TITUS
Archil, Archiliani
Part No. 167
Previous part

Chapter: 16-51  
Line: 21  აქა მეფის თეიმურაზისაგან კახეთში ჩასვლა და შენობის დაგდება






Strophe: 752  
Line: 22  Verse: a        რამდენჯერ ლეკთა შევები,   არ მახსოვს მე სათვალავი,
Line: 23  Verse: b        ან რაზმით, ან წინ დახდომით,   ან მდევრად დასაღალავი;
Line: 24  Verse: c        ვერ წაგვივიდის ჯარი და,   ვერცა იქი-აქ მალავი.
Line: 25  Verse: d     და   უფროსი ერთხან უჩემოდ   ყმანი მყვეს მათი მძალავი.






Strophe: 753  
Line: 26  Verse: a        ხისიყის ნაცვალს ჯიმშიტას,   ხისიყელთ არ მოურავსა,
Line: 27  Verse: b        ორჯელ ლეკთ რაზმის ომზედა   უყურე სისხლში მცურავსა!
Line: 28  Verse: c        დიაღ სსარდლობდა ჯიმშიტა,   ომის ოფლს მოიწურავსა,
Line: 29  Verse: d     და   ორჯელვე გამარჯვებოდა   მას სიხრდლის არ მიმწურავსა.






Strophe: 754  
Line: 30  Verse: a        კახეთს ჩავედით ბატონყმით   მემკვიდრე, არ თუ ახლები.
Line: 31  Verse: b        რასაც ვით გავწვდით, დავსახლდით,   დავიდგით ყოვლგან სახლები:
Line: 32  Verse: c        არაგვისა და ქსანისა   ერისთვებთანა ნახლები
Line: 33  Verse: d     და   იყვნეს კახნი და, ისინი   ერთმანერთს მოყვარ-მძახლები.






Strophe: 755  
Line: 34  Verse: a        ერთგნით ყაენის ლაშქარი   მებრძოდა არ ხანდახანა,
Line: 35  Verse: b        დაუმადლებდა ჩემს წყენას,   ასე სულთნები დახანდა,
Line: 36  Verse: c        მეორედ როსტომ, ქართველი,   ვინ კარგი, ან ვინ და ხანდა,
Line: 37  Verse: d     და   მესამედ ლეკი მტერობდა,   სამუდმოდ ვინც გაშამხანდა.


Page: 88  




Strophe: 756  
Line: 1  Verse: a        მაგრამ ვერათ შემაწუხეს,   ჩემგან იმათ ეშინოდეს,
Line: 2  Verse: b        ვლაშქრობდი და ვნადირობდი,   ლხინს ვნახავდი მე შინ ოდეს.
Line: 3  Verse: c        "მოვიდაო თეიმურაზ"_   როსტომს კაცი მიურბოდეს,
Line: 4  Verse: d     და   ხან გორს იჯდის, ხან ქალაქსა,   ციხეებში მწვე ლხინობდეს.






Strophe: 757  
Line: 5  Verse: a        ქართველთა ჩემი ერჩია,   მაგრა ყაენი მას ება,
Line: 6  Verse: b        არეზს აქეთი ლაშქარი   ხან ნაცვლით ექეშიკება,
Line: 7  Verse: c        ციხეში იჯდა, ფრთხილობდა,   გაძნელდა მისი გაძება.
Line: 8  Verse: d     და   რა საქმე დაგვიანდება,   სხვაც რამე დაეწმასნება.






Strophe: 758  
Line: 9  Verse: a        ხანდახან დავზავდებოდი,   ყაენს შევსძღვნიდი ფეშქაშსა,
Line: 10  Verse: b        გამოგზავნიდა ხალათსა,   მის შესაფერსა ზარქაშსა.
Line: 11  Verse: c        კვლავ რუსეთიდამც მოვიდის,   ფლურით ავსებდნენ ბარქაშსა.
Line: 12  Verse: d     და   როსტომ მეფესაც გავრიგდი,   უხარის ჩემსა დამაშსა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.