TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. V
Part No. 9
Previous part

Text: Spir.Grdz._Kristep. 
Line of ed.: 7  სპირიდონ გრძელიშვილი

Line of ed.: 8 
ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია
Line of ed.: 9 
მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა
Line of ed.: 10 
ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრებდა მოღვაწებით
Line of ed.: 11 
უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემლისასა,
Line of ed.: 12 
გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა


Line of ed.: 13       უარსოსა არსებად დამწყებელო, მოუწთომელო, აუგებელო და
Line of ed.: 14    
ყოველთა არსთა მარსებელო, წმინდაო სამებაო სრულო ერთო არ\სებით
Line of ed.: 15    
და სამო პირებით. პირო მამაო, პირო ძეო და პირო სულო
Line of ed.: 16    
წმიდაო, სამო პირებით და ერთო არსებით. არცა სამსა პირებსა
Line of ed.: 17    
ერთ პირად ვიტყვი, არცა ერთასა არსებას სამ პირად აღვიარებ,
Line of ed.: 18    
არამედ სამსა გვამოვნებასა შინა ერთსა არსებასა ვირწმუნებთ,
Line of ed.: 19    
რომელ არს ღმერთი. სამებაო წმინდაო ღმერთო, რომელსა გქონან
Line of ed.: 20    
მადლთა საუნჯენი, რომელსა გმსახურებენ მრავალნი დასნი უხორ\ცოთა
Line of ed.: 21    
ძალნი, რომელმან მიუვლინე ისაიას სერაფიმი და აქვნდა
Line of ed.: 22    
განმწმენდელი ცეცხლი მარწუხითა და შეახო ბაგეთა მისთა.

Line of ed.: 23       
და განწმინდა და აღივსო პირი მისი მადლითა შენითა, შენვე
Line of ed.: 24    
აღახვენ ბაგენი ჩემნი და შეახენ ნაპერწკალი მადლისა შენისა უძ\ლურსა
Line of ed.: 25    
გონებასა ჩემსა. აღანთე სხეული ჩემი, ვითარცა ცვილი, გა\ნანათლე
Line of ed.: 26    
ქალაქი ჩემი და განსდევნე მაშ შინა დაფარული მთავრო\ბა
Line of ed.: 27    
ბნელისა, დასვი მთავრად განწმენდილი მადლითა შენითა სული
Page of ed.: 126  Line of ed.: 1    
ჩემი და გონება, შეზღუდე მადლითა შენითა, რათა ვიტყოდე სათ\ნოთა
Line of ed.: 2    
შენთა, რამეთუ არა თვით თვისით ძალ-მიძს, რაჲსამე ყო\ფად,
Line of ed.: 3    
არამედ შენგან მოველით სარბიელისა ჩვენისა სრულყოფასა
Line of ed.: 4    
ყოველისა სრულმყოფელო მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩვენო.

Line of ed.: 5       
იტყვის მოციქული ქრისტესი იაკობ კათოლიკესა შინა თავის\სა:
Line of ed.: 6    
რომელმან იცოდეს კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს,
Line of ed.: 7    
მისსა.

Line of ed.: 8       
მომეხსენა დამფლული ტალანტისა მონა ბოროტი და შე\მეშინა,
Line of ed.: 9    
რათა არა სიტყვა მიმეხადოს წინაშე ქრისტესსა. ჵი სიყვა\რელო
Line of ed.: 10    
ქრისტეს იესოს მიერ ძმაო მიხეილ გობრონად წოდებულო!
Line of ed.: 11    
ჩემგან შეუძლებელსა მაწვევ რაჲმეს ხელყოფად, გარნა ძალსა
Line of ed.: 12    
ღვთისასა მიუტევებ ზრუნვასა ჩვენსა და მრწამს, რომელ ძალ-უძს
Line of ed.: 13    
ყოველთა სრულ მყოფელსა ღმერთსა, რათა არა ვიტყოდე მართლისა
Line of ed.: 14    
ნაცვლად სიცრუესა, ანუ ნათლისა ნაცვლად ბნელსა და მწარისა
Line of ed.: 15    
ნაცვლად ტკბილსა, არამედ რაიცაღა მიხილავს თვალითა და ყურითა
Line of ed.: 16    
მომისმენიეს მას აღვიარებ, რომელსაცა ძმანი მრავალმთის იოანე
Line of ed.: 17    
ნათლისმცემლის უდაბნოსანი მეწამებიან, მეცნიერნი მისნი და
Line of ed.: 18    
თვალით მხილველნი ქრისტესია მოღვაწისანი, რომელი თქუენცა
Line of ed.: 19    
უწყით ცხოვრება მის სანატრელისა ბერისა.

Line of ed.: 20       
მეათვრამეტესა საუკუნესა შინა სცხოვრებდა კაცი იგი ღვთისა
Line of ed.: 21    
ქრისტესია. ესე სანატრელი და ღირსი ხსენებისა იყო დასავლეთის
Line of ed.: 22    
საქართველოჲთ მინგრელიით, მდაბიოთა ერისაგანი. იქორწინა
Line of ed.: 23    
სჯულიერითა ქორწინებითა და ესვა მხოლოდ შობილი ძე. მეუღ\ლე
Line of ed.: 24    
და შვილი მისნი აღესრულნენ შემდეგ რაოდენისამე წლისა. არა
Line of ed.: 25    
აქვნდა სურვილი ცოლთა შეუღვლისა, გარნა ბირებითა და იძუ\ლებითა
Line of ed.: 26    
ბატონისათა იქორწინა.

Line of ed.: 27       
ხოლო პირველსავე სიტყვასა ჩვენსა მივექცეთ. აღესრულნეს
Line of ed.: 28    
რა მეუღლე და შვილი მისნი, აწვევდა მეორესაცა ქორწინებასა მე\ბატონე
Line of ed.: 29    
მისი, გარნა იგი ნეტარი ყოვლად არცაღა თუ ყურად იღო
Line of ed.: 30    
განზრახვა მისი, არამედ მიისწრაფა სულიერისა მოძღვრისა თვი\სისა
Line of ed.: 31    
და მიუთხრა ყოველი, რაჲცა გულსა დაედვა, აღუარა სანატ\რელსა
Line of ed.: 32    
მას მოძღვარსა თვისსა, რომელმანცა რწმუნებელი მისდა
Line of ed.: 33    
ცხოვარი კეთილსა და მშვენიერსა სულისა აღმაორძინებელსა სა\ძოვრისა
Line of ed.: 34    
გზასა ამცნო წარსლვაჲ. ეტყოდა მოძღვარი: "შვილო
Line of ed.: 35    
ქრისტესია, პირველადვე სურვიელი იყავი მაგას განზრახვასა, გარ\ნა
Line of ed.: 36    
არა წარგემართა შიშისაგან ბატონისა შენისა და აწ განუსაკუთ\რე
Line of ed.: 37    
თავი შენი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელმანცა ჩვენ
Page of ed.: 127  Line of ed.: 1    
განგვათავისუფლნა მონებისაგან ეშმაკისა, მანვე სახიერმან და კაც\თათვის
Line of ed.: 2    
სისხლისა თვისისა დამთხვეველმან, მოგეცინ სრულყოფა
Line of ed.: 3    
სიყვარულისა მისისა.

Line of ed.: 4       
გარნა, შვილო, გამცნებ მოძღვარო შენი, რათა წარხვიდე ქვე\ნასა
Line of ed.: 5    
საქართველოსა, უდაბნოსა გარესჯისასა, რომელ არს თავ\სა
Line of ed.: 6    
ყარაისასა, სადაცა ჩავლის მდინარე მტკვარი, რომელსა ეწო\დების
Line of ed.: 7    
მრავალმთა გარესჯა, სადაცა ღირსი მამა ჩვენი დავით მოღ\ვაწებით
Line of ed.: 8    
და ოფლ-მწთოლვარებით და ტირილითა და მარხვითა და
Line of ed.: 9    
მრავლითა სათნოებითა მკვიდრობდა.

Line of ed.: 10       
სადაცა ღირსი მამა დოდოს გარესჯელი და მოძღვარი უწმინ\დესისა
Line of ed.: 11    
თვისისა, ვითარცა მზე, მნათობდა, რომელმან ნათელს-სცა
Line of ed.: 12    
მთავარსა რუსთავისას ბუბაქარს-ბარბაროსს და ძეთა მისთა და
Line of ed.: 13    
მრავალსა რიცხვსა კრებულსა მწყსიდა. და საფლავი მისი ყოველსა
Line of ed.: 14    
დღესასწაულსა მისსა სურნელებასა განუტევებს.

Line of ed.: 15       
წარვედ, შვილო, სადაცა ღირსი მამა და პირმშო მოწაფე ლუ\კიანე
Line of ed.: 16    
ნაცვლად მოძღვრისა თვისისა კრებულსა მონაზონთასა მწყსი\და
Line of ed.: 17    
და ირემთა, ვითარცა ზროხათა, სწველავდა.

Line of ed.: 18       
სად ღირსი მამა და წინამძღვარი გარესჯისა პავლე ეტყოდა
Line of ed.: 19    
ძმათა: იოანე ღვთისმეტყველი მოგვცემსო, ძმანო, საზრუნავსა
Line of ed.: 20    
თქვენსა და მყის მოიტანა ცოცხალი თევზი ორბმა და შთამოუტე\ვა
Line of ed.: 21    
ძმათა დღესასწაულსა იოანე ღვთისმეტყველისასა.

Line of ed.: 22       
წარვედ, შვილო ქრისტესია, სადა ღირსი მამა არსენი წინამძღ\ვარი
Line of ed.: 23    
დიდისა მონასტრისა, რომელსაც აწ "წამებულად" უწოდე\ბენ,
Line of ed.: 24    
რომელიცა წინასწარმეტყველების მადლითა ნიჭებულ იქმნა
Line of ed.: 25    
და შეკრიბნა მამანი მრავალმთისანი. იტყუიან, და ამცნო მოსვლა
Line of ed.: 26    
უღმრთოთა აგარიანთა უწინარეს ერთისა შვიდეულისა. განუცხა\და,
Line of ed.: 27    
რათა არა უარყონ ქრისტე, არამედ დაეფარნენ, უკუეთუ არა
Line of ed.: 28    
თავს იდებდენ სიკვდილსა ქრისტესათვისა. მაშინ მიექცნენ მეტყველ\ნი
Line of ed.: 29    
და კითხვიდეს მამა არსენის: "მამაო მამათაო, შენ რაჲ გეგულვე\ბის
Line of ed.: 30    
ყოფად. ოდეს მოვიდენ უღმრთონი იგი". ხოლო მან მიუგო და
Line of ed.: 31    
რქვა: "შვილნო, მე ოდეს აღვიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, ძესა
Line of ed.: 32    
ღვთისასა, მაშინ მოვკვედ ქარისტესთვის". და ვითარცა ესე სთქვა,
Line of ed.: 33    
მაშინ ხმა ჰყვეს ყოველთა ერთითა პირითა მეტყველთა: "ყოვლად
Line of ed.: 34    
პატიოსანო მამაო, არა ეგრეთ ჩვენცა შეუდეგითა ქრისტესა, ვი\თარცა
Line of ed.: 35    
შენი იტყვი, ღვთის-სულიერო, არაოდეს დავფარავთ თავ\თა
Line of ed.: 36    
ჩვენთა შიშისათჳს სიკვდილისა, რამეთუ თანა-გვაცს ერთ\გზის
Page of ed.: 128  Line of ed.: 1    
სიკვდილი და მერმეღა საუკუნო საშვებელი, არა ესრე
Line of ed.: 2    
არს სარბიელი ჩვენისა მონაზონებისაჲ არა მისთვის დაუ\ტევეთა
Line of ed.: 3    
ქალაქნი და სოფელნი და გამოვედით, რათა მოვკვდეთ
Line of ed.: 4    
ქრისტესთვის ჩვენთვის სიკვდილისა თავსმდებელისა? უწყით, პა\ტიოსანო
Line of ed.: 5    
მამაო, რომელი ჩვენთვის გელმის, ნუუკუე დავბრკოლ\დეთ.

Line of ed.: 6       
ნუ იყოფინ უარის-ყოფა ქრისტესი, რამეთუ უმჯობეს არს
Line of ed.: 7    
სიკვდილი, ვითარცა სთქვა ქრისტემან: რომელმან წარიწყმიდოს
Line of ed.: 8    
სული ამა სოფელსა ჩემთვის და სახარებისთვის, მან აცხოვ\ნო!

Line of ed.: 9       
კვალად, შვილო, მუნ სცხოვრებდა ღირსი მამა წინამძღვარი
Line of ed.: 10    
მესამე თევდოსი დოდორქელი წმინდა და მადლითა განშუენებუ\ლი.
Line of ed.: 11    
ესენი წინამძღვარინი იყვნენ, ოდეს უღმრთოთა აგარიანთა
Line of ed.: 12    
აწამნეს წმინდანი ღირსნი მამანი მრავალმთისანი, სადაცა მონაზონ\ნი,
Line of ed.: 13    
ვითარცა ფუტკარნი სიტკბოებასა შეიკრებდენ.

Line of ed.: 14       
სადაცა წმინდა ეპისკოპოსი იოანე მანგლელი აღიზარდა მო\ნაზონებითი
Line of ed.: 15    
წესითა და მრავალი წელი დაჰყო ქვაბსა შინა ბერთ\უბნისასა,
Line of ed.: 16    
რომელ სენაკი მისი აწცა იხილვების, ცრემლითა მისითა
Line of ed.: 17    
მორწყული, რამეთუ სასწაულნი მისნი წერილ არიან წიგნსა შინა
Line of ed.: 18    
"ჯვარშემოსილ" წოდებულსა. რომლისა მოღვაწე გვამი განუხრწ\ნელად
Line of ed.: 19    
არს მდებარე ტფილისის სიონის სობოროსა შინა, რამეთუ
Line of ed.: 20    
პირველად მდებარეებდა უდაბნოსა გარესჯისასა, და მუნით აღმო\იღეს
Line of ed.: 21    
წმინდა გვამი მისი ყოვლად მრთელი მირონმწრთოლვარე მე\ფის
Line of ed.: 22    
თეიმურაზის ბრძანებითა, რათა სცვიდეს სამეფოს ქალაქსა.

Line of ed.: 23       
წარვედ, შვილო, სადა სამგზის სანატრელი ილარიონ ქართვე\ლი
Line of ed.: 24    
იმყოფებოდა, სენაკი მისი იხილვების ზემორე ხევსა შინა, პი\რის-პირ
Line of ed.: 25    
ცრემლის წყლისა, სადაც მამისა ძმა თვისი ცალთვალი
Line of ed.: 26    
განკურნა და განუტევა სახიდ თვისა.

Line of ed.: 27       
კვალად, შვილო, მიგითხრა სხვაცა საკვირველი: რომელი ოდეს\ცა
Line of ed.: 28    
ღირსი მამა დავით სანატრელი წარვიდა იერუსალიმს თაყვანის\ცემად
Line of ed.: 29    
საფლავისა ქრისტეს ღვთისა ჩვენისა და მოიქცა მუნით მად\ლისა
Line of ed.: 30    
წარმომღებელი და მოიკითხნა ძმანი და მიმართ გარე მო\ნასტერთა
Line of ed.: 31    
და ნაპრალებთა კლდეთასა, სადაცა მარტოებით ცხოვ\რებდენ
Line of ed.: 32    
მონაზონნი. მიმავალმან ბერთუბნად იხილა ბერი ვინმე და
Line of ed.: 33    
მოიკითხეს ურთიერთარს და ამბორს-უყო ბერმა და რქვა მას და\ვით:
Line of ed.: 34    
"ვითარ სცხოვრებ ძმაო?" ხოლო ბერმან სულთა-ითქვნა და
Line of ed.: 35    
რქვა: "მამაო, წყალი ესე ორივე თვალი მწარე არს და ნიახური
Page of ed.: 129  Line of ed.: 1    
მიდგა გარემოს წყაროსა ამას და სასმელი წყალი მწარე და ნიახუ\რი
Line of ed.: 2    
პურად მაქვს და იგიცა მწარე, რამეთუ ამით ვრწყავ და ესრეთ
Line of ed.: 3    
სიმწარით არს ცხოვრება ჩემი". მაშინ ულოცა ღირსმა მამა დავით
Line of ed.: 4    
და დუტკბო წყალი ერთი თვალი ხოლო მეორე დაუტევა მწა\რედვე.

Line of ed.: 5       
იხილა რა ბერმან საკვირველი ესე, განიხარა ფრიად და ადი\დებდა
Line of ed.: 6    
ღმერთსა, რომელმან მისცა სასწაული საკვირველი, ხოლო
Line of ed.: 7    
ბერსა მას აქვნდა სენაკი მცირე, ერთი საწოლი გამოკაფული კლდე\სა
Line of ed.: 8    
შინა და თავსა ქვეშე სართავად ედვა მისგანვე გამოკვეთილი
Line of ed.: 9    
ლოდი და ეგდა კაკლისა ხენი და ნუში და ლეღვი მისგან დანერ\გულნი
Line of ed.: 10    
და წყარონი ვიდრე აქამომდე იხილვებიან, ერთი მწარე და
Line of ed.: 11    
მეორე ტკბილი და გარემოს ნიახური. დღესაც მიმავალნი იხილვენ
Line of ed.: 12    
წამოფარებულსა კლდესა ქვეშე".

Line of ed.: 13       
მოისმინა რა მოძღვრება სულიერისა მამისა კაცმან ღვთისამან,
Line of ed.: 14    
მყის განუნათლდა გონება და ვითარცა ძილისაგან განიფრთხო და
Line of ed.: 15    
ეტყოდა მოძღვარსა თვისსა: "მამაო სულიერო, ვინა უწყოდი ეგო\დენი
Line of ed.: 16    
საკვირველნი ადგილნი და სასწაულითა აღსავსე წმინდათა
Line of ed.: 17    
კაცთა საყოფელნი". მიუგო მამამან სულიერმან: "შვილო ჩემო, მე
Line of ed.: 18    
ყოვლად ცოდვილი და უღირსი მას სანატრელსა და გულის-სათქ\მელსა
Line of ed.: 19    
ადგილთა აღვიზარდე - იოანე ნათლისმცემლის უდაბნოსა
Line of ed.: 20    
შინა და უწყი ესეცა, მიგითხრა, შვილო, რომელ მეფეთაგან პატივ\ცემული
Line of ed.: 21    
ადგილი არს, ვითარცა ღვთისაგანცა მადლითა და სასწა\ულითა
Line of ed.: 22    
აღსავსე არს ადგილი იგი მრავალმთისანი.

Line of ed.: 23       
მეფე კახთა ალექსანდრე მოვიდაო ხილვად სამხოლოესა
Line of ed.: 24    
ღირსისა მამისა დავით სანატრელისასა, რამეთუ აქვნდა სასოება
Line of ed.: 25    
ფრიადი. და ვითარცა იხილა ყოველნი მონასტერნი და მცხოვრებნი
Line of ed.: 26    
მამანი მოღვაწებით, სთნდა წესნი და საყოფელნი სულთა სატრ\ფონი,
Line of ed.: 27    
დაუტევა მეფობა ქვეყნიური დიმიტრის, ძესა თვისსა, და
Line of ed.: 28    
თვით შეიმოსა სახე მონაზონებისა და უწოდეს სახელი ათანასის,
Line of ed.: 29    
რომელმანცა მრავალი ღვაწლი დადვა, რამეთუ აღაშენნა კოშკნი
Line of ed.: 30    
და ზღუდენი მის მონასტრისანი, რომელიცა ვიდრე აქამომდე
Line of ed.: 31    
უწოდებენ ალექსანდრე მეფის კოშკად და აქვნდა სენაკად თვისად.
Line of ed.: 32    
შეამკო მხატვრობით და ხრახნილებით ოქროცურვებულით. მასვე
Line of ed.: 33    
მეფისა აღუშენებია სამარტვილო წმინდათა ღირსთა მოწამეთა და
Line of ed.: 34    
მას თანა მოსრულნი მხედარნი იქმნენ მონაზონ. აღივსო მთანი და
Line of ed.: 35    
ნაპრალნი მრავალმთისანი, ვითარცა იხილეს მეფე არღარა მიიქცა
Page of ed.: 130  Line of ed.: 1    
ქალაქად თვისსა, არცა სპანი მისნი, მიმხედველნი მეფისანი, გამოკ\ვეთნეს
Line of ed.: 2    
სენაკნი მრავალნი და ეკლესიანი სავანეთა მათდა და საფ\ლავი
Line of ed.: 3    
მის მეფისა და სხვათა მეფეთა და კათოლიკოსთა, მთავართა
Line of ed.: 4    
და ეპისკოპოსთა იოანე ღვთისმეტყველის ეკკლესიასა შინა არს.

Line of ed.: 5       
ამა სანატრელთა ადგილთა ორნი იდენღა მონასტერნი დაშთა,
Line of ed.: 6    
რომელთა შინა მონაზონნი სცხოვრებენ. სულთა სატრფოსა მას მო\ნასტერთა
Line of ed.: 7    
არიან მრავალნი ეკლესიანი და სენაკნი, აღსავსენი ნა\წილთაგან
Line of ed.: 8    
წმინდათა ღირსთა მოწამეთა".

Line of ed.: 9       
პირველსავე მას სიტყვასა ჩვენსა მივიქცეთ. აღსდგა მსმენელი
Line of ed.: 10    
ამათი სანატრელი ქრისტესია, ვითარცა ფრთაშესხმული სიტყვათა\გან
Line of ed.: 11    
სულიერთა, აღფრინდა გონება მისი და დაუტევა მოძღვარი
Line of ed.: 12    
თვისი და სახლი თვისი. არღარა მიმხედველმან არავისდა წარმოე\მართა
Line of ed.: 13    
იდუმალ ღამით მიტაცებული სიყვარულითა ქრისტე ღვთი\სათა
Line of ed.: 14    
და ღამე, ვითარცა დღე, ვიდოდა. მიიწია სატრფოსა მას
Line of ed.: 15    
თვისსა უდაბნოსა იოანნე ნათლისმცემელისასა გარესჯად, სადაც
Line of ed.: 16    
სცხოვრობდნენ ძველნი მამანი, სიყრმიდგან აღზრდილნი მოღვაწე\ბით.
Line of ed.: 17    
მივიდა რა მათ თანა, შეიწყნარეს სიყვარულით, ვითარცა აქვთ
Line of ed.: 18    
ჩვეულება მონაზონთა, რომელთათვის სტიროდის მამა ქრისტესია
Line of ed.: 19    
და ინატრიდა მათ დროს სიკვდილსა, რამეთუ წურთილებითა მონაზო\ნებრივითა
Line of ed.: 20    
იყვნეს აღზრდილ, რომელთაცა უცხო, ვითარცა შვილი
Line of ed.: 21    
შემიწყნარესო და იგინი გარდაიცვალნესო და მე აქა უღირსად, ვი\თარცა
Line of ed.: 22    
ბრმა მიმოვეკვეთებიო. ჵი ჩემდა, მამებო, რომელთა არღარა
Line of ed.: 23    
გხედამთო. ესრეთსა და მრავალსა გოდებდა გულმტკივნეული. ხო\ლო
Line of ed.: 24    
დაჰყო ნეტარმან ამა უდაბნოსა შინა მრავალი წელი მორჩი\ლებასა
Line of ed.: 25    
შინა ფრიადსა, ვითარცა არს ჩვეულება ძმათა შორის მის
Line of ed.: 26    
უდაბნოსათა. ზიდვიდა ტვირთითა ფიჩხსა და წყალსა, რამეთუ და\რეკიან
Line of ed.: 27    
ზარი და წარვლენედ ძმანი ყოველნი, ვიდრე წინამძღვარი\ცა,
Line of ed.: 28    
და მოკაფენ მრავალსა და აღვიდიან და მოაქვსთყე ამას და სხვა\სა
Line of ed.: 29    
ყოველსავე მორჩილებით და გულსმოდგინედ შვრებოდა. რამე\თუ
Line of ed.: 30    
წიგნისა კითხვა ყოვლად არა უწყოდა, გარნა პირი მისი არა\ოდეს
Line of ed.: 31    
არა იტყოდა ამაოსა, არამედ ვითარცა მდინარე ედემით სდი\ოდა
Line of ed.: 32    
თაფლ-მწთოლვარენი საღმრთონი სიტყვანი, ვითარცა სული
Line of ed.: 33    
ერისა საუნჯისაგან აღსავსე.

Line of ed.: 34       
იყო სანატრელი მამა ქრისტესია მოხუცებული, ოდეს შემო\სეს
Line of ed.: 35    
სახე ოდენ მონაზონებისა. ხოლო ცხოვრება მისი ესევითარი
Line of ed.: 36    
იყო. აქვნდა ჩვეულება, ვითარმედ: უდაბნოიდგან იყო შვიდი ვერ\სი,
Line of ed.: 37    
სადაცა ედგა ჭური ანუ ქოცო, აღსავსე წყლითა, რამეთუ ზიდ\ვიდა
Line of ed.: 38    
ტვირთითა ორითა სპილენძითა კოკითა. აღიკიდებდა დიდსა
Line of ed.: 39    
შინა სიცხესა და ერთსა კოკასა წყალსა ზედა დაისხამდა და
Page of ed.: 131  Line of ed.: 1    
სრულებით დაილტობდა სამოსლითურთ, მაშინღა წარიღის და
Line of ed.: 2    
აღავსის ქოცო იგი. ხოლო ამას ქოცოსა ზედა იყო მცირე ქოხი და
Line of ed.: 3    
მას ქოხსა ზედან დაკიდებული მცირე ჩარექა, რათამცა მით მიე\ღოთ
Line of ed.: 4    
წყალი იგი. რამეთუ შორით სჩნდა ჩარექა იგი, ხოლო მოგ\ზაურნი
Line of ed.: 5    
მომავალნი ანუ მიმავალნი ქალაქით ანუ სოფლით დღისა
Line of ed.: 6    
ერთისა სავალსა ვერასადა ჰპოვებდენ წყალსა, ვიდრე არა მოვი\დოდენ
Line of ed.: 7    
ქოცოსა მას ქრისტესია ბერისას და მაშინღა მაშვრალნი სი\ცხოთა
Line of ed.: 8    
და სიშორითა ღონე მოკლებულნი მიიწეოდენ და მიიღებ\დენ
Line of ed.: 9    
წყალსა დიდითარე სასოებითა და მადლობითა ღვთისათა და
Line of ed.: 10    
მონისა მისისა ქრისტესია ბერისათა.

Line of ed.: 11       
აქვნდა მას თანა მცირეცა ბოსტანი მწვანვილთა მუნვე ქოცოს
Line of ed.: 12    
თანა, რომელსაცა იხმევდენ მგზავრნი, ვითარცა ზეციურსა მანა\ნასა
Line of ed.: 13    
და წყალსა, ვითარცა დამტკბარსა მოსეს მიერ მერარასა, მას
Line of ed.: 14    
უდაბურსა ადგილსა. ესრეთ განაგრილებდა სიცხითა შემწვარსა
Line of ed.: 15    
სხეულსა კაცთა მაშვრალთა, რამეთუ ყოველსა დღესა ზაფხული\სასა
Line of ed.: 16    
ესრეთ საკვირველსა მოღვაწებასა შინა იყვის ღირსი მამა
Line of ed.: 17    
ქრისტესია. რაით-მე ვთქვათ, ძმანო, ნუუკვე მცირე არსა შრომა
Line of ed.: 18    
ესე, ანუ არა? დაღათუ წიგნი არა უწყოდა, არამედ აღასრულა
Line of ed.: 19    
სიტყვა სახარებისა, რომელსა გვამცნებს იესო ძე ღვთისა, ვითარ\მედ:
Line of ed.: 20    
რომელმან ასვას წყალიო ერთი გრილი სახელითა ჩემითა,
Line of ed.: 21    
სასყიდელი არა წარუწყმდესო. აჰა, ვითარ მტკიცედ აღასრულა
Line of ed.: 22    
მცნება, რაიცა ესმინა. ნუთუ ესე აღასრულა და სხვანი მცნებანი
Line of ed.: 23    
დაიდუმა და არ აღასრულა?

Line of ed.: 24       
კაცსა მას ღვთისასა აქვნდა ჩვეულება, ვითარმედ რასაცა ვინ
Line of ed.: 25    
მისცემდა, ყოველსავე სხვათა განუყოფდა. რამეთუ წარვიდეს სოფ\ლად
Line of ed.: 26    
რაოდენმეგზის და მი-რა იწივის სოფელსა, რომელსა რქვიან
Line of ed.: 27    
ხაშმი, და მოითხოვის ლობიო, ანუ ხორბალი, თაფლი და ძაფი,
Line of ed.: 28    
ვისაცა რაჲ აქენდის, ყოველნივე სიხარულით მისციან, რამეთუ უწ\ყოდენ,
Line of ed.: 29    
რომელ კეთილი მოღვაწე იყო და მადლითა გაბრწყინვე\ბული
Line of ed.: 30    
და არავინ განუტევებდა ცალიერსა. არცა თვით განეშორე\ბოდა,
Line of ed.: 31    
ვიდრე არა მიეღო ქველის-საქმე მათგან, რამეთუ იტყოდა
Line of ed.: 32    
ნეტარი: ნუუკუვე საცთური დაუგოო მოსვლითა ჩემეთა, მან არა
Line of ed.: 33    
მომცეს მოწყალებაო და ბოროტმან ეშმაკმან ცოდვათა დაუწესაო,
Line of ed.: 34    
ჩემის ძალით წარწყმდესო. და რომელნიმე განზრახვით ეტყოდენ
Line of ed.: 35    
მცნობნი მისნი: "არა მაქვს, მამაო, რამცა მოგცე". "ლობიო მამე,
Line of ed.: 36    
შვილო, უკვეთუ არა ხორბალი, ანუ თაფლი, ანუ ძაფი, ანუ კაკა\ლი".
Line of ed.: 37    
მიუგეს: "არა მაქვს არცა ერთი, რასაცა ითხოვ, ბერო". მაშინ
Page of ed.: 132  Line of ed.: 1    
დაჯდის და მიუგის: "შვილო, ცალიერი უკეთუ მიმაქციოთ, ეშმაკი
Line of ed.: 2    
განიხარებს მეტყველი, ანგელოსისა შენისა დამქენჯნელი, ვითარ\მედ:
Line of ed.: 3    
არა მისცა მოწყალება გლახაკსა მას ბერსაო და მით მე ვწუხ:
Line of ed.: 4    
ნუუკვე ჩემითა მოსვლითა შენ წარწყმდე და მე ცოდვილი საფრ\თხე
Line of ed.: 5    
შენდა ვიყო წარწყმედისა, ამისთვის არა წარვალ ცალიერი,
Line of ed.: 6    
ვიდრე მცირე რაჲმე არა მამცე და ბოროტი იგი ეშმაკი არცხვინოს
Line of ed.: 7    
ანგელსოსმან შენმან და მე არა მიზეზ წარწყმენსდისა გექმნე". ამას
Line of ed.: 8    
და ესევითართა სიტყვათა მრავალთა ეტყოდის ტირილთა და ძრწო\ლითა
Line of ed.: 9    
და მაშინ მისციან სიახარულით, ოდეს ისარგებლებდენ სიტ\ყვითა
Line of ed.: 10    
მისითა. ხოლო იგი ნეტარი რასაცა მოირეწდის, ყოველსავე,
Line of ed.: 11    
სადაცა იხილვის ქვრივი და ობოლი უღონო ცხოვრებით, მას მის\ცის
Line of ed.: 12    
დაფარვად. თვინერ თაფლისა და ხორბლისა ყოველსავე მის\ცემდა
Line of ed.: 13    
ობოლთა-ქვრივთა: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგი\ნი
Line of ed.: 14    
შეიწყალნენ".

Line of ed.: 15       
კვალად აქვნდა ჩვეულება სანატრელსა მას კაცსა ღვთისასა,
Line of ed.: 16    
რომელ უკეთუ ისმინის სიძულვილი რაჲმე, ანუ ძმათა შორის. ანუ
Line of ed.: 17    
მამისა და შვილისა შორის, ქმარსა და ცოლისა შორის, ისმინის რა,
Line of ed.: 18    
წარვიდის მათ თანა მონასტრით და მშვიდობასა ჰყოფდის. მი-რა-ი\წივის
Line of ed.: 19    
სახლსა მათსა, მოუწოდის ორთავესა და ეტყოდის მშვენიერ\თა
Line of ed.: 20    
და ლმობიერთა სიტყვათა, ვიდრე იტირიან სიტყვითა მისითა
Line of ed.: 21    
და შეინანიან. და მერე ეტყოდა: "შვილო, უკეთუ არა ისმენთ
Line of ed.: 22    
ჩემსა, რომელიცა თქვენის მიზეზით მოველ აქა, წარვალ მწუხარე\ბით
Line of ed.: 23    
სავსე და განიხარებს ეშმაკი იგი, რომელსა არა ნებავს მშვი\დობა
Line of ed.: 24    
კაცთა, და მოაწევს უაღრესსა განსაცდელსა თქვენ ზედა. და
Line of ed.: 25    
ვითარცა მოველ მშიერი, მშიერივე წარვალ თქვენგან". მაშინღა და\ეგებოდნენ
Line of ed.: 26    
ურთიერთარს და ჰყოფდნენ მშვიდობასა. განიხარის,
Line of ed.: 27    
ვითარმედ ბოროტი ეშმაკი განვსდევნეო, ღმერთმა დასწყევლოს.
Line of ed.: 28    
აღუთქმიდენ არღარა ყოფას. რაჲ მე ვსთქვათ, ძმანო, არს არსა
Line of ed.: 29    
მცნება უფლისა, რომელსა იტყვის: "ნეტარ იყვნენ მშვიდობის
Line of ed.: 30    
მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ".

Line of ed.: 31       
მერმე ესეცა ჰყვის, რომელ მისციან ხორბალი და თაფლი
Line of ed.: 32    
მცხოვრებთა სოფლისათა, რათა შემზადებდეს ყოველთა შაბათთა
Line of ed.: 33    
მიცვალებულთა მათთათვის კოლიოსა, ხოლო იგი წარიღეს მონას\ტრად
Line of ed.: 34    
და შეამზადის ყოველსა შაბათსა სამითა ჭურჭლით: ერთი ვინ\ცა
Line of ed.: 35    
მისცეს თაფლი და ხორბალი, მისთა მიცვალებულთათვის, მეო\რე
Line of ed.: 36    
მუნ მდებარეთა მამათა მიცვალებულთათვის, მესამე ყოველთა
Line of ed.: 37    
მართლმადიდებელთათვის ამას წლითი-წლად ყოველთა შაბათთა
Page of ed.: 133  Line of ed.: 1    
ყოფდა და უკეთუ აქვნდის ფული, მოსახსენებელი მისცის.

Line of ed.: 2       
ესრეთ მეურნეობდა, რომელ თვისთა მიცვალებულთათვის ვერა
Line of ed.: 3    
თავ-იდებდენ მრავალნი. იხილეთ საყვარელნო! ვითარ ღვთისა სიყ\ვარულსა
Line of ed.: 4    
თანა, მოყვასისა სიყვარულიცა შეაუღლა, ვითარცა იტყ\ვის
Line of ed.: 5    
უფალი: "შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი".

Line of ed.: 6       
წარვიდა მამა ქრისტესია დღესა ერთსა ჩვეულებისაებრ შემ\დეგ
Line of ed.: 7    
მწუხრის ლოცვისა სოფლად, რამეთუ სიცხისა გამო ღამე წარ\ვიდოდა,
Line of ed.: 8    
და ვითარ წარვიდა, იქმნა ღამე ბნელი ფრიად. მიიწია
Line of ed.: 9    
ადგილსა, რომელსა რქვიან მეძვიანი, და ვერღარა ეძლო სლვა სიბ\ნელისგან
Line of ed.: 10    
ღამისა. დასდგა და ილოცვიდა, ვითარცა აქვნდა ჩვე\ულება
Line of ed.: 11    
ლოცვად და ტირილად, და მეყვსეულად გამოუჩნდა მთე\ბარე
Line of ed.: 12    
რაჲმე, ვითარცა სანთლითა მავალი, განუნათლა გზა იგი შეც\თომილი,
Line of ed.: 13    
დადგა მთებარე იგი და ელოდა მას ბერსა წარსლვად. და
Line of ed.: 14    
იგი მძრწოლარე შიშისაგან არა თავს-იდებდა წარსვლასა, არამედ
Line of ed.: 15    
ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა არა მიეცეს განსაც\დელსა:
Line of ed.: 16    
გონებდა, ნუუკვე მხეცი რაჲმე არს და თვალთა ანათებსო.

Line of ed.: 17       
ვითარცა იხილა, რომელ არღარა იყო ღონე, გამოისახა ნიში ჯვა\რისა
Line of ed.: 18    
და წარემართა და იგიცა წარუძღვა წინა და სადაცა განისვე\ნებდის
Line of ed.: 19    
ბერი იგი, მთებარეცა დასდგის და ელინ მას. და ვითარ
Line of ed.: 20    
არა განეშორა, მაშინ მოეგო გონებასა და თქვა: "ნუუკვე ღმერთმა
Line of ed.: 21    
მომცა შემწედ უბადრუკსა ამას და მე განვარისხო". აღსდგა და
Line of ed.: 22    
მისდევდა. მას ღამესა ვლეს, ვიდრემდინ მიიწივნენ სოფელსა მას
Line of ed.: 23    
სართიჭალისასა და მაშინ განუტევა ბერი იგი და უჩინო იქმნა
Line of ed.: 24    
მთებარე იგი. ესე სასწაული დიდთა მოღვაწეთა არს, ძმანო, რამე\თუ
Line of ed.: 25    
ჰფარამდა ნეტარი ღირსებასა მისსა.

Line of ed.: 26       
ეშმაკთა, ვითარცა კანჯართა, სდევნიდა ქვისა ტყორცნითა თა\ნა.
Line of ed.: 27    
კახეთად მიმავალსა გამოუჩნდა გზასა ზედა სახითა დედაკაცი\სათა,
Line of ed.: 28    
სადაცა არაოდეს ყოფილა მუნ დედაკაცი, რამეთუ ხვრელი\დან
Line of ed.: 29    
ამოძვრაო და დგაო წინაშე ჩემსაო. მაშინ აღიღო ნეტარმან
Line of ed.: 30    
ქვანი და დევნიდა ტყორცებით. მლტოლვარე ჩახტა ხვრელსა გზი\სასა
Line of ed.: 31    
და იწყოლა სროლა ქვისა. მივიდა ხილვად, რა-ძი იქმნა დედა\კაცი,
Line of ed.: 32    
და ვერღარა ჰპოვა და არცა იყო ხრამსა შიგან განსაძრომი,
Line of ed.: 33    
რათამცა დაფარულიყო. მაშინ დაუტევა და კვალად ამოძვრა სხვა\სა
Line of ed.: 34    
ნაპრალსა გზისასა და კვალად სდევნიდა, ვიდრემდის დაუტევა
Line of ed.: 35    
ბოროტმან.

Line of ed.: 36       
ხოლო მონასტერსა შინა არა აქვნდა ძილი ღამით, რამეთუ
Line of ed.: 37    
იჯდის გინა თუ იდგის, აქვნდა ბრძოლა ეშმაკთადმი და ავედრებდა
Page of ed.: 134  Line of ed.: 1    
კაცთა მიმართსა ბრძოლასა და მერმეღა მოიქცეოდა მათგან და
Line of ed.: 2    
იწყის ლოცვად მშვენიერნი და ზარისასახდელნი სიტყვანი წარ\მოსთქვნის
Line of ed.: 3    
ტკბილად და ჩაურთვის თანავე გოდება და ტირილი
Line of ed.: 4    
მწარე და შესაძრწონებელი მსმენელთათვის და გარდამოუტევნის
Line of ed.: 5    
ნაკადნი ცრემლთა მჩქეფარე, ამხილის სინდისსა თვისსა განუკრ\ძავლელი
Line of ed.: 6    
ცხოვრება, ვითარმედ: "ნაყროვანი ხარ, ბერო, უძღები
Line of ed.: 7    
ხარ, ცოდვილი ხარ, დაღაცათუ ხორცს არა სჭამ, პურსა მაძღრივ
Line of ed.: 8    
სჭამო და ოდესცა ჰპოვებ, ღვინოსაცა სვამ, უბადრუკო ბერო. არა
Line of ed.: 9    
გეშინისა? დაგავიწყდა სიკვდილი და სულისა და ხორცისა განშო\რება?
Line of ed.: 10    
დღესა თუ ხვალე მოვალს წამყვანებელი შენი. მზა უყავ თა\ვი
Line of ed.: 11    
შენი". და იწყის ტირილი მწარედ, ვითარცა შვილმკვდარი დე\და,
Line of ed.: 12    
რომელ გასაკვირვებელი იყო სასოება მისი, რამეთუ იცის
Line of ed.: 13    
პირსა და თავსა მჯიღითა და ესრეთ განვლიდა დღეთა ცხოვრებისა
Line of ed.: 14    
მისისათა, მყვედრებელი და დამქენჯნელი თავისა თვისასა, ვიდ\რემდის
Line of ed.: 15    
დაშვრებოდა, მაშინღა მცირედ მიირულის ძილად.

Line of ed.: 16       
იწყიან რა რეკა ზართა ძმათა მის მონასტრისათა, ეკკლესიად
Line of ed.: 17    
ცისკრისა აღსდგის და შევიდეს, დადგის მიყრდნობილი კვერთხსა,
Line of ed.: 18    
სთვლემდა ძილისათვის და იტყოდა: ბოროტი ეშმაკი დაწყევლოს
Line of ed.: 19    
ღმერთმაო.

Line of ed.: 20       
ხოლო სენაკი მისი, ვითარცა უწყით ყოველთა მხილველთა,
Line of ed.: 21    
ფრიად იწრო იყო და ერთი ოდენ კაცი დაწვის. სიგრძე და სიგანე
Line of ed.: 22    
სულ მცირე, ვითარცა საფლავი, რომელსა შინა აქვნდა საწოლად
Line of ed.: 23    
ტახტი ერთისა ფიცრისა და საგებელად ტყავი ცხოვარისა, ერთი
Line of ed.: 24    
იგიცა ძველი, რომელი ვიდრე წელამდის კმა-ეყოფოდა, ოდეს დაწ\ვებოდა.
Line of ed.: 25    
და თავსა ქვეშე სასთაულად ედვა ქვე დიდი და მას ზედა
Line of ed.: 26    
ნაგლეჯი ტყავისა ეფარა, რათა არავინ იხილოს. და ზედა საბურვე\ლი
Line of ed.: 27    
მისი იყო, რაჲცა ტანზე ემოსა ტყავისაგან ცხოვრისა დაბებ\კული,
Line of ed.: 28    
უნდო. და ფერხთა ქალაბანი ოდენ, ვითარცა გიხილავთ-ყე,
Line of ed.: 29    
და თავსა მისსა კუნკული და ბარტყული, რაჲცა პირველ შემოსად
Line of ed.: 30    
მამათა იგი აქვნდა ნეტარსა მის მოღვაწესა. დაღაცათუ სწყალოდენ
Line of ed.: 31    
უცხონი და მისციან რაჲმე სამოსი, იგი გლახაკთა მისცენ და თა\ვისა
Line of ed.: 32    
თვისისათვის არარას ზრუნვიდა საწუთოსათვის და ამაოსა,
Line of ed.: 33    
არამედ ყოველსავე იუნჯებდა მერმისა მის საუკუნისათვის.

Line of ed.: 34       
ესეცა აქვნდა ჩვეულება, უკეთუ აქვნდის სენაკსა თვისსა პური
Line of ed.: 35    
ანუ ღვინო, ანუ თაფლი, მომავალთა მგზავრთა მიიყვანებდა სე\ნაკად
Line of ed.: 36    
თვისა და დაუგებდა, რაჲცა აქვნდა ღირსსა მას ბერსა.

Page of ed.: 135 
Line of ed.: 1       
აქვნდა ჩვეულება სანატრელსა მას და წრფელსა, ვითარცა
Line of ed.: 2    
კრავსა არა აწყენდა ხმათა, არცა სიტყვითა, არცა საქმითა და უკე\თუ
Line of ed.: 3    
ვინმე ეტყოდა განზრახ, ვითარმედ, მაწყინე შენ სიტყვითა, ამის\თვის
Line of ed.: 4    
გულძვირად ვარ შენ ზედა, წარვიდოდა რა ეკკელსიად ჟამსა
Line of ed.: 5    
ლოცვისასა და შემდგომ აღსრულებისა უწინარეს მათსა გამოვი\დოდის
Line of ed.: 6    
და დასდგის კარიბჭესა და ოდეს მოიწივის ძმა იგი, შე\უვრდის
Line of ed.: 7    
ფერხთა ქვეშე და ეტყვიან:"მომიტევე, მამაო, რაჲცა
Line of ed.: 8    
გცოდე მე ცოდვილმან". ვიდრე თანა წარყვის სენაკამდე და
Line of ed.: 9    
ითხოვდა მოტევებასა და ესრეთ მზა იყო ასპარესსა მას სასუფევე\ლად
Line of ed.: 10    
მიმყვანებელსა და სამოციქულო მოძღვრებასა, რომელსა იტყ\ვის
Line of ed.: 11    
პავლე: "მზე ნუ დავალნ განრისხებასა თქვენსა".

Line of ed.: 12       
ხოლო აღსასრული ესრეთ იყო, ძმანო, რამეთუ უძლურებასა
Line of ed.: 13    
შინა იყო მოხუცებული ფრიად, ვითარ ვგონებ, ოთხმეოცისა წლი\სა,
Line of ed.: 14    
უფროსი და არა ნაკლულევანი წლოვანობით. რამეთუ თმა და
Line of ed.: 15    
წვერი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, პირი მისი განათლებული მად\ლითა,
Line of ed.: 16    
რომელ არასადა მიხილავს ეგრეთ გაბრწყინვებული პირი
Line of ed.: 17    
კაცისა, ვითარცა მისი ნათელმკრთომარე, რომელსაცა მეწამებიან
Line of ed.: 18    
მცნობნი მისნი.

Line of ed.: 19       
აღესრულა სანატრელი იგი მასვე მოღვაწებით მყოფსა უდაბ\ნოსა
Line of ed.: 20    
იოანე ნათლისმცემელისასა, რამეთუ ღამესა მას, რომელსა
Line of ed.: 21    
ეგულვებოდა დატევება და განშორება საყოფელისა თვისისა და
Line of ed.: 22    
მისვლად ისწრაფდა სასურველისა თვისისა, მას ღამესა გამოვიდაო
Line of ed.: 23    
გარე სენაკისა თვისისა და ხმა უყო მამათა მის მონასტრისათა სამ\გზის,
Line of ed.: 24    
ვითარმედ: "თეოფილაკტე, თეოფილაკტე, თეოფილაკტე", და
Line of ed.: 25    
ვითარ არვინ ისმინა, მიიქცა სენაკსა თვისსა და დაიძინა ძილი
Line of ed.: 26    
მართალითა, და ესე ხმა ესმინათ მსახურთა და არა მისრულ იყვნეს
Line of ed.: 27    
მის თანა, ვიდრე არა განთენდა და მაშინ იხილეს აღსრულებული
Line of ed.: 28    
და დაფლეს მოღვაწე გვამი მისი მუნ წინაშე ეკკლესიისა, სადაცა
Line of ed.: 29    
მამანი მდებარე არიან, მუნ იგიცა.

Line of ed.: 30       
ჵი ქრისტეს მოყვარეო ძმაო მიხეილ! აჰა, სასოებითა და სიყვა\რულითა
Line of ed.: 31    
შენგან ძიებული ნაყოფი ქრისტესიასი ბერისა აწყმოსა
Line of ed.: 32    
ჟამსა შინა ყოფილი, ღირსებით შემკობილი, რომელიც იყო დაშ\თომილი
Line of ed.: 33    
ტალანტი ძველთა მამათა მეუდაბნოეთა, რომელიცა აღს\რულდა
Line of ed.: 34    
უწინარეს ცხრა წლისა, 1871 წელსა. ესე ყოველი, რაჲცა
Line of ed.: 35    
აღწერე, რომელიმე მიხილავს თვალითა და რომელიმე მისგან
Line of ed.: 36    
მსმენიეს: ოდეს იყვის უდაბნოსა ღირსის მამა დავითისას, ჩემ თა\ნა
Page of ed.: 136  Line of ed.: 1    
დაჰყვის ღამე და დღე და არარას დამიფარავდა მე უღირსსა, Line of ed.: 2    ცოდვილსა. ვითარცა უწყოდი ცხორება მისი, ესრეთ უნაკლუ\ლოთ
Line of ed.: 3    
აღვწერე. უწყის ღმერთმან და მამა ქრისტესიას განათლე\ბელმა
Line of ed.: 4    
სულმან, რომელ არარაჲ შემიმატებიეს, არამედ რომელიმე
Line of ed.: 5    
დამიდუმებიეს, რათა არა მოსაწყინელი იქმნეს წარმკითხველთათ\ვის
Line of ed.: 6    
ამის წიგნისა. მწერალი ამისი მთავრდიაკონ სპირიდონ გძელიე\ვი.
Line of ed.: 7    
1880 წელსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. V.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.