TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 44
Previous part

Chapter: 44  
Page of edition: 499  
Line of edition: 1  აქა სხვა ფალავანი სალამანის და ყაბილას ომი


Line of edition: 2       რა ერთმანერთისა სიაჴლოვესა მივიდეს, ერთმანერთსა შეუტივეს. სალამან
Line of edition: 3    
ფიცხლავ ჴმალი კრა და ფალავანსა ყაბილს თავი მოკვეთა. მერმე ხუთი ფალავანი
Line of edition: 4    
ქვაბულელთაგან გამოვიდა და მათგანცა ორნი მოკლა და სამნი ცოცხალნი
Line of edition: 5    
გარდაეჴვეწნეს. მერმე ოთხნი ფალავანნი სჴვა გამოვიდა. იგინიცა შუბითა
Line of edition: 6    
სისჴლისაგან შეისვარნეს. ყველა დაიკოდა და გარდაიჴვეწნეს და ფათერაკსა ბადესა
Line of edition: 7    
შიგან არა ჩაცვივდეს. ერთობილნი ზაალის ლაშქარნი გულსა თრთოლა შეექმნათ
Line of edition: 8    
და ზენარსა ითხოვდეს ამა საჴელდებულის სალიმანისაგან. აზომი ღონე აღარავის
Line of edition: 9    
ქონდა, რომემცა ერთი კაცი გამოსულიყო მისად შესაბმელად, კაცისა ჭკუა
Line of edition: 10    
ფათერაკისა ისარსა შიგან რაგვარად შემართებდა.

Line of edition: 11       
ბაამან ჴელმწიფისა გული ერთობ გამჴიარულდა და ყველამან ქება შეასჴეს.
Line of edition: 12    
რა როსტომის მეორემან ასულმან ნექიჯ ესე მოინაჴა, რომე მისთა ლაშქართაგან
Line of edition: 13    
სალიმანის შემბმელი აღარავინ გამოჩნდა, მასვე წამსა თვით იგი მესამე ქალი
Line of edition: 14    
გამოვიდა, ჩამოვიდა ქვემო და რაზმი დააწყო. დასტან ეგრე უთხრა: ქალო,
Line of edition: 15    
საჴელდებულიანად დეგ, ესე შენი საქმე არა არის და აქა იყავ. მე წავალ და შენ
Line of edition: 16    
თვალნი მიგე, ჩემნი ლაშქარნი მტერთაგან შეინაჴე და ერთობ ფრთხილად და
Line of edition: 17    
კარგად იყავ. ზავარის სიკვდილითა მე ერთობ გული სისჴლით ამევსო და ცეცხლი
Line of edition: 18    
მედება. ნუთუ ღმერთმან ნებასა მაწიოს და გული გამიმჴიარულდეს და ესრეთსა
Line of edition: 19    
ჭირსა შიგან მიშველოს. ფიცხლა ცხენსა მათრაჴი კრა და კვამლივითა სალამანის
Line of edition: 20    
სიაჴლოვესა მოვიდა.

Line of edition: 21       
ჯიმაზ ჴელმწიფესა ეგრე მოაჴსენა: შარიარო, მოვიდა ჟამი ფალავნისა
Line of edition: 22    
საჴელდებულისა სალამანის მოკვლისა. დღეს ისი გულოვანი კაცი რომე მოედანსა
Line of edition: 23    
შიგან მოვიდა, სალამან ფალავანი მისის ჴელით მოიკვლის და მისსა სულსა
Line of edition: 24    
ტანისაგან ქარი ვითა ამოიღებს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.