TITUS
Archil, Archiliani
Part No. 195
Previous part

Chapter: 16-79  
Line: 9  აქა ზაქარია ამირსპასალარმა და მისმან ძმა ივანემ მსახურთუხუცესმან და გაგელმან
Line: 10 
მეფეს თამარს ხორასანზედ ლაშქრობა გამოურჩივეს და მეფემაც ალაშქრა ყოველნი,
Line: 11 
და ერანი დაარბიეს






Strophe: 929  
Line: 12  Verse: a        მოვიდნენ სამნივ მეფეს წინ,   მათ მოახსენეს: "ძლიერო,
Line: 13  Verse: b        ხელმწიფევ მზის შარავანდო,   უმჯობევ, უნათლიერო,
Line: 14  Verse: c        უფროსო ხმელთა მპყრობელთა,   ღვთისაგან თქვენ მადლიერო,
Line: 15  Verse: d     და   გიხილავს თქვენ სპათ სიკეთე,   მძლეველო შენ მათ მიერო.






Strophe: 930  
Line: 16  Verse: a        იპოებიან შენს ჯართა   არსად არ წინააღმდგომი,
Line: 17  Verse: b        ბრძანე ხორასანს ლაშქრობა,   უნახოთ მათი სადგომი,
Line: 18  Verse: c        სახელი შენი განვჰფინოთ,   არ ვიყვნეთ ცუდად დამდგომი;
Line: 19  Verse: d     და   ვინ დაგემონოს, ვიყურნეთ   და დაგიმონოთ გამდგომი."






Strophe: 931  
Line: 20  Verse: a        დაემორჩილა მეფეცა   რჩევასა მასთა მონათა,
Line: 21  Verse: b        განათლდა პირი მთვარისა,   სულ არე-მარე მონათა,
Line: 22  Verse: c        სიტყვა აღმოთქვა სიბრძნისა   ყოვლთათვის გასაგონათა,
Line: 23  Verse: d     და   არ საწუნარი ბრძანება,   ყოველთა მოსაწონათა.






Strophe: 932  
Line: 24  Verse: a        მოუწოდა წარჩინებულთ   და ყოველთა დიდებულთა.
Line: 25  Verse: b        ჰკითხა რჩევა მხარგრძელთაგან   მათ მამაცად დადებულთა.
Line: 26  Verse: c        სთნდა ყოველთა მათი საქმე   თავბოლომდის კიდებულთა.
Line: 27  Verse: d     და   დაასკვნეს წასვლა ყოველთა   ჯერ ნუზლ არ აკიდებულთა.






Strophe: 933  
Line: 28  Verse: a        შემოიყარა მეფემა   თბილის[ს], არ საქულბაქეთა,
Line: 29  Verse: b        ანაკოფიას მოღმართი   და დარუბანდთა აქეთა,
Line: 30  Verse: c        ხორასანსა და ერანზედ   სარბევლად მუნ სალაშქრეთა.
Line: 31  Verse: d     და   თუ საქნელად კი კმა-იყო,   თქვენც ჩემებრ კარგა აქეთა.






Strophe: 934  
Line: 32  Verse: a        ხორასანს მეფემ ალაშქრა   ზაქარია და ივანე,
Line: 33  Verse: b        მეც მათ თან ვახლდი, ვიშოვნე   მრავალი, აწ გაგიმჟღავნე.
Line: 34  Verse: c        ტყუილი მეთქვას, დამარქვი   თქვენ დათო, თქვენი მდივანე!
Line: 35  Verse: d     და   თუ სახლს ეძებ და წაბძანდი,   იქ მიდი, იქ დაივანე.






Strophe: 935  
Line: 36  Verse: a        შემოკრბენ არეს სთვლისასა   ყოველნი აბჯარ-კვეთილად.
Line: 37  Verse: b        ნახა მეფემან, ეკეთა,   ჰქონდა მას მისად წადილად.
Line: 38  Verse: c        უქო მის ყმათა სიმხნისა   ვით ხმალი ებათ კვეთილად.
Line: 39  Verse: d     და   უბრძანა: "წადით ხოხორასანს,   დღეს აემზადეთ სადილად."


Page: 109  




Strophe: 936  
Line: 1  Verse: a        პირ-ბედნიერმან დალოცა   დროშა, ლაშქარი ყოველი:
Line: 2  Verse: b        "შენ გაუმარჯვე ჩემს ჯარსა,   მე ამ წყალობას მოველი,
Line: 3  Verse: c        დამიმხევ მტერი ხილული,   უჩინო კვლავ სამოველი,
Line: 4  Verse: d     და   მე, ქვე მეთრევი, გონების   თვალით წინ შენსა მოველი."






Strophe: 937  
Line: 5  Verse: a        შევედრა მასვე ვარძიას   ღვთისმშობელს დროშა, დალოცა:
Line: 6  Verse: b        შენ, სულგრძელისა მშობელო   და მოწყალისა მალოცა,
Line: 7  Verse: c        შენ თუ მამხედო წყალობით,   მტერი მყის დამიბოლოცა,
Line: 8  Verse: d     და   რა გინდ ძნელს საქმეს შევმართო,   უცოდნი გამიკვალოცა."






Strophe: 938  
Line: 9  Verse: a        წავედით ნახჩუანის გზას,   გავლეთ, მივედით ჯუღასა.
Line: 10  Verse: b        სხვაჯერ არვის რა აწყინეს,   აზავრებს ჰხოცდეს ბუღასა.
Line: 11  Verse: c        ხან საქვეითო გზა მოგვხვდის,   ფეხთა ვიცმევდით წუღასა.
Line: 12  Verse: d     და   სადაც მივიდით, იტყოდეს   სიტყვას ცრემლთ ასადუღასა.






Strophe: 939  
Line: 13  Verse: a        ხუთასს რჩეულსა გვიჩინეს   მთავრად თმოგველი თაყადინ:
Line: 14  Verse: b        "წინდაწინ ამბის შეტყობად   ვირემ ჩვენ ვსცნობდეთ მანამდინ,
Line: 15  Verse: c        თუ ვინმე დაგხვდეს, რას ჰქვიან,   შეებათ მოსვლად ჩვენამდინ?"
Line: 16  Verse: d     და   თქვა ზაქარიამ: "უჩემოდ   ცხვირთა სისხლთაცა ნუ ადიან."






Strophe: 940  
Line: 17  Verse: a        მარანდის მთაზედ ავედით,   მარანდელთ გვითვალწუნესა.
Line: 18  Verse: b        ხუთასი კაცი ვიყავით,   გვიმცრეს, მით გვიძაბუნესა.
Line: 19  Verse: c        შემოგვიტიეს სასტიკად,   მათს მუსაფს ჩაუსუნესა.
Line: 20  Verse: d     და   ხუთასთავ შუბი დავასვით   კაცთა და ზოგმა ჰუნესა.






Strophe: 941  
Line: 21  Verse: a        ვის შუბი ესვა, დავსტევეთ,   სხვათ უკან ვსდიეთ ხოცადო,
Line: 22  Verse: b        ამოსულიყვნეს ჩენნიცა   ლაშქარნი იქ არ მოცდადო;
Line: 23  Verse: c        ენახათ მკვდარი, ზედ სმოდათ   შუბი ოსდახუთ-ოცადო;
Line: 24  Verse: d     და   ჩვენ მკვდარი, ვერცა ცოცხალი   ვერ გვპოეს, უჩნთ საოცადო.






Strophe: 942  
Line: 25  Verse: a        გაჰკვირვებოდა ლაშქარსა   ჩვენი ვერ პოვნა ვერც ერთის,
Line: 26  Verse: b        მუნ ზაქარია მხარგრძელი   მწუხარებასა შეერთის.
Line: 27  Verse: c        რა ჩვენ მივედით ნადევნი,   ჭირს სიხარული დაერთის,
Line: 28  Verse: d     და   ჯერ გვიწყინა და მერმე თქვა:   წყალობა არის ესე ღვთის."






Strophe: 943  
Line: 29  Verse: a        მუნით წავედით: მივედით   ქალაქსა თავრეზის კარსა.
Line: 30  Verse: b        განჰკრთეს და ზარმან აიღო,   თრთოდეს, იტყოდეს: "ვინ არსა?"
Line: 31  Verse: c        დიდებულნი და ხოჯანი   გვძღვნობდეს ძღვენს დასამშვიდარსა,
Line: 32  Verse: d     და   ოქროს და ვერცხლსა გვიყრიდეს   მათის სისხლისა მსყიდარსა.






Strophe: 944  
Line: 33  Verse: a        ძვირფასი თვალი მოჰქონდათ   და მარგალიტი მრავალი,
Line: 34  Verse: b        ცხენები ჯოგი-და-ჯოგი,   შორის გზისათვის სავალი,
Line: 35  Verse: c        სხვა ფარჩა, შესამოსელნი   მათი და სხვათა ნავალი,
Line: 36  Verse: d     და   საზრდელი კმა-საყოფელი,   პირუტყვი ჩვენკე ნავალი.






Strophe: 945  
Line: 37  Verse: a        სხვა არა ავნეს, წავიდნენ,   მცველნი დაუგდეს ქალაქსა,
Line: 38  Verse: b        მცველთა უბრძანებს: "ნუ უჭერთ   სამართალთანა კვლა ბაქსა,
Line: 39  Verse: c        ანგარიშს გამოართმიდეთ   ზარბაბებსა და საბაქსა,
Line: 40  Verse: d     და   ჩვენ წავალთ ხორასანზედა,   მათ ჩვენი ხმალნი მალ აქსა."


Page: 110  




Strophe: 946  
Line: 1  Verse: a        წავედით და გავიარეთ   ადარბეგი, მივალთ მანსა.
Line: 2  Verse: b        ცნა მელიქმა მანისამა,   ვერ დავყოფო მეო ხანსა;
Line: 3  Verse: c        თავრეზელებრ მანც მშვიდობა   მოითხოვა, ჰყოფს ხვეწნასა,
Line: 4  Verse: d     და   ოქრო-ვერცხლი, ქვანი ძვირნი   მოუმატა მან წინასა.






Strophe: 947  
Line: 5  Verse: a        მანიც დააგდეს მშვიდობით,   მივედით ქალაქს ზანგანსა,
Line: 6  Verse: b        ალიზის ზღუდე მაღალი   გარევლო არ ერთსა განსა.
Line: 7  Verse: c        გაგვიმაგრდენ და გვესროდენ   ისარსა, ვითა საგანსა.
Line: 8  Verse: d     და   რაც რომ შეეძლოთ, ეცადნენ,   თავს გარდმოგვკრევდენ არგანსა.






Strophe: 948  
Line: 9  Verse: a        განყვეს თემ-თემად ქალაქი   ზღუდე გარშემო სათხარად.
Line: 10  Verse: b        კვლავ ზაქარია გაჯავრდა:   "მე გამიმაგრდა ეს თხა რად."
Line: 11  Verse: c        სამ კერძო იმერ-ამერნი   და მესხნი იყვნეს სამხარად.
Line: 12  Verse: d     და   უწინ მესხთ ზღუდე შევჰხვრიტეთ   ნაშენი ხორად-და-ხორად.






Strophe: 949  
Line: 13  Verse: a        ვიწყეთ ხოცა მოქალაქეთ,   საშოვრითა დავიტვირთეთ.
Line: 14  Verse: b        კვლა სხვათაცა გადმოსტეხეს,   ხოცა ხოცას ზედ დაურთეთ;
Line: 15  Verse: c        დავაქციეთ სრულ ქალაქი,   ხორცი მათი უხვად ვფითეთ.
Line: 16  Verse: d     და   სხვაგან თუ სამ გაგვაჯავრეს,   მათი საქმე დაუთითეთ.






Strophe: 950  
Line: 17  Verse: a        აქათ ვიარეთ, წარსრულთა   ყაზმინს მივედით დღე შვიდსა,
Line: 18  Verse: b        ვერ წინაღვიდგეს, ივლტოდეს,   არც ჩვენ ვყოფთ მათ დასამშვიდსა.
Line: 19  Verse: c        ქარიზი ძაღლით აევსოთ,   არ წყალსა ვსვემდით სახიდსა.
Line: 20  Verse: d     და   თვალ-მარგალიტსა შოებდენ   მრავალსა, არვინა ჰყიდსა.






Strophe: 951  
Line: 21  Verse: a        კაცს არ ავნეს, სრულა ტყვე ყვეს,   აწ ხორასანს წარემართნეს.
Line: 22  Verse: b        გურგენისა ქალაქამდის,   შენს მტერს მისცეს, რაც დამართეს;
Line: 23  Verse: c        მოაოხრეს, ამოსწყვიტეს,   ასე საქმე მოუმართეს.
Line: 24  Verse: d     და   ქართველთაგან ძნელი არის   ხონთრისაგანც კმარა მართ ეს.






Strophe: 952  
Line: 25  Verse: a        ასრე ვიარეთ, ეს გზობა   ვერავინ წინა აღგვიდგა,
Line: 26  Verse: b        ვერ ხორასნისა სულტანი,   ვერ ერაყისა მოგვიდგა;
Line: 27  Verse: c        ქალაქთა გამაგრებულთა   და ვერცა ციხემ დაგვიდგა.
Line: 28  Verse: d     და   რა წამოვედით, უკანა   მდევარი ვერ წამოგვიდგა.






Strophe: 953  
Line: 29  Verse: a        იქითგამო წამოვედით   ღვთითა ესრეთ გამარჯვებით,
Line: 30  Verse: b        საშოვრითა ურიცხვითა,   სახარულით, ლხინით, შვებით.
Line: 31  Verse: c        კაცი ვინმე მოსულიყო   მანს მელიქთან ხელ-ჩაშვებით:
Line: 32  Verse: d     და   "ამოსწყვიტეს ქართველნიო,   აწ შეიქენ ცეცხლთა ვსებით.






Strophe: 954  
Line: 33  Verse: a        მოვიდა დიდი სულტანი   გილანით, წინ გარდაუდგა,
Line: 34  Verse: b        სულ ასრე მოსრნა ქართველნი,   აღარც ერთს სული არ უდგა."
Line: 35  Verse: c        რა მართალს ამბავს დასჯერდა,   ორნივე თვალნი დაუდგა,
Line: 36  Verse: d     და   მან შეიჯერა მელიქი,   წინარ და წინარ წაუდგა.






Strophe: 955  
Line: 37  Verse: a        მელიქმა მცველნი დახოცნა,   რომელნი ჩვენ დაუდგინეთ,
Line: 38  Verse: b        ერთი მათგანი გადურჩა   დამალვით, აწ მას უსმინეთ.
Page: 111   Line: 1  Verse: c        აწ ჩვენ მივედით, მელიქი   წინაშე წარმოვიდგინეთ,
Line: 2  Verse: d     და   თუ შევაჩნიოთ ტყუილი,   სულ ყველამ მას შეაგინეთ.






Strophe: 956  
Line: 3  Verse: a        ზაქარიამ მოიკითხა:   "მცველნი თქვენნი სად არიან?"
Line: 4  Verse: b        თქვეს, თუ : "თავრეზს წავიდენო,   ამად აქ აღარ არიან."
Line: 5  Verse: c        მან მოართვა შუა-ზამთარ   ყვავილები, ია, რიან:
Line: 6  Verse: d     და   "ამად ვჰპოვე ამ დროს ესე,   დარი იყო აქათ მზიან."






Strophe: 957  
Line: 7  Verse: a        რომელი დამალულიყო,   მოვიდა კაცი ჩვენთანა,
Line: 8  Verse: b        ამხილა მელიქს ნაქმარი,   ვით დავითს მაშინ ნათანა:
Line: 9  Verse: c        "მცველნი დახოცნა ყოველნი,   მე მოვრჩი ერთი მათთანა,
Line: 10  Verse: d     და   რად ამოგვწყვიტე, თათარო,   რა იყავ შენ მაგისთანა?"






Strophe: 958  
Line: 11  Verse: a        რა ისმინა ზაქარიამ,   საზარელად შემოჰყვირა,
Line: 12  Verse: b        შეუზახა: "შენ ძაღლ-რჯულო,   ესე ასე შენა ჰყვი, რა?"
Line: 13  Verse: c        _ გაგულისდა ასრე გვარად,   ყოვლი კაცი გააკვირა:
Line: 14  Verse: d     და   "აწვე მოგსრა სახლეულით,   არ გადროო ერთი კვირა."






Strophe: 959  
Line: 15  Verse: a        ვეღარა თქვა რა შემცოდემ   მელიქმქ, ცრუმა, მანისა.
Line: 16  Verse: b        დაჰკიდეს ძელზედ, დაარჩვეს,   მას უყვეს შესაგვანისა.
Line: 17  Verse: c        სრულ მოაოხრეს ქალაქი,   უფრორე, რაც ვთქვით ანისა.
Line: 18  Verse: d     და   ყოვლს დამნაშავეს მეფეთას   მაღალმან შეანანისა.






Strophe: 960  
Line: 19  Verse: a        მუნით ლარ-წამონაღებთა   არ იყო რიცხვთა შეგება.
Line: 20  Verse: b        ჩვენ სპარსნი ვერ შემოგვებნეს,   თქვენ ლეკიც ბევრჯელ შეგება.
Line: 21  Verse: c        თავს მაშინ უფრო იქებდი,   თუ ასე ხმალი შეგება.
Line: 22  Verse: d     და   მაშინდელს საქმეს ვერ სწორავ,   ახლა კარგი ხარ ეგება.






Strophe: 961  
Line: 23  Verse: a        მასვე გზასა წამოვედით,   კვლავ გვძღვნობდიან უურიცხვეს,
Line: 24  Verse: b        ძლივ მოჰქონდა სრულ ლაშქართა,   გამორთმევა არ დაირცხვეს;
Line: 25  Verse: c        მასპინძლობის სიხარულით   პური უწინ გამოიცხვეს!
Line: 26  Verse: d     და   ზოგთ მშვიდობა დაუტოვეს,   უფროსთ სისხლი ხმალთ მოიცხეს.






Strophe: 962  
Line: 27  Verse: a        რა მოვედით თბილის-ქალაქს,   მეფე დაგვხვდა მხიარული,
Line: 28  Verse: b        დაგვიმადლა გამარჯვება,   ეგზომ გრძელი სიარული;
Line: 29  Verse: c        ბუკ-დუმბულთა ზარისაგან   აღარ იყო თვალთა რული.
Line: 30  Verse: d     და   დაჯდა ტახტსა, მიულოცეთ   ხმა-ნარნარი, კარგ-უსული.






Strophe: 963  
Line: 31  Verse: a        მოვიდენ ყოვლნი თავადნი,   დასხდეს მის წესით სელებსა.
Line: 32  Verse: b        მუნ არმაღანთა სიმრავლეს   ვინ იტყვის მაშინდელებსა?
Line: 33  Verse: c        მიიღებდიან წინაშე   უცხოსა თვალ-ნათელებსა.
Line: 34  Verse: d     და   შუქნი ჰკრთებოდეს, ვით მზესა,   მას პირსა არ ნაბნელებსა.






Strophe: 964  
Line: 35  Verse: a        ღმერთსა ჰმადლობდეს გლახაკნი,   ყოველი მუნ პოვნიერი,
Line: 36  Verse: b        ლაშქარი გამდიდრებული,   აავსო მხნენი, ძლიერი;
Line: 37  Verse: c        უბოძა მის-მის საფერი,   საქმე ქნა მან მის-მიერი.
Line: 38  Verse: d     და   შვება სამუდმო შეიქნა,   მეფე ზის პირ-მშვენიერი.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.