TITUS
Visramiani
Part No. 14
Previous part

Chapter: 14  
Line of edition: 33  ძიძისაგან მოთქუმა და ტირილი ვისის წაყვანისათვის


Line of edition: 34       რა ძიძამან ცნა ვისის ამბავი, ვითა მოაბად მოვიდა და ესრე
Line of edition: 35    
უნებლივ წაიყვანა, ქუეყანა დაუბნელდა და, თუ სთქუა, სული
Line of edition: 36    
კუამლად შეექმნა მისსა ტანსა შიგან. ტირილისა და მოთქუმისაგან
Page of edition: 65   Line of edition: 1    
კიდე აღარა საქმე ჰქონდა. ტირილითა მინდორი მტკურად შექმნა და
Line of edition: 2    
მოთქუმითა მთა გაავაკა.

Line of edition: 3       
ეგრე თქუის: "გავსებულო მთუარეო ელვარეო, კეკლუცთაა
Line of edition: 4    
ჴელმწიფეო სანატრელო, რად დაგემტერა საწუთრო, რომელ
Line of edition: 5    
ქუეყანასა შიგან საარაკოდ გაგჴადა? ჯერეთ სძისა და ძუძუისა სული
Line of edition: 6    
ამოვა პირისა შენისაგან, რად აივსო ყოვლისა კაცისა პირი შენის
Line of edition: 7    
ჴსენებისაგან? ჯერეთ ბროწეულისაებრ კოკობი და არა დამწიფებული
Line of edition: 8    
ხარ და შენი სიყუარული აღმოსავლეთით დასავლეთამდის რად
Line of edition: 9    
დამწიფდა? შენ -- ცოტა, და შენი სახელი დიდია; შენ -- ველური
Line of edition: 10    
თხა, შენი მიჯნური ავაზა არს, მისებრვე უნებელი. შენ -- ყოვლისა
Line of edition: 11    
შეუცოდებელი და საწუთრო -- გარდამჴდეველი. ღმერთმან შენი
Line of edition: 12    
ნახვა ჩემად სულად დაბადა, და მე უსულო ვითაღა ცოცხალ ვიყო?
Line of edition: 13    
და ჩემიცა ნიშანი ნუ დარჩების ქუეყანასა ზედა, თუ მე წამსაცა
Line of edition: 14    
უშენოდ სიცოცხლე მინდოდესო".

Line of edition: 15       
მაშინვე ოცდაათი ჯამა[ზა] შეკაზმა ფიცხლა-მავალი და
Line of edition: 16    
მრავალფერი საჴელმწიფო ლარი და ძღუენი აჰკიდა, რაცა საჴამსო
Line of edition: 17    
იყო, და თან წაიტანა ვისისთუის. დღისით და ღამით იარა და ერთ
Line of edition: 18    
კუირამდინ მარავს მივიდა და ვითამცა უსულოსა სული ეპოვნა.
Line of edition: 19    
რა გულდაწყლულებული ვისი ნახა ძიძამან, მისისა ნახვისა
Line of edition: 20    
სიხარულითა აივსო. თუცა ვისი ესეთი ნახა ნაცარსა ზედა მჯდომი,
Line of edition: 21    
პირდახოჭილი, თმა-დაგლეჯილი, ნიადაგ მტირალი, ავსა ყოფასა შინა,
Line of edition: 22    
თავისა სახლისა და სიყმისა ვერ გამახარებელი. ზოგჯერ თავსა ნაცარსა
Line of edition: 23    
ისხმიდის, ზოგჯერ სისხლისა ცრემლითა კალთანი დაისოვლნის.
Line of edition: 24    
პირი ვითა დაჟანგებული სარკე შექმნოდის, ხოჭითა დაწყლულებული,
Line of edition: 25    
გული მისისა პირისაებრ დავიწრებოდა და ტანი მისისა
Line of edition: 26    
თმისაებრ დასწლობოდა.

Line of edition: 27       
რა ძიძამან ესრე გასრული ნახა, გული შეჭირვებისა ცეცხლითა
Line of edition: 28    
დაეწუა და ეგრე არქუა:

Line of edition: 29       
"ჰე სანატრელო ყოვლისა კაცისაო! რად მოიკლავ თავსა, რად
Line of edition: 30    
ეგრე უწყალოდ ქმნილ ხარ თავისა ულხინობითა?. რად დაიცლები
Line of edition: 31    
სისხლისაგან? რად დაღური მას, რომლისაგან სულთა ევნების? შენ
Line of edition: 32    
ხარ ჩემთა თუალთა ჩენა და შენ ხარ ჩემისა ბედნიერებისა ბედი
Line of edition: 33    
და იმედი! ნუ იქმ მაგას, რასაცა შინა ხარ. ნუ ებრძუი ბედსა ესრე
Line of edition: 34    
ძნელად, ამით რომელ დიდისა შეჭირვებისაგან სარგებელი და ლხინი
Line of edition: 35    
არა იქმნების; დამჭლდები და შეავდები, დაჰყუითლდები. შენ
Line of edition: 36    
შენმან დედამან მიგცა მოაბადს. აწ დიდისა ჴელმწიფისა ცოლი ხარ
Line of edition: 37    
და მას სულისაებრ უყუარ, მას თანა ჰამოდ იყავ, ნუ შესცოდებ და
Line of edition: 38    
დაამძიმებ ამას, ამით რომელ ჴელმწიფეთა ბრძენი და გონიერი არვინ
Line of edition: 39    
შესცოდებს. რაზომცა ჴელმწიფე და ჴელმწიფის შვილია ვირო,
Page of edition: 66   Line of edition: 1    
მორჭმულობითა, ჴელმწიფობითა და სიმდიდრითა ამისებრი ვერ
Line of edition: 2    
არის. თუ ერთი დრამა დაგიკარგავს, ნაცულად ღმერთსა თუალი
Line of edition: 3    
პატიოსანი მოუცემია. და თუ ვიროსაგან მოწყუეტილ ხარ, ესეთისა
Line of edition: 4    
დიდისა ჴელმწიფისად შეერთებულ ხარ. ძმამან თუ ვერ გიშუელა,
Line of edition: 5    
ღმერთი მეშულად გეყოფის და ბედი -- ძმად. თუ საწუთრომან
Line of edition: 6    
ერთი ვეცხლისა ვაშლი წაგიღო, ნაცულად ოქროისა თურინჯი მოგცა.
Line of edition: 7    
ცოტა კარი დაგიჴშა ღმერთმან, დიდი გაგიღო; და ზეთისა ბაზმა
Line of edition: 8    
თუ წაგიღო, ცუილისა სანთელი მოგცა. რა უქმნია შენთუის
Line of edition: 9    
საწუთროსა ესეთი, რომლისათუის ეგზომი ტირილი გინდეს?
Line of edition: 10    
ღმრთისაგან უმადლობა არა გჴამს, ამით რომელ ვინცა ღმერთსა არ
Line of edition: 11    
ჰმადლობს, სინანულად შეექმნების. დღესა ჟამი შენისა სიხარულისა
Line of edition: 12    
არს, არა ტირილისა და გლოისა. აწ თუ მოისმენ, მიწისაგან ზე ადეგ
Line of edition: 13    
და სადედოფლო ტანისამოსი შეიმოსე, და შენი შესაფერი ოქროისა
Line of edition: 14    
გუირგუინი დაიდგი თავსა და შეკაზმე მზისა მსგავსი პირი შენი
Line of edition: 15    
და შეამკევ დარბაზი შენითა პირითა და სადედოფლო წალკოტად
Line of edition: 16    
შექმენ; შაქრისა მსგავსითა ენითა საუბარი დაიწყე და ვარდისა ფერითა
Line of edition: 17    
ბაგითა ნადიმი გარდაიჴადე; გიშრისა ფერითა თუალითა გული
Line of edition: 18    
წაუღე მხედავთა და მოაბადს ჰამოითა კოცნითა გული გაუმხიარულე.
Line of edition: 19    
ელვარითა პირითა შენითა ღამე დღედ შექმენ და გრძნეულნი
Line of edition: 20    
თავისა შენისა თმითა შეკარნ; მზე მოშურნედ გაჴადე. შენისა
Line of edition: 21    
სიცილითა შაქრისა სიტკბო გააბედითე და თმითა შენითა ამბარი
Line of edition: 22    
უპატიოდ გაჴადე; მამათა გული დედათათუის გააგრილე და ლომთა
Line of edition: 23    
პირი შენისა მიჯნურობისათუის გააყუითლე! თავისი ტანისამოსი თუ
Line of edition: 24    
ტანსა შეიმოსო, ასრე იქმნები, ვითა მომიჴსენებია და უკეთეცა. შენ
Line of edition: 25    
ყოველთა კეკლუცთა გააწბილებ, ყოველთა დაღრეჯილთა გაამხიარულებ,
Line of edition: 26    
რა შეეკაზმო. სიყრმე გაქუს, სიკეთე. სიკეკლუცე და გუარიანობა.
Line of edition: 27    
ამის მეტი, რომელ ღმერთსა მოუცემია, რასაღა ეძებ?

Line of edition: 28       
ღმრთისა განგებასა ნუვინ ემკლავების, ამით რომელ მოწევნადსა
Line of edition: 29    
ვერვინ შეაქცევს.

Line of edition: 30       
არცა შენისა ზახილისაგან შეშინდების განგება და არცა მოწევნადი
Line of edition: 31    
აგჴდების. აწ ეგზომსა ბედითსა რას იზახი და თუალთაგან
Line of edition: 32    
ცუდად შეუშრობელსა ცრემლსა იდენო?".

Line of edition: 33       
ძიძამან ესე მრავალ-გუარად რამე შეაგონა და ექენა ვისის,
Line of edition: 34    
გარნა მას ძიძისა შეგონება და ქარი სწორად ესმოდა. ეგრე არქუა
Line of edition: 35    
ვისმან:

Line of edition: 36       
ჰე ძიძაო, შენი საუბარი ხესა ჰგავს უნაყოფოსა. ჩემი გული
Line of edition: 37    
გამაძღარა ამა საწუთროისა სიცოცხლითა; არად მინდა, არ ჩავიცუამ
Line of edition: 38    
ტანისამოსსა, არცა დავჯდები ტახტსა ზედა. ჩემი ტანისამოსი
Line of edition: 39    
ფლასია და ტახტი მიწაა, და ნადიმი ჩემი -- მოთქუმა, და მეხუაშიადე
Page of edition: 67   Line of edition: 1    
-- სიმარტოე! ვერც მოაბად რა გაიხარნეს ჩემგან და არცა მე
Line of edition: 2    
ოდეს ვპოო მისგან კარგი სახელი. მე ოდეს ვიროს ვეახლე, ვარდი
Line of edition: 3    
ვიყავ უეკლო და აწ ეკალი ვარ უვარდო. ყოველსა კაცსა თავისა
Line of edition: 4    
ნება იამების და მე უნებლობა უფრო მიამების, რათგან ვირო
Line of edition: 5    
ჩემგან გულის-ნება ვერ პოვა, სხუასა ნუვის აპოვნინოს ჩემგან მისი
Line of edition: 6    
ნებაო".

Line of edition: 7       
ძიძა ენად კარგი იყო და კულა დაუწყო საუბარი, წურთა და
Line of edition: 8    
შეგონება. და ეგრე თქუა:

Line of edition: 9       
"ჰე თუალთა სინათლეო დედისაო! არ უჴამსია თუ ძმისათუის
Line of edition: 10    
შეჭირვებული იყო, ამით რომელ ძმაცა იყო შენი და საყუარელი
Line of edition: 11    
ქმარიცა, და თქუენ ერთმანერთისა მოახლეობასა შიგან თავისა
Line of edition: 12    
ნებისა ჟამი ვერ მოგხუდა. გარნა დია ავი იქმნების ესე, რომელ
Line of edition: 13    
მოყუარულნი ორ წლამდინ ერთგან იყვნენ, და ერთმანერთისაგან
Line of edition: 14    
ნება ვერ პოვონ, და ეგეთნი გაიყარნენ, რომელთა შეყრა აღარ
Line of edition: 15    
ეგონებოდეს; მაშინ ინანდეს უკუნისამდე აღარა მომლოდენი. ვითა
Line of edition: 16    
გლახა კაცი, რომელ ანაზდად მაჯანსა საჭურჭლესა შეჰჴდეს,
Line of edition: 17    
იზანტოს. არ რა აიღოს. ყუელა თავისი ეგონოს. და რა მუნით სხუაგან
Line of edition: 18    
მივიდეს [და მოიქცეს], მუნ ვერ პოვოს და უკუნისამდის ინანოს,
Line of edition: 19    
-- ესრევე შენთან ვიროს საქმე ყოფილა და დია ძნელია მისი საქმე.

Line of edition: 20       
წავიდა იგი ჟამი და დღე, ოდეს ერთმან კუმან ორი შარუხი
Line of edition: 21    
დასცეს. წარსრული მოყუარე გარდასრულსა დღესა ჰგავს. თუ
Line of edition: 22    
ფრთხილი ხარ, გარდასრულსა ნუ ინანი. აწ უმეცრულად ნუ კუშტობ
Line of edition: 23    
და იბრძუი. ჩემი მოისმინე. მიწასა ზედა ნუღარ ჰზი, აბანოსა
Line of edition: 24    
შედი. ვარდის წყლითა მუშკის-ფერი თმა დაიბანე; საჭურჭლითა
Line of edition: 25    
სათქუენო ტანისამოსი გამოიღე. ტანსა ჩაიმოსე და შუენებითა
Line of edition: 26    
შენებურად ტახტსა ზედა დაჯედ და თავსა გუირგუინი შენი დაიდგი.
Line of edition: 27    
ამით რომელ აქ დია კარგნი და გუარიანნი დედოფალნი. ზოგნი
Line of edition: 28    
დიდებულთა ცოლნი. მოვლენ, ზოგნი თუით მზისაებრ კეკლუცნი და
Line of edition: 29    
მთუარისაებრ ელვარენი. და ყოველნი საჴელმწიფოითა შეკაზმულნია.
Line of edition: 30    
მე არა მწადიან მათგან შენი ეგრე ნახვა. შენითა სათნოითა
Line of edition: 31    
იგინიცა შენსა გუერდით ნაცართა ზედან დასხდებიან. ეგზომ უმეცარი
Line of edition: 32    
და რეგუენი არა ხარ, აწ ესე იცი. რომელ უცხოთა შიგან ხარ
Line of edition: 33    
და არა თავისა სახლსა. კაცსა თუ არ ჰქონდის. ნათხოითა შეეკაზმის
Line of edition: 34    
უცხოთა გასაჩუენებლად. კაცისათუის უკეთესი საქმე არის სახელისა
Line of edition: 35    
ძებნა და უცხოთა კაცთა ენისა დაბმა. და ვინცა შენ ესრე გნახოს,
Line of edition: 36    
არას გზრახავს უკანის ავისაგან კიდე. ზოგნი ამას იტყუიან:
Line of edition: 37    
არა პატივი დაგუდვა და არ მოვეწონენითო. სხუანი ამას იტყუიან:
Page of edition: 68   Line of edition: 1       
თუით იგი ვინ არის, რომელ გვაკუირებდესო! საჴამსო ესე არის, თუ
Line of edition: 2    
ყოლა ცნობა გაქუს, რომელ მათი ენა სათავისოდ შეინახო. ვინცა
Line of edition: 3    
კაცთა უპატიოდ ნახავს, იცოდი, რომელ მას კაცნი დაემტერებიან.
Line of edition: 4    
და რომელიცა დიდისა გემოა, რაზომცა კეკლუცი და კარგია, მოახლენი
Line of edition: 5    
მას გუერდით ჰამოდ ვერ გაიხარებენ.. ამას შეგაგონებ, დააგდე
Line of edition: 6    
ესე საძულველი და ავი ზნე ამა კაცთა გზითა და აღარ მოაბადისთა,
Line of edition: 7    
თუ არა -- შაჰი მოაბადს შენი დუხჭირება სიკეკლუცედვე
Line of edition: 8    
უჩს, ამით რომელ შენი მიჯნური არისო".

Line of edition: 9       
რა ესე საუბარი ძიძისაგან მოისმინა, ვისის იამა და მოეწონა
Line of edition: 10    
გულსა შიგან, და აღარცა ძიძასა დაამძიმა მოუსმენლობითა. მაშინვე
Line of edition: 11    
ნაცრისაგან ზე ადგა, აბანოსა შევიდა. ძიძამან კაზმა დაუწყო,
Line of edition: 12    
დაბანა თავი და ტანი; პირსა ზედა შეკაზმა, სათმენი შეუყარნა
Line of edition: 13    
ფასდაუდებელნი, სამკაულითა თუალითა პატიოსნითა შეკაზმული
Line of edition: 14    
სამისო შესამოსელი შეჰმოსა ტანსა, სურნელნი უკუმია, შეულოცა
Line of edition: 15    
სათუალენი სიტყუანი და შეჰბერა პირსა. ძიძა ვითარცა ჰკაზმიდა,
Line of edition: 16    
ვისი ამაშიგან ტიროდის, მოსთქუმიდის, ეგრე იტყოდის:

Line of edition: 17       
"ჰე თავჩაღმართო და უკუღმართო ბედო ჩემო! რად გამწირე
Line of edition: 18    
და აბეზარ იქმენ ჩემგან? ცისა მფრინველნი, ჰაერი და ქარი ჩემსა
Line of edition: 19    
უბედურობასა ზედა მოწმობენ!"

Line of edition: 20       
რა ამა ტირილითა დაშურა და მორეწყნარდა, სული დაიღო,
Line of edition: 21    
ესრე დაშუენდა, რომელ რაზომცა ვინ ბრძენი და გონიერი იყოს,
Line of edition: 22    
ნაასალსაცა ქებასა მისსა ვერ მიჰხუდების. ესრე კეკლუცი იყო,
Line of edition: 23    
რომელ, თუ მლაშითა წყლითა პირი დაიბანის, მასვე წამსა მას
Line of edition: 24    
მიდამოსა მიწისაგან საშაქრე ლერწამი ამოვიდის. და თუ ამარტა
Line of edition: 25    
ღაწუთა და ბაგეთა მოსდვის ვინ, მაშინვე წითლად იაგუნდად შექმნის.
Line of edition: 26    
და თუ მკუდარსა, მიწა-ქმნილსა სამარესა ზედა დაჰყივლის, მანცა
Line of edition: 27    
პასუხი გასცის. რაზომცა კეკლუცნი და საქებარნი მისად ნახვად
Line of edition: 28    
მოვიდიან, მთუარესა ჰგუანდის იგი და მოსულნი მას თანა --
Line of edition: 29    
მასკულავთა. ჰშუენოდა ყელ-ყური სამკაულიანი და თუით შუენოდა
Line of edition: 30    
ერთობით უებროდ, ვითა ჩინური სახე ოქსინოსა შიგან.

Line of edition: 31       
მოაბად მას დღესა ეგზომი გაუგზავნა, თუითო-თუითო ვინ
Line of edition: 32    
აჴსენოს: მრავალი ზანდუკი ოქროისა თუალითა და მარგალიტითა
Line of edition: 33    
სავსე; მრავალი შესამოსელი დიდფასისა, ყუელასთანა ურიცხუი
Line of edition: 34    
სტავრა. კიდის-კიდე შეკრული; მრავალი ბროლისა ჯამი, ტაბაკნი და
Line of edition: 35    
ოქროისა ჭურჭელი, ყუელა თუალითა შეკაზმული და მრავალთერი
Line of edition: 36    
სურნელი და ყუელასთანა ტყავი და მრავალნი მონა-მჴევალნი:
Line of edition: 37    
ბერძენნი, ჩინელნი, [პირ-მთუარენი] ყუელანი კეკლუცნი, ვითა
Line of edition: 38    
ველურნი თხანი სიქსუითა და ჯერეთ სიქალითა და სიშუენიერითა,
Line of edition: 39    
ვითა ფარშამანგნი, ლამაზნი.
Page of edition: 69   Line of edition: 1       
ჯდა ვისი დედოფალი ტახტსა ზედა და მისისა შუენიერებისა
Line of edition: 2    
მკაზმავი -- ბედნიერობა. ყოველი ქუეყანა მისგან მხიარულ იყო და
Line of edition: 3    
იგი დაღრეჯილი ჯდა, კაცთა ლოცვა და ქენება მას სევდად და
Line of edition: 4    
მოთქუმად უჩნდა. ერთსა კუირასა ამის საქმისა სიხარულითა მოაბად
Line of edition: 5    
ზოგჯერ სუმიდის და გასცემდის, ზოგჯერ ასპარეზობდის. მერმე
Line of edition: 6    
კუირასა ერთსა ნადირობად გავიდა; ერთიცა ისარი არ დააცდუნვა
Line of edition: 7    
და არცა სუმასა შიგან ოქრო და ლარი დარჩის, არცა ნადირობასა
Line of edition: 8    
შიგან სულიერი ნადირი წაუვიდის; რა ყუანჭი ბურთსა ჰკრის,
Line of edition: 9    
მის ყუანჭისაგან ბურთი ცად გავიდის.; რა დიდებულთა მისთა თანა
Line of edition: 10    
ღუინო სუის, ერთსა დღესა ყოვლისა ქუეყანისა მოსავალი
Line of edition: 11    
სადოსტაქნოდ არა ჰკუირდის; ღრუბელი მისისა ნებისა იყო და მისგან
Line of edition: 12    
ოქრო წუიმდა. რა ძიძამან შეკაზმა ვისი, ტირილისაგან არ
Line of edition: 13    
გამოისუენებდის, თუ სთქუა, წამსა და წამსა ჭირი მოემატებოდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.