TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 7
Previous part

Chapter: 6  
6. აქა ჴელმწიფეთაგან ქალის ჭკვად მოსვლის ტყობა, თხოვნა.






Strophe: 50  
Line of ed.: 9  Verse: a        50. რა ქალსა უკუ-ეყარნეს   სევდანი ამას წინანი,
Line of ed.: 10  Verse: b        ჴმა დაუვარდა: შეშრაო   მას მზესა ვარდთა ბანანი,
Line of ed.: 11  Verse: c        არვის უნახავს მისთანა,   არცა მისნივე გვანანი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მოვიდეს ყველგნით მთხოვარნი,   მისნივე შესაგვანანი.






Strophe: 51  
Line of ed.: 13  Verse: a        51. ჴმა დაუვარდა მას მზესა   ცის კიდეგნამდი გაითქვა:
Line of ed.: 14  Verse: b        "ქალი ჰყავს როშნევან მეფეს,   მისი სიკეთე რა ვინ თქვა?"
Line of ed.: 15  Verse: c        ვინც მოსწვდის, თვითან მოვიდის,   ვინც არა, მოციქულით თქვა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მათ რომ ფეშქაში გზავნიან,   მისი ფასიმცა ვით ითქვა!






Strophe: 52  
Line of ed.: 17  Verse: a        52. ინდოთ მეფესა ებრძანა:   "თუ მამცემს მეფე ქალსაო,
Line of ed.: 18  Verse: b        სამის წლის გამოსავალსა   მივსცემ მამულის ძალსაო,
Line of ed.: 19  Verse: c        ოცსა საპალნეს მძიმესა   თვალ-მარგალიტსა, ლალსაო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მისგან ხარაჯას დავიდებ   ასსა საპალნეს ლარსაო".






Strophe: 53  
Line of ed.: 21  Verse: a        53. ჩინეთის მეფეს ებრძანა:   "თვით ვიქ ამისა წერასა:
Line of ed.: 22  Verse: b        შენსა ასულსა მიჯნურობს   ჩემი ძე, იშლის მღერასა,
Line of ed.: 23  Verse: c        საით სად უმიზნებია,   უყურეთ ბედის წერასა!
Line of ed.: 24  Verse: d     და   საპატრონოსა დაგიდებ,   ქალსა ჴელსა ჰყრი შე რასა?"






Strophe: 54  
Line of ed.: 25  Verse: a        54. "სხვა ძე არა მყავს, მეფეო,   მართ მარტო ოდენ ესია,
Line of ed.: 26  Verse: b        ჩვენ ერთმან-ერთსა დავმოყვრდეთ,   ვითა სოფლისა წესია,
Line of ed.: 27  Verse: c        ქალი ვაჟს უნდა შეჰყაროთ,   ეგ ძველი დანაწესია,
Line of ed.: 28  Verse: d     და   გვიბოძე ჩვენდა სარძლეოდ   ეგ მზის არ უარესია".






Strophe: 55  
Line of ed.: 29  Verse: a        55. სხვა წიგნი კიდევ მოართვეს,   რა წაიკითხა იგი მან:
Line of ed.: 30  Verse: b        "მისი ასული გვიბოძოს   როშნევან მეფეთ-მეფემან,
Line of ed.: 31  Verse: c        ასთ საჭურჭლეთა კლიტენი   მე მოგცე მუთრიბ მეფემან".
Line of ed.: 32  Verse: d     და   -- "ორმოცი მძიმე საპალნე   ყირმიზი ამად მეფემან".


Page of ed.: 11  




Strophe: 56  
Line of ed.: 1  Verse: a        56. რუმთა, შამთა და აბაშთა   მოვიდეს მეფეთ ძენია,
Line of ed.: 2  Verse: b        დიმეშყის მეფემ უბრძანა:   "დააკაზმინე ცხენია,
Line of ed.: 3  Verse: c        ლაშქრითა წინ მიეგებე,   უძღვენ ურიცხვი ზღვენია,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ქალაქად შამოასხენით   იგი სამნივე მზენია".






Strophe: 57  
Line of ed.: 5  Verse: a        57. სამთა მეფეთ ძეთ ლაშქარი   სიბევრით ვერა დავთვალი,
Line of ed.: 6  Verse: b        სამნივე აგრე ჰშვენოდეს   -- ვინცა შეადგას მათ თვალი,
Line of ed.: 7  Verse: c        მარგალიტთათვინ მოსულან   იაგუნდი და ლალ-თვალი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   დიმეშყის ეუბნებოდენ:   "ვის მოგვცემ, გვითხარ მართალი".




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.