TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 47
Previous part

Chapter: 47  
Page of edition: 504  
Line of edition: 1  აქა ფარემუზისაგან ანბისა ცნობა, ბაამანის ლაშქართა მისვლა და
Line of edition: 2 
ფარემუზისა ლაშქართა გატეხა, მეოთხედ მისვლა, ვაი, უჴანო სოფელო


Line of edition: 3       რა ესე ანბავი ესმა ფარემუზსა, მასვე წამსა ზაალს წინაშე შევიდა და ესე
Line of edition: 4    
მოაჴსენა, ვითა: ბაამან ავისმოქმედი კვლავე ჩვენ ზედა ლაშქარი მოუსჴამს,
Page of edition: 505   Line of edition: 1    
რომე მისთა ლაშქართა და სპათა უმრავლესი არავის უნაჴავს და არცა ახსოვს.
Line of edition: 2    
დიდი ლაშქარი და სპანი მინაჴავს ინდოეთს და ჴელმწიფეთა წინაშე და არა
Line of edition: 3    
დამინაჴავს ეზომი ერთსა ლაშქართა სიმრავლე და არცა ბაამანისებრე. ვეშპის
Line of edition: 4    
ნაშობი მემტერე კაცი. ეზომი ჭირი რომე ჩვენ ვნაჴეთ, და დავჴოცეთ შვიდას და
Line of edition: 5    
ათი ათასი კაცი და მას არა დააკლდების და, არცა იმა ყველასა გაქცევისაგან,
Line of edition: 6    
ყოლე არ შერცხვენდების, სიყმაწვილესა შიგან ძაღლის რძე უწოვნიან, ჭირის და
Line of edition: 7    
სიმძიმილისა მეტი არა დაშვენდების. მერმე ზაალმან ეგრე უთხრა: მართალი
Line of edition: 8    
მოგახსენო, ჩვენისა წაქცევისა ჟამი არის. მე ზურგი დამისუსტდა და სიმამაცეცა
Line of edition: 9    
დამაკლდა. ქებულიანსა ჴმალსა ვეღარა მოვიქნევ, შენ იცი, რასაცა ღონესა
Line of edition: 10    
მოინაჴავ. ამა საქმისათვის ნუღარც არას შემომიძრაჴავ, მბრუნავმან ეტლმან
Line of edition: 11    
სრულად ჭკუანი წამიღო, ნუთუ ღმერთმან კარგი რამე მოგივლინოს. აწე ესე სჯობს
Line of edition: 12    
და უპრიანეა, ჰე, ჭკვიანო, რომე ლაშქარნი მოკაზმეს ერმანდისა ზღვის პირამდის
Line of edition: 13    
და სამსა ფარსანგსა ქალაქით იქით მიეგებე მტერთა და ბაამანს პირისპირ მიუდეგ,
Line of edition: 14    
რომე ესე არა თქვას, ის კაცი შეშინებულაო და ანუ მისისა ომისაგან მრავალნი
Line of edition: 15    
ჭირნი უნაჴავან. ფარემუზ ეგრე მოაჴსენა: რაც თქვენ გეპრიანების და მიბრძანოთ,
Line of edition: 16    
გაღანამცა იგი ვქნა. ბრძენთა ბრძენო, ჭკუითა და რჩევითა იადგარო, რომე თქვენი
Line of edition: 17    
საჴელი განთქმულია კიდის-კიდემდის. მე ამასღამ ყოველგნით მათკენ წავალ, ამა
Line of edition: 18    
საწუთროსა შიგან აუგითა არავინ მოკვდების და, ვინცა დედითგან იშობების,
Line of edition: 19    
ცოცხალი არავინ მორჩების და ბოლოდ მოკვდების.

Line of edition: 20       
გამოვიდა გარეთ და ლაშქარი ათვალა. თვლით ორმოცი ათასი კაცი
Line of edition: 21    
გამოვიდა და ოცი ათასი რაზმსა და ბრძოლაშიგან დაჴოცოდა ბაამანისაგან.
Line of edition: 22    
გამოვიდა მერმე ლაშქართა დიადი ცხენი, აბჯარი, თვალ-მარგალიტი და საქონელი
Line of edition: 23    
გაუყო. რა საქონელი გაუყო, ლაშქართა ერთობ დაუმადლეს და დიდი მადლი
Line of edition: 24    
მოაჴსენეს დიდთა და მცირეთა. სფაადარმან ფარემუზ ოთხი ფარსანგი გზა წაიარა.
Line of edition: 25    
მავარისა მინდორისაკენ მოვიდა, კარვები და ფარდაგები მოაკაზმინა. ყოველგნით
Line of edition: 26    
დროშები ამართეს. თუ ზღვასა შიგან გუარი არ იყოს, რა სარგებელია, თუ ჯერეთ
Line of edition: 27    
მცურავი ზღვის შიგან ჩავიდეს და გუარი არ პოოს, რა ერგების. თუ ლაშქარნი არ
Line of edition: 28    
გვყვანან, დროშათა და საჩხოთა ამართვა არას გარგებს. წითელ-ყვითელი და ისფერი
Line of edition: 29    
კარვები და ფარდაგები რას მოგეჴმარების. ულაშქროთ, ჱე, ჭკვიანო, ომისა ქნა,
Line of edition: 30    
რათ ეგების. სფაადარო, და, თუ სიკვდილის მეტი, ღონე არა გექნების, ტანსა
Line of edition: 31    
სულსა რას აქნევ. რა სული და ტანი ერთგან იყოს, ნახე, თუ რაგვარ დიდი
Line of edition: 32    
შეუძლია. ლაშქარი ლაშქარსა თავადითა გაუმაგრდების, ზურგი და სფაადარი
Line of edition: 33    
ლაშქართა იქნების საჴელოვანი.

Line of edition: 34       
რა მბრუნავმან ეტლმან ყვითელი ფარდაგი ჩამოუშვას, ასრე რომე ოქროსა
Line of edition: 35    
ნაკვთი ერთი ნალაჟვარდსა ზედა დასწვეთდეს, ერანელთა ლაშქართა წინა მავალი
Line of edition: 36    
ფარემუზ სიაჴლოვესა მივიდა. მას ღამესა ლაშქარნი ყოველგნივ მოვიდეს ბნელი
Line of edition: 37    
ღამე იყო და შუბებისა პირი ცეცხლივითა ბრწყინვიდა. ოქროს ფარები გავსილი
Line of edition: 38    
მთვარე ვითა ელვიდა, ცხენებისა ჴვივილისა და ძახილისაგან, თუ სთქვა, საწუთრო
Line of edition: 39    
მეორედ განათლდა.

Line of edition: 40       
რა მზე გამობრწყინდა, ქვეყანასა ზედა სინათლისა შუქი მოეფინა, ფარემუზ
Line of edition: 41    
ცოტათა კაცითა შეჯდა და ჴელთა ერთისა ძროხისა ოდენა მძიმე ლაჴტი აიღო.
Line of edition: 42    
ერთისა მთისა წვერსა გავიდა, ნახა და საწუთრო აღელვებულისა ზღვისა
Page of edition: 506   Line of edition: 1    
მსგზავსად დაინაჴა. ქვეყანა უნაგრისა ჯაჭვისა და აბჯრისაგან ფერად-ფერადად
Line of edition: 2    
ჩანდა მინდორი ყველა. მინდორი ღვარი ვითა იძროდა, შუბებისა სიმრავლისაგან
Line of edition: 3    
მიწისა პირი არა ჩნდა. ჯარისა და ზაჴილისაგან ყურთა ჴმა არ ისმოდა. ერთსა
Line of edition: 4    
თვესა ლაშქარი ძლივ მოგროვდა და ერთად შეიყარა.

Line of edition: 5       
რა იგი თვე გათავდა და ახალი თვე დადგა, თვით აჴალი ჴელმწიფე ბაამან
Line of edition: 6    
მოვიდა და ფაშოთანს კითხა: რა ანბავია. ანბავი მან მოაჴსენა: ჴელმწიფეო,
Line of edition: 7    
ბედნიერო, უჴო და გამცემო, ფარემუზ ასერ აჴლოს მოსულა, რომე კვლა ლაშქარი
Line of edition: 8    
ჴლებია. აწ უფროსი აჴლავს. ჴელმწიფემან ფაშოთანს ეგრე უბრძანა: აწ გამოჩნდა
Line of edition: 9    
დასტურ ჯიმაზის ნათქვამი, აქა დღემან და ბედმან მოიყვანა. მერმე კარავსა შევიდა
Line of edition: 10    
და ფარემუზის ლაშქართა შიგან ჯაშუში გაგზავნა და ესე უბრძანა: წადით და
Line of edition: 11    
შეიგენით მათი ჴვაშიადი და ნაჴეთ ფალავანნი და თავადნი ვინ არიან და ლაშქართა
Line of edition: 12    
უჴუცესი ვინ არის. მოვიდეს ჯაშუში და ნაჴეს. წამოვიდეს ჴელმწიფისა წინაშე და
Line of edition: 13    
ანბავი მოართვეს და ესე მოაჴსენეს, ვითა: მათნი ექვსნი ფალავანნი არიან, თვითო-
Line of edition: 14    
თვითონი ტინისა კლდესა მსგზავსნი. პირველი არის თუჴარ, საამ, ბანგიჯასპი,
Line of edition: 15    
ზარბანუქ, ნექიჯ და მარზუბან, ცხენისა შეჯდომისა ჟამსა ხვადნი ლომნი ვითა
Line of edition: 16    
მოაჴლტებიან.

Line of edition: 17       
ჴელმწიფემან რა ესე მოისმინა გულსა შიგან იზრაჴნა და გააგო, რომე ისი
Line of edition: 18    
ექვსნი კაცნი ვითა იშოვნო, და რა იგინი ვიხელთნო, მერმე მაშინ რა ფარემუზის
Line of edition: 19    
და რა ერთი მჯიღვი მიწა. მერმე ლაშქართაგან თავად-თავადნი კაცნი იჴმნა და
Line of edition: 20    
ბნელესა ღამესა ჭამად და ნადიმად დასჴდეს. გაგზავნნა და ფალავანნი მოვიდეს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.