TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 43
Previous part

Chapter: 43  
Page of edition: 498  
Line of edition: 1  აქა ზაალსა ლაშქარნი მოუჴდეს და ხუთთავე ფალავანთა და
Line of edition: 2 
ქალთაცა უშველეს და დიდნი ომნი გარდაიჴადეს


Line of edition: 3       რა ბაამისაგან ლაშქართა გაიგონეს, ყველასა გული აუდუღდა და
Line of edition: 4    
გულოვანთა ერთობილთა ძახილი შექმნეს. და იმა ურიცხვისა ლაშქრისაგან ათი
Line of edition: 5    
ათასი გამორჩეული მეომარი, საჴელდებული კაცი გამოვიდა, ყოველი ომისათვის
Line of edition: 6    
მოსურებული. ზაალსა და ხუთთა ფალავანთა საომრად ზედა მიუჴდეს. ლომის
Line of edition: 7    
მსგავსად გაგულისებულმან დასტან, ომგამოცდილმან შეძრა გმირი და ფალავანი
Line of edition: 8    
სიბერის ტანი და შემოუტივა დიდთა ლაშქართა. და სადაცა მან ცხენი შეუტივის,
Line of edition: 9    
ყველასა ფალავანსა ტანი მიწასა შიგან გაურივის და ერთის კვრით ოთხი და ხუთი
Line of edition: 10    
დასცის ცხენი და კაცი.

Page of edition: 499  

Line of edition: 1       
რა ბანგიჯასპ გულოვანმან ესე ნაჴა, რომე ლაშქარნი დასტანს ფალავანსა
Line of edition: 2    
გარე შემოერტყა, თვით ბანგიჯასპ და მისი და მარზუბან, თოხარ და ზავარისა
Line of edition: 3    
შვილნი მოიწვადეს ალმასი ჴლმები და მოვიდეს ლაშქართა შიგან საომრად.
Line of edition: 4    
ლაშქარნი უკანა წაუდგეს, ვითა მავალნი კლდე, შეიძრნეს. და აქათ ბაამანის
Line of edition: 5    
ერანელნი ლაშქარნი რაზომნიცა იყვნეს, გამოაჭენეს ცხენები კვამლი ვითა. შეიქნა
Line of edition: 6    
ფალავანთა ჴმა და ძაჴილი. წვიმასავით ისარსა და ლაჴტსა ისროდეს. შუბებისა და
Line of edition: 7    
ჴლმებისა სიმრავლისაგან კაცისა თვალი დაბრმებოდა.

Line of edition: 8       
ანასდეულად რა ომი გამოჩნდა, საჴელად ყაბილ ერქვა, ქვაბულელი
Line of edition: 9    
ქალაქისა იყო, მასვე წამსა აბჯარჩაცმული ლაშქართაგან წამოვიდა და, სადაცა
Line of edition: 10    
ფალავანი როსტომ ომსა შიგან შეიბის, ნიადაგ იმის შუბი ამა ყაბილს ეჭირის,
Line of edition: 11    
ერთობ გულოვანი იყო და კარგი ცხენოსანი ლომივითა და სანიადაგოდ მისი ჴელი
Line of edition: 12    
შებმა და ომი იყო. ამა ომში დასტანისა ფალავანთაგან მოიკლა ათასი კაცი. ახლა
Line of edition: 13    
ყაბილ მოვიდა მოედანს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.