TITUS
Archil, Archiliani
Part No. 166
Previous part

Chapter: 16-50  
Line: 13  აქა ოხიაყორჩის დავით ასლანიშვილისა და გარსევან ჭავჭავაძის, გულბათის
Line: 14 
შვილის, ანანურით სათოფეთ წასვლა და ლეკების დახდომა






Strophe: 741  
Line: 15  Verse: a        ანანურიდამ წავიდენ   გარსევან და მამუკაი,
Line: 16  Verse: b        თუმც მამუკა უმჯობეა,   მაგრამ არის ისიც კაი,
Line: 17  Verse: c        თვითანც კარგნი მეთოფენი   და იმათი სააკაი,
Line: 18  Verse: d     და   აქათ მივლენ თვით ესენი,   მთიულს დახვდა ბაკაკაი.






Strophe: 742  
Line: 19  Verse: a        რა მოვიდნენ სანადიროს,   ორნივ წავლენ ერთსა მხარეს,
Line: 20  Verse: b        ლეკნი თურე მზირად უსხდეს,   ორმოცია არემარეს;
Line: 21  Verse: c        ბუსუნი ქნეს, ჩაცაუსხდენ,   არ თუ შორით მოუარეს,
Line: 22  Verse: d     და   მათ ერთი ლეკი ხეზედ ჰყავს,   ახლოაო, არ თუ შორეს.






Strophe: 743  
Line: 23  Verse: a        ლეკი ნახეს ხეზედ მყოფი,მისმა   ნახვამ გააცინა,
Line: 24  Verse: b        ერთმანერთსა დაჰპატიჟეს   სროლა მისი, სისხლთა მდინა.
Line: 25  Verse: c        ჰგავს გარსევანს უსროლია,   მგონი, კიდეც დაეცდინა:
Line: 26  Verse: d     და   რად ვერ მიხვდენ სხვათაც ყოფნას,   კარგნი კაცნი რამ აცდინა?






Strophe: 744  
Line: 27  Verse: a        რა თოფის ხმა გაიგონეს,   მზირთ ფარული გააცხადეს,
Line: 28  Verse: b        ორნი დარჩეს მოდაბლებით,   ლეკნი ზეით წამოადგეს;
Line: 29  Verse: c        გამორიდეს, უკან მოჰყვნეს,   ვინც დაეცა ვეღარ ადგეს.
Line: 30  Verse: d     და   აწ უყურეთ მამუკასა,   ჭკუა როგორ გამოადგეს!






Strophe: 745  
Line: 31  Verse: a        გარსევანს თოფსა დაცლილსა   ფეხი წაუბრკმა, დაეცა,
Line: 32  Verse: b        ერთი უძახის მეორეს:   "კა მაგას, დანა დაეცა."
Line: 33  Verse: c        მამუკა თოფსა აიღებს,   არ ესვრის, ჭკუა მოეცა.
Line: 34  Verse: d     და   გიუნა თოფსა აიღებს,   არ ესვრის, ჭკუა მოეცა.






Strophe: 746  
Line: 35  Verse: a        მამუკასაც თუ ესროლა,   მოეკლამცა მას ერთიცა,
Line: 36  Verse: b        მასც მოჰკლავდენ უსაცილოდ,   ჩაივლიდა იმათიცა,
Line: 37  Verse: c        კაცმან უნდა იმ დღეს ჭკუა   მოიხმაროს და ღმერთიცა.
Line: 38  Verse: d     და   მოსულიყო სადგომს, ეთქვა   დიდი რამე მას ფიციცა.


Page: 87  




Strophe: 747  
Line: 1  Verse: a        მამუკა ერთათ სიფიცხით   და მერმე ჭკვითაც მოურჩა,
Line: 2  Verse: b        ესე სასირცხოდ დაიდვა,   რისთვის გარსევან დაურჩა.
Line: 3  Verse: c        თქვა: "მივსდევ დაღისტანამდი,   იმას ვეღარვინ დაურჩა,
Line: 4  Verse: d     და   სად მიიყვანენ, მივჰყვები,   მე თეიმურაზ დამირჩა."






Strophe: 748  
Line: 5  Verse: a        გავიდა გაღმა სოფლებში,   დავლო ფშაველი ართანა.
Line: 6  Verse: b        ვინც პოვა, არვინ დააგდო,მან   არ იახლა ართანა,
Line: 7  Verse: c        უკან გაუდგა გარსევანს,   ამხანაგს ნაომართანა.
Line: 8  Verse: d     და   იმ ტოლი კაცი იმ დროსა   მე აღარ მყვანდა მისთანა.






Strophe: 749  
Line: 9  Verse: a        ლაგოდახად წაეწივნენ,   გარსევან ჰყვათ ხელშეკტული,
Line: 10  Verse: b        ნახა წინამ ამხანაგმა   აუფეთქდა მწოვედ გული.
Line: 11  Verse: c        მამუკამ თქვა: "არ შესძახოთ,   დაიღევით ასე სული,
Line: 12  Verse: d     და   თორემ იმას იქავ მოჰკლვენ,   მეც დავრჩები დაკარგული."






Strophe: 750  
Line: 13  Verse: a        შეეპარნენ ტყის ბედითა,   რა მოვიდენ, შეუზახა.
Line: 14  Verse: b        თვითან მივა ყველას წინა,   სხვა არავინ წაუძახა.
Line: 15  Verse: c        ხლმით დახოცა მან ლეკები,   აღარც სულთქვნა, აღარც ახა.
Line: 16  Verse: d     და   გარსევანც ლეკი შეიპყრა,   რა ესენი დაინახა.






Strophe: 751  
Line: 17  Verse: a        ზოგთა თქვეს, თუ: ესე საქმე   მამუკამა ვერ ქნა კარგა,
Line: 18  Verse: b        განა თუ არ მოსწეოდა,   მას უკან რადღა ევარგა.
Line: 19  Verse: c        შენ რას იტყვი, მე კი მამწონს,ჩემწინ   იმან კარგა დარგა.
Line: 20  Verse: d     და   კაი საქმე წახდებოდა,   თუ ლეკთ აქ არ დაებარგა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.