TITUS
Archil, Archiliani
Part No. 158
Previous part

Chapter: 16-42  
Line: 19  აქა ზურაბ ბატონს წაუვიდა და სვიმონს მოუვიდა, ქართლი დააჭერინა, მერმე
Line: 20 
მოკლა და თავი კახეთს ბატონს გაუგზავნა, და ისევ მეფეს თეიმურაზს დააჭერინა
Line: 21 
ქართლი სრულიად.






Strophe: 700  
Line: 22  Verse: a        რა წავლეთ ხანი, ზურაბთან   დამიწყეს ჩხუბს ჩამოგდება,
Line: 23  Verse: b        რად ვერ მოუხდა, ეს მიკვირს,   ცრუს კაცს თავისა აგდება?
Line: 24  Verse: c        სიძე იყო და შვილად მჩნდა,   მახსოვს ვალისა დადება,
Line: 25  Verse: d     და   ადრე ამყოლი სიტყვისა   მე ღარ მეიმედება.






Strophe: 701  
Line: 26  Verse: a        გავეცალე, კახეთს ჩაველ,   ის სვიმონ-ხანს მიუვიდა,
Line: 27  Verse: b        ფიცითა და თავდებითა   ქალაქს ციხით გამოვიდა,
Line: 28  Verse: c        წამოუძღვნა ძემო-ქართლზე,   თან მოჰყვა და წამოვიდა.
Line: 29  Verse: d     და   თუ მე ზურაბ მიორგულა,   რად ვერა სცნა თავს მოსჭრიდა?






Strophe: 702  
Line: 30  Verse: a        ცოტას ხანს სვიმონ ქართლითა   ზურაბს ხელთ ჰქონდა ამარად,
Line: 31  Verse: b        ესეც მოსწყინდა, ასრე თქვა:   "აწ ეს მაქვს მე საომარად."
Line: 32  Verse: c        მამას უხმობდა სვიმონ-ხან   და ფიცი არ იწამა რად?
Line: 33  Verse: d     და   მოკლა მან ჩემად უგრძნობლად,   მიწა ძლივ მისცა სამარად.






Strophe: 703  
Line: 34  Verse: a        თავი უფადარს მამწივა   ყაენთან წასვლის მნდომელსა:
Line: 35  Verse: b        "ვით გაგიშვებდი ხელითა,   ვირ გხედავ სულთა-მდგომელსა,
Line: 36  Verse: c        ყაენთან წასვლას ესე სჯობს,   ქართლითგან შემომწყრომელსა,
Line: 37  Verse: d     და   ბოლო არ გაუთავდების   ბატონის სისხლში მჯდომელსა!"


Page: 82  




Strophe: 704  
Line: 1  Verse: a        აღარ წაველ ყაენთანა,   ისრევ ქართლსავ მოუბრუნდი,
Line: 2  Verse: b        აწ სრულ ერთპირ დავიჭირე   სომხითიან, არ დავჭმუნდაი;
Line: 3  Verse: c        ხან სიმაღლეს, ხან სიმდაბლეს   მიმცა ვინ მე, ასრე უნდი,
Line: 4  Verse: d     და   ორსავ კარგად ვიტვირთევდი,   არცერთ არას შეუღონდი.






Strophe: 705  
Line: 5  Verse: a        ამ დროს ვთქვი "ლეილ-მაჯნუნი,"   "ზილიხან-იოსებისა,"
Line: 6  Verse: b        ქება, შვენება, სიტურფე,   მიჯნურთა ცეცხლებრ დებისა,
Line: 7  Verse: c        გაჭრა მინდორად, ხელობა,   გულთა ლახვრულად სობისა.
Line: 8  Verse: d     და   ტკბილად რამ აღმოვმეტყველე   ლექსები სხივ-შუქებისა.






Strophe: 706  
Line: 9  Verse: a        გამოვარჩინე ნათქვამი   მე ჩემის მუსიკობისა,
Line: 10  Verse: b        არ დაშვრა ენამეტყველი   ტკბილად მათზედა მკობისა,
Line: 11  Verse: c        განმარტვითა ვთქვი ქართულად,   თქმული სპარსთ არაკობისა,
Line: 12  Verse: d     და   არ დამორჩილდა მეძავსა   იოსებ იაკობისა.






Strophe: 707  
Line: 13  Verse: a        აღარა მყვა მტერი მოღმა,   მეომარი შემომბმოდა,
Line: 14  Verse: b        დამმორჩილდა ყოვლი ურჩი,   ყელსაბელი ვითა ბმოდა.
Line: 15  Verse: c        ყოვლგან ისმა ეს ამბავი   და შეიქმნა საამბოდა,
Line: 16  Verse: d     და   შვება იყო სამუდამო   ლხინ-სობათი შეიმკოდა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.