TITUS
Archil, Archiliani
Part No. 168
Previous part

Chapter: 16-52  
Line: 13  აქა დიდოეთის მოსაქცევლად წასვლა მეფის თეიმურაზისაგან






Strophe: 759  
Line: 14  Verse: a        დიდოთ ვსჭვრეტდი ყოვლთ წარმართზედ   უღვთოთა, უუსჯულესსა.
Line: 15  Verse: b        ღვთისგან შორს და მის უცნობლად   კვლავ ეშმაკთა მემსხვერპლესა;
Line: 16  Verse: c        არ უსმენდენ ებისკოპოზთ,   რაც რომ მათთვის დაეწესა.
Line: 17  Verse: d     და   ვთქვი, აწ წავალ, ძალს უჩვენებ   სულელთა და ჭკვამოკლესა.






Strophe: 760  
Line: 18  Verse: a        ამად წაველ მათ წარმართზედ,   მინდოდა რომ მამექცია,
Line: 19  Verse: b        მერმე, თუ არ დაეჯერათ,   ციხეები მამექცია,
Line: 20  Verse: c        ვამე, მათგან კარგთა ყმათა   სისხლი კლდეთა მამექცია.
Line: 21  Verse: d     და   მათ ასეთი საქმე მიყვეს,   დასარჩობლად მამე ქცია.






Strophe: 761  
Line: 22  Verse: a        მიველ, ჩაუდეგ, ავიღეთ   ზოგ-ზოგის კოშკებიანად,
Line: 23  Verse: b        უთხარ: "არ მოხვალ რჯულზედან,   ყათლანს არ გიზამ გვიანად."
Line: 24  Verse: c        მათ დაბალი თქვეს ერთხანად,   ვთქვი აწ არიან ჭკვიანად.
Line: 25  Verse: d     და   მერე მომიკლეს მამუკა,   სარგებელი ვქენ ზიანად.






Strophe: 762  
Line: 26  Verse: a        მამუკა მოკლეს თოფითა,   ისროდეს შხამიანებსა
Line: 27  Verse: b        ისარსა მათებრ უკუღმა,   უცდურად დასანანებსა.
Line: 28  Verse: c        რუსთველი მირჩევს წამოსვლას,   მე ვეტყვი მას უარებსა,
Line: 29  Verse: d     და   მან მითხრა: "მეფევ, ესე სჯობს   ამისგან უუარებსა."






Strophe: 763  
Line: 30  Verse: a        არ დაუჯერე, ავად ვქენ,   მიჯობდა გაბრუნებანი.
Line: 31  Verse: b        მათ იხმეს ლეკი საშველად,   მალ მოვლენ, ექნათ რებანი.
Line: 32  Verse: c        შეიქნა ომი სასტიკი,   კარგთა ვინ შეძლოს ქებანი?
Line: 33  Verse: d     და   საგროვით გამოგვაქცივნეს,   ხრდალს დაუკარგეს ცნებანი.






Strophe: 764  
Line: 34  Verse: a        ალავერდელი, რუსთველი,   მოკლეს ჩემს წინა და ახლო,
Line: 35  Verse: b        პაპუა აშრაპიშვილი,   კაი ყმა, მუდამ საახლო,
Line: 36  Verse: c        სულხან ბაზიერთ-ხუცესი,   ჟამ წარვლილ ვინღა აახლო?
Line: 37  Verse: d     და   მასთან ნათანელ მდივანი,   მისთვის ვინ შეგკრას ნაახლო.


Page: 89  




Strophe: 765  
Line: 1  Verse: a        რევაზ დაჭრეს სახლთხუცესი,   მე ცხენი ქვეშ გამომიკლეს,
Line: 2  Verse: b        კვლავ თამაზა ჯაზდანისძე,   მათ იმატეს, ჩვენთა იკლეს.
Line: 3  Verse: c        მე ცხენს შემსვა გიორგიმა   უკეთესსა, არ მუხლ-მოკლეს.
Line: 4  Verse: d     და   რადგან ბევრი მტერი მყვანდა,   რას ვებრძოდი ჭკუათ მოკლეს?






Strophe: 766  
Line: 5  Verse: a        ებისკოპოზთ, დარბაზის ერთ   ამოწყვეტილი შინ მოველ.
Line: 6  Verse: b        ისინი ღმერთსა ვერ სცნობენ,   ვით გაუმატჯვა სამოველ?
Line: 7  Verse: c        დიაღ დავსუსტდი მას აქეთ,   ცოცხალი რადღა წამოველ?
Line: 8  Verse: d     და   სხვაც ბევრი მოჰკლეს მსახური,   მგონივ ერთს ერქვა იოველ.






Strophe: 767  
Line: 9  Verse: a        მამუკა ბოქაულთხუცეს,   ლაღობით ეთქვა "იშიო,"
Line: 10  Verse: b        იმ ძაღლთა ვით შეურჩიეს,   ღაწვს მცირეს, კანჭსა წვრილშიო.
Line: 11  Verse: c        რევაზს ლოყას ჰკრეს ისარი   და თამაზასა წვივშიო.
Line: 12  Verse: d     და   აგრე ისპანი ყოფილან,   რად არა ჰქონდათ შიშიო?





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.