TITUS
Archil, Archiliani
Part No. 194
Previous part

Chapter: 16-78  
Line: 9  აქა თამარ დედოფალი გეგუთს იდგა და მხარგრძე[ლ]ნიცა მუნ ახლდეს. მიუხდა არდავლის
Line: 10 
სულ ტანი ანის[ს], რომელი გათენდებოდა აღვსებად, და მოაოხრა,
Line: 11 
და მოსრა და წარვიდა






Strophe: 911  
Line: 12  Verse: a        დგა თამარ მეფე გეგუთსა,   მხარგრძელნიც მასთან ხლებოდენ,
Line: 13  Verse: b        სცნა არდავლისა სულტანმა,   პაემანსა სცა ეგოდენ;
Line: 14  Verse: c        მხარგრძელთა ანის[ს] არუოფნა   მისთ სპათ ეიმედებოდენ,
Line: 15  Verse: d     და   ანის[ს] მიუხდა დიდი-შაბათს,   არ ითქმის, რაც მათ ვნებოდენ.






Strophe: 912  
Line: 16  Verse: a        აღდგომა გათენდებოდა   ქრისტეს მეუფის მხსნელისა,
Line: 17  Verse: b        მოადგა ციხის გალავანს,   კარის გაღებას ელისა;
Line: 18  Verse: c        დარეკეს ცისკრის ზარებსა   შესაკრებელად ერისა,
Line: 19  Verse: d     და   გაახვნეს ყოვლგნით გალავნის,   ვა ჯავრი, კართ გამხმელისა!






Strophe: 913  
Line: 20  Verse: a        შეკრბა ერი ეკლესიად,   ვით წესია ქრისტიანეთ,
Line: 21  Verse: b        ლაშქარიცა თანვე შეჰყვა,   იზახოდეს: "მიატანეთ,
Line: 22  Verse: c        რჯულ-მყრალებო, ამოგვწყვიტეთ,   ზოგი ცხენქვეშ დაგვატანეთ,
Line: 23  Verse: d     და   გაგემარჯვათ ვით გინდოდათ,   ჩვენი სისხლი გაიტანეთ."






Strophe: 914  
Line: 24  Verse: a        ერთ-ბევრი და ორ-ათასი   კაცი ეკლესიას დაკლეს,
Line: 25  Verse: b        ქალაქსა და ფოლორცს შიგან,   ანუ გარეთ, ვინცა მოკლეს,
Line: 26  Verse: c        ჰეროდემ რომ ჩჩვილნი მოსრნა,   უფროსი ქმნეს, არ მოაკლეს.
Line: 27  Verse: d     და   მაგრამ ლომი ზაქარია   პასუხს უზამს ჭკუა-მოკლეს.






Strophe: 915  
Line: 28  Verse: a        ახალ-კვირასა აცნობეს   მეფეს და მხარგრძელთ დასტურად,
Line: 29  Verse: b        დაჭმუნდა მეფეც, ყველანი,   მაგრა იგინი მეტურად;
Line: 30  Verse: c        ამზადდენ მათზედ სალაშქროდ   არ ცუდ-სომხურად, ტურტურად.
Line: 31  Verse: d     და   ზაქარიამ თქვა: "სულტანო   ვერ გნახო, შემქენ ცოლ-ტურად."






Strophe: 916  
Line: 32  Verse: a        მხარგრძელთა ჰკადრეს მეფესა:   "გვეწივნეს საქმე ბოროტნი,
Line: 33  Verse: b        ჩვენის ცოდვის წილ მოისრნეს   მუნ მყოფნი, ვერსად მეოტნი."
Line: 34  Verse: c        თამამად გამოარჩივეს,   არ სიტყვა მიროტ-მოროტნი:
Line: 35  Verse: d     და   "აწ სად წაგვივლენ არდავლით   სულტანნი ხრდალნი და ბოტნი.






Strophe: 917  
Line: 36  Verse: a        ვესავთ წყალობას ღვთისასა   და მერმე ცხოველსა ჯვარსა;
Line: 37  Verse: b     აწ შენ, მეფეო, უბრძანე   მზადება შენსა სულ ჯარსა,
Page: 107   Line: 1  Verse: c        მზას იყოს ყოვლი ლაშქარი,   ჩვენი სააჯო ეს არსა;
Line: 2  Verse: d     და   რაჟამს გაცნობოთ, გვიბოძეთ,   როს დაგირეკოთ ჩვენ კარსა.






Strophe: 918  
Line: 3  Verse: a        ნაცვალი ვაგოთ, სიცრუვე   მათი მათზედა მიიქცეს;
Line: 4  Verse: b        თუ ბევრნი წავალთ, გვიგრძნობენ,   ვაი თუ სხვაგნით გაიქცეს;
Line: 5  Verse: c        როს რამაზანი დაუდგეს,   მთვარე სიახლედ მოიქცეს,
Line: 6  Verse: d     და   მაშინ გვიბოძეთ ლაშქარი,   მეჩიტში სისხლი მოიქცეს."






Strophe: 919  
Line: 7  Verse: a        ისინი ანის[ს] წავიდენ,   აქ ლაშქართ იწყეს მზადება,
Line: 8  Verse: b        ასრე მზას დადგენ ყოველნი,   უნდა თუ ლაგმის ადება;
Line: 9  Verse: c        წასვლა გვიხარის, არ გვინდა   სირცხვილის თავსა დადება
Line: 10  Verse: d     და   დაუდგათ რამაზანი და   ჩვენგან ცეცხლისა მოდება.






Strophe: 920  
Line: 11  Verse: a        წარმოავლინეს მეფეს წინ   კაცი ლაშქრისა მთხოველი
Line: 12  Verse: b        სომხითარნი და სრულ მესხნი,   კახნი, არ დიდო ფთხოველი;
Line: 13  Verse: c        ქართველნი არ გაიტანეს,   იგრძნობსო, ამას მოველი.
Line: 14  Verse: d     და   რაც მათ ეთხოვნა, გაგვგზავნეს   ჩვენ ჯარი იქით ყოველი.






Strophe: 921  
Line: 15  Verse: a        მივედით ანის[ს], იგინიც   დაგვიხვდენ მზას, და ვიარეთ.
Line: 16  Verse: b        ისწრაფდეს ადრე მისვლასა   და ჩვენცა არ ვიუარეთ,
Line: 17  Verse: c        გარდავ[ვ]ლეთ გელაქუნის მთა   ჩვენის სამზღვრითა მათ არეთ,
Line: 18  Verse: d     და   განვედით ხაფურის ხიდსა,   არ გარე შემოუარეთ.






Strophe: 922  
Line: 19  Verse: a        რამაზნის მარხვა გავიდა,   გათენდა მათი აიდი.
Line: 20  Verse: b        არეზს აქათს რომ არბევდი,   გაბრძანდი, აბა, იქ მიდი!
Line: 21  Verse: c        ასრე მოვსწყვიტნე თათრები,   ხანსაც იმდენსა დაზმიდი!
Line: 22  Verse: d     და   თუ ეს ჰქნა, ნაძლევი მოგცე,   რასაც გინდოდეს, მიზმიდი.






Strophe: 923  
Line: 23  Verse: a        ხმა ყო ქადაგმან ბილწისამ   ქადაგებისამ მათისამ,
Line: 24  Verse: b        გახშირდა მუყრთა ყივილი,   ბილწებო, ღმერთს რად არ ისამ?
Line: 25  Verse: c        მუნ ვესტუმრენით ასეთს დროს,   ვეღარ გააძღოს არისამ.
Line: 26  Verse: d     და   სისხლი ადინოს ღვარული,   პასუხმან მათ საკმარისამ.






Strophe: 924  
Line: 27  Verse: a        შემოუტიეს მხარგრძელთა   და სრულ ერთპირად ლაშქართა,
Line: 28  Verse: b        ეცნეს ანაზდათ ქალაქსა,   სიფიცხე გვქონდა ვით ქართა.
Line: 29  Verse: c        როს გაუსწორდათ დღე-ღამე,   ამტვრევდენ, სჭამდენ შაქართა,
Line: 30  Verse: d     და   აუკრეს ხელი მონათა   ლანგრებს, სინ_ მათ_ მინაქართა.






Strophe: 925  
Line: 31  Verse: a        იგდეს ქალაქი ხელთა და   თვითან სულტანი ცოლშვილით;
Line: 32  Verse: b        აივსნეს საშოვარითა   და ოქროს სრულის საჭურჭლით;
Line: 33  Verse: c        აფთხოფდა ზარი ჩვენისა   მაღლისა ხმისა ყივილით,
Line: 34  Verse: d     და   ზოგს ცრემლნიც ჩამოსცვიოდა   მათის მოთქმისა ჩივილით.






Strophe: 926  
Line: 35  Verse: a        სულტანი მოკლეს, ცოლ-შვილი   ტყვე-ყვეს და წამოასხესცა;
Line: 36  Verse: b        მუნ ამოსწყვიტეს სიმრავლე,   სისხლი მიზგითას დასცხესცა.
Line: 37  Verse: c        მათი საჭურჭლე, ცოლ-შვილი   მათსავ ცხენებზედ ასცხესცა.
Line: 38  Verse: d     და   იქ საშოვრისა სრულად თქმა   არ ძალუც ჩემს უხუცესცა.


Page: 108  




Strophe: 927  
Line: 1  Verse: a        აღივსო ჩვენის ქვეყნისა   მცირეცა მონა ვერცხლითა,
Line: 2  Verse: b        შესამოსლითა ძვირითა,   სტავრა, სარასალ, ნახლითა,
Line: 3  Verse: c        თვალითა, მარგალიტითა,   ოქროს ხალასის ცეცხლითა.
Line: 4  Verse: d     და   მეფეს მოართმენ სამისოს,   მადლს ბძანებს ენა-მერცხლითა.






Strophe: 928  
Line: 5  Verse: a        ციხე-ქალაქი მათ ბევრი   უბოძა, მეფე უხვია,
Line: 6  Verse: b        ზაქარიას და ივანეს   ხელთ მისცა, არ წაუხვია,
Line: 7  Verse: c        მხიარულითა პირითა,   არ არის გულით წუხია.
Line: 8  Verse: d     და   სომხები თუ გამოექცეს,   რას გიკვირს, თხისგან-უთხია.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.