი, ჩემო
Line of edition: 38    
სიცოცხლე, ეს მნათობი შადადის ასული არის, დიდის ჴემწიფის შვილი, სახე ლათ
Line of edition: 39    
თუთი ეწოდების. დღეის იქით ერთმანეთი უნდა შეიტკბოთ და თქუენი ცხოვრება
Line of edition: 40    
სიხარულით უნდა გაატაროთ! საამ ფალავანმა თავისსა სარდლებსა უბძანა: ფალავანნო,
Line of edition: 41    
ეს სამყოფი დიახ უცხო სავანე არის, და იმ წყეულთ დევთ
Page of edition: 427   Line of edition: 1    
დაუპყრიათ, მრავალი საუცხოო ნადირნი არიან ამა მინდორსა. რამდენსამე დღეს აქ
Line of edition: 2    
შევექცეთ, გზისაგან დამაშვრალნი ვართ, აქ განვისვენოთ.

Line of edition: 3       
თავისის ლაშქრისათვის ურიცხვი სანოვაგო ჰქონდათ და, როცა მოუნდებოდათ
Line of edition: 4    
ხოლმე, დევნი მსწრაფლად მოართმევდნენ ხოლმე. საამ ფალავანი, ფერიდუხტ და
Line of edition: 5    
თუთი იმა ბაღსა შეექცეოდნენ; ლხინსა და განცხრომასა იყვნენ და, როცა დაღამდის,
Line of edition: 6    
ფალავანი შუაზედ დაწვებოდა და ამა ორს მნათობს აქეთიქით მოიწვენდა, და შუაზედ
Line of edition: 7    
ჴმალს დაიდებდა და იმ ქალთ ასე ეტყოდა, რომ მანუჩარ ჴემწიფესთან უნდა მივიდე და
Line of edition: 8    
ქორწილი იქ გარდავიხადოთ, ერანის ქვეყანას. ის ორნი მნათობნი, რადგან საამ
Line of edition: 9    
ფალავანის არშიყნი იყვნენ, იმასთან ალერსით ითმენდნენ. ამა ყოფითა და ქცევით ორმოც
Line of edition: 10    
დღეს დაყვეს და ორმოც დღეს უკან ერანისაკენ წასასვლელად მოემზადნენ. ის სამყოფი
Line of edition: 11    
ესრეთ უცხო რამ იყო, რომ ხმელეთზედ იმისთანა სამყოფი არ იპოვებოდა. ყოვლის
Line of edition: 12    
სიკეთით სრული იყო, მაგრამ თავიანთი სამყოფი მოაგონდა.

Line of edition: 13       
საამ ფალავანმა ფრანგს უბძანა აბრაჰის დევის ხაზინისა გამოტანა. ფრანგმა
Line of edition: 14    
სწრაფლ ერთათ შემოკრიბა. აქლემებსა და ჯორებსა აკიდეს და ერანისაკენ გაისტუმრეს.
Line of edition: 15    
აბრაჰი დევი ფრანგსა და შავს დევს ებარათ და ბძანება ჰქონდათ, რომ ყოველს დღეს
Line of edition: 16    
თავიანთის კეტებით ესდენსა სცემდიან, რომ ტანიდამ დიდის მდინარის ოდენს სისხლსა
Line of edition: 17    
ადენდნენ ხოლმე. საამ ფალავანი, ფერიდუხტ და თუთი შეითან აივნიდამ გამოვიდნენ
Line of edition: 18    
და გარსაშიბისეულსა კარავსა დასხდნენ. თავისი სარდალნი და დიდებულნი მოიწვია და
Line of edition: 19    
შავი დევი მოაყვანინა და აბრაჰი დევის სამყოფი იმას უბოძა და გააჴემწიფა. შავმა
Line of edition: 20    
დევმა მადლობა მოახსენა, თაყვანი-სცა და მუხლსა აკოცა, თავისსა ალაგს დადგა და
Line of edition: 21    
მოახსენა: ფალავანო, ერანის ქვეყანაში მეც გიახლები, მიტომა რომ რომელსაც გზაზედ
Line of edition: 22    
მოვედით, იქით ვეღარ წავალთ, დიახ ავი გზა არის. მე სხვა გზა ვიცი, მცირეს ჯაფას
Line of edition: 23    
ნახამთ! რამდენიმე ასი დევი პირველათ გავისტუმროთ ზღვის პირზედ. რამდენიც გემი
Line of edition: 24    
მოგვინდება მზათ დაგვახვედრონ! საამ ფალავანმა დიდათ დაუმადლა ზღვით წასვლა.
Line of edition: 25    
შავი დევი გამობრუნდა და დევნი გაისტუმრა და უბძანა: მანამდის ჩვენ მოვიდოდეთ,
Line of edition: 26    
გემები მზათ დაგვახვედრეთ.

Line of edition: 27       
ქუიფნიდან ფალავანი აიყარა და ერანისაკენ გაემართნენ. რა ზღვისა პირსა
Line of edition: 28    
მივიდნენ, დევთ გემები მზათ დაახვედრეს. საამ ფალავანი, ფერიდუხტი და თუთი
Line of edition: 29    
ერთსა ხომალდსა ჩასხდნენ. სარდალნი და ფალავანნი თავ-თავისათ ჩასხდნენ. ხაზინა და
Line of edition: 30    
სანოვაგე ხომალდებსა ჩააწყვეს. შავმა დევმა თვისისა დევებით აბრაჰი დევი ერთს
Line of edition: 31    
ხომალდსა ჩასვა, მძიმის ჯინჯილებით შებორკილი. მუდამ დღე მძიმისა რკინის კეტითა
Line of edition: 32    
სცემდნენ.

Line of edition: 33       
მეხომალდეთა აფრები აუშვებს და ერანისაკენ გაემართნენ. ამა ყოფაქცევითა
Line of edition: 34    
ორმოცი დღე იარეს ზღვითა. ორმოც დღეს უკან მეხომალდენი მოვიდნენ და საამ
Line of edition: 35    
ფალავანს ახარეს, რომ ხომალდები ზღვისა კუნძულსა გავიდნენო. საამ ფალავანი ზე
Line of edition: 36    
ადგა, ხომალდიდამა შეხედა და ზღვისა კუნძული ვერ დაინახა. მეხომალდეთა უბძანა, მე
Line of edition: 37    
რატომ ვერა ვხედამ ზღვისა კუნძულსა. იმათ მოახსენეს: ერთი დღისა და ღამის სავალი
Line of edition: 38    
კიდევა გვაქვს. ფრინველები დავინახეთ და იმითი ვიცით, რომ ნაპირს მივახლოვდით და
Line of edition: 39    
იმისთვის მოგახსენეთ. ერთი დღე და ღამე იარეს და ნაპირზედ გავიდნენ. საამ ფალავანი,
Line of edition: 40    
ფერიდუხტ, თუთი და ფრანგ დივზადი ხომალდიდამ გამოვიდნენ და ხმელეთზედ
Line of edition: 41    
დადგნენ. ფალავანნი და სარდალნი თავ-თავის განწესებულს ალაგსა დადგნენ. შავმა
Line of edition: 42    
დევმა თავისის დევებით აბრაჰი დევი გამოიყვანა ხომალდიდამ. ხმელეთზედ კარვები
Page of edition: 428   Line of edition: 1    
დასცეს და, საცა ნოვზარ-შა გაეყარა ფალავანს, იმ ადგილს განწესებით დადგნენ. საამ
Line of edition: 2    
ფალავანმა შავ დევს მადლობა უბძანა, რომ იმ ბეიბანის გზისაკენ არ წამოგვიყვანე და ამ
Line of edition: 3    
კაის გზით წამოგვიყვანე მოსვენებითა. ამის მაგიერს სიკეთეს მეც გადაგიხდი. შავმა
Line of edition: 4    
დევმა მადლობა მოახსენა, მაშინ რომ იმ ძნელს გზისაკენ წავედით, თქვენი საყვარელი
Line of edition: 5    
ფერიდუხტ პყრობილათ გეგულებოდათ, მოგეჩქარებოდათ და იმისთვინ იმ გზაზედ
Line of edition: 6    
წავედით. ახლა ღმრთის მოწყალებით მივედით იქა და თქვენი გულის წადილი
Line of edition: 7    
აღგისრულდათ, იმისთვინ ამ გზაზედ წამოვედით. საამ ფალავანმა ამა სიტყვებისთვინ
Line of edition: 8    
მადლი უბძანა შავ დევსა.

Line of edition: 9       
ფალავანი თავის ფალავნებით მაღრიბშაჰარის სიახლოვეს რამდენიმე დღე ლხინსა
Line of edition: 10    
და განცხრომასა იყვნენ. შავი დევიც ამ ფალავნებთან შეექცეოდა. აბრაჰი დევი რომ
Line of edition: 11    
შავს დევს ებარა, და თავისი განწესება ყოველ დღივ რომ რამდენიმე კეტს დაკრემდნენ,
Line of edition: 12    
ამ ლხინსა და შექცევასა შინა სამი დღე გავიდა, რომ აბრაჰი დევს თავისი განწესება
Line of edition: 13    
აღარ გარდაახდევინეს. ამაობაში საამ ფალავანს თავის ტახტსა ზედა ეძინა და ერთი
Line of edition: 14    
შეშფოთებული სიზმარი ნახა. ზეზე წამოდგა მაშინვე და ფერიდუხტ გამოაღვიძა: ჱეი,
Line of edition: 15    
ქვეყნისა კეკლუცო, მე სიზ მარში ვნახე, რომ ჩვენს ჯარში ერთი საშინელი ცეცხლი
Line of edition: 16    
გაჩნდა და შავ დევს ცალს მკლავზედ მოეკიდა. სწორეთ ის წყეული აბრაჰი დევი
Line of edition: 17    
თავის ჯინჯილებს დაწყვეტდა, აეშვებოდა და იმისთვინ ეს სიზმარი საზარელი ვნახე.
Line of edition: 18    
მაშინვე წამოდგა, ფრანგ დივზადის კარავთან მივიდა. შავ დევს და ფრანგ დივზადის,
Line of edition: 19    
სამი დღე და ღამე ლხინსა და განცხრომასა რომ იყვნენ, აბრაჰი დევისთვინ თავისი
Line of edition: 20    
განწესება, რომელიც რომ რკინის კეტითა სცემდნენ ისინი, არც ერთი ექნათ. და დევებსაც
Line of edition: 21    
აბრაჰი დევისთვინ საჭმელი მომატებით მიეცათ და ღონეზედ მოსულიყო.

Line of edition: 22       
ერთ ღამეს დევს დრო დაეცა, ჯინჯილები, რითაც იყო შეკრული, სულ ერთიანათ
Line of edition: 23    
დაეგლიჯა, ამდგარიყო, გარეთ გამოსულიყო და შავი დევის რკინის კეტი აედო და
Line of edition: 24    
დევებსა დახოცასა უპირებდა. აყალ-მაყალში შავი დევი და ფრანგ დივზადა ძილისაგან
Line of edition: 25    
განიფრთხნენ და ზეზე წამოცვივდნენ, და იმისაკენ გაემართნენ. აბრაჰიმ შემოხედა, შავი
Line of edition: 26    
დევი დაინახა და დაუძახა: ჱეი, შე უმზგავსო, შენ რომ მუდამ დღე იმდენსა მცემდი, ახლა
Line of edition: 27    
მიყურე, შენ რა გიყო. შავმა დევმა რა ესე გაიგონა, მაშინვე ფრანგის კეტს ხელი
Line of edition: 28    
წამოავლო, დასაკრავათ მოუქნივა. აბრაჰი დევმა ხელი მიაშველა, კეტი ხელიდამ წაართო
Line of edition: 29    
და შავ დევს მედგრად დაჰკრა, მხარი დაულეწა. უცნობო შეიქნა და მიწასა გარდაიქცა.

Line of edition: 30       
რა ფრანგმა შავი დევი ესე იხილა, თავისი რკინის კეტი ესრეთ მედგრათ
Line of edition: 31    
დაჰკრეს ბეჭსა და ბეჭს შუა, რომ აბრაჰი დევი ორათ მოიხარა, დიდათ გაწყრა, ხელი
Line of edition: 32    
მიაშველა, კეტი ხელიდან წაართო, შორს გასტყორცნა, ხელი მიჰყო, ერთი ხელი
Line of edition: 33    
საყელოსა ჩაუგდო აბრაჰი დევმა და მეორე სარტყელსა, ეწადა, რომ მიწასა დაეცა და
Line of edition: 34    
მიწასთან გაესწორებინა. იმჟამად ფალავანმა მიატანა და საზარლად შესძახა. აბრაჰი
Line of edition: 35    
დევმა რა ფალავანი დაინახა, აიყვანა ფრანგ დივზადა და ფალავანს შესტყორცნა.
Line of edition: 36    
ფალავანმა ხელი მიაშველა და მაღლა დაიჭირა ფრანგ, და ძირს დასვა, და დევს
Line of edition: 37    
მიმართა. აბრაჰი დევმა შემოხედა, ნახა, ფალავანი უიარაღოთ, ფაღარათათ არის, თავის
Line of edition: 38    
გულსა განიზრახა: ეს დიახ კარგათ იქნა, რომ საამ ფალავანს იარაღი არა აქვს, ახლავ
Line of edition: 39    
ჩემის ფრჩხილებით ასე ბაზაზის და ბოზაზის ხამივით ფარა-ფარა დავხეო. ფალავანსა
Line of edition: 40    
მიმართა. ფალავანმა სწრაფად ორსავ მაჯასა ხელი შესტაცა და ორივ ხელები
Page of edition: 429   Line of edition: 1    
მაგრა დაუჭირა, დევი დიდათ შეაწუხა. დევი, რამდენსაც ეცადა, ვერ დააძრო ხე ლები.
Line of edition: 2    
ფალავანმა მკლავები გარდაუგრიხა და კისერსა ერთი ასეთი ძლიერი მუშტი დაჰკრა, რომ
Line of edition: 3    
ცნობა დაეფანტა. ლაჯებსა ხელი გაუგდო, ასწივა აბრაჰი დევი, აიყვანა, ასეთი დასცა
Line of edition: 4    
მიწასა, რომ უცნობო შეიქნა. ფალავანი მკერდსა შეახტა და ფრანგს დაუძახა:
Line of edition: 5    
გარსაშიბისეული ქამანდი მოიტანე! ფრანგმა სწრაფად ქამანდი მოიტანა. ფალავანმა
Line of edition: 6    
ორივ მაჯები მაგრა შაუკრა, და კისერზედ მძიმე ჯინჯილები დაადვეს. ფრანგ დივზადმა
Line of edition: 7    
თავისი დევები მოიყვანა. ფეხები მაღლა გაუკრეს აბრაჰი დევსა და მიდგნენ, ამდენი
Line of edition: 8    
სცემეს, რომ სიკვდილათ მიეწურა. მერე კიდევ რამდენიმე მძიმე ჯინჯილები კისერზედ
Line of edition: 9    
დაადვეს და ისე დააგდეს. შავი დევი რომ უცნობო იყო, ის ცნობას მოიყვანეს, აიყვანეს
Line of edition: 10    
და თავისსა სადგომსა მიიყვანეს და, მკლავი რომ მოტეხილი ჰქონდა, საუცხოო აქიმები
Line of edition: 11    
დააყენეს და რამდენიმე დღეზედ მოარჩინეს. შემდგომად იქიდამ აიყარნენ და ერანი საკენ
Line of edition: 12    
გაემართნენ.

Line of edition: 13       
რამდენიმე დღე ვლეს და ერანისა ქალაქსა მივიდნენ. მანუჩარ ჴემწიფე წინ
Line of edition: 14    
მოეგება, ფალავანს მიესალმა. ფალავანი თავისსა სადგომსა შეიყვანა და ფერიდუხტ და
Line of edition: 15    
თუთი არამში გაისტუმრა. იმჟამად მანუჩარ ჴემწიფე თავისის სასახლის ფანჯრიდამ
Line of edition: 16    
საამის არამსა და ხაზინასა უყურებდა. ესენი რომ გამოატარეს, იმას უკან ერთი, მთის
Line of edition: 17    
ოდენი, საშინელი, მძიმეთ შებორკილებული დევი გამო ატარეს. ვინც, რომა ის დევი ნახა,
Line of edition: 18    
ფალავანს დიდი ქება დაუწყეს და ღმერთს მადლობასა შესწირვიდნენ, რომ ერთის
Line of edition: 19    
ადამიანისთვის ესდენი ღონე და ფალავნობა მიგიცია, რომ ამისთანა ვეშაპი შეუპყრია და
Line of edition: 20    
ასე შეკრული დაჰყავს. ზოგნი ასე ფიქრობდნენ, რომ საამ ფალავანი ამისთანა ძლიერსა
Line of edition: 21    
და ამისთანა ვეშაპის მზგავსსა ფხიზელს ვერ შეიპყრობდა, ეს ეგების ძილში შეუპყრია,
Line of edition: 22    
რომ ამისი შეპყრობა ფხიზელ დროს კაცისაგან არ შეიძლება, არც იქნება. იმჟამად
Line of edition: 23    
ჴემწიფე გამობრუნდა, ფალავანნიც თან იახლნენ. ჴემწიფე თავის ტახტზედან დაბძანდა.
Line of edition: 24    
ფალავანნი თავ-თავის განწესებულს ალაგს დასხდნენ. სუფრა მოიდეს და მეჯლიში
Line of edition: 25    
გამართეს, ლხინსა და განცხრომას მიეცნენ. ჴემწიფემ საამ ფალავანს უბძანა: ახლა დრო
Line of edition: 26    
არის, რომ არამხანაში შევიდეთ. ფალავანმა ნება დართო.

Line of edition: 27       
ჴემწიფე და საამ ფალავანი არამხანასა შევიდნენ. რა ფერიდუხტმა და თუთიმ
Line of edition: 28    
ჴემწიფე მისული იხილეს, მაშინვე ფეხზედ წამოდგნენ და თაყვანი-სცეს. ჴემწიფემაც
Line of edition: 29    
სიყვარულით მოიკითხა და უბძანა: დღეის იქით ნუღარას ინაღვლით. ახლა თქვენ სახლში
Line of edition: 30    
მოსულხართ, თუმცა მწუხარება ბევრი გადაგხდათ, ღმრთის მოწყალებით ამას იქით
Line of edition: 31    
ლხინათ გადაგეცვლებათ. ჴემწიფემ თუთის თავის სარწმუნოებაზედ მოსვლა დაპატიჟა.
Line of edition: 32    
თუთიმ მაშინვე ნება მისცა. მას უკან ჴემწიფემ ფერიდუხტს ერთი უცხო სასახლე
Line of edition: 33    
გაუკეთებინა, ცალკე, თავისის გან წყობილობით, მოსაფენით, მოსამსახურეებით,
Line of edition: 34    
მოახლეებით და თავის ყოვლისფრით. ეგრეთვე თუთის გაუკეთებინა სასახლე, თავის
Line of edition: 35    
ყოვლისფრით განწყობილი და შიგან დააყენა.

Line of edition: 36       
რამდენსამე დღეს უკან ჴემწიფემ საამის ქორწილი მოამზადა, ქალაქის ხალხთ
Line of edition: 37    
მრავალი ცეცხლის სათამაშოები მოემზადებინა და სხვა სათამაშო მრავალი რიგი. შვიდი
Line of edition: 38    
დღე და ღამე ლხინსა და განცხრომასა იყვნენ, და შვიდ დღეს უკან ფერიდუხტ საამ
Line of edition: 39    
ფალავანს მიაბარეს და ეს ორნი აშიყ-მაშიყნი თავისსა საწადსა ეწივნენ. შვიდ დღეს უკან
Line of edition: 40    
თუთის ქორწილი უყვეს. შვიდ დღეს ქორწილი
Page of edition: 430   Line of edition: 1    
იყო და მას უკან თუთიც საამ ფალავანს მიაბარეს და თავისსა საწადსა ეწივნენ ეს
Line of edition: 2    
ორნი საყვარელნი.

Line of edition: 3       
რამდენმა ხანმა გაიარა. ერთ დღეს მანუჩარ ჴემწიფე თავისსა ტახტსა ზედან
Line of edition: 4    
ბძანდებოდა. შავი დევი შამოვიდა, მოახსენა: აბრაჰი დევს რას უპირობთო. საამ
Line of edition: 5    
ფალავანმა მანუჩარ ჴემწიფეს მოახსენა: მე მწადს, რომ აბრაჰი დევი მინდა გაუშვაო,
Line of edition: 6    
განვათავისუფლო. მანუჩარ ჴემწიფემ დიდათ გაიკვირვა და ფალავანსა უბძანა: ფალავანო,
Line of edition: 7    
იმისი გაშვება როგორ იქნება! ფალავანი ადგა და საპყრობილისაკენ გაემართა და
Line of edition: 8    
დევებთან მივიდა. და დევებს უბძანა: მე მწადს, რომ აბრაჰი დევი განვათავისუფლო. რა
Line of edition: 9    
ესე სიტყვა აბრაჰი დევმა გაიგონა, დიდს სიმხიარულეს მიეცა და მის მცველთა უბძანა:
Line of edition: 10    
ამას ორმოც დღეს პატივით მიაპყარით, რომ ისევ თავისი ღონეზედ მოვიდეს, ამას თავის
Line of edition: 11    
სატანჯველს ნურას მიაპყრობთ. მანუჩარ ჴემწიფემ უბძანა საამ ფალავანს: მიზეზი რა
Line of edition: 12    
არის ამ დევის განთავისუფლებისა. ფალავანმა მოახსენა: მე ერთი მიზეზი მაქვს გულშია
Line of edition: 13    
და იმ საქმეს ამ ორმოც დღეს უკან სცნობთ.

Line of edition: 14       
აბრაჰი დევის მცველთა საამ ფალავანის ბრძანებისამებრ აბრაჰი დევს ხელი
Line of edition: 15    
შეუწყვეს, საჭმელი და სანოვაგო მოუმატეს და ხელი შეუწყვეს. რამდენმა ხანმა განვლო.
Line of edition: 16    
მანუჩარ ჴემწიფემ თავისი სარდალნი და ფალავანნი შემოკ რიბნა და მეჯლიში გამართეს,
Line of edition: 17    
ლხინსა და განცხრომას მიეცნენ. საამ ფალავანმა შავ დევსა და ფრანგს აბრაჰი დევის
Line of edition: 18    
მეჯლიშსა შინა მოყვანა უბძანა. მსწრაფლათ მეჯლიშსა მოიყვანეს. მანუჩარ ჴემწიფეს
Line of edition: 19    
თაყვანი-სცა და დადგა. საამ ფალავანი ზე წამოდგა და აბრაჰი დევი პყრობილობისაგან
Line of edition: 20    
განათავისუფლა. საამ ფალავანს ნაჰანგლის თავის სარქველი უცხოთ მურასათა
Line of edition: 21    
მოაჭედინა და იმით სომდა ღვინოსა. და ყულუხჩსა უბძანა: მაგით სამი ზედიზედ
Line of edition: 22    
დაალევინე ღვინო. აბრაჰი დევი ღვინისა სმაში იყო, რომ საამ ფალავანი ერთსა ალაგსა
Line of edition: 23    
მოეფარა და ყურება დაუწყო. დევმა რა ღვინო შესვა, იფიქრა და თქო: ეს ღვინის
Line of edition: 24    
სასმელი უთუოთ ჩემი ძმის ნაჰანგალის თავის სარქველი არის. ფრანგმა შეუძახა: ჱეი,
Line of edition: 25    
შენ უწყალო, მართალსა იტყვიო.

Line of edition: 26       
აბრაჰი დევმა განრისხებულმა ოთხსავ მხარესა მიმოიხედა და საამ ფალავანი
Line of edition: 27    
ვერსად ნახა. მრისხანეთ დაიძახა და ფრანგს მივარდა, და საყელოსა ხელი ჩაუგდო,
Line of edition: 28    
მიწისაგან მოგლიჯა და ძირს დაცემას უპირობდა. ამა მეჯლიშსა შინა მსხდომნი
Line of edition: 29    
ფალავანნი და სარდალნი ესრეთ შეშინდნენ, რომ შემოდგომის ფურცელივით თრთოლა
Line of edition: 30    
დაიწყეს. აბრაჰი დევმა შეუძახა ფრანგსა: ჱეი, შე უმსგავსო, ამდენი ხანი რომ მტანჯე
Line of edition: 31    
და მუდამ დღე მცემდი, ახლა სად გადაარჩენ შენს სიცოცხლეს ჩემი ხელიდამა. ასე
Line of edition: 32    
შესძახა, აიყვანა ფრანგ და ეწადა, რომ შავი დევისათვის მიერტყა, და ორნივ მიწასთან
Line of edition: 33    
გაესწორებინა. საამ ფალავანი იმ ალაგსა ფარულად იდგა და უყურებდა. რა ფრანგ
Line of edition: 34    
ესრეთ იხილა, გამოვიდა საამ და აბრაჰი დევსა მომართა და შეუძახა: ჱეი, შე უწყალო,
Line of edition: 35    
შენ ჩემ მოსამსახურე ფრანგთან რა ხელი გაქვს და ან რას უპირობ. აბრაჰი დევმა რა
Line of edition: 36    
საამ დაინახა, დიდათ გაწყრა, მობრუნდა და ფრანგ განრისხებულმა საამს შესტყორცნა.
Line of edition: 37    
ფალავანმა ხელი მიაშველა, ფრანგ მაღლა დაიჭირა და ძირს დასვა. და აბრაჰი დევმა
Line of edition: 38    
მაღლის ხმით შემოსძახა: მე ამდენს ჩემს ტანჯვასა და ჩემის საჴემწიფოს გაოხრებას, და
Line of edition: 39    
ჩემს ბიაბრუობას როდი შეგარჩენ! ახლავ შენც მოგკლავ, გავბრუნდები და ერანს
Line of edition: 40    
სრულიად აღვაოხრებ! მივარდა საამ ფალავანსა და ერთი ხელი სარტყელს ჩაუგდო და
Line of edition: 41    
მეორე საყელოსა, ეწადა, რომ ფალავანი მიწისგან აეყვანა, მაგრამ რამდენსაც ეცადა, საამ
Line of edition: 42    
ადგილიდამ ვერ დასძრა. ფალავანმა
Page of edition: 431   Line of edition: 1    
ცალი ხელი სარტყელსა ჩაავლო და მედგრათ ირკინებოდნენ. ამაობაში ყულუხჩთ სუფრა
Line of edition: 2    
აიღეს და ამა მეჯლისსა შინა მსხდომნი ფალავანნი ამა ორთა ლომგულს ფალავნებს
Line of edition: 3    
თამაშას უყურებდნენ და ქებას შეასხმიდნენ. იმ დღეს დილით საღამომდინ, მზის
Line of edition: 4    
ჩასვლამდინ მედგრათ იბრძოლეს.

Line of edition: 5       
რა საღამო ჟამი შეიქნა, საამ ფალავანმა ღმრთის სახელი ახსენა, ესრეთ მედგრათ
Line of edition: 6    
შესძახა, რომ ოთხმავ მხარემ რხევა დაიწყო და აბრაჰი დევი, ამა ხმისა გამგონი, დიდათ
Line of edition: 7    
შეშინდა, ვეღარა გაეგებოდა რა. საამ ფალავანმა ორჯელ მედგრად ასწივა და ვერ
Line of edition: 8    
აიყვანა, მესამედ მედგრად ასწივა, თავის სისწორ აიყვანა, თავს შემოივლო და მიწასა
Line of edition: 9    
ესრეთ მედგრად დასცა, რომ ჯიმშიტ ჴემწიფის სასახლემ სრულიად ზანზარი დაიწყო,
Line of edition: 10    
გარსაშიბისეულის ქამანდით გადაუგრიხა ხელები, მაგრა შეუკრა, დიდროვანი ჯინჯილები
Line of edition: 11    
მოატანინა, მაგრად დააბორკილა შავი დევი და ფრანგს მისცა, და რკინის კეტით
Line of edition: 12    
ემოდენი სცეს, რომ სიკვდილათ მიაგდეს. წაიყვანეს და ტუსაღანაში ჩააგდეს. საამ
Line of edition: 13    
ფალავანი გამობრუნდა და ფალავანთა უპასუხა: ჱეი, ფალავანნო, მე აბრაჰი დევი ძილში
Line of edition: 14    
არ შემიპყრია, ასე შემიპყრია, როგორც ახლა თქუენმა თვალმა იხილა.

Line of edition: 15       
მანუჩარ ჴემწიფემა საამ ფალავნის მკლავსა და ძლიერებას დიდი ქება შეასხა,
Line of edition: 16    
ეგრეთვე ფალავანთა და სარდალთა დიდი ქება შეასხეს, თავ-თავის ალაგსდასხდნენ და
Line of edition: 17    
ერთმანეთსა ტკბილისა საუბრითა მიმოუბნობდნენ და შეექცეოდნენ მანუჩარ ჴემწიფემა იმ
Line of edition: 18    
დევისა სიკვდილი ბძანა. საამ ფალავაამა არ ინება. ფალავანმა ბძანა, აბრაჰი დევის
Line of edition: 19    
სიღრმე ერთი ორმო მოათხრევინა, და ის დევი მიიყვანეს და შიგან ჩააგდეს და მიწა
Line of edition: 20    
მიაყარეს, და ყელამდინ შიგან ჩაფლეს, პირი გაუხსნეს და სამოცდაათი თუნგი ღვინო
Line of edition: 21    
პირში ჩაასხეს. ის ბილწი დევი თავის სიკვდილის შიშითა ესრეთ მედგრათ ამოიწივა,
Line of edition: 22    
რომ იმ ორმოდამ მაღლა ამოვიდა. განრისხებულმა ესრეთ მედგრათ გაექანა, რომ თავი
Line of edition: 23    
ერთ ქუასა დააძგერა. თავი შუაზედ გაუსქდა, მიწასა გადაიქცა და სული ჯოჯოხეთს
Line of edition: 24    
მიაბარა.

Line of edition: 25       
რამდენიმე ხანი საამ ფალავანი მანუჩარ ჴემწიფესთან ლხინითა შეექცეოდა. მას
Line of edition: 26    
უკან საამ ფალავანმა მანუჩარ ჴელმწიფეს დასტური სთხოვა, რომ ფერიდუხტ და
Line of edition: 27    
თუთი ქაბულისტანს მინდა გავისტუმრო. მანუჩარ ჴემწიფემაც დასტური უბოძა: დიახ
Line of edition: 28    
კარგი იქნება. ურიცხვი ხაზინანი და მძიმე ფარჩანი უბოძა ჴემწიფემა ფერიდუხტსა.
Line of edition: 29    
ოთხნი ათასნი ყულუხჩნი და მოახლენი და მოსამსახურენი ახლდნენ, თუთის თორმეტი
Line of edition: 30    
ათასნი თავისთან მოყვანილნი მოსამსახურენი ახლდნენ. ოთხი ათასი მოამზადა თავისი
Line of edition: 31    
მოსამსახურენი თან წასაყვანათ და რვა ათასი მეომარი საამ ფალავანთან დაუტევა.
Line of edition: 32    
თითონ მნათობნი დიდის დიდებით მოემზადნენ, ქეჯაოში ჩასხეს და ქაბულისტანისაკენ
Line of edition: 33    
გაემართნენ. თემურთაშის არამხანაც ფერიდუხტთან გამგზავრდნენ. საამ ფალავანმა
Line of edition: 34    
თავისი არამხანა და ხაზინანი თემურთაშს ჩააბარა და სისტნისაკენ გაისტუმრა.
Line of edition: 35    
რამდენსამე დღესა ვლეს და სისტანსა მიაწივეს, საამის დედასთან უმაინ ხანუმთან.
Line of edition: 36    
იქეთსა მხარესა სია დევს ქუიფანის ჴემწიფობა მისცეს, მძიმე ხალათები ჩააცვეს და
Line of edition: 37    
თავისის დევისა ლაშქარით ქუიფანისაკენ გაისტუმრეს. იმჟამად ყალვად და ყულუშ
Line of edition: 38    
ხავარ ზამინის ქალაქს რომ დააქორწილა, იმათი არამხანა, შაფური შირდილისა და
Line of edition: 39    
სეილი ჯანსუზისა და ფრანგისა, ამათი არამხანაც სისტანს იყო გასტუმრებული.
Line of edition: 40    
რადგან დიდს ხანს გაევლო, რომ ამათ თავისი არამხანა არ ენახათ, ერთ დღეს საამ
Line of edition: 41    
ფალავანმა მეჯლისსა შინა მანუჩარ ჴემწიფეს დასტური სთხოვა სისტანისავე
Line of edition: 42    
წასვლისა.

Line of edition: 43       
ამა სიტყვისა მოხსენებასა ზედან ერთი არეულობა და ჴმიანობა შეიქნა.
Page of edition: 432   Line of edition: 1    
კარზედ. ჴემწიფემ უბძანა ქეშიკ-აღას: ეს რა ჴმიანობა არის, გადი, ვინც იყვნენ, აქ
Line of edition: 2    
გამოიყვანეთ. სწრაფლათ ჴემწიფისა წინაშე შემოიყვანეს, ჴემწიფეს თაყვანი-სცა. ჴემწიფემ
Line of edition: 3    
უბძანა: სადაური ხარ და ან რა ანბავი იცი? იმან მოახსენა: თუსის ქალაქიდამ
Line of edition: 4    
გიახლები; ჴემწიფეო, ერთი ვეშაპი აღმოჩნდა ერთ მთის კალთაშია, რომელიც ჩვენ
Line of edition: 5    
ქვეყანას წყალი მომდინარეობს, იმა მთის კალთიდამ გამოსდენს. ყოველ დღე მოვა ის
Line of edition: 6    
წყეული ვეშაპი და იმა მდინარესა დაეწაფება, ერთის შესუნთქვით შთანთქავს და ისევ
Line of edition: 7    
პირიდამ განუტევებს. ჩვენის ქალაქის ხალხნი, ვინცა ვინ იმა წყლისას დალევს,
Line of edition: 8    
სიკვდილსა მიეცემიან ხოლმე, და იმის მეტი დასალევი წყალი იმ ახლო-მახლოში არ
Line of edition: 9    
იშოვება. და იმ ვეშაპის შიშით კარში კაცი ვერ გამოსულა. და ვერც ცხენი და ვერც
Line of edition: 10    
საქონელი, ვერაფერი ვერ გაგვიშვია იმ ვეშპის შიშით კარში და ამაზე ჴემწიფე უნდა
Line of edition: 11    
მოგვეხმაროს, თუ არა, მეორეთ მოსვლას ჴემწიფე მოვალე შეიქნება იმ ხალხისა.
Line of edition: 12    
ჴემწიფემ თავისთა სარდალთა და ფალავანთა უბძანა: ამისთანა საქმე ჩვენი ვალი არის,
Line of edition: 13    
ამაზედ უნდა შევეწივნეთ. თუ ამაზედ არ შევეწივნეთ, მეორეთ მოსვლას ამათი მოვალე
Line of edition: 14    
შევიქნებით და, თუ ამაზედ შევეწივენით, მეორეთ მოსვლას განსვენება გვექნება. მაშინვე
Line of edition: 15    
ყულუხჩს უბძანა: ერთი ჯამი სავსე ღვინო მომეცით. მაშინვე ერთი ჯამი ღვინო აამსეს და
Line of edition: 16    
ჴემწიფეს მიართვეს. ჴემწიფემ ჯამი ხელში დაიჭირა და თავისთა ფალავანთა უბძანა: მე
Line of edition: 17    
ასეთი ფალავანი მინდა, რომ ეს ჯამი შესვას და იმ ვეშაპის ომი კისერზედ აიღოს. ვერა
Line of edition: 18    
რომელმან გაბედა სიტყვის მოხსენება. ასწივა ჴემწიფემ ის ჯამით ღვინო, თითონ შესო.
Line of edition: 19    
მეორეთაც შეავსებინა ის ჯამი ღვინითა და კიდევ ისე უბძანა ფალავანთა, და ვერავინ
Line of edition: 20    
გაბედა კიდევ სიტყვის მოხსენება. ასწივა და მეორეთ თითონ შესვა ის ღვინო. მესამეთ
Line of edition: 21    
კიდევ შეავსებინა ის ჯამი ღვინითა და უბძანა: ეს მესამედ გიბძანებ და, თუ ვერავინ
Line of edition: 22    
ბედავთ იქით წასვლასა, სწო რეთ მე წავალ.

Line of edition: 23       
ჴემწიფისა სიტყვას ზედან საამ ფალავანი ზე წამოდგა, ჴელმწიფეს ჯამი ჩამო
Line of edition: 24    
ართო და ფალავანმა შესვა. ჴემწიფემ უბძანა: ჱეი, ჩემო ძმაო, საამ ფალავანო, მე
Line of edition: 25    
მეწადა, რომ სხვანი წასულიყვნენ ვინმე, რომ შენ ამდენი ხანია ჯაფაში და სისხლის
Line of edition: 26    
ღვრაში იყავ, და ორიოთ დღე არის, რომ დაღალული მოსულხარ. საამ ფალავანმა
Line of edition: 27    
მოახსენა: სულ ყოველთვინ ჩვენი ჩამომავლობა ჴემწიფის ერთგულობაზედ ჯინჯილით
Line of edition: 28    
შებორკილებული ყოფილან. და მუდამ ამისთანა გაჭირვებულს საქმეზედ თქუენის
Line of edition: 29    
ბედნიერებით წარუმართვია და მეც თქუენი მონა და მოსამსახურე გახლავარ, და, ჩემს
Line of edition: 30    
მამა-პაპათ რაც უმსახურნიათ, მეც იმედი მაქვს, რომ იმათ ზედმეტი გმსახურო. ფალავანი
Line of edition: 31    
გამობრუნდა და იმ კაცთა ჰკითხა: ის ვეშაპი რომელს მხარეს არისო. იმ კაცთა
Line of edition: 32    
მოახსენეს: ფალავანო, ქალაქის სიახლოვესა ერთი მთა არის და იქ იმყოფება. ფალავანმა
Line of edition: 33    
უპასუხა: ღმრთის მოწყალებით, მე თქვენთან წამოვალ და იმის შეჭირვებისაგან
Line of edition: 34    
გამოგიხსენითო.

Line of edition: 35       
იმ დღეს თავისი სამძიმო ბარგი გაისტუმრა და მეორესა დღესა შაფური შირდილ,
Line of edition: 36    
სეილი ჯანსუზ, ყალვად და ყულუშ და ფრანგ დივზადი სისტანისაკენ იყვნენ
Line of edition: 37    
მომზადებულნი. შესხდნენ და ხორასნისაკენ, თუსის ქალაქისაკენ გაემართნენ. ჩქარისა
Line of edition: 38    
სიარულითა ჰვლეს და თუსის ქალაქისა სიახლოვესა მივიდნენ. თუსის ქალაქსა
Line of edition: 39    
მჯდომი ჴემწიფე ფალავანს გამოეგება. დიდის თავაზით შეიყარნენ და ქალაქისაკენ
Line of edition: 40    
გაემართნენ. და ჴემწიფემ თავისა სასახლესა მიიყვანა და დიდის თავაზით მოექცა, და იმ
Line of edition: 41    
ქვეყნის ხალხნი მოვიდნენ და დიდი პატივი მიაპყრეს
Page of edition: 433   Line of edition: 1    
და ლოცამდნენ და ქებას შეასხმიდნენ. მეორესა დღესა, საამ ფალავანი თავისის
Line of edition: 2    
ფალავნებით, იმა მთის გზის მცოდნენი წინ გაიმძღვარა, იმა მთაზედან ავიდნენ. იქიდამ
Line of edition: 3    
თავისსა ფალავნებსა გამოესალმა და თავისსა ყურაბი თაქაურზედა ამხედრდა, და იმა
Line of edition: 4    
ვეშაპისკენ გაემართა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.