Strophe: 673 | ||
Line: 17 Verse: a | ასრე სჭირს საქართველოსას | დიდებულთ, გინა მცირეთა, |
Line: 18 Verse: b | აზვავდებიან, იტყვიან: | "უჩემოთ ვინ იმღერეთა?" |
Line: 19 Verse: c | დაბალს კაცს არ ახსენებენ, | იტყვიან: "დამიჭირეთა." |
Line: 20 Verse: d და | კაცი სჯობს საქმე კეთილი | ანგაარ, მოგულძვირეთა. |
Strophe: 674 | ||
Line: 21 Verse: a | ზურაბ და შიოშის-შვილი | იყვნეს სიძე_ ცოლის ძმანი, |
Line: 22 Verse: b | გაეზარდა მოურავსა, | ყოფილიყვნეს ვით მამანი. |
Line: 23 Verse: c | აწ დაქიშპდეს უსაზომოდ, | შუა დასვეს მათ სამანი, |
Line: 24 Verse: d და | დაემტერნეს ერთმანერთსა, | აღარ მისცეს წამსა მანი. |
Strophe: 675 | ||
Line: 25 Verse: a | მოურავი უფროსობდა | მასზედა და ქართველთაზე, |
Line: 26 Verse: b | თუ ეტყოდა, დასხდებოდენ, | თვარ იდგნიან სულ ყველა ზე. |
Line: 27 Verse: c | ქვეშიკშიგაც უწვებოდეს | თავითაც და სხვა შუაზე. |
Line: 28 Verse: d და | ვინც შესცოდის, ყველამ უთხრის: | დაჰკარგეო, გალალა ზე. |
Strophe: 676 | ||
Line: 29 Verse: a | მე ზურაბსა მოურავმა | დამამოყვრა, გამიერთა, |
Line: 30 Verse: b | თქვა: "უბოძეთ ზურაბს ქალი, | გაიგონეთ სრულ ამერთა." |
Line: 31 Verse: c | მოიყვანა მუხლს მაკოცა | და გამყარა იმიერთა. |
Line: 32 Verse: d და | მაშინდელთა იმათს საქმეს | სულ ვერ დავსწერთ, ცუდათ ვსწერთა. |
Strophe: 677 | ||
Line: 33 Verse: a | რას უშველა, გარდიკიდნენ, | მე ზურაბსა მიმიყენა, |
Line: 34 Verse: b | სულ ქართველნი შემომძარცვა, | ერთიც აღარ მომიყენა; |
Line: 35 Verse: c | ზურაბს უთხრა: "შინ წაბძანდი, | ამ სიტყვასა ნუ მიწყენა." |
Line: 36 Verse: d და | პირველ იგი გაისტუმრა | და მეც უკან წამიყენა. |
Strophe: 678 | ||
Line: 1 Verse: a | მე ეს მითხრა: "ღმერთმან იცის, | ქართლი მოგეც, ჩემი თავიც, |
Line: 2 Verse: b | მაგრა რა ვჰქნა, არ განდომეს | ჩემი თავი, მით ვარ ავიც; |
Line: 3 Verse: c | მაგით თავსა ვერ მოვიკლავ, | ან გულს დანა როგორ დავიც? |
Line: 4 Verse: d და | თქვენც წაბძანდი ზურაბთანა, | იქიც მოვალ მითქვამს და ვიც." |
Strophe: 679 | ||
Line: 5 Verse: a | აღარ იყო გაცლის მეტი | ღონე, სხვა რა მომეღონა? |
Line: 6 Verse: b | გავეცალე ჯავრით სავსე, | მისმა საქმემ დამაღონა. |
Line: 7 Verse: c | მიველ დუშეთს ზურაბისას, | იმანც თავი მომაწონა, |
Line: 8 Verse: d და | მითხრა: "ნახავ, ხელმწიფეო, | მათ ყველაზე არ მოწონა?" |