Strophe: 885 | ||
Line: 18 Verse: a | იჯდა სულტანი ნუქრადინ | საბერძნეთს, პალესტინესა, |
Line: 19 Verse: b | უმაღლეს ყოვლთა, ვით მაშინ | მონებდენ კოსტანტინესა. |
Line: 20 Verse: c | მიესმა საქმე თამარის, | თქვა: "ვინ ქალი და ვინ ესა?" |
Line: 21 Verse: d და | ოთხ ასჯერ-ასსა-ტასსა სპათ | შეჰყრის მოსაყივნესა. |
Strophe: 886 | ||
Line: 22 Verse: a | წიგნი მოსწერა, ეს იყო | შიგან წერილი უშვერი: |
Line: 23 Verse: b | "მე ვარ მპყრობელი ქვეყნისა, | მაჰმადის თითის მიმშვერი; |
Line: 24 Verse: c | დიაცთ სირეგვნე მოგიდგამთ, | შენ მორჩე მარტო მაშ ვერი, |
Line: 25 Verse: d და | რად გითქვამს საქართველოსად, | გაწყვიტონ მუსურმანთ ერი? |
Strophe: 887 | ||
Line: 26 Verse: a | აწ ვბრძანე ლაშქრის წამოსვლა | შენზე და შენს ქვეყანასა, |
Line: 27 Verse: b | ვინც მოხვალთ ჩემსა რჯულზედა | და მაჰმადს სცემთ თაყვანასა, |
Line: 28 Verse: c | ოდენ ის დარჩეს ცოცხალი, | სხვანი შეიქმენ ნანასა. |
Line: 29 Verse: d და | სულ მოსრვა მიბრძანებია, | მომკიან ვითა ყანასა." |
Strophe: 888 | ||
Line: 30 Verse: a | მოვიდა ელჩი. გვიამბობს | ავს ამბავს საკადრებელთა, |
Line: 31 Verse: b | უყურე, სიტყვას რას იტყვის | ჩვენ ჯავრით ასანთებელთა, |
Line: 32 Verse: c | რაზომ უქნელთა საქმეთა, | რა ცუდთა მოსადებელთა! |
Line: 33 Verse: d და | თქვა: "რჯულს დააგდებ, შეგირთავს, | თვარ, უნდა ახლდე მხლებელთა." |
Strophe: 889 | ||
Line: 34 Verse: a | ამირ-სპასალარს რა ესმა, | ზაქარიას სიტყვა ესე, |
Line: 35 Verse: b | წარმოდგა და პირსა ხელით | მწვე უხეთქნა დასაკვნესე, |
Line: 36 Verse: c | ვითა მკვდარი ქვე დააგდო | ავის მთქმელი, ავის მთესე. |
Line: 37 Verse: d და | რა მობრუნდა მოციქული, | სიტყვა უთხრა უკეთესე: |
Strophe: 890 | ||
Line: 1 Verse: a | "თუ არ იყო მოციქული, | გიხმსო ენა ამოგართო, |
Line: 2 Verse: b | მერმე თავიც გაგაშორო, | შენ სულტანთან ვეღარ წართო, |
Line: 3 Verse: c | ხორცი შენი დასაწველად | ნავთ-მოდებულს ცეცხლსა დავრთო; |
Line: 4 Verse: d და | ვით იკადრეთ უკადრისი, | ძაღლებო და თქვენა ვირთო." |
Strophe: 891 | ||
Line: 5 Verse: a | მერმე შემოსეს ელჩი და | გაგზავნეს სიტყვა მწვავითა, |
Line: 6 Verse: b | იხმეს ლაშქარი ყოველგნით | დარუბან-ანაკოფითა. |
Line: 7 Verse: c | შუა-მყოფნი და იმერნი, | ამერთ არ განაყოფითა. |
Line: 8 Verse: d და | ღმერთმან მტერს მისცეს, ნუქრადინს | შევიქთ რასაცა ყოფითა. |
Strophe: 892 | ||
Line: 9 Verse: a | შემოკრბა ჯარი ჯავახეთს, | ვარძიას მივლენ მეფენიც, |
Line: 10 Verse: b | თვით დავით სოსლან ძლიერი, | თამარ ბრწყინვალე, შუქ-მფენიც; |
Line: 11 Verse: c | ღვთისმშობელს ლაშქარს ვედრებდა, | იქმნა მოწყალე, მომსმენიც: |
Line: 12 Verse: d და | "ღვთისა დედაო, დამიცევ | მე თამარი და ესენიც." |
Strophe: 893 | ||
Line: 13 Verse: a | გაისტუმრა ლაშქარი და | ესენია მეწინავეთ, |
Line: 14 Verse: b | ზაქარია სპასალარი | და თორელნი არ სიავეთ, |
Line: 15 Verse: c | ივანე და შალვა, ძმანი | ახალციხით; მესხთ უთავეთ |
Line: 16 Verse: d და | ომზედ დიდსა გასაჭირსა, | მოსვენებად არ, საავეთ. |
Strophe: 894 | ||
Line: 17 Verse: a | იგინი იდგეს ბასიანს, | ბოლოკე წოდებულისა. |
Line: 18 Verse: b | ძლივღა იტევდა მინდვრები | სიგრძე-გან გაკიდულისა. |
Line: 19 Verse: c | დააწყვეს რაზმი ჩვენგანთა, | მივლენ დამდებნი სულისა. |
Line: 20 Verse: d და | ვიხადეთ ომი ძლიერი | ძველთაგან დდადებულისა. |
Strophe: 895 | ||
Line: 21 Verse: a | წინ მბრძოლად იყვნეს იგინი, | პირველ ვთქვი მათ სახელები, |
Line: 22 Verse: b | იმიერნი და აფხაზნი, | მარჯვენი, ცხენ-ფიცხელები, |
Line: 23 Verse: c | ამერნი დარუბანდამდინ, | მარცხნივ-კერძ თვით კახელები, |
Line: 24 Verse: d და | შუა დავით დგა ლომგული, | მებრძოლი ლომ-თათ-ხელები. |
Strophe: 896 | ||
Line: 25 Verse: a | აწ იგინიცა წამოდგეს, | ბარგ-კარვები დაუტევეს, |
Line: 26 Verse: b | მოეგებნეს და საომრად | ერთმანერთსა შეუტევეს. |
Line: 27 Verse: c | ომი იყო პირველჟმური, | გმირული და მართ უდევეს. |
Line: 28 Verse: d და | გამოუკლეს ჩვენებურთა | ქვეშ ცხენები კარგ სადევეს. |
Strophe: 897 | ||
Line: 29 Verse: a | მოუკლეს ცხენი ივანეს, | მსახურთხუცე[ს]ა მხარგრძელსა, |
Line: 30 Verse: b | ახალციხელსა ივანეს, | შალვას და ბევრსა თორელსა, |
Line: 31 Verse: c | დაუდინს თორგველს მხნეს კაცსა, | სხვათ თავადთ მუნ იმერელსა. |
Line: 32 Verse: d და | ქვეითად დარჩნენ რაზმთ შსსსუა, | უყურე მათს სიქველესა! |
Strophe: 898 | ||
Line: 33 Verse: a | რა ნახეს ყმათა პატრონნი | ცხენ-მკვდარ, ქვეითნი მობრძოლნი |
Line: 34 Verse: b | გარდახდენ ყმანიც პატრონთან, | ზოგთ ხელთ აქვს კიდევ ოროლნი; |
Line: 35 Verse: c | გაწირეს თავი საკვდავად, | არ ახსოვს ცოლშვილ, საყოლნი, |
Line: 36 Verse: d და | მოუდგენ მათთა უფალთა, | იბრძოდეს ისართა მსროლნი. |
Strophe: 899 | ||
Line: 37 Verse: a | დავით იხილა მეფემან | მხნენი ქვეითად მსროლელი, |
Line: 38 Verse: b | მორიდა კერძო მარცხენით | ქვეითთა გარ-შემოვლელი. |
Page: 105 Line: 1 Verse: c | მუნც ზაქარია მხარგრძელი | მარჯვენით იქმნა მომსვლელი. |
Line: 2 Verse: d და | ქვეითი არ დაეთრგუნთ, ვერ | ჰყოფდა კაცი სულელი. |
Strophe: 900 | ||
Line: 3 Verse: a | მოუხდენ რაზმთა თათართას, | სიმრავლეს მათსა შუასა; |
Line: 4 Verse: b | სიფიცხე მათი ამსგავსეს, | რა ბარი სცემდეს ბუასა. |
Line: 5 Verse: c | ერთი ვით ლომი დავით არს, | თათართ აძახებს "უასა." |
Line: 6 Verse: d და | იქითკენ ზაქარიამაც | მან თავი ერთი უასა. |
Strophe: 901 | ||
Line: 7 Verse: a | ვითა მგელნი ცხვართა ჯოგსა, | მსწრაფლ მიუხდეს მათ, თამამად |
Line: 8 Verse: b | რაზმს აპობდეს სულტანისას, | ძლევას ჰყოფდეს ღვთითა ამად, |
Line: 9 Verse: c | ამათ ჯვატი სცავს ცხოველი, | შერცხვენილი იმათ მაჰმად. |
Line: 10 Verse: d და | ძალსა მალ გაექცევიან, | თათართა სჭირს გვარ-მოდგამად. |
Strophe: 902 | ||
Line: 11 Verse: a | განხეთქეს რაზმი, იძლივნეს, | სიმრავლით ჰგავდეს მაღნართა, |
Line: 12 Verse: b | მუნ ხმა ისმოდა დავითის | ვით ლომთა, არ თუ ნარნართა. |
Line: 13 Verse: c | შავი ტყე მოსქდა მაღალს მთას, | წარიქცევს შამბთა და ნართა. |
Line: 14 Verse: d და | ჰხოცდეს უწყალოდ, უშრომლად | უსჯულოთ, ვით სოინართა. |
Strophe: 903 | ||
Line: 15 Verse: a | რომელნი იყვნეს ქვეითნი, | აწ ცხენს ასხდეს, დევნა უყვეს; |
Line: 16 Verse: b | ღამემდისინ სდევდენ, ჰხოცდენ, | ჯარი სულტნისა გააწყვეს; |
Line: 17 Verse: c | მობრუნდენ გამარჯვებულნი, | მათ სადგომს ხანი რამ დაყვეს. |
Line: 18 Verse: d და | კარავსა, სალაფარდებსა | შოობდენ, წილით არ გაყვეს. |
Strophe: 904 | ||
Line: 19 Verse: a | თუცა არის საქართველო | ღვთისმშობლისა წილხდომილი, |
Line: 20 Verse: b | აქ გასინჯე საფარველი | მარიამის მისი ტკბილი! |
Line: 21 Verse: c | ვარძიიდამ წამოვიდენ, | საომარად აქათ ვლილი. |
Line: 22 Verse: d და | არ მომკვდარა ამ ომზედა | კაცი მეფეთ შესწავლილი. |
Strophe: 905 | ||
Line: 23 Verse: a | აივსო სულად ლაშქარი, | რომელ დაჰყარეს კარავთა, |
Line: 24 Verse: b | საჭურჭლე პატიოსანთა, | სამოსელთ სარა-სარავთა, |
Line: 25 Verse: c | ცხენის ჯოგთა და აქლემის | შოვნისას ვინა სწერავთა? |
Line: 26 Verse: d და | განმდიდრებულნი მდიდართა | მოვლენ, ლხინთ ნახვენ არ ავთა. |
Strophe: 906 | ||
Line: 27 Verse: a | ამახარობლეს თამარსა | ნათელსა მას, უბინდოსა. |
Line: 28 Verse: b | ვით სძლიოს მტერმან ბოტოტმან | წმინდის ღვთისმშობლის მიმნდოსა? |
Line: 29 Verse: c | სხვა არვინ დარჩა უძლევი, | მიჰმართოს აწღა ინდოსა. |
Line: 30 Verse: d და | მინახავს ძენი მეფეთა, | მის სურვილს დაებნიდოსა. |
Strophe: 907 | ||
Line: 31 Verse: a | გარდვიდენ ლიხსა, სუფევდენ, | ნადირობდენ და ბურთობდენ; |
Line: 32 Verse: b | ამაღლებულნი ღვთისაგან | კიდით-კიდემდის ნათობდენ; |
Line: 33 Verse: c | ქვრივთა, ობოლთა სწყალობდენ, | მებრძოლთა მალ დაამხობდენ; |
Line: 34 Verse: d და | მონასტრებს აღაშენებდენ, | ხატთა და ჯვართა ამკობდენ. |
Strophe: 908 | ||
Line: 35 Verse: a | მიიცვალა სოსლან დავით | მეფე, ქმარი თამარისი, |
Line: 36 Verse: b | ცრემლი თვალთა დამიბნელებს, | ადგილი ვთქვა სამარისი; |
Line: 37 Verse: c | გლოვამ მოცო საქართველო, | მწუხარებად მგონ კმარ ისი, |
Line: 38 Verse: d და | ძაძამ შიგნით მოიქცია | ტანი ბროლი, მარმარისი. |
Strophe: 909 | ||
Line: 1 Verse: a | ვაჟი დარჩა, ლაშა ჰქვიან, | და მისვე შვილს-ქალს რუსუდან, |
Line: 2 Verse: b | ჩვენ ვიქმენით ყელ-დაჭრილნი | უხლმოდა და მერმე უდან; |
Line: 3 Verse: c | სანადირო ოხერ-იქმნა, | უბურთალი მუნ მეიდან. |
Line: 4 Verse: d და | განიკიცხნეს დიდებულნი, | ერისთავი რაჭის ბედან. |
Strophe: 910 | ||
Line: 5 Verse: a | ამ დღეს ვინ დააკლდებოდა | დიდთაგან მცირის მონამდი? |
Line: 6 Verse: b | მეფევ, შენც გული იტკივნე, | სულთქმიდი, ცრემლსა მონამდი, |
Line: 7 Verse: c | მოსთქვემდი სიტყვა-მჭევრულად, | თამარის მოსაწონამდი. |
Line: 8 Verse: d და | ზარი, ყვირილი ისმოდა | გეგუთით მგონი ონამდი. |