Strophe: 680 | ||
Line: 14 Verse: a | აწ დაუწყო მეფეს თხოვნა | შვილს ქართლისა საბატონოდ, |
Line: 15 Verse: b | აჰყვა მეფეც, დაიყოლა, | ბრძანა, არ აქვს დასაღონოდ. |
Line: 16 Verse: c | ათაბაგსაც ჯარი სთხოვა | ქრთამით რასმე მოსაწონოდ. |
Line: 17 Verse: d და | ორთავ მოსცეს მას ლაშქარი | ჩემად სამტროდ არ საყოვნოდ. |
Strophe: 681 | ||
Line: 18 Verse: a | მოვიდა, დუშეთს მოგვიხდა | ქართველთ და სხვას ამ ჯარითა, |
Line: 19 Verse: b | საკვდავად გამოგვიმეტა | გულითა საომარითა. |
Line: 20 Verse: c | უთხარ ზურაბს და ჩემს კახთა: | "ერთს ომად თჴვენცა ჰკმარითა, |
Line: 21 Verse: d და | მე ჩემი ქრისტე შემწედ მყავს, | არ ვიბრძვი მე ომარითა." |
Strophe: 682 | ||
Line: 22 Verse: a | ზურაბ თქვა და ერთპირ კახთა: | "ვიცით, ღმერთი გყავს მფარველად, |
Line: 23 Verse: b | ყმას პატრონზედ გაემარჯოს, | არ გვასმია ესე ძველად! |
Line: 24 Verse: c | თქვენს წინ თავი სასიკვდილოდ | დაგვიც, იდვას მძორი ველად, |
Line: 25 Verse: d და | ღმერთმან ქნას და სამართალმა, | გაგემარჯოს ძოღანდელად." |
Strophe: 683 | ||
Line: 26 Verse: a | ედიშამ თქვა: "ღვთის მადლს, კახნო, | ეცადენით, მას ვინ მოხვდეთ, |
Line: 27 Verse: b | საქართველოს ის როგორ რევს, | სხვანი ეგრე როგორ წავხდეთ?! |
Line: 28 Verse: c | თუ ვინ მოხვდეთ მამაცურად, | კარგად გმართებს, რომ მას დახვდეთ, |
Line: 29 Verse: d და | თუ ცოცხალი გარდვიგრჩება, | კიდევ გაგვრჯის, უნდა ვახდეთ. |
Strophe: 684 | ||
Line: 30 Verse: a | თუმც არიან უმრავლესნი | ეგრე დგ[ი]ან ვითა ტევრი, |
Line: 31 Verse: b | ღვთის წინაშე სწორი არის | შავი ზღვა და ისერ ძევრი; |
Line: 32 Verse: c | ბევრს ხუვილსა მოერევის, | ჟამერთ გალეწს ერთი კევრი, |
Line: 33 Verse: d და | ერთმან სძლიოს ასეულსა, | ორმან მოსრას ბევრის-ბევრი." |
Strophe: 685 | ||
Line: 34 Verse: a | რა მოვიდენ, ბაზალეთსა | დაუკიდეს მათ ცეცხლები, |
Line: 35 Verse: b | ავი დარი დასცემოდა, | დახუთოდათ მათ ხელები. |
Line: 36 Verse: c | დავინახეთ, მსწრაფლ მივმართეთ | ჩვენ სახლებსა ნათბილები, |
Line: 37 Verse: d და | შეჭურვილთა მეომართა | ცხენი გვყვანდა ფიცხელები. |
Strophe: 686 | ||
Line: 1 Verse: a | მე მახლდენ ქართლით ესენი: | ზურაბ და ამილახორი, |
Line: 2 Verse: b | ხან წამივიდის იოთამ, | ხან დამრჩის მწვე ნამსახური, |
Line: 3 Verse: c | ზნე-კეთილი და საჭვრეტლად | სრულ კარგი, არ უსახური, |
Line: 4 Verse: d და | ხან ჯარით მახლდის, ხან ასრე, | თუ შერჩის ორი მსახური. |
Strophe: 687 | ||
Line: 5 Verse: a | მივედით, ორგნით შეიქნა | შეტევა, შემოტივილი, |
Line: 6 Verse: b | ხმის ბაიბური არ იყო, | ზახილი, არცა კივილი. |
Line: 7 Verse: c | დაუკოდელი ვეერ მოვრჩით, | იმ წამს არ იყო ტკივილი, |
Line: 8 Verse: d და | თუმც მაშინ ვერ შევიგნევით, | მერმე შეგვექნა ჩივილი. |
Strophe: 688 | ||
Line: 9 Verse: a | მოურავს რა დავენახე, | შეჰბრალოდა ჩემი კახნი: |
Line: 10 Verse: b | "ჩემი_ ეთქვა_ უღირსი ძმა, | ამოსწყვიტნა მწიფით მკვახნი." |
Line: 11 Verse: c | ღვთით ამათვე მუზარადნი | დაუმსხვრიეს, ვითა კვახნი, |
Line: 12 Verse: d და | დახოცნეს და ხელთ დაიპყრეს, | ის წავიდა ცუდ-მომკვახნი. |
Strophe: 689 | ||
Line: 13 Verse: a | გოგორისშვილს დაუთბეგსა | მისი კურტაკი ჩააცო, |
Line: 14 Verse: b | თვისსავ ლურჯსა ცხენსა შესვა, | უთხრა: "აბა, კაი კაცო, |
Line: 15 Verse: c | ზოგი შუბით ჩამოაგდე, | ზოდს ზუჩზედა ლახტი სტკაცო; |
Line: 16 Verse: d და | ვინ მოგიხდეს, კარგად დახვდი, | ვითა გმართებს შენ მამაცო." |
Strophe: 690 | ||
Line: 17 Verse: a | პირველზედვე შემეყარა | ეს დაუთბეგ, შუბ ხელთ-მქონსა, |
Line: 18 Verse: b | შუბი ვჰკარით ერთმანერთსა, | მაგრამ ვერც ერთს დაგვიმონსა, |
Line: 19 Verse: c | მერმე საამ კობიას ძე | მოგანებით შუბს მოსწონსა, |
Line: 20 Verse: d და | მოვიდა და გვერდს შემოსცა | მას, მორევის ჩემსა მგონსა. |
Strophe: 691 | ||
Line: 21 Verse: a | ვეღარც იმან ჩამოაგდო | და ცოტადრე გარდახარა, |
Line: 22 Verse: b | მას კვლა ზურაბ შეუზახა: | "მოურაო, თქვი თუ ხარა?" |
Line: 23 Verse: c | _ შიშველს ბარკალს ხმალი დაჰკრა_ | ეგრე მაგრად რად სდგახარა?" |
Line: 24 Verse: d და | სრულ მოჰკვეთა, გარდააგდო, | იცოცხლაღა მან, გლახ, არა. |
Strophe: 692 | ||
Line: 25 Verse: a | მერმე შემხვდა აბაშიძე, | იგ ღონენა ქვიშხეთელი, |
Line: 26 Verse: b | თავი ფარში ჩამოეყო, | მოეხარა ვითა თელი, |
Line: 27 Verse: c | ფარის კუბოს შუბი მიკრა, | მაგრა ვერ მყო მიწის მთელი, |
Line: 28 Verse: d და | სამკლავეცა გამიტეხა | და დამკოდა მე ნათელი. |
Strophe: 693 | ||
Line: 29 Verse: a | ედიშას თქმული გათავდა, | ეპოვნა მოურავია, |
Line: 30 Verse: b | გულსრულად თურმე მოვიდა, | მან აღასრულა დავია, |
Line: 31 Verse: c | უმუზარადოთ ომს შესვლა | კარგთა კაცთაგან ავია,_ |
Line: 32 Verse: d და | ამანც შუბი ჰკრა, მაგრამე | მან კი გაუპო თავია. |
Strophe: 694 | ||
Line: 33 Verse: a | რა ედიშა ჩამოაგდო, | ადგა, უნდა მოეწვა და, |
Line: 34 Verse: b | მან დაასწრო, თავსა დაჰკრა, | ხმალი ძლივღა მოეწვადა, |
Line: 35 Verse: c | შუა პირი მოეხვედრა, | არ თუ მჯიღი მოეწვადა; |
Line: 36 Verse: d და | ეს მოკლა და გარდიხვეწა, | გლახ, გრძლად წყლული არ ეწვა და. |
Strophe: 695 | ||
Line: 37 Verse: a | ერთს ომს უფრო გასაჭირსა | მართ აღარსად დავხდომივარ, |
Line: 38 Verse: b | ჩემს ჯარშიგა დაუკოდი | ზვირად მორჩა, და არც მე ვარ. |
Page: 81 Line: 1 Verse: c | გამემარჯვა ღვთის ძალითა, | არ მოვჰკვეხდი, სულ ომში ვარ, |
Line: 2 Verse: d და | ყმანი მყვანდეს ნაომარნი, | ვით ამირანს მისი სავარ. |
Strophe: 696 | ||
Line: 3 Verse: a | მამილოცეს იმერელნი, | ქართველები, მერმე მესხით, |
Line: 4 Verse: b | შეუზახე: "დიდებულნი, | რას საქმეზედ თავს დამესხით? |
Line: 5 Verse: c | თქვენგან იყო რა საქნელი, | ჩემზედ იმას თქვენ მოესხით?" |
Line: 6 Verse: d და | ვბრძანე: "მანდა ნუღარ გიდგან, | ასრე აქეთ წამოასხით!" |
Strophe: 697 | ||
Line: 7 Verse: a | ხოსუა მაჭავარიანს, | მიყურე, რა მოვაწიო, |
Line: 8 Verse: b | ყურებს დავსჭრი შიგ ძირშიგან, | ნუ ეჭვ ახლოს დავიწვიო, |
Line: 9 Verse: c | შემეხვეწა: "სულ ნუ დამჭრი, | ცოტა იქით მიიწიო," |
Line: 10 Verse: d და | როდეს დასჭრეს, შემომზახა: | "არ მეგონე გულპილწიო." |
Strophe: 698 | ||
Line: 11 Verse: a | მოურავი ვეღარ დადგა, | ახლა ხონთქარს მიაშურა, |
Line: 12 Verse: b | ვერ კარგად ქნა ორგულობა, | ვერ ომი და ვერა შურა; |
Line: 13 Verse: c | ზვანთქარმან სცა მწვედ პატივი | და წყალობა არ უშურა, |
Line: 14 Verse: d და | ერთს თავს-ვეზირს გარდაისად | მას წინ დგომით სხვად უშურა. |
Strophe: 699 | ||
Line: 15 Verse: a | ქაიხოსრო და იესე, | კვლა სხვა ბევრი ქართველები |
Line: 16 Verse: b | თან გარდაჰყვნენ სააკაძეს, | თავადები ძირ-ძველები; |
Line: 17 Verse: c | იქაც ბევრი სახელი ქნა, | მაგრამ თავს გარდავევლები, |
Line: 18 Verse: d და | იქ დახოცეს ქიშპობითა, | ვეზირმა ქნა ეს ნავნები. |