TITUS
Archil, Archiliani
Part No. 159
Previous part

Chapter: 16-43  
Line: 17  აქა ბატონმა თეიმურაზ ლეკის-წახეთის მიხდომა მოინდომა სარუბაშს, და ცხენი
Line: 18 
წაექცა, თვითან ვეღარ წავიდა და ზურაბ უთავა ქართველთა და კახთა, და
Line: 19 
მიუხდენ






Strophe: 708  
Line: 20  Verse: a        გამიწყრა ოდეს ყაენი,   მას მოჰყვა წახეთს ვინ ზისა,
Line: 21  Verse: b        ალიბეგ სახელდებული,   პატრონი სარუბაშისა;
Line: 22  Verse: c        მისი მომინდა პასუხი,   ჩვენება ჩემის რაზმისა,
Line: 23  Verse: d     და   მალ შევანანე სიკვდილით   მოყოლა შააბაზისა.






Strophe: 709  
Line: 24  Verse: a        ალონში ცხენი წამექცა,   თავს მტვერი გარდავიყარე,
Line: 25  Verse: b        ძალიან დამცა მიწასა,   მაჯები ამოვიყარე;
Line: 26  Verse: c        ვეღარ შევიძლე ლაშქრობა,   ვერ წაველ, ვერ ავიყარე,
Line: 27  Verse: d     და   ზურაბ, კახნი და ქართველნი   მათად სამტეროდ წავყარე.






Strophe: 710  
Line: 28  Verse: a        ევლოთ, მისლოდეს სარუბაშს,   მას შეუტყობრად მყოფარსა,
Line: 29  Verse: b        ასრე შეპარვით მიუვლენ   ძაღლებსა მათსა მყეფარსა.
Line: 30  Verse: c        ვეღარ გაუსწრეს, წახეთსა   გარ ჯებირს შემოიფარსა,
Line: 31  Verse: d     და   ქვეითად შეუხდებიან,   აგლეჯენ ხმალსა და ფარსა.






Strophe: 711  
Line: 32  Verse: a        ზურაბ ცხენით გარდაუხდა,   შეუზახა სრულ ლაშქართა:
Line: 33  Verse: b        "გარდმოხედით ყველა ცხენით,   ვინ ბრძანებით აქა ხართა!
Line: 34  Verse: c        ვითღა მიხვალთ მეფესთანა,   თავს ვერ ნახავთ განახართა?
Line: 35  Verse: d     და   ვსძლევთ ომითა, ვერ დაგვიდგმენ   ხმალ-მოწვდილთა, დანა ფართა."






Strophe: 712  
Line: 36  Verse: a        ამ სარდლობით მალ აეღოთ   ჯებირი და სხვა სიმაგრე,
Line: 37  Verse: b        თავი მოსჭრეს ალიბეგსა,   შეუზახეს: "იდევ აგრე,
Line: 38  Verse: c        ვით გმართებდა შექნილიყავ   შააბაზის შენ მოსაგრე?
Line: 39  Verse: d     და   სარუბაშმა ვერ დაგვიდგა,   წა, ზახური გაამაგრე!"


Page: 83  




Strophe: 713  
Line: 1  Verse: a        მოვიდეს, თავი მომართვეს   და საშოვრის ფანჯიაკი,
Line: 2  Verse: b        ექმნათ ბევრი საშოვარი,   დაეცალათ ცხვართა ბაკი,
Line: 3  Verse: c        მომილოცეს, მიულოცე,   ღქვეს: "გათავდა თქმული აკი."
Line: 4  Verse: d     და   აწ შეიქნა ნადიმობა,   არ თუ ცუდი რამ ტაკ-ტაკი.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.