Strophe: 772 | ||
Line: 34 Verse: a | ამ საქმემ გამითამამა | როსტომ, წამოდგა საომრად |
Line: 35 Verse: b | ქართველთა მეფე ქართველით, | ჰყვანდა ხანებიც თან ლაშქრად. |
Line: 36 Verse: c | მე ბაზარს ვიყავ გაზაფხულ | სანადიროსა, მათ შორად. |
Line: 37 Verse: d და | მითხრეს: "მოვაო ლაშქარი," | არ დავიჯერე ნეჭორად. |
Strophe: 773 | ||
Line: 38 Verse: a | ქალაქიდამ გამოვიდა, | მოვიდაო მედასტურე. |
Line: 39 Verse: b | მალ დავაგდე სანადირო | კარგები და სხვა სატურე, |
Page: 90 Line: 1 Verse: c | შვილი ზეით გამოვგზავნე, | მუზარადი არ დავხურე, |
Line: 2 Verse: d და | ლაშქრისათვის შესაყრელად | ვერ მამასწრეს მათ, უყურე! |
Strophe: 774 | ||
Line: 3 Verse: a | მამაშურეს მათ ხისიყსა, | ეგონათ თუ მამისწრობდენ, |
Line: 4 Verse: b | მაგრამ კიდევ მე მიუსწარ | ცოტას კაცით, ასიოდენ. |
Line: 5 Verse: c | რა მე მიველ, იგინიცა | კელმეშურში რაზმს აწყობდენ. |
Line: 6 Verse: d და | სულ ხისიყელთ ვერ მამისწრეს, | რაზომ კაცი კაცზედ რბოდენ. |
Strophe: 775 | ||
Line: 7 Verse: a | მოვიდენ რაზმ-დაწყობილნი | ჭოტორის გზითა მაღაროს, |
Line: 8 Verse: b | სრულ ერთს გზაზედა მოაწვეს, | ჯარი სხვას გზაზედ არ აროს. |
Line: 9 Verse: c | სცემდეს ქოსსა და ზურნასა, | ჰგონებდეს მათ სანაღაროს, |
Line: 10 Verse: d და | გაბრუნდებიან იმგვარად, | ამ გზაზედ მოვლენ აღაროს. |
Strophe: 776 | ||
Line: 11 Verse: a | შეიქნა სროლა ორგნითვე | უმცროთგან უფრო ფიცხადე, |
Line: 12 Verse: b | მოკლეს და დაჭრეს ჩვენგანთა, | სისხლი შენ გარდაიხადე; |
Line: 13 Verse: c | ყაფლანს ჰკრეს ზუჩის საცხვირეს, | ხმა გამოვიდა ჯახადე, |
Line: 14 Verse: d და | ჟჯაჭვმა დაუდგა სადგომსა, | მიჰყავს და მალე აჰხადე. |
Strophe: 777 | ||
Line: 15 Verse: a | ბოვნელსა ეფისკოპოზსა | ჰკითხე, რად მოჰყვა ჩემზედა? |
Line: 16 Verse: b | მე ქრისტიანე მეფე ვარ, | იგ არის თათრის რჯულზედა. |
Line: 17 Verse: c | თუ უსამართლო ბერია, | ღმერთი გამივლენს მას ზედა, |
Line: 18 Verse: d და | თოფი ჰკრეს ორივ თვალები | წააყრევინეს ქვაზედა. |
Strophe: 778 | ||
Line: 19 Verse: a | ორი ქისიყელი კაცი, | მსახურები რომ იქ იყვნეს, |
Line: 20 Verse: b | გონასა მანგოსაშვილი, | ერთად მსრილნი არ გაიყვნეს, |
Line: 21 Verse: c | გლეხნი იყვნეს, მაგრამ იმ დღეს | დარბაისლადაც კმარ იყვნეს, |
Line: 22 Verse: d და | იმ დღეს იმდენს მეომართა | პირი მართ იმ ორთ დაუყვნეს. |
Strophe: 779 | ||
Line: 23 Verse: a | გაბრუნდენ, ავად გაყარეს | ბარგი და მაფრაშებია, |
Line: 24 Verse: b | იმდენთ ლაშქართა ცოტათი | ღვთითა მე მალ შევებია; |
Line: 25 Verse: c | ქართველნი ახლდენ, სხვა ხანიც, | აკლია თუ ფაშებია. |
Line: 26 Verse: d და | ნეტამც გეჭვრიტა, ვინ მახლდენ, | შენ ვისმე იქ დაებია! |
Strophe: 780 | ||
Line: 27 Verse: a | ვეღარც ლაშქარმა მამისწრა | და ვეღარ შვილმა, თორემე |
Line: 28 Verse: b | თუ მათ მოესწრო, ან აქა | შემყროდა გლეხი მერე მე, |
Line: 29 Verse: c | მათ ქალაქამდი მივსდევდი, | მაგრა რა მექნა მორემე? |
Line: 30 Verse: d და | აქადამ გავაქციე და | ვეღარ მივსდიე შორე მე. |