TITUS
Visramiani
Part No. 16
Previous part

Chapter: 16  
Line of edition: 29  ამბავი რამინის მიჯნურობისა


Line of edition: 30       რა გულ-წარსრულსა რამინს გაუძნელდა საქმე და უღონო იქნა,
Line of edition: 31    
გაუბედითდა მიჯნურობისაგან ბედი, მიწყით უკაცურსა ადგილსა
Line of edition: 32    
ეძებდის და მარტოდ დაჯდის, ტიროდის შეუსუენებელად.
Line of edition: 33    
და ღამით ძილი არა ჰქონდის, არცა თავი სასთაულსა ზედა მიდვის,
Line of edition: 34    
მასკულავთა უჭურეტდის და ფალაქთა სამისოდ მოქცევისათუის
Line of edition: 35    
ღმერთსა ეაჯებოდის. .რა ჰქონდის მოსუენება არც დღისით და
Line of edition: 36    
არცა ღამით. ვითა ხელი ცურვიდის; ვითა კანჯარი და ვითა ველური
Page of edition: 72   Line of edition: 1    
თხა კაცთა ჰფრთხებოდის. ვისის ნაკუთისა მიმსგავსებითა სადაცა
Line of edition: 2    
ნაძუი ნახის, თუალნი ვერ მოსწყუიტნის; სადაცა წალკოტსა შიგან
Line of edition: 3    
წითელი ვარდი პოვის, მისისა პირისა მიმსგავსებისათუის მას კოცნიდის.
Line of edition: 4    
და ყოველთა დილათა ია კრიფის და მისისა თმისა ნაცულად
Line of edition: 5    
გულსა ზედან დაიდვის. მიწყივ მისი არიფი, რა ტირილისაგან მოიცალის,
Line of edition: 6    
ორძალი იყვის და ნადიმი -- სადაცა დასაწყლებული მიჯნური
Line of edition: 7    
იყვის. მრავლითა და უცხოფერითა რაითმე ჴმითა კეკლუცად
Line of edition: 8    
სიმღერა თქუის. ყუელა მოყურისა სიშორისათუის. და რა სულთქნის,
Line of edition: 9    
ზაფხულის ზამთრეული ქარი ააქროლის. მისითა კუნესითა
Line of edition: 10    
კაცსა გული ეგრე გაუჴდის, რომელ იადონსაცა შტოსაგან ჩამოაგდებდის,
Line of edition: 11    
ეგზომისა სისხლისა ცრეძლითა ტიროდის, რომელ მუჴლთამდის
Line of edition: 12    
ტალახსა შიგან ჩაეფლის. მისსა თუალსა დღე ნათელი ბნელ
Line of edition: 13    
იყვის, და მას ქუეშე სტავრისა ჰამო საგებელი ვითა გუელი იყვის.
Line of edition: 14    
ასრე საბრალო იყო და მოუსუენებელი მიჯნურობისაგან; ღუინოსა
Line of edition: 15    
ყოლა არა დაიახლებდა ამისითა შიშითა, რომელ, რა სუის, სრულად
Line of edition: 16    
თმობა წაუღის ღუინომან. ესე ვერავინ ჰკითხის, თუ რაის ჭირისაგან
Line of edition: 17    
ხარ ეგრეო? სანთლისებრ იწუებოდა, დნებოდა და წყლული
Line of edition: 18    
გული მოყურისათუის შეეწირა. მისთუის სიცოცხლე გაბედითებულ
Line of edition: 19    
იყო და სიხარული მისსა გულსა ერთობით გაეწირა.

Line of edition: 20       
ტირილისაგან ტანისამოსი მისი სისხლითა დასურილი იყვის
Line of edition: 21    
და კუნესისაგან პირი მისი ოქროის ფერი. და მიჯნურობისა ჭირისაგან
Line of edition: 22    
სულნი ბაგემდის მოსლვოდეს და მიწყით თავისა სიცოცხლისა
Line of edition: 23    
და მოყურისაგან იმედ-გარდაწყუეტილი იყვის. მოყურისა მისისა
Line of edition: 24    
სახე თუალთა შიგან გამოესახა და თუალთა მისთაგან ძილი კიდექმნილ
Line of edition: 25    
იყო. სიდიდე ქუეყანისა მტკავლითა გასაზომლად უჩნდა. მეტისა
Line of edition: 26    
გონებისაგან დამთრვალთა და ხელთაებრ უცნობო იყვის, საწუთროისა
Line of edition: 27    
საქმისა ზოგჯერ ღონედ მოიგონის. და წილნი ყარნის
Line of edition: 28    
მოყურისა სახელსა ზედა, თუ ბოლოსა ჟამსა ჩემი და მისი საქმე
Line of edition: 29    
ვით ერთგან იქმნებისო? ზოგჯერ შაჰინშას ბაღსა შევიდის. ბრუნვიდის.
Line of edition: 30    
და ყოველნი ხენი მოწამედ დაიყენის და ეგრე უთხრის: "ჰე
Line of edition: 31    
ყოველნო ხენო! მოწამენი იყავით ჩემნი, ასრე მტირალი მნახეთ. რა
Line of edition: 32    
მხიარული ვისი აქ იყოს, მას მოაჴსენეთ, ნუთუ გული მისი
Line of edition: 33    
უსამართლოისა ქმნისაგან განსწმიდოთ!" ზოგჯერ იადონთა ეუბნებოდის
Line of edition: 34    
და ერჩოდის მრავლითა.საყუედურითა და ეგრე უთხრის: "თქუენზედა რა
Line of edition: 35    
მოსრულა ქუეყანასა ზედა ეგზომი ავი, რომლისათუის
Line of edition: 36    
თქუენ ეგზომსა იზახით? რა წაგკიდებია, თქუენთა მოყუარეთა
Line of edition: 37    
გუერდით შტოთა ზედა სხედთ, არ ჩემებრ აშორავთ და გაშტერებულ
Line of edition: 38    
ხართ საბრალოდ თუ ათას-ფერი წალკოტი და სიმხიარულე გაქუს,
Page of edition: 73   Line of edition: 1    
მე გულსა ზედა ათასფერი დაღი მაქუს. რათგან თქუენ მოყუარეთა
Line of edition: 2    
გუერდით ასრე იზახით და კუნესით საბრალოდ, მე რაღა ვქმნა,
Line of edition: 3    
რომელ არცა ნახვისა მოლოდნა მაქუს! მე მშუენის ჟამსა და უჟამოსა
Line of edition: 4    
კუნესა და ზახილი, ამით რომელ ჩემმან სულისა წამღებელმან
Line of edition: 5    
ჩემი ჭირი არ იცისო".

Line of edition: 6       
ესეგუარსა რასმე ეუბნებოდის და იარებოდის მას ვენაჴსა შიგან
Line of edition: 7    
თუალ-ცრემლიანი და გულ-დადაღული. დღესა ერთსა მოარებად
Line of edition: 8    
ჩამოსრული ძიძა ემთხუია წინა და ნახა ეგრე მბრუნავი. და რა
Line of edition: 9    
რამინ დაინახა ძიძა, სულისაებრ საჴმარი და თუალთაებრ სანდომი,
Line of edition: 10    
სიხარულისაგან სისხლი აუდუღდა და ღაწუმან მისმან, თუ სთქუა,
Line of edition: 11    
ყაყაჩოისა პერანგი ჩაიცუა ძიძისა სირცხუილისაგან ოფლი სდიოდა
Line of edition: 12    
გაზაფხულ წალკოტი თუცა კეკლუცია, რამინის პირი ათასჯერ მას
Line of edition: 13    
უტურფე იყო. ყურისა ძირნი წმიდასა ვეცხლსა უგუანდეს; სუმბულით
Line of edition: 14    
ჯერთ შავი არ ჩაეცვა და მუშა-ვაზნი მუშკისა ყუანჭად შეჰქმნოდა.
Line of edition: 15    
ნიკაპსა ჯერეთ ცოტა ქაფურისა ფერობა ჰქონდა, ბაგენი
Line of edition: 16    
ლალსა უგუანდეს და კბილნი -- მარგალიტსა; ნაკუთი და სიგრძე
Line of edition: 17    
მოარულსა ნაძუსა უგუანდა, მაგრა ამა ნაძუისა ნაყოფი წითელ
Line of edition: 18    
ვარდი იყვის. სახედ მთუარე გავსილი ქუეყანასა ზედა მნახავთა
Line of edition: 19    
მოსაწონებელი. კაბა და ქუდი უებროდ ჰშუენოდა. თუით გუარად
Line of edition: 20    
ადამისითგან სახელოანი ჴელმწიფე იყო, სახედ მიწასა ზედა სულიერი
Line of edition: 21    
მზე, ყოვლითა ფერითა საჭაბუკოითაცა სრული.

Line of edition: 22       
ვისცა რამინის ჭურეტა განცდით მოუნდის, მასვე წამსა საკუთრად
Line of edition: 23    
გული შემოსწირის. გუარიანობითა და ჭაბუკობითა ორგუარად
Line of edition: 24    
იყო ქუეყანასა ზედა მეფე: ძმა იყო და შვილი მოაბადისი და
Line of edition: 25    
მაჰისა ქუეყანისა პატრონი იყო. რა თუალი მისი გრძნეულმან ნახის
Line of edition: 26    
დასჯერდის და შეიწამის, თუ ესე უფრო კაცის წამღებიაო ჩემგანო,
Line of edition: 27    
და რა ქაჯმან მისი პირი ნახის, ეგრე თქუის: ჴელმწიფობითა შენ
Line of edition: 28    
უკეკლუცე ხარ ყოველთა კეკლუცთა ზედაო.

Line of edition: 29       
რამინ ასეთითა შუენიერითა პირითა ვისის პირისაგან უსულო,
Line of edition: 30    
უგულო და გაშტერებული ბრუნვიდის. ყოველთა ფილოსოფოსთა
Line of edition: 31    
წაჯობინებული თავისა გზასა უმეცარ ქმნილ იყო, და რა მარტოდ
Line of edition: 32    
ნახა წალკოტსა შიგან ძიძა. ვითამცა ყოელისა სოფლისა სიხარულსა
Line of edition: 33    
მიმხუდარ იყო, ასრე გაეხარნეს. თაყუანისცა და ქება შეასხა,
Line of edition: 34    
და ძიძამან განაღამცა აგრევე ქმნა. მოიკითხეს ერთმანერთი და
Line of edition: 35    
მოეხუივნეს, ვით ძუელითგანცა მოყუარენი. მერმე ერთმანერთსა ჴელნი
Line of edition: 36    
დაუჭირნეს და უჩინარეს ადგილსა მივიდეს. იუბნეს მრავალფერად
Line of edition: 37    
რამე და ესე საუბარი მათი რამინის წყლულსა გულსა ემალმებოდა.
Line of edition: 38    
და რამინ სირცხუილისა ფარდაგი დახია, ამით რომელ გული
Line of edition: 39    
მისი სირცხუილსა დაეტყუევა და ძიძასა ეგრე უთხრა:
Page of edition: 74   Line of edition: 1       
"ჰე ჩემო სულთაგანცა უფრო საჴმარო! აჰა თავი ჩემი შენსა,
Line of edition: 2    
წინაშე მონისაგან უმონესია, შენი საუბარი და ნახვა -- ჩემი
Line of edition: 3    
მაცოცხლებელი! ბედნიერობასა ვითხოვ, ამით რომელ შენ ჩემი დედა ხარ
Line of edition: 4    
და ვისი -- პატრონი. მიწყით ჩემი საფიცი მისი მზე არის. მისად ოდნად
Line of edition: 5    
მზისა მსგავსად შუენიერი და ჴელმწიფე გუარიანი დედოფალი
Line of edition: 6    
სხუა არ დაბადებულა და არცადა დაიბადების. ვისიცა ჯუფთი ვისი
Line of edition: 7    
არის, მისი შესაჭირვებელი არაა. თუ სთქუა, ამად შობილა დედისაგან,
Line of edition: 8    
რომელ ყოველსა გულსა ცეცხლად მოედვას და მეტად
Line of edition: 9    
გლახ ჩემსა, რომელ ცეცხლისა მსახურთა სალოცავად გაუჴდია
Line of edition: 10    
გზნებითა, თუცა მე მისისა უსამართლობისაგან ვენთები, მისიმცა
Line of edition: 11    
გული ასეთსა ცეცხლსა ზედა ნუოდეს ენთების, და თუცა ბედმან
Line of edition: 12    
ჩემმან მე გამწირა, ბედნიერობისა ბედი მასმცა ნუ მოეშორების. მე
Line of edition: 13    
ნიადაგ მისისა სიყუარულისა და მიჯნურობისაგან ვკუდები და ვიწუი
Line of edition: 14    
და ეგრეცა ამას ვიტყუი: მისიმცა ყოფა-დღე ჩემებრსა ნუმცაოდეს
Line of edition: 15    
მიეცემის. რაზომსაცა მისისა სიყუარულისათუის ჭირსა ვჰნახავ,
Line of edition: 16    
ეგზომჯერცა ღმრთისაგან მისსა უჭირველობასა ვითხოვ, თუცა
Line of edition: 17    
მე მისგან დაღრეჯილ ვარ, იგიმცა მიწყით მხიარულიაო!"

Line of edition: 18       
იამა ესე ძიძასა რამინისაგან, რა მისგან საუბარი და პასუხი
Line of edition: 19    
მოისმინა, მანცა სიცილითა ეგრე არქუა:

Line of edition: 20       
"რამინ, მიწყითმცა მრთელი მივი! ღმერთმან შენი უბედურობა
Line of edition: 21    
და ჭირი ნუოდეს მასმინოს, შენითა ბედითა კარგთა შინა ვართ
Line of edition: 22    
მეცა და ჩემიცა გაზრდილი, რომელ სინათლითა მთუარესა ჰგავს და
Line of edition: 23    
მისითა სიკეთითა ყოველთა ახარებს, მისისამცა პირისაებრ შუენვარე
Line of edition: 24    
არის მისი ბედი და საქმე და მისთა თმათაებრმცა დაგრეხილია
Line of edition: 25    
მისისა მტერისა ზურგი. მე საუბარი შენი ყუელა მესმა და გამიგონია
Line of edition: 26    
უაუგო, შენისა ნახვისაებრ სანდომი. ნუ უზრახავ მას უსამართლობისა
Line of edition: 27    
ქმნასა; არ დავიჯერებ, რომელ შენ არცა მისი მცოდნე
Line of edition: 28    
ხარ და არცაღა მნახავიო".

Line of edition: 29       
კულაცა დაუწყო რამინ საუბარი და ეგრე არქუა:
Line of edition: 30       
"ყოველთა უბედურთაგან მიჯნური უფრო საბოალო არის,
Line of edition: 31    
რომელ მისი გული შინაური მტერი არის და ყოველთა დღეთა მისსა
Line of edition: 32    
აუგსა ეძებს, ზოგჯერ კუნესის მოყურისა სიშორისათუის, ზოგჯერ
Line of edition: 33    
იწუის გაყრისათუის. რაზომცა მისისა მიჯნურობისაგან ჭირი
Line of edition: 34    
ნახოს, ლხინად უჩს და სულისაგანცა აბეზარ იქმნას მოყურისათუის,
Line of edition: 35    
არა ეჭირვების. რაზომიცა მიჯნურობასა შიგან ფათერაკი დაემართოს,
Line of edition: 36    
ეგრეცა ყუელასა თავის ნებითა მას გამოირჩევს, და კაცის.
Line of edition: 37    
თუალსა მოყუარისა გონებისა ცრემლი გააჴმობს და ძილსა გააკრ
Line of edition: 38    
თობს; მიჯნურობისა ტუირთისა ზიდვასა დაიწყებს და ჭირსა ლხინად
Page of edition: 75   Line of edition: 1    
დასთუალავს. მაგრა მისი სიამოვნე სიმწარისა ჯუფთია და მისი
Line of edition: 2    
სიმხიარულე ჭინოსაებრ ბედითია. მიჯნური მიჯნურობისაგან
Line of edition: 3    
მთრვალსა ჰგავს, ამით რომელ დუხჭირი მოყუარე კეკლუცადვე უჩს;
Line of edition: 4    
მთრვალისებრვე შფოთითა, მღუიძარე მძინარესა ჰგავს. ცნობით
Line of edition: 5    
გამოირჩევის ავი კარგისაგან, რომელ რა მოყურისა სიყუარული
Line of edition: 6    
მოვა, ცნობა წავა. მძლე ეშმა სძლევს მიწყით და თუალთა დაუბრმობს.
Line of edition: 7    
ცნობა და სიყუარული ერთმანერთსა ვერ ჰმორჩილობენ, ამით
Line of edition: 8    
რომელ ცნობას სიყუარული მოერევის, აღარა მიუშვებს გამორჩევად
Line of edition: 9    
საქმისად და ყოველი ხუაშიადი მისგან გამოცხადდების".

Line of edition: 10       
"მე მიჯნურობისაგან ამეჴადა საფარველი, და გულისაგან თმობა
Line of edition: 11    
და სულისაგან ცნობა წამივიდა. მაშინ ერთსა დღესა ადგა
Line of edition: 12    
ანაზდეულად ქარი და მიჩუენა ანაზდეულად ქაჯისაგან უტურფესი
Line of edition: 13    
პირი. ოდითგან ჩემმან თუალმან სამოთხისებრი სანდომი ნახა,
Line of edition: 14    
მუნითგან მხიარული გული ჩემი ჯოჯოხეთისა მსგავსითა ჭირითა ავსილა.
Line of edition: 15    
იგი არა ქარი იყო, ფათერაკი იყო ჩემი და უგრძნეულოდ ჩამაგდო
Line of edition: 16    
ფათერაკსა. სიყმაწვილესა შიგან შენ გაგიზრდივარ და მას აქეთაცა
Line of edition: 17    
გინახავ, მაგრა ესრე დასაწყლებული არაოდეს გინახავ. აწ არცა
Line of edition: 18    
მკუდარი ვარ და არცა ცოცხალი. ლომისა მსგავსი ძალი ჩემი
Line of edition: 19    
გამელებულა და შეჭირვებისაგან მთა ჩემი გავაკებულა; და ტანი ჩემი
Line of edition: 20    
თმისაებრ დაწლობილა და პირი ოქროსაებრ გაყუითლებულა;
Line of edition: 21    
წამწამნი თუალთა ზედა ლურსმად შემქმნიან და თმანი ტანსა ზედა
Line of edition: 22    
გუელად. რა ერთსა დღესა არიფთა თანა სუმად ვჯდე, ვითამცა
Line of edition: 23    
მტერთა ვეომოდე, და თუ თამაშად წალკოტსა შინა ვიარებოდე,
Line of edition: 24    
მინდორსა შიგან გზა-დაკარგულსა ვჰგავ, ღამით საგებელსა ზედა
Line of edition: 25    
მწოლი -- ზღუასა შიგან მომრჩუალსა. რა კაცთა ჩემთა მოყუარეთა
Line of edition: 26    
ვეახლო, უთაოსა ბურთსა ვჰგავ, უცნობობითა ცხენოსანთა ყუანჭსა
Line of edition: 27    
შესწრობილსა. სიხარულისა ჟამსა ასრე დაღრეჯილი ვარ, რომელ
Line of edition: 28    
მტერთაგანცა შესაბრალებელად. ნიადაგ ესრე ვტირ, ვითა ცისკრისა
Line of edition: 29    
ჟამსა ვაროსა ზედან იადონი და ვითა დილასა მთათა ზედა
Line of edition: 30    
გაზაფხულისა ღრუბელი. მე მისთა ლამაზთა თუალთაგან გულსა ასი
Line of edition: 31    
ათასი ისარი მარჭუია და ფერჴთა დაუჴსნელი ემუდა მიყრია;
Line of edition: 32    
დაკოდილსა კანჯარსა მივჰგავ, მინდორთა შიგან რა სასისხლესა
Line of edition: 33    
წამლიანი ისარი სცემოდეს; ცოტასა ყმასა ვჰგავ ობოლსა, საწყალსა,
Line of edition: 34    
ძიძისა და მშობელთაგან მოწყუეტილსა. აწ შენგან ზენაარსა ვითხოვ
Line of edition: 35    
და შენსა მოწყალებასა ღონედ ვეძებ. მგზებარისა ცეცხლისაგან
Line of edition: 36    
გამომიყვანე, კაცისა მჭამელისა ლომისა ჭანგისაგან მიჴსენ. ჯომარდობა
Line of edition: 37    
და უსწორობა შენი აწ გამოაჩინე ჩემზედა, ესე უგულო და
Line of edition: 38    
ყმა-კაცი შემიბრალე. უცხოთა შეიწყალებს მოწყალე გული შენი
Page of edition: 76   Line of edition: 1    
და შმაგნი გებრალებიან, ერთად მათ თანად მე დამიჭირე. აგეთივე
Line of edition: 2    
შმაგი მე ვარ და ყოვლითა საქმითა საბრალო, ამით რომელ წითლისა
Line of edition: 3    
გუელ-ვეშაპისა, კაცისა სისხლისა მსმელისათუის. დაპყრობილ
Line of edition: 4    
ვარ. ვიცი, კაცი ხარ კარგი, და შეგონებითა შენითა მომიმატე საჩემო
Line of edition: 5    
სიბრალული. და მოაჴსენე ჩემაგიერ ნაძუსა ლამაზ-მოარულსა,
Line of edition: 6    
ბუთსა მოუბარსა, მთუარესა სულიერსა, ქაჯსა, -- მიწისა მზესა,
Line of edition: 7    
სიტყუა-ტკბილსა. კაცთაგან ულევსა, უკლებად ტურფასა. თმა-მუშკსა,
Line of edition: 8    
ბაგე-იაგუნდსა, აყუავებულსა სიხარულისა წალკოტსა ესე
Line of edition: 9    
მოაჴსენე: "ჰე კეკლუცთა დასაბამო, რომელ შენსა წინაშე ყოველთა
Line of edition: 10    
კეკლუცთა და მნათობთა შუენება უჩინო ქმნილა, ორისა კუირისა
Line of edition: 11    
მთუარე შენგან მეშურნეობს და მისი სიელვარე შენდა შემოუწირავს.
Line of edition: 12    
და გრძნეულთა ლაშქარი შენისა უებრობისაგან გაქცეულა,
Line of edition: 13    
ჩინელნი კეკლუცნი შენგან აშფოთებულან, ბარბარული ბუთი
Line of edition: 14    
შენგან გაწბილებულა და მისი მთლელი მისგან აბეზარ ქმნილა. შენნი
Line of edition: 15    
ბაგენი ჴელმწიფეთა მონად გაჴდიან და შენი პირი მკუდართა
Line of edition: 16    
გააცოცხლებს. დადნა გული და ტანი ჩემი შენითა გონებითა, ვითა
Line of edition: 17    
მთისა თოვლი მზისა სიცხისაგან; ჩაიჭრა გული ჩემი შენისა
Line of edition: 18    
სიყუარულისაგან უნებლივ, ვითა ნადირი ბადესა; ცნობა და სიწყნარე
Line of edition: 19    
წამსლვია. გული ტანსა შიგან იავარ მქმნია; არცა მძინარესა და
Line of edition: 20    
არცა მღუიძარესა ჭირი ჭირად არა მიჩს და ლხინი ლხინად; არცა
Line of edition: 21    
ჴელმწიფობა რად ჩემი მიხარის. არცა საჭურჭლე დიდებად; აღარა
Line of edition: 22    
მაქუს სიხარული, არცაღა დიდებულთა თანა მოედანსა ასპარეზითა
Line of edition: 23    
ვიმღერი; არცა მინდორთა შიგან ავაზითა ვნადირობ და არცა
Line of edition: 24    
მთავრითა ქორითა -- კაკაბსა; არცა ნადიმთა თანა ღუინისა სუმითა
Line of edition: 25    
გავიხარებ და არცა კეკლუცთა თანა დავჯდები მათსა სიახლესა და
Line of edition: 26    
ვერცავის ქუეყანათა ზედა შენგახ კიდე საჭურეტელსა გამოვირჩევ;
Line of edition: 27    
და არცა ჭირისაგან წამსაცა აზატი ვარ, ვერცა შენისა გონებისაგან
Line of edition: 28    
კიდე სხუითა რით გავიხარებ; არცავინ მოყუარე და გულის პასუხის
Line of edition: 29    
შემწე მივის თავისა სახლსა შიგან მყოფი ტყუესა ვჰგავ; შეღამებით
Line of edition: 30    
გათენებამდის ვკუნესი და ვიდულარჭუნები, ვითა დაკოდილი
Line of edition: 31    
გუელი. ტანისა ჩემისა წამალი შენი საუბარი არის და გულისა
Line of edition: 32    
ჩემისა მაცოცხლებელი შენი ნახვა. მე მაშინღა ვჰპოებ ჩემისა
Line of edition: 33    
ცნობისა ჭკუასა. ოდესაცა შენი ჰამო ჴმა მესმის. თუცა წელიწადია
Line of edition: 34    
შენგან ჭირსა შიგან ვარ და სიხარულად გარდაქცევისაგან ცრემლი
Line of edition: 35    
დამწითლებია. პირი გამყუითლებია, და ეგრეცა შენი მიჯნურობა
Line of edition: 36    
სულთა მირჩევია. და სულთა მებრძუის შენისა სიყუარულისაგან. არ
Line of edition: 37    
ვეძებ უშენოდ სიცოცხლესა და არცა უშენოდ სიხარულსა. ოდესცა
Line of edition: 38    
ჩემი გული შენისა სიყუარულისაგან გაძდეს, თავსაცა ზედან თმა
Page of edition: 77   Line of edition: 1    
ჴრმლად შემექმნების. დღისა სინათლე შენისა პირისაგან მაქუს და
Line of edition: 2    
ღამისა სიბნელე შენისა თმისაგან. ესე იცოდი, ვირე ცოცხალ ვარ,
Line of edition: 3    
შენთა მონათაგან უფრო საკუთარი ვიქმნები და შენი მონა ვარ. და
Line of edition: 4    
შენი თეთრფეროვანი პირი ჩემი სიხარულისა მომცემი და ჭირისა
Line of edition: 5    
მაქარვებელი. ჩემი მზე შენისა პირისაგან ნათობს და ჩემი მუშკი
Line of edition: 6    
შენისა თმისაგან სურნელობს. შენისა ტანისაგან ჩემი ბროლი უტალაო
Line of edition: 7    
და შენისა საუბრისაგან ჩემი სამოთხისა შუენება. და მუნ შიგან
Line of edition: 8    
მკუიდრ-ქმნა ჩემი იგია, ოდესცა შენი პირი, ჩემი მაცოცხლებელი,
Line of edition: 9    
ვნახო. დავლა და წაღმართი ჩემი მაშინღა იქმნების, ოდესცა
Line of edition: 10    
შენისა პირისა ჭურეტა მომხუდეს; მე ღმრთისაგან დღე და ღამე
Line of edition: 11    
ამას ვითხოვ, რომელ ერთხელ შენსა შემოხედვასა მაღირსოს. მაგას
Line of edition: 12    
მაგარსა გულსა შენსა თუ შევეწყალო და სიბრალული ჩემი მოიღოს,
Line of edition: 13    
წაზიდვად ამპარტავნობა არ დაიწყოს. და თუ მემტერებოდეს,
Line of edition: 14    
სიშორესა ეძებდეს, და თუ გამწიროს, უცილოდ დაღუაროს სისხლი
Line of edition: 15    
ჩემი. მაგრა არა ჴამს, შენმან მზემან, არა ჴამს, ესეთისა ყმისა კაცისა
Line of edition: 16    
სისხლთა დაღურა და მოკლვა, რომელსა დღეთა მისთა შიგა შენდა
Line of edition: 17    
არა შეუცოდებია. ასრე უყუარ მას გულითა მართლითა, რომელ
Line of edition: 18    
სიცოცხლისაგან ათასჯერ შენ ურჩევნიხარ, და თავისა სულსა
Line of edition: 19    
გასწირავს შენთუის და შენისა ფერჴისა მტუერსა თუალითა იყიდის,
Line of edition: 20    
ამით რომელ შენ გული ჩემი ესრე გიხუთავს, რომელ მე მისგან
Line of edition: 21    
ნაწილი არა დამრჩომია. მოწყალე იქმენ ჩემ ზედა, ტანიცა შენვე
Line of edition: 22    
შემოგწირო და გაისაკუთრე, თუარა სულსა თანა ტანიცა გავწირო".

Line of edition: 23       
რა ესე საუბარი ესმა ბერსა ძიძასა, ვითამცა გულსა მოწამლული
Line of edition: 24    
ისარი სცემოდა, შეებრალა დია გულსა შინა რამინ, მაგრა მას
Line of edition: 25    
არა გამოუცხადა და ეგრე არქუა:

Line of edition: 26       
"რამინ, ჰამოო სახელო, ვისი, ვითა შენი სახელი, არ დაამდებისო.
Line of edition: 27    
ნუთუ შენ გულსა შიგან მისგან იმედი გაქუნდეს? იგი მზე
Line of edition: 28    
შენზედა ვეროდეს ნათობს. არა გავა მას თანა ეგე შენი მაღორებლობა
Line of edition: 29    
და ბიჭობა, ამით რომელ ერთსახე ქსუ და არავისი დამხედავია.
Line of edition: 30    
და ნუცა აზრი ამისა გაქუს, თუ ძალითა რაითმე და ღონითა
Line of edition: 31    
შეეყარო შაჰროს ასულსაო. იცოდი, შენ ესე გიჯობს, რომელ
Line of edition: 32    
გულისაგან კიდეგან-ჰქმნა ეგე საქმე, ამით რომელ ცუდი ოდენ ნატრა
Line of edition: 33    
დაგრჩების. კაცსა გონებისა სისრულე, ცნობა და სირცხუილისა
Line of edition: 34    
უფლობა ასეთსა ჟამსა მოეჴმარების, დუხჭირი კეკლუცისაგან და
Line of edition: 35    
ავი კარგისაგან გამოარჩიოს და გულსა შიგან ესეთი რამე საქმე
Line of edition: 36    
გამოარჩიოს, რომელ მიჰხუდებოდეს. თუ შენ ცა ერთგან შეჰკეცო და
Line of edition: 37    
ზღუა ჭაბუკობითა შენითა ამოაშრო, მინდორთა შიგან მტკუარი
Line of edition: 38    
ადინო, ქვისაგან ნაყოფი ამოიყვანო, ერთი ქუეყანა ახალი ააგო და
Page of edition: 78   Line of edition: 1    
მიწა მისი თმასა ზედა დააყენო, გრძნეულობითა ესეთითა და
Line of edition: 2    
ჴელმწიფობითა ვისის საქმესა ვერცა ეგრე შეჰმართებ. შენ მას მაშინ
Line of edition: 3    
შეუყუარდე და მისი გული მაშინღა ჰპოო. ოდესცა ფიჭუისა ხისა
Line of edition: 4    
შტოსა ხურმა გამოესხას. ვინ შეჰმართებს მას წინაშე ესეგუარსა
Line of edition: 5    
კადრებასა. ანუ ვინ შეიწამებს მას თანა? არ იცნობ მისსა
Line of edition: 6    
გუნებასაკუირველობასა, რომლისაგან თუით იგივე მიწყით იჭირვის. თუ
Line of edition: 7    
ათასისა ლომისა გულოვნობაცა მაქუს. ვერცა ეგრე შევიწამებ. რასაცა
Line of edition: 8    
ჟამსა ამას სცნობს და მოვაჴსენებ. გამიწყრების და პირის წყალი
Line of edition: 9    
წამეღების. და თუით შენ არ გეკადრების და არცა გეჴამსოების,
Line of edition: 10    
რომელ სიბერისა ჟამსა მე მოყივნებული დავრჩე. ჩემი გაზრდილი
Line of edition: 11    
დიდის გემოობითა თავსა ცასა მოუსუამს და ადამის ტომსა
Line of edition: 12    
ამპარტავნობითა სიტყუასა არავის მიუგებს. არცა დიდისა საქმისაგან
Line of edition: 13    
შეშინდების და არცა დიდისა საქონლისაგან მოღორდების. აწ თუით
Line of edition: 14    
ძნელად დაღრეჯილია. სიმარტოისა და ღარიბობისაგან მოწყუედილი
Line of edition: 15    
და თავისა ქუეყანისაგან მოშორვებული, კაცთა სიხარულისა
Line of edition: 16    
ყუელასაგან დამფრთხალი და მკრთალია. ზოგჯერ თუალთაგან ცრემლსა
Line of edition: 17    
იდენს და ღაწუთაგან სისხლსა, ზოგჯერ ეტლსა და ბედსა უჩივის.
Line of edition: 18    
რა ძმა და მშობელნი მოიგონნის. ვითა ალვა, ცეცხლსა ზედა დაიწუების.
Line of edition: 19    
დასწყევს დაბადებისა მისისა დღესა და შობისა მისისა -- თუ
Line of edition: 20    
ეგზომ უბედური რად დავიბადეო. ღმრთისაგან ქენებით ეთხოვა
Line of edition: 21    
შაჰროს და ათასითა ნებიერობითა გაეზარდა. აწ შეუსუენებლა
Line of edition: 22    
კუნესის და ტირს ღარიბობისა და მისისა ყუელაისა კიდე-ქმნისათუის.
Line of edition: 23    
მას წინაშე ვინ იკადრებს შენსა ჴსენებასა და ამა შენსა ბედითად
Line of edition: 24    
შეთულილობასა? თუმცა წუიმისაგან უმრავლესი ენა მედგა,
Line of edition: 25    
ერთსაცა ამა შეთულილობისათუის ვერ გავსწირავ და ესეთსა
Line of edition: 26    
სამსახურსა ნუ მიბრძანებ, მით რომელ თავმან ფერჴულად სიარული
Line of edition: 27    
არ იცისო".

Line of edition: 28       
რა უგულო-ქმნილსა რამინს ესეთი საუბარი ესმა. ცრემლისაგან
Line of edition: 29    
მიწა დაატალახა, სიყუარულისა ცეცხლი ფერჴთათ ტუინამდინ
Line of edition: 30    
გაუჴდა. საყელონი გარდაიხივნა, ძოწეულისა მსგავსი ფერი ზაფრანად
Line of edition: 31    
გარდაექცა, ათრთოლდა, ვითა თავ-მოკუეთილი მფრინველ,
Line of edition: 32    
ენისა მორჩილებისა ღონე არა ჰქონდა. არცა საუბარი შეეძლო.
Line of edition: 33    
ასრე დაღონებული მიჯნურია საბრალო. რა დიდხან ესრე იყო
Line of edition: 34    
სულღებითად, გული მორეუწყნარდა.

Line of edition: 35       
მერმე ძიძასა კულაცა. დაუწყო საუბარი, დიდისა ტკივილის.ა
Line of edition: 36    
და უთმობლობისაგან ექენებოდა და ეხუეწებოდა. და ძიძა ეგრეცა
Line of edition: 37    
უწყალოდ იყვის სამისოდ. რაზომსაცა თავსა აბრალებდის და
Line of edition: 38    
ეხუეწებოდის, ძიძამან ეგრეცა უიმედო ყვის. მერმე ბოლოსა ჟამსა
Page of edition: 79   Line of edition: 1    
რამინ მოეხუია, და დასვარა ძიძა სისხლიანითა ცრემლითა და
Line of edition: 2    
ეუბნებოდა საბრალოდ. ეგრე უთხრა:

Line of edition: 3       
"ჰე ძიძაო! ზენაარ, ზენაარ, სრულად სულისაგან იმედსა ნუ
Line of edition: 4    
გარდამიწყუეტ, სიყმისა სიცოცხლისაგან ნუ მომწყუედ, ნავღლისაგან
Line of edition: 5    
საწუთროსა ნუ გამიხდი. რა გაგვა, თუ შემიბრალო და უბედურობისა
Line of edition: 6    
ჭანგისაგან დამჴსნა, წყალობისა კარი გამიღო და ვისის პირი
Line of edition: 7    
მიჩუენო მადლისათუის? მე თუ შენგან უიმედოდ გავჴდები.
Line of edition: 8    
უსაეჭოითა სიკუდილითა აქა შენსა წინა მოვკუდები. აწ შენად მონად
Line of edition: 9    
შექმნილ ვარ, მიმონე და ამა ჭირისაგან ჩემისა ჴსნისა ღონე ძებნე.
Line of edition: 10    
შენ ხარ ჩემი წამალი. ქუეყანასა ზედა არავინ ვიცი ჩემი მლხენელი.
Line of edition: 11    
ჩემი გულისა პასუხი მას თან გამოაცხადე. ჩემი მოჴსენება
Line of edition: 12    
ჰკადრე მას ტურფად ანაგებსა, მეტად ნურას მიზეზობ. ღონითა რა
Line of edition: 13    
[არ] ეგების, რომელ ქარსა ზედა წისქუილსა აგებენ. ჰაერთაგან
Line of edition: 14    
მფრინველსა ჩამოიყვანებენ. ჴურელითგან გუელსა გამოიყვანებენ,
Line of edition: 15    
შელოცვითა დაამშუიდებენ! და შენ თუით შელოცვა უკეთე იცი
Line of edition: 16    
ყოვლისა კაცისაგან, ღონისა აგება მიწყით შენი ჴელია. საუბრისა
Line of edition: 17    
ჟამსა ენად შენებრი არავინ არის და არცავინ საქმის ქმნისა ჟამსა
Line of edition: 18    
გასწორავს. აწ საუბარი და ღონე ერთგან შეყარენ და ორითავე ვისი
Line of edition: 19    
მოიმორჩილე. მე თუცა ბედნიერი არ ვიყავ, ესდენ უაზროსა ადგილსა
Line of edition: 20    
შენ ვერ გპოებდიო".

Line of edition: 21       
ესე უთხრა, ატირდა და მოეხუია. კოცნა დაუწყო და მასვე წამსა
Line of edition: 22    
თანადაიწვინა და გულისა-ნება ქმნა. ვითამცა სიყუარულისა რაიმე
Line of edition: 23    
წამალი ექმნა, ასრე შეუყუარდა ძიძასა.

Line of edition: 24       
რა ერთხელ დიაცისაგან ნებასა აიღებ, პირს ავშარა ამოდებულსა
Line of edition: 25    
დაამსგავსებ.

Line of edition: 26       
რა ძიძისაგან მოიცალა და რამინ ზე ადგა, ძიძასა მაშინვე გული
Line of edition: 27    
რამინისკე მოექცა. და დახია სირცხუილისა ფარდაგი და მისი
Line of edition: 28    
კუშტი საუბარი მოალმობიარა და ეგრე უთხრა:

Line of edition: 29       
"ჰე მაღორებელო, რომელ ყოველსა კაცსა შენითა ენა-მაგალითობითა
Line of edition: 30    
აჯობებ! აქამდინცა მიყუარდი, მაგრა დღეისითგან წაღმა გაწყდა
Line of edition: 31    
ჩუენ შუა მიზეზი აქაითგან, ამით რომელ ჩემი საქმე გააადვილე.
Line of edition: 32    
აწ რაცა გწადდეს, მიბრძანებდი და მე შენისა მბრძანებლობისა
Line of edition: 33    
სიტყუასა არ გარდავალ. აღვასრულებ შენსა ნებასა ვისისგან
Line of edition: 34    
და მოვავლენ, ვითა შენ გინდა, ეგრეო".

Line of edition: 35       
რა ესე ესმა გულწყლულსა რამინს, ეგრე უთხრა:
Line of edition: 36       
"ჰე თუალთა ჩემთა სარჩეო! თუით ნახე დღესითგან წაღმა
Line of edition: 37    
როგორ გმსახურო სულის ჩემის ამოსლვამდინ. თუით შენ იცი,
Line of edition: 38    
რაშიგან ვარ: შეღამებით გათენებამდის არა მგონია სიცოცხლე და
Page of edition: 80   Line of edition: 1    
გათენებით შეღამებამდის არ ვეჭუ დარჩომასა. მას ვჰგავ. ზღუასა
Line of edition: 2    
შიგან მარტო კაცი დიდსა ქაოსა და ზუირთსა ჰხედვიდეს და წამსა
Line of edition: 3    
და წამსა მორჩობასა მოელოდეს. მე ვისის შეჭირვებისაგან აგრე
Line of edition: 4    
ვარ და დღესა და ღამესა კიდის-კიდე ვერ შევიგებ. აწე ჩემი იმედი
Line of edition: 5    
და ღონე შენ ხარ. ამა ჭირისაგან მიშუელე და შენი ჯომარდობა
Line of edition: 6    
საქმითაცა გამოაჩინე, თუარა თქუმა და არაქმნა ბედითია. ესე მიბრძანე,
Line of edition: 7    
კულა ოდეს მიჩუენებ შენსა სუიანსა პირსა, ჩემად ნახვად ოდეს
Line of edition: 8    
მოხუალ? მე აწ წამსა ვიანგარიშებ და თუალნი შენსა გზასა ზედა
Line of edition: 9    
მაქუს, ვირემდიცა მხიარულად მეორედ არ გნახავ, მუნამდის
Line of edition: 10    
ცეცხლსა ზედა ვიწუებიო".

Line of edition: 11       
ძიძამან გრძნეულმან სიცილით ეგრე უთხრა:
Line of edition: 12       
"შენ ენა-დიდად-მაგალითი ხარ; ამა ეგზომითა ქენებითა და
Line of edition: 13    
ჰამოითა საუბრითა შენთა მტერთაცა შენკე გარდაიყენებ. ჩემი გული
Line of edition: 14    
დაგიწყლულებია ეგზომითა მუდარითა, ზენაარითა და ანდერძობითა.
Line of edition: 15    
შენთა ფერჴთაგან ბორკილი გამოგიღია და ჩემდა შეგიგდია;
Line of edition: 16    
აწ ნუღარას შეიჭირვებ, მოვიდა ჟამი ჭირთაგან შენისა ჴსნისა.
Line of edition: 17    
შენ თუით ნახო, შენი საწადელი ვითა აღგისრულო და შენი
Line of edition: 18    
დაღრეჯილობა სიხარულად მოგიქციო და ვისის სადავენი ვითა
Line of edition: 19    
ჴელთა მოგცნე, რომელ, ვითაცა გწადდეს, შენსა ფარმანსა ქუეშე იყოს.
Line of edition: 20    
შენ ყოველთა დღეთა აქა მოხუიდოდი ამა-ჟამ, აქა მომელოდდი. მე
Line of edition: 21    
თუით გაცნობებ, რასაცაღა ვიქმოდე".

Line of edition: 22       
რა ორთავე პაემანი შექმნეს, ერთმანერთსა შეჰფიცნეს, ჴელი
Line of edition: 23    
გამოუღეს, აკოცეს ერთმანერთსა და გაიყარნეს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.