Strophe: 735 | ||
Line: 26 Verse: a | როსტომ მოკლა დათუნა და | თავი ყაენს გაუგზავნა, |
Line: 27 Verse: b | რა შეუხდა საერისთოს, | სხვათ ძმათ აღარ დაეზავნა. |
Line: 28 Verse: c | ზაალ, მისმა უმცროსმა ძმამ, | გამოქცევით გამოგზავნა, |
Line: 29 Verse: d და | რომელიც რამ თან რამ ახლსა, | ისიც დარჩა, დიდად ავნა. |
Strophe: 736 | ||
Line: 30 Verse: a | გამოგზავნა ჩემთან კაცი | ფიცითა და თავდებითა: |
Line: 31 Verse: b | "ვირ ვცოცხალვართ, მუნამდისი | ჩვენ ამ პირზედ დავდგებითა, |
Line: 32 Verse: c | არ გიტყუოთ არას საქმით, | არას მიზეზ დადებითა, |
Line: 33 Verse: d და | არ სიტყვით და არა ტრელით, | არ იქი-აქ მოდებითა." |
Strophe: 737 | ||
Line: 34 Verse: a | შემიჯერეს ფიცითა და, | წაველ მთისკენ ანანურსა, |
Line: 35 Verse: b | დვალეთზე გარდავიარე, | რა გზა მექნა სადაურსა. |
Line: 36 Verse: c | მამეგებნეს მხიარულად, | აღარ გვანდეს დანამდურსა, |
Line: 37 Verse: d და | მერმე წვრილად მიამბობდეს | მუნ ამბავსა იქიურსა. |
Strophe: 738 | ||
Line: 1 Verse: a | სალიმისა თქვეს მოსაბრუნს | დგომა, სახლისა აგება, |
Line: 2 Verse: b | კვლავე როსტომის ტფილისსა | სამუდმოდ სუფრის დაგება: |
Line: 3 Verse: c | "გვმართებს როსტომის მტერობა, | სალიმის მალ გარდაგება." |
Line: 4 Verse: d და | "მაგრა სალიმის გაგდება"_ | ზოგთა თქვეს_ სჯობდეს ეგება." |
Strophe: 739 | ||
Line: 5 Verse: a | თქვეს, თუ: "როსტომ ციხესა ზის, | სალიმ არის კახეთშია." |
Line: 6 Verse: b | ესე მესმა გაჯავრებულს, | ლომს ნადირზედ მომემშია. |
Line: 7 Verse: c | გარდუხე და გავისტუმრე | ფეხშიშველა, უმაშია, |
Line: 8 Verse: d და | ჩემთა ყმათა წინ მიმასწრეს, | პაღური ჰკრეს დუმაშია. |
Strophe: 740 | ||
Line: 9 Verse: a | კახეთი იყო უკაცო | კვერნაქიანად გაღმართი. |
Line: 10 Verse: b | ასე მოგეპყრნენ თათრები, | ვით ისრაელთა წარმართი. |
Line: 11 Verse: c | ანანურს ვიდეგ სამს წელსა, | ვიარე აღმართ-დაღმართი. |
Line: 12 Verse: d და | მრავალი მტერი ამიტყდა, | მართალი, არ უკუღმართი. |