TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 46
Previous part

Chapter: 46  
Page of edition: 500  
Line of edition: 1  აქა დამალულის ფარემუზისა ერანელთა დასჴმა და დიდი ომი


Line of edition: 2       მეორესა დღესა რა მზემან შავისა გუმბათისაგან თავი ამოყო, და დაცხა,
Line of edition: 3    
ასრე რომე აბჯარი და ბექთარი კაცსა ტანსა დასწვიდა, ერანელთა ლაშქართა
Line of edition: 4    
შიგან ძახილი შეიქნა. ანასდეულათ ზეცით შავი მტვერი იდგა, ასეთი რომე
Line of edition: 5    
სრულად ღრუბელი და მიწისა პირი დაფარა. ფარემუზ მისითა ლაშქრითა
Line of edition: 6    
სისჴლისა მძებნელად მოვიდა, ლაშქართა შიგან ეგრე იმღერდის და შემოერია ლომი,
Line of edition: 7    
ვითა კანჯარსა, აგრევე ლაშქართა შიგან გაერია და ყველამან მძიმე ლაჴტი და
Line of edition: 8    
ჴმალი მოიწოდეს და შეიბნეს.

Line of edition: 9       
რა ერანელთა ესე ნაჴეს, ყველა დაღონდა. ჴელმწიფე ბაამან გაგულისდა,
Line of edition: 10    
ლაშქართა შეუძაჴნა და ჯამაზცა გაგულისდა. ბაამან უბრძანა: ასე უზომო დიდნი
Line of edition: 11    
ლაშქარნი ჴართ, თქვენ ყველა საჴელოვანი და გამოჩინებულნი კაცნი ჴართ, რა
Line of edition: 12    
მოგეწიათ, რომე ეზომისა კაცისაგან ასრე გასრულ ჴართ, ვითა მჭკნარი ვარდი, და
Line of edition: 13    
ანუ შტომოტეხილი ყვავილი. მოიჭირვეთ და მამაცობისა სარტყელი იშოეთ, და
Line of edition: 14    
მტერთა თავები ფერჴთა ქვეშე მოიქციეთ. აქათ ბალხ ქალაქამდის დიდი გზა მივა,
Line of edition: 15    
გარდაჴვეწილი კაცი გზასა შიგან მოიკვლის და, თუ პირსა აქცევთ, არა
Line of edition: 16    
კარგკაცობისა საჴელი არის. და თუ ქალაქისაკენ დაბრუნდებით,
Page of edition: 501   Line of edition: 1    
ქალაქისა დედანი და მამანი უბანსა შიგან გაიცინებენ ჩვენ ზედა და შურსა
Line of edition: 2    
მოიგებენ, და ამას იტყვიან, თუ: ჩვენნი ლაშქარნი კიდევე გარდმოჴვეწილან და
Line of edition: 3    
გამოქცეულან, ყველანი დაჴოცილნი და დაკოდილნი ლაშქართა.

Line of edition: 4       
რა ჴელმწიფისაგან ესეთი საუბარი გაიგონეს, შეიქნა ლაშქართა შიგან
Line of edition: 5    
ძახილი. ორთავე მოიწვადეს ერთმანერთსა ზედა მტერობისა ჴმალი და ისარი.
Line of edition: 6    
მრავალი ფალავანთა ტანი მიწასა ზედა დაეცა, ჰაერი მტვერისაგან დაბნელდა და
Line of edition: 7    
მიწა ლილისფერად სისჴლისაგან. ცხენის მტვერისა ტერფთა ცასა მიწასა
Line of edition: 8    
გარდაყრიდა. ჰაერთათ მფრინველთათ ფრთებისაგან კაცისა ჴორცსა და მძორსა
Line of edition: 9    
ჭამდეს, სრულად შეეკრა დიდისა ფერხსა უჴელოსაგან, უფერჴოსაგან, თუ სთქვა,
Line of edition: 10    
ისეთისა დიდისა რაზმისაგან ერთი კაცი არა დარჩომილა. დაჴოცილისა ტანისა და
Line of edition: 11    
გვამისაგან, ადგილსა და უადგილოსა, ყველგან კაცისა გორა აგებული იყო.
Line of edition: 12    
სისჴლისა რუსაგან ერთობილი მინდორი, ქვეყანა და ზღვა შეღებილ იყო. სამსა
Line of edition: 13    
დღესა და ღამესა მათი ომი არ გაწყდა და ომსა შიგან იყვნეს, ისრე
Line of edition: 14    
დაწყურვებულნი.

Line of edition: 15       
მეოთხესა დღესა რა გათენდა, ასეთი ერთი ქარი ადგა შუადღე ქალაქით, იმა
Line of edition: 16    
ქარსა არაბულითა ენითა დაბურობით უჴმობენ. იმა ქარსა ლაშქარმან ყოლეცა ვერ
Line of edition: 17    
დაუდგნა, ესე სასტიკი ქარი ეცა ერანელთა ლაშქართა. მათ გული, ისარი და
Line of edition: 18    
ჴმალი ყველა დაბლაგვა. მიწისაგან მტვერსა და ქვიშასა აიღებდა, ყველასა თვალი
Line of edition: 19    
და პირი მტვრითა აევსო და ერთობილნი ლაშქარნი და ცხენები ადგილობადვე
Line of edition: 20    
დარჩეს, ასრე რომე დღისით, რომე კაცსა თვალნი დაუდგიან და დაბრმეს, აგრე
Line of edition: 21    
ყველა ბრმა ვითა შეიქნა. ყველამან ორთავე თვალთა ჴელი დაისჴნეს. ყველა
Line of edition: 22    
ქარისაგან მთვრალსა ვითა გვანდეს. ლაშქარნი და ცხენები ყველა მტვერითა
Line of edition: 23    
აივსნეს. მათი პირი და მუცელი ყველა გაყვითლებულიყო და გული ჭირითა და
Line of edition: 24    
ნაღვლითა ავსილ იყო.

Line of edition: 25       
მერმე ფარემუზს მისმან დამან ნექიჯ ეგრე უთხრა: მადლი ღმერთსა,
Line of edition: 26    
ყოვლისა კეთილისა მომცემელსა. მან მოგცა ესეთი გამარჯვება, თვარე ვისგან
Line of edition: 27    
ეგებოდა ამისთანასა ქარისა ადგომა და ამისთანისა მოსაწევარისა მოწევნა, თუ არ
Line of edition: 28    
ღვთისა განგება იყო.

Line of edition: 29       
ფარემუზ და საამ და მისნი ფალავანნი გულოვანნი, მამაცნი და
Line of edition: 30    
შერჩეულნი, ვინცა იყვნეს, ერთჴელ კვლა მიუჴდეს და ლაშქართა ზედა დაესჴნეს,
Line of edition: 31    
ვითა მთვრალნი პილონი, გაგულისებულნი. აგრე ეძგერნეს და შიგან გაერივნეს და
Line of edition: 32    
ლაშქართა შიგან დიდნი საჴელოვანნი ფალავანნი დაჴოცნეს, და აწყვიტეს
Line of edition: 33    
ერანელნი, რომ ასისაგან ერთი დარჩა და ჴელმწიფისაკენ ლამოდენ წასვლასა. რა
Line of edition: 34    
ქაიანურსა დროშასა ახლოს მიეწურნეს, ფარემუზ მოიწოდა ჴმალი, კრა დროშასა
Line of edition: 35    
ლალისფერსა და ისფერსა და მიწასა შიგან გარივა და მედროშესა ჴელი მოკვეთა.
Line of edition: 36    
ამისთანა გულოვანი და მეომარი საწუთროსა შიგან სჴვა არავინ ყოფილა,
Line of edition: 37    
ლაშქართა რა ესე ნაჴეს, გზა მონაჴეს და ზურგი ქარსა შეაქციეს. ყველანი
Line of edition: 38    
მაშვრალნი და დაწყლულებულნი ცხენზედა ჯდომათა გარდაიჴვეწებოდეს და
Line of edition: 39    
დაცვივნული იყვნეს მიწასა ზედა. ფარემუზ და მისნი მიყვარენი და ლაშქარნი
Line of edition: 40    
უკანა წაუდგეს და ჴელნი საკლავად წააჴალისეს.

Line of edition: 41       
ორსა დღესა და ღამესა უკანა სდევდეს და ვერა მიეწივნეს. ამა ორისა
Line of edition: 42    
დღისა სავალსა ეზომი დაჴოცეს, რომე, თუ სთქვა, ეტლსა ჴელთა მაჴვილი აქვს და
Line of edition: 43    
იგი ჴოცსო, რომ ათასიდამ ერთი თუ დარჩა, იმათთვის ღვთის წყალობა იყო,
Line of edition: 44    
გაიქცნენ. ამოსწყვიდეს, დაკოდეს, ჩამოყარეს და, ვინცა წავიდა, ისიც შიშით
Page of edition: 502   Line of edition: 1    
გახეთქილი და, ვინცა ბალხისა ქალაქისაკენ წავიდა, ღონე მის მეტი არა ქონდა,
Line of edition: 2    
რომემცა დაჴოცილსა კაცსა ზედა არა ვლონ. გზა არსით იყო.

Line of edition: 3       
მესამესა დღესა დაბრუნდა ფარემუზ, დია მჴიარული და ეტლისაგან
Line of edition: 4    
მადრიელი. რაცა ღვთისაგან ითხოვა, ყველა მისცა. რა ნასადგომარსა და რაზმისა
Line of edition: 5    
სიაჴლოვესა მოვიდა, მალანდა, სადაცა ბაამან ჴელმწიფე გაეტეხა, მუნ დელამისა
Line of edition: 6    
ჴელმწიფე ბანაროზ ნაჴა, მისითა ლაშქრითა, და სიამარად, გელანისა დროშისა
Line of edition: 7    
ხელმწიფე. იგიცა მას იაჴლა. მისნი ლაშქარნი სპანი მეომარნი იყვნეს და ქვეითად
Line of edition: 8    
რაზმისა ომსა შიგან იარებოდეს. მათი ფარები ყველა წითელ-ყვითლითა და
Line of edition: 9    
ისფრითა ნაკერი იყო. ორმოცდაათი ათასი ქვეითი კაცი, ყველა ჴლმითა და
Line of edition: 10    
ზუფინითა. ფარემუზ ეგრე უთხრა, ვითა: თქვენი აქა დგომა რა არის, ჴელმწიფე
Line of edition: 11    
და თქვენი შარიარი გარდაჴვეწილი წავიდა. თქვენ აგრე უსირცხვილოდ რატომ
Line of edition: 12    
სდგაჴართ? ბანაროზ და სიამარად ეგრე უთხრეს: თუ ჩვენი ჴელმწიფე და
Line of edition: 13    
ერანელნი წავიდეს, ჩვენ არა წავედით. აქა ვდგათ, რაცა ღმერთსა ეპრიანების, მის
Line of edition: 14    
მეტი არა იქნების. ფარემუზ ეგრე უთხრა: ჩემი ესე გაიგონეთ, თქვენ იმა
Line of edition: 15    
ჴელმწიფისა დია მოყვარენი იყვენით, თუცა ჴელმწიფე დია მაგარი და თქვენი
Line of edition: 16    
ზურგი იყო. ისრე ურიცხვი და უთვალავი ლაშქარი, ვითა გატყდა და გარდაიჴვეწა.
Line of edition: 17    
აწე, რომე ეგე დია უნივთონი და ცოტანი კაცნი დარჩომილჴართ, ეგზომი ერთითა
Line of edition: 18    
კაცითა რა მოაწიეთ, ანუმცა რა კარგი ქენით.

Line of edition: 19       
ბანაროზ დია ჭკვიანი კაცი იყო. მასვე წამსა ფარემუზს წინა მივიდა და
Line of edition: 20    
ფალავანი დალოცა და ქება შეასჴა, და ესე მოაჴსენა: ჩვენ აქა ომისა და საჴელისა
Line of edition: 21    
საძებნელად დავდეგით. შენ რომე სპათა ლაშქართა თავადი ჴარ, კარგად შეატყვებ
Line of edition: 22    
ქვეითისა კაცისა ქნასა, თუ რა ომი იქნების. მასვე წამსა რა ლაშქარი გატყდების,
Line of edition: 23    
ქვეითი ყველა ფერჴთა ქვეშე წაეგების. ბედისა და ამა ჟამისაგან შემეშინა, რომე
Line of edition: 24    
ცხენოსანთა ფერჴთა ქვეშე მივიქეცით. ჩვენ ერთსა კიდურსა ამად გავედით, ამა
Line of edition: 25    
მაგარსა ადგილსა მეომარნი ლაშქარნი ვითა შევიქენით.

Line of edition: 26       
ფარემუზ წამოუდგა და ყელსა მოეხვია. დალოცა და მანცა ქება შეასჴა, და
Line of edition: 27    
ესე უთხრა: დია თქვენებური საქმე გიქნია, ჭკვიანად და კარგად ცდილ ხარ, ჱე,
Line of edition: 28    
ლომო, ჭკვიანო საჴელდებულო ფალავანო.

Line of edition: 29       
იქიდაღმან აიყარნეს და, სადაცა ბაამანის ლაშქარი გატეჴა და გაექცია,
Line of edition: 30    
ნაომარსა ადგილსა ჩამოჴდეს ის ღამე მუნ დაყვეს. და დიადი სასმელი და საჭმელი
Line of edition: 31    
მუნ გაუგზავნა და საგებელი.

Line of edition: 32       
დილასა ადგა ბანაროზ ცოტათა შერჩეულითა კაცითა და სიამარად
Line of edition: 33    
გულოვანი ჴელმწიფე წავიდეს ფარემუზთანა და ფარემუზმან შინა იწვივნა,
Line of edition: 34    
მოიკითხნა და კარგად უსაყვარლნა. ერთი ჴელმწიფე ერთკენ დაისვა, ერთი ერთკენ.
Line of edition: 35    
დაყვეს ფარემუზისასა ექვსი დღე. მეექვსე დღესა ცხენსა შესჴნა, ტანსა ჩააცვა და
Line of edition: 36    
დიდძალი ოქრო და საბოძვარი მიართო.

Line of edition: 37       
რა ძილისაგან ადგეს, ფარემუზს კაცი გაუგზავნეს, დასტური ითხოვეს და
Line of edition: 38    
ესეცა მოაჴსენეს: ვინათგან ფალავანმან სული შეგვარჩინა და არა გვაწყინა რა და
Line of edition: 39    
ასრე მოგვიმადლნა, ამისა ნებასა და საწადელსაცა გვაღირსეს, რომე ბალჴი
Line of edition: 40    
ქალაქისაკენ გაგვიშვენ. ჩვენი საჴლი, მამული და საქონელი ბალხი ქალაქსა შიგან
Line of edition: 41    
და ბაამანის ჴელთა შიგან არა იქნებოდა. თქვენსა კარსა ზედა სარტყელსა
Line of edition: 42    
შევირტყმიდეთ და ბაამანის პირსა აღარა ოდენ ვნაჴვიდით, მაგრა თქვენ ყველასა
Line of edition: 43    
კარგად შეიტყობთ და იცნობთ, თუ რაგვარი არის შარიარი, რის მქნელი
Page of edition: 503   Line of edition: 1    
არის. ფარემუზ ეგრე უთხრა: მე კარგად ვიცი და კარგად შემიგნია, რომე ბაამან
Line of edition: 2    
ჴელმწიფე დია თქვენი მტერი არის. ყველასა პირსა აკოცა და უბრძანა მოურავთა
Line of edition: 3    
იმათი საქმე, შეუკაზმეთ და გაისტუმრენით, რომე წავიდენ სიამოვნითა. და ერთობ
Line of edition: 4    
კარგა გაისტუმრნა და წავიდეს.

Line of edition: 5       
ორსა თვესა გზასა ზედა იარებოდეს. რა ჴელმწიფესა მათი ანბავი მიესმა,
Line of edition: 6    
შანშაურის ტახტისაგან ჩამოჴდა, საწუთროსა დამბადებელსა მადლი მისცა. ჯიმაზ
Line of edition: 7    
წინა მისაგებავად გაგზავნა მისნი მეყვისნი კაცნი. რა ჯიმაზ და ბანაროზ
Line of edition: 8    
ერთმანერთი ნაჴეს, მოიკითხეს და ყელსა მოეხვივნეს. შესჴდეს ცხენებსა და
Line of edition: 9    
ჴელმწიფისაკენ წავიდეს და გაემართნეს. რა ჴელმწიფისა სიაჴლოვესა მივიდეს
Line of edition: 10    
ტახტსა ბანაროზ და სიმარად, რა ჴელმწიფემან დაინახა, დიდად გაეჴარნეს და
Line of edition: 11    
გამჴიარულდა, დია სიყვარულითა და ტკბილად მოიკითხა და ერთი ჴოსროული
Line of edition: 12    
ტანისამოსი შემოსა.

Line of edition: 13       
რა შუადღისა ჟამი გარდაჴდა, ფარემუზ, ზაალ და მათი ლაშქარნი
Line of edition: 14    
წავიდეს, დია მჴიარულნი და გამარჯვებულნი. ნიმრუზის ქალაქსა შევიდეს და მუნ
Line of edition: 15    
დასჴდეს ნადიმად და გამოსვენებად. ღამით ჭამასა და ნადიმსა გარდიჴდიდეს და
Line of edition: 16    
დღისით ავაზითა ნადირობდეს. და ომის საქმეს და გამარჯვებას იქადდეს. რომე
Line of edition: 17    
ერანელი მომკვდარიყო იმ საფარსა და ომებში ასი ათასი მეომარი დარჩეული
Line of edition: 18    
კაცი და დიდი გამარჯვებაები დარჩათ. იადგარად არცა ვის აჴსოვდეს და არცა ვის
Line of edition: 19    
გაეგონოს. ნარიმანის შვილნი და შვილის შვილნი, დიდნი ლომნი და ახოვანნი და
Line of edition: 20    
ჭაბუკობისა იადგარნი, ქალ-კაცით რჩეულნი და ზურგნი ჴელმწიფის ტაჴტისანი,
Line of edition: 21    
მესამე რაზმი გარდაიჴადეს და მოვიდა იგი ჟამი, რომე საწუთრო ფარემუზს ზედა
Line of edition: 22    
შემოავიწრონ, ერთი დასტანისა მაჴსოვს, რომე მას შიგან ერთი სიტყვა ზერერე
Line of edition: 23    
ქვე არა არის. ესე მესმა, რომე ერთსა დღესა გათენებითგან ჴავარ ქალაქით ერთი
Line of edition: 24    
ფიცხელი და ძლიერი ქარი მოვიდა და, თუ სთქვა, საწუთრო ერთმანერთსა შიგან
Line of edition: 25    
ამოურივა. სიცივითა ყოველთა გული სევდითა აევსო. საწუთრო ერთობილი კუპრისა
Line of edition: 26    
მსგზავსად გაშავდა. მთისა ღრუბელი, ცა და ჰაერი ქუჴილითა და ელვითა სავსე
Line of edition: 27    
იყო და მიწისა პირი წამსა და წამსა აუდუღდებოდა. ქვეყანა და ღრუბელი შავსა
Line of edition: 28    
ფარდაგსა დაემსგზავსა. ზოგჯერ ცეცხლსა წვიმდა და ზოგჯერ შავსა წყალსა.

Line of edition: 29       
რა ლაშქარი ბალჴისა ქალაქსა შეიყარა, ერანელთა თავადთა გული
Line of edition: 30    
აუდუღდა, ექვსსა წელიწადსა რაზმისა ომისათვის ლაშქართა კაზმიდა. მერმე
Line of edition: 31    
გაგზავნა ყოველგან და ლაშქარნი აჴმობინნა. ბაჴთარ ქალაქით და ჴავარით
Line of edition: 32    
მინდორი ორმოცდაათსა სავალსა ფარსანგსა სავსე იყო ლაშქრითა. მერმე ათვალეს
Line of edition: 33    
ლაშქარი, ორ რიგად დააყენნა. შვიდას და ათი ათასი ერთი ყოშუნი იყო და შვიდას
Line of edition: 34    
და ათი ათასი მეორე ყოშუნი იყო. ბალჴი ქალაქი ასრე აივსო ლაშქრითა, რომე
Line of edition: 35    
ყველასა სიცოცხლე გაუმწარდა. ბაამან ჴელმწიფემან რა ლაშქართა სიმრავლე
Line of edition: 36    
შეიგნა, გული სიჴარულითა აევსო, საჭურჭლისა კარი გააღებინა და მეტად დიდი
Line of edition: 37    
განძი და საქონელი გასცა და დიდი, საჴელდებული ბედაური რემა გაუყო
Line of edition: 38    
ლაშქართა. კარვისა კართა გამოვიდა და მეტად კარგი სანადირო ველი მოანაჴვინა
Line of edition: 39    
და გამოსვენებად დაჯდა და ეზომი სანუკვარი და ნადირი მოაღებინა, რომე თავი
Line of edition: 40    
ცასა მისწვდებოდა. თავად თავადი ყველა აჴმობინა და ყველა საბოძვრითა აავსო.
Line of edition: 41    
ერთსა კვირასა ჩანგისა და ფერად-ფერადისა წინწილისა და ქნარისა ჴმა არა
Line of edition: 42    
გაწყდა, და საჴელდებულთა შვიდსა დღესა შიგან ყოლე ძილი არა მოუვიდა. ათასსა
Line of edition: 43    
გამორჩეულსა კაცსა ტანსა ჩააცვა ტანისამოსი, ცხენები
Page of edition: 504   Line of edition: 1    
უნაგრებითა და აკაზმულობითა და ქუდები თავით ფეჴამდისი ყველა ტანსა დამოსა,
Line of edition: 2    
ასრე კარგი, რომ პატრონმან ლაშქართა საბოძვარი უბოძოს და ლაშქარნი
Line of edition: 3    
მოიმადლნეს.

Line of edition: 4       
რა ჴელმწიფემან ლაშქარნი სრულად მოიმადლნა და თვე ერთი გამოვიდა,
Line of edition: 5    
ლაშქართა ჴელმწიფე ერთობ მოიმადლეს. ჴელმწიფემან ჯიმაზს კითხა: ჩაჴედენ
Line of edition: 6    
საეტლოსა შიგან, ნაჴე, თუ ჩვენთვის რას გამოაჩენს ღმერთი. ჩვენთვის კარგია, თუ
Line of edition: 7    
რა მოჴდების, ანუ რას გვიზამს. ყველა მართებულად მითჴარ. ჯიმაზ მოაჴსენა
Line of edition: 8    
ჴელმწიფესა: შენთვის ამას წინათაც მომიჴსენებია, საწუთროსა საქმე თქვენთვის არა
Line of edition: 9    
დამიმალავს. რა მეოთხესა რაზმსა და შებმასა მაღალი ეტლნი შენნი მტერნი და
Line of edition: 10    
წინა აღმდგომნი ყველანი გატყდებიან და გაწბილდებიან, მაგრამ ამა მეოთხესა
Line of edition: 11    
რაზმსა შიგან ერთი საქმე ასეთი მოვა შენზედა, რომე ერთობ შეშინდები და ამას
Line of edition: 12    
მოელოდე, რომე ამ წამსა შემიპყრობენ და მამკვლენო. მერმე მას უკანის თქვენ
Line of edition: 13    
მოირჭმოთ და თქვენთა მტერთა გასტეხთ. მათი სიკვდილი ამა ომთა შიგან იქნების.

Line of edition: 14       
რა ჯამაზის საუბარი გაიგონა, ჴელმწიფემან ღმერთსა დიდი მადლი მისცა.
Line of edition: 15    
აჴალი თვის თავი რომე დადგა, სტვირისა და ნაფირისა ფერად-ფერადისა ჴმა
Line of edition: 16    
ამოვიდა. ამირ-სპასალარი ფაშოთან დროშითა და ლაშქრითა გაემართა,
Line of edition: 17    
ორმოცდაათი ათასი გამორჩეული თავადი, ჴლმლისა მკვრელი კაცი იაჴლა. მას უკან
Line of edition: 18    
ჴაყან ჩინელი ჴელმწიფე ერთობილთა თურანელთა ლაშქრითა, ჴაყანს უკანა
Line of edition: 19    
საბერძნეთისა მეფე საყალ, მისითა გამორჩეულითა ლაშქრითა. მას უკან
Line of edition: 20    
გენალელი ხელმწიფე სიამარად, მისითა ერთობილითა ლაშქრითა, სრულად
Line of edition: 21    
არდავლის ქვეყანა და მარუ ქალაქი მისი იყო. მერმე მას უკან გამოვიდეს
Line of edition: 22    
ფალავანნი, მყარის კლდისა მსგზავსნი, შემბმელნი კაცნი, ალმასნი ვითა ფალავანნი.
Line of edition: 23    
ფარშადაგ წავიდა ფიცხლად, შემბმელითა კაცითა და ლაშქრითა. მას უკან
Line of edition: 24    
ბარანოზ ჴელმწიფე მაზანდარელი, მისითა ერთობილითა ლაშქრითა, ვითა შავი
Line of edition: 25    
ღრუბელი. მას უკან ჴვასრო ხვარასნელი, ლაშქრითა ერთობილითა და
Line of edition: 26    
ომგამოცდილთა. მას უკან ფალავანი ჴვარშედ, მისითა სპითა ლაშქრითა, და
Line of edition: 27    
გაემართნეს ბოლუქ-ბოლუქად. ვითა ზღვისა ღელვა, ეგრე მიდიოდეს. ამას უკან
Line of edition: 28    
გამოვიდა ფალავანი და ჴელმწიფე საყა-შა, რომე იმისი ლაშქრისაგან ქვეყანა
Line of edition: 29    
მტვერისაგან დაბნელდა, გულოვანი და ჴლმისა მკვრელი ასი ათასი კაცი, ყველასა
Line of edition: 30    
ტავყი ყელსა ეცვა, ყურსა საყურნი ეყარნეს უცხო, ძვირფასისა. ასრე მორჭმულნი
Line of edition: 31    
და გულმჴიარულნი მიდიოდეს.

Line of edition: 32       
ამას შიგან ფარემუზის გამოგზავნილი ჯაშუში მივიდეს და ესე მოაჴსენეს,
Line of edition: 33    
ვითა: ლაშქარი და სპანი, რომე მინდორი და ქვეყანა მათისა ცხენისა ტერფისაგან
Line of edition: 34    
ჰაერი ერთობილი დაბნელდა, ჰაერთა შიგან მფრინველი აღარა დარჩა და არცა
Line of edition: 35    
მიწისა პირი. ერთობილი მთა რკინისა ფერად შეიქნა ერანელთა და თურანელთა
Line of edition: 36    
ცხენებისა ფერჴსისაგან და მტვრისა ქვეყანა გაუჩინარდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.