TITUS
Visramiani
Part No. 15
Previous part

Chapter: 15  
Line of edition: 14  ვისისა და ძიძისაგან მოაბადისა მამაცობისა შეკვრა


Line of edition: 15       მერმე ვისი საწუთრო-მოწყენილმან მალვით კაცთაგან ძიძასა
Line of edition: 16    
უთხრა და შეეხუეწა:

Line of edition: 17       
"ჩემი ბედი მებრძვის დღე და ღამე; გაძღა გული ჩემი სიცოცხლისაგან
Line of edition: 18    
და გამჴმარა ძირი ჩემისა სიხარულისა ხისა. არა ვიცი. თუ
Line of edition: 19    
ჩემი ღონე რაღაა თავისა მოკლვისაგან კიდე. რომელ ნუთუმცა
Line of edition: 20    
სიკუდილითა დავეჴსენ ჩემსა ყოფასა! აწ თუ შენ ჩემსა ღონესა არ
Line of edition: 21    
ეძებ და ამა ჭირისაგან არ მიჴსნი, მე, ვითა მითქუამს. აგრე ადრე
Line of edition: 22    
თავსა მოვიკლავ, ამით რომელ, რა მოაბადს დავინახავ. ვითამცა
Line of edition: 23    
ცეცხლსა შევსდგებოდი. სიკუდილისა დანახვა და მისი -- სწორად
Line of edition: 24    
მიჩს. ღმერთმან მოაბადის საწუთრო ასრე მწარე ქმნას. ვითა ჩემი.
Line of edition: 25    
თუცა ჯერეთ დათმობისა წყლითა გული დაუბანია და გულის-ნება
Line of edition: 26    
ჩემგან არ უძებნია. ამის მეშინიან, რომელ ვერ გასძლოს და ხუაშიადი
Line of edition: 27    
დამალული გამოაცხადოს. აწე ვირე იგი ჩემგან ნებასა
Line of edition: 28    
ეძებდეს, შენ გზასა ზედა მახე დაუგე. ესე იცოდე, რომელ მე ერთ
Line of edition: 29    
წლამდის თავსა არ მივსცემ და მე თუით სიკუდილისათუის თავგანწირული
Line of edition: 30    
ვარ. მამისა ჩემისა ტკივილი ამისაგან უმცრო არ ეგების,
Line of edition: 31    
მუნამდი მე ესრე ვიქმნები. ერთ წლამდის მოაბად არ დამსთმობს
Line of edition: 32    
და არცა მიმიშვებს, ამით რომელ მას ჩემგან არცა რცხუენიან და არცა
Line of edition: 33    
ეშინიან, აწ შემიწყალე, შენებურად დაიურვე მისი საქმე და მისი
Line of edition: 34    
მამაცობა შეკარ ჩემზედა. რა წელიწადი ერთი გარდაჰჴდეს, მაშინ
Line of edition: 35    
ნუთუმცა გონება მომექცა, გული დარევდევ და უკანის, რა მოაბად
Line of edition: 36    
გაჰჴსნა, იგი შენად მონად იქმნების, რა მის საქმისაგან დაეჴსნას.
Page of edition: 70   Line of edition: 1    
და იგი რომელ მითქუამს, თუ არ იქმ, ვერცარა შენ გაიხარნე
Line of edition: 2    
ჩემისა ბედისაგან, ამით რომელ მე სიცოცხლე უნებელი არ მინდა
Line of edition: 3    
და არცა სიხარული აუგითა. მოაბადის ნებისა გასრულებასა სულისა
Line of edition: 4    
ჩემისა ამოსლვა მირჩევნია, მისგან უნებლივ ამისა თხრობასა თუ
Line of edition: 5    
"ნება ჩემი ქენო".

Line of edition: 6       
რა ესე სიტყუა ესმა ბერსა ძიძასა, თუ სთქუა, ისარი ეცა გულსა.
Line of edition: 7    
თუალნი გამოაჭყირნა ძიძამან, დაუწყო ჭურეტა კუშტად და
Line of edition: 8    
ეგრე უთხრა:

Line of edition: 9       
"ჰე სინათლეო და თუალო დედისაო! ცნობისა და სიმართლისა
Line of edition: 10    
ნაწილი აღარ არის შენშიგან. საძულველლი ეშმა შემოგდგომია და
Line of edition: 11    
სიმართლისა და სიყუარულისა გზა შეუკრავს. შენ მეტისა შეჭირვებისაგან
Line of edition: 12    
გაგულშავებულ ხარ და სათსა სიშავე არა წაეღების. მაგრა
Line of edition: 13    
რა დაუთმობელად მისრულ ხარ, ერთობით თავსა ცნობა დაგიკეცია.
Line of edition: 14    
აწ რათგან ესრე არს, აღარა ღონე ვიცი შენისა ნებისა ძებნისა
Line of edition: 15    
[მოაბადისა] შენზედა შეკრვისაგან კიდე, ამით რომელ ეგე დევი,
Line of edition: 16    
რომელ შიგა შემოგდგომია, ყოვლისა სიხარულისა გზა შეუკრავს
Line of edition: 17    
შენისა გულისათუისო".

Line of edition: 18       
მერმე ძიძამან სპილენძი და რვალი მოიღო და გრძნებითა რაითმე
Line of edition: 19    
ტილისმი შექმნა ორი: [ერთი] მოაბადის სახე და ერთი --
Line of edition: 20    
ვისისი; შეულოცა რამე და რკინითა ერთმანერთსა ზედა მაგრად
Line of edition: 21    
შეაჭედნა. ძიძა მაგალითად გრძნეული იყო და ესე ორი ჩხიბი ასრე
Line of edition: 22    
ვითამე შექმნილი იყო, რომელ ვირემცა იგი ერთგან დაჭედილი იყვნენ,
Line of edition: 23    
მოაბად ვისსა ზედან შეკრული იყოს და, თუ ვინ გაჴსნიდა,
Line of edition: 24    
მასვე წამსა გაისჴნებოდა.

Line of edition: 25       
რა ძიძამან ესე საქმე დაიურვა, წავიდა დილასა ადრე ცისკრისა
Line of edition: 26    
ჟამსა და წყლისა პირსა ჩაფლა. შემოიქცა, და ვისის უჩუენა
Line of edition: 27    
იგი ადგილი და ასწავლა, თუ სად დაეფლა და ეგრე უთხრა:

Line of edition: 28       
"თუცა შენი მბრძანებლობა არ მომწონებია, რაცა მიბრძანე, მე
Line of edition: 29    
ეგრეცა მიქმნია შენისა გულისა ჰამოვნობისათუის. შენისა საწადლისა
Line of edition: 30    
ასრულებისა ღონე მიძებნია. ესეთი უსწორო ჴელმწიფე შემიკრავს.
Line of edition: 31    
და აწ რა ესე თუე გარდაჴდეს, მაშინ შენ ესე ზნე დაიგდო
Line of edition: 32    
და გამაჴსნევინო. მაშინ აღარ მითხრა, თუ ესრევე იყოსო. რა გული
Line of edition: 33    
დასდვა და მოაბადს თანა ჰამოდ იყო და სიყუარულით, მე მას
Line of edition: 34    
ტილისმსა მუნით გამოვიღებ, დავჰლეწ, გავჴსნი და ცეცხლითა
Line of edition: 35    
დავსწუავ და თქუენ ორთავე გაიხარნეთ. ვირემდის იგი ნამსა შიგან
Line of edition: 36    
არის, მოაბად შეკრული იქმნების. წყალი სიგრილისა კერძო არის
Line of edition: 37    
და სიგრილითა შეიკრვის მამაცი. და კულა რა მას ცეცხლითა
Line of edition: 38    
დავსწუავ, გაჴურდების მოაბად და გაიჴსნებისო".
Page of edition: 71   Line of edition: 1       
ესე რა ძიძამან დააჯერა ვისის, ვითა ერთ თუემდის იქმნების,
Line of edition: 2    
მერმე შენცა გული მოგექცევის და გავჴსნიო, -- დრო აიღეს
Line of edition: 3    
ერთმანერთისაგან. დასჯერდა ვისი.

Line of edition: 4       
აწ ნახე, ღმრთისა განგებამან რა ქმნა, შაქარსა ზედა სამსალა
Line of edition: 5    
ვითა მოაყარა. ამა მათად პაემანამდის ერთსა დღესა ამოვიდა
Line of edition: 6    
ზღუისაგან შავი ღრუბელი და ესეთი წუიმა მოვიდა, რომელ ყოველი
Line of edition: 7    
მინდორი ღუარითა აივსო და მარავისა წყალსა ჯეონისა წყლისა
Line of edition: 8    
ოდენი მოემატა. და არ დარჩა ერთი ბაღი-ვენახი, არცა სხუა ნაშენები
Line of edition: 9    
წაუღებელი; და ქალაქისა ნახევარი წაიღო, ააოჴრა და იგი ადგილი,
Line of edition: 10    
რომელ ძიძასა დაესწავლა, დათხარა და წაიღო ტილისმი მოაბადისა.
Line of edition: 11    
და დარჩა გლახ უკუნისამდის მოაბად შეკრული!

Line of edition: 12       
დარჩა მოაბადის თუალთა შიგან ვისი, ვითა მდიდრისა დრაჰკანი
Line of edition: 13    
გლახასაგან სანახავად; ვითა მშიერსა ლომსა, ტოილოითა დაბმულსა
Line of edition: 14    
წინა კანჯარი წყნარად მავალი.

Line of edition: 15       
ჯერეთ მოაბად ცოცხალ იყო და მკუდართა ჰნატრიდა,
Line of edition: 16    
სიხარულისა გზისაგან მოსცდა და სიმწაოესა მიჰხუდა. მტერთა
Line of edition: 17    
გაეხარებოდა და მოყუარეთა. დაემძიმებოდა. მისგან საეჭუი საწოლი
Line of edition: 18    
საკნისაებრ საჭირო იყო მისთუის: ღამით გუერდით უწვის, მაგრა
Line of edition: 19    
ასრე აშორვიდა, ვითა თუისა სავალსა. ორნი ქმარნი შეირთნა
Line of edition: 20    
ვისმან, ორთაგანვე ქალწული დარჩა. ვერცა ვირო მიჰხუდა მისსა
Line of edition: 21    
ნებასა და ვერცა აწ მოაბად.

Line of edition: 22       
ნახე, თუ საწუთრომან ვისსა ზედა რა ქმნა: გაზარდა ნებიერად,
Line of edition: 23    
აუგსა აკრძალა სახელი მისი. სხეული მისი ნაკუთად ნაძუისა მსგავსი
Line of edition: 24    
იყო, გავსებული მთუარე მისი მსახური იყო. აუყუავდა პირსა
Line of edition: 25    
ზედა ვარდი. მოიწიფა სრულად და უკლებლად; გარნა ბოლოსა რა
Line of edition: 26    
წაეკიდა შაჰი მოაბადს, ძიძასა და რამინს თანა, რომელ, რა
Line of edition: 27    
მიჯნურმან მისი ამბავი ცნას, თუალთაგან სისხლისა ცრემლსა იდენს.
Line of edition: 28    
არავის ასმია მიჯნურისა ეგზომი ჭირი და სხუადასხუა მიზეზი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.