Strophe: 714 | ||
Line: 6 Verse: a | ენის ძალი შენ გითქვამს და | ცოტა მეც რამ მოგახსენო, |
Line: 7 Verse: b | ტკბილი ასპიტს მოამდოვრებს, | მწარე ძირში გარდახსენო. |
Line: 8 Verse: c | თუ კარგგვარად გაგასინჯო, | მგონივ ავად არ მახსენო, |
Line: 9 Verse: d და | ავმა ენამ საქმე მიყო, | ავი, ღვთის მადლს, ჩამომხსენო! |
Strophe: 715 | ||
Line: 10 Verse: a | ენას აქვს გესლი ბოროტი | უმწარე ასპიტისაგან, |
Line: 11 Verse: b | თვით დამიცდია აგრევე, | ვითა მასმია სხვისაგან. |
Line: 12 Verse: c | წინასწარმეტყველთ ასე თქვეს | და მტკიცედ თვის და თვისაგან. |
Line: 13 Verse: d და | მათი მესმინა, მიჯობდა, | ეწვართა ავს ავისაგან. |
Strophe: 716 | ||
Line: 14 Verse: a | ენა მლიქნელი გონებას | მყუდროსა, მშვიდად დებულსა, |
Line: 15 Verse: b | გულსა განმსჭვალავს და ღვიძლსა | გააპობს, სიბრძნით ქებულსა; |
Line: 16 Verse: c | ანაზდათ აღსძრავს რისხვასა, | შეიქს ცეცხლ-მოკიდებულსა, |
Line: 17 Verse: d და | აღდუღებს ნაღველს ცეცხლთაებრ, | ცნობაზედ ზედ მიწებულსა. |
Strophe: 717 | ||
Line: 18 Verse: a | ყურსა ლახვრულად ეცემა, | უმაგრეს გვრდემლ ნაკრავისა, |
Line: 19 Verse: b | თვალსა აამღვრევს წმინდასა, | ხედვიდეს ავს არ ავისა, |
Line: 20 Verse: c | თმათ აშლის, ხელ-ფეხთ ფრჩხილებსა | გასწვავს ცეცხლ-განაკრავისა, |
Line: 21 Verse: d და | შფოთს ააყოლებს ვინც ისმენს, | უმშვიდეს იყოს კრავისა. |
Strophe: 718 | ||
Line: 22 Verse: a | თუ ვინ ჩავარდეს წყალსა და | აღმოხდეს დაუსველებლად? |
Line: 23 Verse: b | წიაღში მკვრელი ცეცხლისა | ვით დარჩეს დაუმწველებლად? |
Line: 24 Verse: c | ან ბადეს ვინღა განერეს, | აცლიდეს გამოსადებლად? |
Line: 25 Verse: d და | ვინ ისმენს მლიქნელს ენასა, | აე უნდა ცუდად სადებლად. |
Strophe: 719 | ||
Line: 26 Verse: a | ვისცა არ უნდა აყოლა | სიტყვა ავისა, ცუდისა, |
Line: 27 Verse: b | ვით ნაკვერცხალი კალთასა | დაგეცეს, შეშა უდისა, |
Line: 28 Verse: c | ანაზდად თუ არ გარდაგდებ, | ნატისუს ალი უდისა. |
Line: 29 Verse: d და | აგრევე ენას თუ უსმენ, | დაგრჩება, დაიბუდისა. |
Strophe: 720 | ||
Line: 30 Verse: a | რადგან ეს ვიცი, რად აცჰყევ | ენას ავისა მბობელსა, |
Line: 31 Verse: b | ლბილისა გამსალებელსა, | ფოლადის დამადნობელსა, |
Line: 32 Verse: c | უცებთა შეუტყობარსა, | ბრძენთაცა ძლივ საცნობელსა, |
Line: 33 Verse: d და | ყელშიგან წამჭირებელსა, | საბელსა დამარჩობელსა? |
Strophe: 721 | ||
Line: 34 Verse: a | რას მიშველა, ვინანი და | ღმერთს ვიაჯი მოტევებას, |
Line: 35 Verse: b | მაგრამ ძნელად გაეძლების | ყმის პატრონზედ აზვავება. |
Line: 36 Verse: c | ორივ ერთად შემეყარა, | ამად ვერ ვიქ ჯავრთა ვსებას |
Line: 37 Verse: d და | ავი ენა, იგ ამაყი, | ასრე შემიქს მე დავსებას. |
Strophe: 722 | ||
Line: 1 Verse: a | სჯობდა, თუ ორივ დამეთმო | ღვთის წინ და ამ სოფლისადა, |
Line: 2 Verse: b | ვირე ცოცხალ ვარ, ვინანი, | სამუდმოდ ცრემლი მდისა და... |
Line: 3 Verse: c | რად მოვჰკალ, ვით შემოვიკალ, | შვილის უმჯობე, ძმისა და, |
Line: 4 Verse: d და | ნამსახური და კვლავ სიძე, | სიკეთე აქვს მოდგმისადა?! |
Strophe: 723 | ||
Line: 5 Verse: a | ღვთისა მეშინის, კაცთაგან | მრცხვენის ამისსა მყოფელსა, |
Line: 6 Verse: b | გული გაშმაგდეს და ხელნი | შემხმეს მის ლახვრის მყოფელსა! |
Line: 7 Verse: c | სახელმწიფონი ოხრად მიჩნს, | რას ვაქნევ მე საყოფელსა? |
Line: 8 Verse: d და | იმ სოფელს ნუმც მეკითხება, | გარდამხდეს ამავ სოფელსა! |
Strophe: 724 | ||
Line: 9 Verse: a | ამისგან უგრძედ ამის თქმა | ავია, ამად გაუშო. |
Line: 10 Verse: b | გვერდს მიჯდა, ვბრძანე სიკვდილი, | სისხლი მან ჩემს წინ გაუშო, |
Line: 11 Verse: c | დედამ მისთანა თავადსა | შვილი ვეღარ ვისღა უშო. |
Line: 12 Verse: d და | რადგან ის მოვჰკალ ამაყი, | არმმართებს სხვაღა აუშო. |