Strophe: 781 | ||
Line: 36 Verse: a | ხელმწიფევ, თქვენი ამბავი | ვისმინე, რაც გამიხსენე, |
Line: 37 Verse: b | მეც რას დროსა ვარ შემსწრობი, | მიყურე, თქვენც მამიხსენე, |
Line: 38 Verse: c | შეჭირვებისა საკრველი | ინებე, აწ მომიხსენე, |
Line: 39 Verse: d და | თუ ტყუილი რამ გიამბო, | მაგინე, ავად მიხსენე. |
Strophe: 782 | ||
Line: 1 Verse: a | მეფეო, გვიკვირს, ეგზომი | თავს ღვაწლი აწამენითა, |
Line: 2 Verse: b | არ თუ გვენახოს, ძველადცა | ამბად ვართ ძლივ მოსმენითა, |
Line: 3 Verse: c | მაგრამ მელექსეთ ჯობნება | არა ვთქვა აწ ამ ენითა, |
Line: 4 Verse: d და | თვით მამკლა, ამიონარო | სახლ-მარან აწა მენითა. |
Strophe: 783 | ||
Line: 5 Verse: a | არც მეფედ შეგედარები | და არცა ომ-სახელითა, |
Line: 6 Verse: b | არც ძალად, გულად, სიფიცხით, | რომე გკრა ხელსა ხელითა; |
Line: 7 Verse: c | თუ მელექსედა მედრები, | ჩვენა ვართ არ ერთ-ხელითა, |
Line: 8 Verse: d და | მე რიტორი ვარ, მიჯნურნი | შევამკევ ხელი ხელითა. |
Strophe: 784 | ||
Line: 9 Verse: a | ომნი ძლიერნი ნაქმარნი | მიბრძანე სახელოვანი, |
Line: 10 Verse: b | ჭირნი, სასჯელთა მოთმენა, | მართ მსგავსი იობიანი, |
Line: 11 Verse: c | ხან დამდაბლება ბედისა, | ხან ამაღლება სვიანი, |
Line: 12 Verse: d და | მეც რომ მოგართვა პასუხი, | მისმინე ვთქვა რამ ჭკვიანი. |
Strophe: 785 | ||
Line: 13 Verse: a | როს თამარ, დიდი ხელმწიფე, | სრულ ხმელთა პირსა ნათობდა, |
Line: 14 Verse: b | სხვათა მნათობთა უმჯობე, | მზესა მით ეკამათოდა, |
Line: 15 Verse: c | ბროლ-მინა ერთად შეთხზნილი, | გარშემ გიშერი სათოდა, |
Line: 16 Verse: d და | მძლეველი მძლავრთა მეფეთა, | დამამხობელი მათო და. |
Strophe: 786 | ||
Line: 17 Verse: a | ამხედრდა ჰუნეს მეფეთას, | აღვირი იპყრა ძლიერად, |
Line: 18 Verse: b | მან ტახტი ხელმწიფობისა | შეამკო, კმა მის მიერად; |
Line: 19 Verse: c | განბრწყინვებული განშვენდა | სფერო, უღრუბლო აერად, |
Line: 20 Verse: d და | დაიპყრა შვიდივ სამეფო | ლიხთ ამერითგან იმერად. |
Strophe: 787 | ||
Line: 21 Verse: a | თორმეტს წელიწადს სიბრძნითა | სამეფოს გაარიგებდა, |
Line: 22 Verse: b | ურჩს შეიპყრობდა, ერთგულთა | სვე-ბედით აამაღლებდა, |
Line: 23 Verse: c | ლაშქართა სარდლებს უჩენდა, | ერთს ამირ-სპასალარებდა, |
Line: 24 Verse: d და | მშვიდი მშვიდთ პატივს უპყრობდა, | ამაყთა მოამდაბლებდა. |
Strophe: 788 | ||
Line: 25 Verse: a | მოესთლო შვება, სამოთხის | სურნელთა სახეობანი, |
Line: 26 Verse: b | მას მოეფუტკრა ვარდისა | დაცვარულ-მობუტკობანი, |
Line: 27 Verse: c | მცენარეობა ყვავილთა | ასფადელ-ნარგისობანი, |
Line: 28 Verse: d და | ივლიო[ს] ველის შვენება, | სიტურფე ნამორვებანი. |
Strophe: 789 | ||
Line: 29 Verse: a | აჩინა ყოვლი მოხელე, | მის მის პატივსა უპყრობდა, |
Line: 30 Verse: b | წინ-მდგომობისა პატივი | ვის ჰქონდა, ვინ წაუსწრობდა; |
Line: 31 Verse: c | ამპარტავანთა ღრუბელი | განქარდა, ვეღარ ავდრობდა. |
Line: 32 Verse: d და | ახლა ისმინე, სამზღვარი | საით სადამდის იპყრობდა. |
Strophe: 790 | ||
Line: 33 Verse: a | პონტოს ზღვით გურგანის ზღვამდის, | სპერიდამ დარუბანდამდის, |
Line: 34 Verse: b | ყოვლნი კავკასნი, იმერნი, | ამერნი, ხაზარეთამდის, |
Line: 35 Verse: c | მთით გელაქუნით, ჩრდილოთ-კერძ | მპყრობელი სრულ ყივჩაყამდის. |
Line: 36 Verse: d და | ვაი, ვაება მამირთე, | უმისოდ სული ამამდის. |