TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 3
Previous part

Chapter: 2  
2. აქა პირველად სიზმრად ზმანება იოსებისგან ზილიხასი.






Strophe: 18  
Line of ed.: 25  Verse: a        18. მას ქალსა ტურფა მნათობსა   სევდა რამ შამოეყარა,
Line of ed.: 26  Verse: b        ლალსა და ბროლსა ნათხეზზე   ქარვა, ამარტი შეყარა,
Line of ed.: 27  Verse: c        მთით მოსულს წვიმისა ღვარსა   გიშრის მანები ეყარა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   პატიჯსა რასმე ჩაჭრილსა   უწყვეტლად ცრემლი ეღვარა.


Page of ed.: 6  




Strophe: 19  
Line of ed.: 1  Verse: a        19. დღისით და ღამით ტიროდის,   ქალს სევდა რამე დაერთო;
Line of ed.: 2  Verse: b        მთვარე ღრუბელად შევიდა,   პირადვე იგი მოერთო,
Line of ed.: 3  Verse: c        ნარგისთა ქუხილისაგან   აყიყსა ფერი წაერთო;
Line of ed.: 4  Verse: d     და   მამამან ასრე რა ნახა,   ჴელი აუპყრა: "შენ ერთო",






Strophe: 20  
Line of ed.: 5  Verse: a        20. "ვაჟი არ მამე, ამ სოფელს   ვარ საწუთროსა თმენითა,
Line of ed.: 6  Verse: b        ესეღა მყვანდა, მალხენდა   სიტყვითა მრავალ ფერითა,
Line of ed.: 7  Verse: c        ვისცაღა ჰყვანდა ამისებრ   ტკბილ-მოუბარი ლხენითა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ამას ამ ყოფით უჭვრეტდე,   მო, ჩემი ლხინი ვთქვა რითა?"






Strophe: 21  
Line of ed.: 9  Verse: a        21. ჴელით ყელსა მოეხვივა,   უბრძანა, თუ: "ჩემო ძეო,
Line of ed.: 10  Verse: b        რად არ მეტყვი, რაცა გიმძიმს,   რად მაჭმუნვებ ანუ მეო?
Line of ed.: 11  Verse: c        ვითარ ჰჩაგრავ ამა მზესა,   რად იღრუბლი, ამო მზეო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   აბა შენი სიტყვა მჭევრი   საქციელი ანუ ზნეო!"






Strophe: 22  
Line of ed.: 13  Verse: a        22. უბრძანა: "რა გჭირს, რა გიმძიმს,   რად ზიხარ მცხრალად ჰილალი,
Line of ed.: 14  Verse: b        ანუ რად ასრე შესცვალე   ლაჟვარდის ფერად, ჰე, ლალი!
Line of ed.: 15  Verse: c        უკუიყარენ სევდანი,   ნუ ზიხარ აგრე ჰელალი,
Line of ed.: 16  Verse: d     და   გაღიმდი, თვალთა ჭირიმე,   სული ამამჴდა ჰალალი",






Strophe: 23  
Line of ed.: 17  Verse: a        23. ამისთვის მეფე ჭმუნვიდა,   ხსენება ჰქონდა ახისა,
Line of ed.: 18  Verse: b        წამ-წამიარად შავიდის,   ქალი მტირალი ნახისა,
Line of ed.: 19  Verse: c        მოშლოდეს იგი შვენება,   რომ არვის არ ენახისა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ეს საქმე დია აჭმუნვებსთ,   სწამლობენ, ვინცა ნახისა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.