TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 2
Previous part

Chapter: 1  
1. აქა პირველი დაწყება ისუფ-ზილიხასი.






Strophe: 8  
Line of ed.: 13  Verse: a        8. შენთა ჴელთ არის, რუსთველო,   საბელი ყვევლთა ხელისა,
Line of ed.: 14  Verse: b        მომცენ ნებანი გამოვთქვა   ამბავი ამა ტრელისა,
Line of ed.: 15  Verse: c        იოსებ შვენიარისა,   ზილიხას სანატრელისა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   რომე აქვს წვიმა ცრემლისა   შეუშრობელად ცხელისა.






Strophe: 9  
Line of ed.: 17  Verse: a        9. ეს ამბავი ადრინდელი   ცოტა ვპოვე დანარჩომი,
Line of ed.: 18  Verse: b        ქართულადა გარდავთარგმნე   სპარსულადა მუნ ნათქომი.
Line of ed.: 19  Verse: c        აშიყთა და მაშიყთათვინ   სასმენელად მოსანდომი,
Line of ed.: 20  Verse: d     და   გაიგონეთ, ლექსთა მკითხნო,   რას გარდიჴდის კაცთა ტომი.






Strophe: 10  
Line of ed.: 21  Verse: a        10. აწღა ვახსენებ დღესა მას,   თუცა დიადი ხანია,
Line of ed.: 22  Verse: b        ყმისა სახელი იოსებ,   ქალისა ზილიხანია,
Line of ed.: 23  Verse: c        ერთმან-ერთისა მიჯნურნი   არიან შესაგვანია,
Line of ed.: 24  Verse: d     და   აწ მათი შეყრა ისმინეთ,   თუ როგორ დიდნი რჯანია.






Strophe: 11  
Line of ed.: 25  Verse: a        11. აღმოსავლეთის ჴელმწიფე,   როშნევან, იყო ქებული,
Line of ed.: 26  Verse: b        მეფეთა ზედა მეფობა   მას ჰქონდა დამკვიდრებული,
Line of ed.: 27  Verse: c        შემხედავთ შემაშთობელი,   კვლა მთვარე პირ-გავსებული,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ლაღად ჯდა იგი უკადრი,   იყო არვისგან ვნებული.


Page of ed.: 5  




Strophe: 12  
Line of ed.: 1  Verse: a        12. შვიდთა ქიშვართა მამული   მას ჰქონდა უხ-უშურველსა,
Line of ed.: 2  Verse: b        მოვლენილსა და მორჭმულსა,   მებრძოლთა გასაკვირველსა,
Line of ed.: 3  Verse: c        ცხენიდამ იშვად გარდაჴდის,   სრულ ნადირობდის ტყე-ველსა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მისსა სახელსა სპარსულად   უჴმობდენ თეიმუს ქველსა.






Strophe: 13  
Line of ed.: 5  Verse: a        13. არ გამოსულა მისთანა   ჴელმწიფე სახელიანი.
Line of ed.: 6  Verse: b        შვიდნი მეფენი ხარაჯას   აძლევდენ დია ყმიანი,
Line of ed.: 7  Verse: c        ალაფობდის და იბრძოდის,   არვისგან სჭირდა ზიანი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   მებრძოლთა შემწრწუნებელი,   ტახტსა ჯდა დოვლათიანი.






Strophe: 14  
Line of ed.: 9  Verse: a        14. ვაჟი არ ჰყვანდა მეფესა,   დია ჭმუნვიდა ამადო,
Line of ed.: 10  Verse: b        ქალი ჰყავს მეტად ლამაზი   თვალად და კვლავე ტანადო,
Line of ed.: 11  Verse: c        მისის პირისა მსხიმილსა   იტყოდენ მზისა დარადო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მაგრა სწუნობდა იგი მზეს,   თავს ადარებდა არადო.






Strophe: 15  
Line of ed.: 13  Verse: a        15. ქალი არ ჰკადრობს ამასა   -- თავი მზეს დაადაროსა,
Line of ed.: 14  Verse: b        ვისმცა ასმია მის მეტი,   რომ ალვამ ტანი აროსა,
Line of ed.: 15  Verse: c        ნეტარ მას, ვინმე ეღირსოს,   რომე მას შაეყაროსა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მისის ჭვრეტითა გაძღესა,   მასთანა დაემყაროსა.






Strophe: 16  
Line of ed.: 17  Verse: a        16. მის ქალისა პირის სხივსა   მზე ეჩაგრა ციმციმითა,
Line of ed.: 18  Verse: b        ვარდის ბაღი დაეშვენა   გიშრის ჩრდილი წამწამითა.,
Line of ed.: 19  Verse: c        თეთრი ყელი შეეშვენა   მუშკ-სურნელის შავის თმითა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მისნი მჭვრეტნი გაეკვირნა   ნაქვთითა და ანდამითა.






Strophe: 17  
Line of ed.: 21  Verse: a        17. თუცა ხელქმნილი რუსთველი   თინათინს აქებს არ ავსა,
Line of ed.: 22  Verse: b        ნესტან-დარეჯან ბროლ-ვარდსა   გიშრის მანითა სარავსა,
Line of ed.: 23  Verse: c        იგინი ამას ვადაროთ,   რა უთხრათ დაუფარავსა!
Line of ed.: 24  Verse: d     და   ხუდბა ვინებო არ ძალმიც,   ქებითა მოუგვარავსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.