TITUS
Archil, Archiliani
Part No. 164
Previous part

Chapter: 16-48  
Line: 9  აქა სააკაძე როსტომხან სპასალარი გამოგზავნა შასეფიმ ყაენმა და როსტომ
Line: 10 
ბატონის სვიმონის ძმის დავითის შვილი, გამოატანა ქართლს გასაბატონებლად
Line: 11 
და კახეთს სალიმხან






Strophe: 732  
Line: 12  Verse: a        აქ სააკაძე როსტომხან   ერანზე ასპასალარა,
Line: 13  Verse: b        კვლა დაუთხანის შვილს მისცა,   მას როსტომ ეთქვა სალარა,
Line: 14  Verse: c        ქართლი მისცა და სხვაც ბევრი   საჭურჭლე, მას ასალარა.
Line: 15  Verse: d     და   მოვიდენ, თუმცა გამაგდეს,   მოისვენებდა მალ არა.






Strophe: 733  
Line: 16  Verse: a        რა მოვიდენ, ბარათიანთ   ფიცი სტეხეს, მიუვიდენ.
Line: 17  Verse: b        რა დათუნა ერისთავი   მისის ძმებით შეთაბუნდენ,
Line: 18  Verse: c        ხმალი ვეღარ გაუმართე,   ყმათ რა მიყვეს საქმე ესდენ!
Line: 19  Verse: d     და   მეც წაველ და ჩემნი ყმანი   იმერეთსვე გარდმოვიდენ.






Strophe: 734  
Line: 20  Verse: a        ქართლი როსტომ დაიჭირა   და კახეთსა დასდვეს სალიმ,
Line: 21  Verse: b        ჩემი ქრისტე ადრე მამრევს,   გამიმაგროს ის ვერ ალიმ.
Line: 22  Verse: c        რა მიუხე, მოარჩინა   ცხენმა მისმა მუხლად მალიმ.
Line: 23  Verse: d     და   ისრევ ფეხზედ დამაყენის   გაბედვამ და ჩემა ძალიმ.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.