TITUS
Gregorius Nyssenus, De opificio hominis (Athos version)
Part No. 4
Previous part

Chapter: 4     
Line of ed.: 1   თავი Ⴃ, ვითარმედ ყოვლით-კერძო მოასწავებს
Line of ed.: 2  
მთავრობისა ჴელმწიფე\\ბასა Manuscript page: B212r  დაბადებაჲ კაცისაჲ


Line of ed.: 3        Manuscript page: E321r  რამეთუ ვითარცა-იგი ცხორებასა ამას შინა შემს\გავსებულად
Line of ed.: 4     
საჴმრისა გამოისახვის ჴელოვანთა მიერ ორღა\ნოჲ,
Line of ed.: 5     
ეგრეთვე-სახედ, ვითარცა ჭურჭელი რაჲმე, სამეუფოთა
Line of ed.: 6     
საქმეთა მომზავებელი, დაჰბადა ბუნებაჲ ჩუენი ხუროთმოძღუარ\მან
Line of ed.: 7     
მან ყოვლისამან წარმატებულებითა სულისაჲთა და აგე\ბულებითა
Line of ed.: 8     
Manuscript page: D132r  ჴორცთაითა, და რაჲთა ესევითარი იყოს
Line of ed.: 9     
აგებულებაჲ მისი, ვითარი შეჰგავს და შუენის მეფობასა, რამეთუ
Line of ed.: 10     
სულისა მეუფებასა და სიმაღლესა ცხად ჰყოფს და გამოაჩინებს
Line of ed.: 11     
თავისუფლებაჲ მისი და თჳთმფლობელობაჲ, და რამეთუ უცხო
Line of ed.: 12     
არს იგი მონებრივისა სახისა და სიმკოდვისაგან, და თჳსითა
Line of ed.: 13     
ნებითა და ჴელმწიფებითა განეგების, და ვის აქუს სხუასა ესევი\თარი
Line of ed.: 14     
ესე წესი თჳნიერ მეუფისა?

Line of ed.: 15        
და კუალად ამის თანა, ყოვლადძლიერისა მის ბუნებისა ხა\ტად
Line of ed.: 16     
დაბადებაჲ სხუაი არარაჲ არს, არამედ მეყსეულად მეუ\ფედ
Line of ed.: 17     
შემზადებაჲ ბუნებისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი კაცობრივისა
Line of ed.: 18     
ჩუეულებისაებრ, რომელნი ხატსა ჴელმწიფეთასა შეჰმზადებ\დენ,
Line of ed.: 19     
მსგავსებასა მასცა ხატისასა გამოსწერენ, და შემოსითა მით
Line of ed.: 20     
პორფირისაჲთა ხატსა მას სამეუფოსა განაშუენებენ, რომელი\იგი
Line of ed.: 21     
ცხად ჰყოფს პატივსა მეფეთასა. და ესრეთ ეწოდების ხატსა
Line of ed.: 22     
მასცა მეუფე. ეგრეთვე კაცობრივიცა ბუნებაჲ, ვინაჲთგან
Line of ed.: 23     
მთავრად სხუათა მათ შეიმზადებოდა, მსგავსებითა მით ყოველთა
Line of ed.: 24     
მეუფისაჲთა შემკული, ვითარცა სულიერი რაჲმე ხატი, ესრეთ
Line of ed.: 25     
აღემართა ზიარებად პირმშოჲსა მის ხატისა, სახელითაცა და
Line of ed.: 26     
პატივითა; Manuscript page: C375v  არა პორფირითა შემოსილი, Manuscript page: D132v  არცა
Line of ed.: 27     
სამეუფოჲთა კუერთხითა და გჳრგჳნითა მეფობისა პატივსა
Line of ed.: 28     
მქადაგებელი (რამეთუ არცა პირმშოჲ იგი ხატი არს ამათ შინა),
Line of ed.: 29     
არამედ ძოწეულისა წილ ემოსა მას სათნოებაჲ, რომელი-იგი
Page of ed.: 104   Line of ed.: 1     
უპატიოსნეს არს ყოველთავე სამკაულთა სამეუფოთა, და კუ\ერთხისა
Line of ed.: 2     
წილ ნეტარებითა მით უკუდავებისაჲთა განმტკიცნე\ბოდა,
Line of ed.: 3     
და ესრეთ, ყოვლით-კერძო სამეუფოჲთა მით პატივითა
Line of ed.: 4     
განშუენებული, Manuscript page: A112v  პირმშოიჲსა მის სიკეთისა გამოწულილ\ვით
Line of ed.: 5     
მსგავს იყო.



Next part



This text is part of the TITUS edition of Gregorius Nyssenus, De opificio hominis (Athos version).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 5.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.