TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 27
Previous part

Chapter: 27  
Page of edition: 474  
Line of edition: 1  აქა დიდნი ომნი ბაამან ჴელმწიფისაგან და ზალდასტანის პირველი
Line of edition: 2 
ომი


Line of edition: 3       მერმე ზაალ მძიმეს ლაჴტსა ჴელი მიყო, მჴარსა შეიდვა და კართა
Line of edition: 4    
გამოვიდა და ლომმან ვითა დაიყვირნა, და შავი ღავღა ვითა პირსა პერულს ყრიდა.
Line of edition: 5    
თანა გამოყვნეს თავადნი და ფალავანნი და შემოუზაჴნეს. მოუჴდა ზაალ
Line of edition: 6    
ფეროზისა პილოსა, ერთი ლაჴტი დაკრა, ასეთი რომე თავი დააფრიწა, კბილები
Line of edition: 7    
ჩააყრევინა და პილო დასცა. რა ზაალისაგან ასეთი ნაქმარი ნახეს, ჴელმწიფემან
Line of edition: 8    
იგი ადგილი დააგდო და ლაშქართაკენ წავიდა. და დავარდა ლაშქართა ჴმა, ზოგნი
Line of edition: 9    
აბჯარსა იცვამდეს და ზოგსა ტანსა ეცვის. ზაალ მძიმე ლაჴტი მჴარსავე შეიდვა
Line of edition: 10    
და ლაშქართაკენ მიმართა და, ლომმან კანჯრისა ჯოგი ვითა, დაფრიწნა და
Line of edition: 11    
დაფანტა. სითაცა სფაადარმან რაზმსა მიმართის, ადგილი დაუგდიან და გარიდნიან.

Line of edition: 12       
გაჴშირდა ომი. ქალაქის კარი განაჴვნეს და გამოვიდეს სფაადარნი
Line of edition: 13    
ზაულელნი. შეიქნა ზაჴილი და გულოვანთა ჴმალთა ქნევა: მოკალ, ჩამოაგდე,
Line of edition: 14    
შეკარ, შეიპყარ და ნუ გაუშვებ. და სითაც მიუჴდის გულოვანი, მონაჴული,
Line of edition: 15    
გამოცდილი ზაალ, მეომართა თავი ტანისაგან გააშორის. ასეთი მტვერი [ა]აყენეს,
Line of edition: 16    
რომე თვალთა წინა გზა აღარსით არა ჩნდა. ერთკენ ფარემუზ მოუჴდა ლაშქართა
Line of edition: 17    
ჯავრიანითა გულითა და ლომმან ვითა დააწყვიტა რაზმი. დაფრიწა და დიდთა
Line of edition: 18    
ფალავანთა და თავადთა თავი მიწათა თანა გაასწორა. მათითა ძლიერად ცემითა და
Line of edition: 19    
ჴმალთა ელვითა, თუ სთქვა, ცით მეჴსა სწვიმდა. და ერთ კერძ ფარემუზ და
Line of edition: 20    
სრულნი ლაშქარნი ასრე გატეჴეს და დაიფორაქეს, არცა თავი შეეტყობოდა და
Line of edition: 21    
არცა ბოლო, და არცა თავი იცნობებოდა და არცა მონა, და ვეღარა დაუდგნეს
Line of edition: 22    
ბაამანის ლაშქართა, კანჯრისა ჯოგი ვითა წინა გაიქცნეს, სდევნეს, დაჴოცეს და
Line of edition: 23    
სისჴლის ღვარსა ადენდეს.

Page of edition: 475  

Line of edition: 1       
ასეთნი გაქცეულნი, ჴელმწიფესა ზედა შელეწილნი, წყეულნი, უთავბოლონი,
Line of edition: 2    
უფროსნი დაკოდილნი და დაქვეითებულნი და იმედგარდაწყვეტილნი, დადგომილნი.
Line of edition: 3    
და შვებისა ნაცვლად ცხენ აბჯრისა მათისა თავისა და ბარგ კარვებისა დაყრა, და
Line of edition: 4    
მიჭირვებისა დადგომილ, დაღალულთა, დაქვეითებულთა ლაშქართა მათთა ლაშქრითა
Line of edition: 5    
უკანა მისდევდეს გულმჴიარულნი, მტერთა ზედა გამარჯვებულნი, გულოვნად
Line of edition: 6    
სისხლსა მიაქცევდეს. მრავალნი ტანი უთაოდ იდვის და თავი უტანოდ. ამა წესითა
Line of edition: 7    
ხუთსა დღესა და ღამესა მისდევდეს.

Line of edition: 8       
მეექვსესა დღესა, რა საწუთროსა განმანათლებელმან პირი ვარდის წყლითა
Line of edition: 9    
დაიბანა და საწუთრო ლალისფერად დააშვენა, ზაალ და ფარემუზ და მათნი
Line of edition: 10    
ლაშქარნი მობრუნდეს და სიჴარულითა ნაკვერცხალივითა ბრწყინვიდეს. აგრე
Line of edition: 11    
გულმჴიარულნი მოვიდეს, ბაამანის ნასადგომევსა ზედა მოიარეს და აზომი
Line of edition: 12    
საქონელი ცხენი და აბჯარი იშოვეს, რომე ერთობილნი ლაშქარნი პირთამდისინ
Line of edition: 13    
აივსნეს. მერმე ფარემუზ ლაშქრისათვის ჴელი გასაცემად გაჴსნა და მისთა დიდთა
Line of edition: 14    
და წვრილთა ზედა დიდი საქონელი გასცა. და ყველანი პირთამდისინ აავსო და მით
Line of edition: 15    
განძითა მრავალნი სჴვანი სფაადარნი მოიმატნა და პირთამდისინ სავსენი,
Line of edition: 16    
გამარჯვებულნი სისტან ქალაქად შევიდეს გულმჴიარულად. და მბრუნავი ეტლი
Line of edition: 17    
მათის ბედისად იქცეოდა. მოქალაქეთა დალოცეს და გამარჯვებისათვის ღმერთსა
Line of edition: 18    
მადლი მისცეს და ფალავანსა ზაალს და ფარემუზს ქებასა შეასჴმიდიან. და
Line of edition: 19    
ყოველთა დღეთა და ღამეთა ნადიმობდეს, სმიდეს და ჭამდეს, და ეგრე
Line of edition: 20    
გამოისვენებდეს ცათამდის თავ-ამაღლებულნი, ბურთობდეს და ნადირობდეს.

Line of edition: 21       
აქათ საწუთროსა ჴელმწიფე ბაამან მივიდა გაქცეული, ერთობ ყოფა
Line of edition: 22    
საწუთროში მისთვის გამწარებული, მისნი დაკოდილნი და ნაღვლიანნი,
Line of edition: 23    
დაქვეითებულნი, ცხენდადგომილნი, დამაშვრალნი, ფერწასულნი. და მრავალი შვილი
Line of edition: 24    
უმამოდ გასულიყო და მამა _ უშვილოდ. მათ ზედა ეტლსა უკუღმა ებრუნა და
Line of edition: 25    
მარიჴსა მესისჴლობისა კარი გაეღო. და მას ომში ერანელნი დაჴოცილიყვნენ
Line of edition: 26    
ორმოცი ათასი და დაკოდილიყვნენ ოცი ათასი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.