TITUS
Archil, Archiliani
Part No. 192
Previous part

Chapter: 16-76  
Line: 5  აქა მხარგრძელი ივანე მსახურთ ხუცესი გელაქუნელთ მიუხდა, განძელი ლაშქარი
Line: 6 
დახვდა ვანს მიმავალი და გაემარჯვა






Strophe: 883  
Line: 7  Verse: a        აწღა ივანე მხარგრძელი   წავიდა ლაშქრით მცირითა,
Line: 8  Verse: b        მბრძოლი ფიცხელი შუბითა   და მერმე ისარ-ხშირითა;
Line: 9  Verse: c        განვიდა გელაქუნელად   გულითა მტერთა მზირითა,
Line: 10  Verse: d     და   ნახა ლაშქარი განძელი   ვანს წასვლად განაპირითა.






Strophe: 884  
Line: 11  Verse: a        ლაშქარი დახვდა უფროსი,   უმცროსმან აღარ დახედნა,
Line: 12  Verse: b        ამად რომ, იყო გულ-მხეცი,   უმრავლეს მისდა შებედნა,
Line: 13  Verse: c        გააქცია და ასწყვიტა,   სადგომნი გაუმაედნა,
Line: 14  Verse: d     და   სილაღე მათი წაუღო,   მოამშვიდნა და დახედნა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.