TITUS
Archil, Archiliani
Part No. 169
Previous part

Chapter: 16-53  
Line: 13  აქა ამილახორი და ზაალ არაგვის-ერისთავი მეფეს თეიმურაზს ახლდენ. და კათალიკოზი
Line: 14 
დიასამიძე ევდემოზ, გოცაშვილი გიორგი და ნოდარ ციცისშვილი შიგნით
Line: 15 
გაუორგულდენ როსტომ მეფესა და, სანამდის ბატონი თეიმურაზ მოასწობდა, ნოდარ
Line: 16 
უკუუდგა როსტომ მეფესა, მიასწრო ნოდარზედ როსტომ მეფემა და გაემარჯვა






Strophe: 768  
Line: 17  Verse: a        ამილახორი იოთამ   და ზაალ მაშინც მე მახლდენ,
Line: 18  Verse: b        კათალიკოზი ევდემოზ   და გოჩაშვილი გაახლდენ,
Line: 19  Verse: c        კვლავ ციცისშვილი ნოდარ და   სხვა ქართველები ვთქვა რამდენ?_
Line: 20  Verse: d     და   მიმიხმეს, ლაშქრით რა წაველ,   ჩემად მისვლამდის გაცუდდენ.






Strophe: 769  
Line: 21  Verse: a        ნოდარ ფიცეთს შეიყარა,   ჩხეიძენიც მასთან იყვნენ,
Line: 22  Verse: b        როსტომს უთხრეს: "ესე ასრე   ნოდარზედ მალ წაიყვანენ,
Line: 23  Verse: c        ნუ შევჰყრითო, მივაშუროთ,   თორემ ბოლოს შეინანენ,
Line: 24  Verse: d     და   ვინ მუხრანსა ჰპატრონობდი,   ცუდ-მადები მოიხმარნენ."






Strophe: 770  
Line: 25  Verse: a        მივიდენ ფიცეთს ნოდარზედ   უვიცად, შეუტყობარად.
Line: 26  Verse: b        მას ყარაული არ ჰყვანდა,   ნეტაა ზვართა საბარად?
Line: 27  Verse: c        ჩხეიძეებმა რა ნახეს   ესენი მართ საშუბარად,
Line: 28  Verse: d     და   მოვიდენ, მოიქნივესცა,   ზოგთა ჰკრეს მწვე გასამწარად.






Strophe: 771  
Line: 29  Verse: a        მეც მუხრანს მიველ, მიმასწრო   და გაემარჯვა ნოდარზედ,
Line: 30  Verse: b        ბეჟია დარჩა იორამს,მოურავის-შვილს,   იმ ომზედ;
Line: 31  Verse: c        ოტია თვითან ოტიას   რატიშვილს უჯდა გავაზედ;
Line: 32  Verse: d     და   საციციანო კაცები   ცხენს სხედან მათს კვიციანზედ.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.