TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 11
Previous part

Chapter: 10  
10. აქა მეფისაგან ქალის ქორწილი და გაზითვით გაგზავნა.






Strophe: 99  
Line of ed.: 21  Verse: a        99. მეფამა ბრძანა: "მომიჴმეთ   ლაშქარი ჩვენის ჯარისა,
Line of ed.: 22  Verse: b        ობოლ-ქვრივიცა მოასხით,   ქალაქში რანიც არისა."
Line of ed.: 23  Verse: c        მას დღეს რომ გასცა მეფემა,   სიუხვით ჰგავსღა, თვარ ისა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   მოედანშიგა დაყრილის   ყველას აქვს ხვევნა ლარისა.






Strophe: 100  
Line of ed.: 25  Verse: a        100. მერმეღა ბრძანა: "პურობა   მართებს ჩემისა ძალისა,
Line of ed.: 26  Verse: b        მოდით და ყველა მეწვიეთ,   ქორწილი მაქვსო ქალისა."
Line of ed.: 27  Verse: c        ნადიმზე რაცა მოიღეს,   იყო ნაჭედი თვალისა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   სურა და დოსტაქანები   ერთობილია ლალისა.






Strophe: 101  
Line of ed.: 29  Verse: a        101. გამხიარულდა ჴელმწიფე,   შაიქნა ზათქი ზარისა:
Line of ed.: 30  Verse: b        "დღეს გვმართებს უკუყრილობა,   რომ ვნახავთ მჩაგრსა მთვარისა".
Line of ed.: 31  Verse: c        მოიღეს მურასა ტახტი,   შემკობილია გვარისა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   მაზედა დასვეს მნათობი,   ვინ მზისა ქიშპი არისა.


Page of ed.: 17  




Strophe: 102  
Line of ed.: 1  Verse: a        102. ტურფასა ტანსა ჰშვენოდეს   მოჩინის-ფერო დიბანი,
Line of ed.: 2  Verse: b        შავსა თვალ წარბსა აბძოლებს   პირისა მოვანებანი,
Line of ed.: 3  Verse: c        ჴმელეთად მყოფთა არ ძალგვიცს   მისი ვთქვათ რამე ქებანი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მისთა მჭვრეტელთა შეჰქნოდათ   დიადი გაჭირვებანი.






Strophe: 103  
Line of ed.: 5  Verse: a        103. იგი ჯდა დია კრძალვითა,   თავი კიდებით ეხარა,
Line of ed.: 6  Verse: b        გიშრის ქამანდსა ზიდვითა   გორზანი გარდაეხარა,
Line of ed.: 7  Verse: c        ბროლისა ყელსა ნაკიდსა   კალთაში წოლით ეხარა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ქვეყნად არ იყო მისთანა,   ზეცით მოსული ვინ ხარა?






Strophe: 104  
Line of ed.: 9  Verse: a        104. შვიდ დღემდი იყო პურობა   და დიდი შემოყრილობა,
Line of ed.: 10  Verse: b        ნადიმად მსხდომთა ლაშქართგან   დიადი მხიარულობა,
Line of ed.: 11  Verse: c        ზოგთ მისცეს საპალნით თეთრი,   ზოგთა ადგილთა მირობა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მას დღისა საბოძვარისგან   აქვს ყველას გაკვირვილობა.






Strophe: 105  
Line of ed.: 13  Verse: a        105. მერმე ჯარჩი დააძახეს:   "ვისცა ჰქონდეს საქმე ძნელი,
Line of ed.: 14  Verse: b        მოვიდენ და გაურიგო,   სამართლისა ვიყო მქნელი,
Line of ed.: 15  Verse: c        იგინიცა მომისხენით,   არ ეშოვნოს საქონელი".
Line of ed.: 16  Verse: d     და   არვინ მისცა, არვინ დარჩა   არ ყმაწვილი შარანდელი.






Strophe: 106  
Line of ed.: 17  Verse: a        106. რა ნადიმი გარდაწყვიტეს,   მეფე ცოლსა ეუბნების:
Line of ed.: 18  Verse: b        "ქალსა ასრე გავათხოვებ,   რომ მისებრე არ იქნების,
Line of ed.: 19  Verse: c        საჭურჭლენი დაიარე,   კაი ყველა იქ იქნების,
Line of ed.: 20  Verse: d     და   უკეთესნი არ მოიღო   -- ჩემიმც თავი მოგიკვდების."






Strophe: 107  
Line of ed.: 21  Verse: a        107. ქალის ზითევს ჴელი მიჰყვეს,   სამ დღე კარში ძლივ გაზიდეს,
Line of ed.: 22  Verse: b        რა ყველაი გააკეთეს,   მეედანში კერძ-კერძ მიდეს,
Line of ed.: 23  Verse: c        ამას ჰგვანდა სიბევრითა,   რომე ჴევით ქვიშას ყრიდეს,
Line of ed.: 24  Verse: d     და   მკიდებელნიც მოეკიდნეს,   შვიდ დღემდისცა ძლივ აჰკიდეს.






Strophe: 108  
Line of ed.: 25  Verse: a        108. ასი ხოჯა, ხადუმები,   აბაშ, ზანგი, ჰინდებია,
Line of ed.: 26  Verse: b        სხვა ყულები მისდენიცა   ფეროვნობით ვარდებია,
Line of ed.: 27  Verse: c        ცხენსა დასხნეს ბედაურსა,   ოქრო პირსა ნადებია,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ას სამოც ჯერ ათასობდა   აქლემისა ყათრებია.


Page of ed.: 18  




Strophe: 109  
Line of ed.: 1  Verse: a        109. ასი იყო მის ქალისა   და სამოცი მუახლეთა.
Line of ed.: 2  Verse: b        ახ, ნეტარძი მისთა მხლებთა,   ვაჲ, რა ქნანო უახლეთა!
Line of ed.: 3  Verse: c        მის ქალისა პირის მჭვრეტთა,   ნეტარძი ჩვენ, თუ ვახლდეთა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   სადაც წავალს, ნატრა გვმართებს,   ფერჴთა მტვერთა თუ ვეხლეთა!






Strophe: 110  
Line of ed.: 5  Verse: a        110. ას აქლემსა ქეჯავონი   ყველა თვალით მონაჭედი,
Line of ed.: 6  Verse: b        შიგა ჩასხდეს მაშველები,   მათგან იყო განაჭედი,
Line of ed.: 7  Verse: c        ერთმან-ერთსა ეხვეოდეს   მამა ქალის მონაჭედი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   სხვა ქეჯაო მის მზისათვინ   ღარიბითა შენაჭედი.






Strophe: 111  
Line of ed.: 9  Verse: a        111. ჭკვიანი და გონიარი   გაატანა დიმეშყ თანა,
Line of ed.: 10  Verse: b        ას ოცობდა თავადები   ცხენოსნები მასა თანა,
Line of ed.: 11  Verse: c        შვიდი მეფე მოხარაჯე,   იგინიცა გაატანა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ველნი ლაშქარს ვერ იტევდეს,   გაემართნეს მისრისტანა.






Strophe: 112  
Line of ed.: 13  Verse: a        112. რა გაიყარნეს. წავიდეს,   მეფე ბრძანებდა ამასა:
Line of ed.: 14  Verse: b        "ვაჲ, შენის გაყრით, ასულო,   ცეცხლი მოუდევ მამასა!"
Line of ed.: 15  Verse: c        დედოფალმა და მხლებელთა   იტირეს დიდსა ხანასა:
Line of ed.: 16  Verse: d     და   "მგონ ჩვენის მოშორებითა   შენცა დაიწყებ ნანასა!"






Strophe: 113  
Line of ed.: 17  Verse: a        113. სად მივიდიან ლაშქარნი,   ულუფას მუაგებდიან,
Line of ed.: 18  Verse: b        უკვირდისთ მათი სიმრავლე,   მურასას კუბოს სჭვრეტდიან,
Line of ed.: 19  Verse: c        "ნეტარ, რა არის ესეთი"   -- ამასა იკვირვებდიან.
Line of ed.: 20  Verse: d     და   არვის შეეძლო მათ ურჩი,   დიმეშყის დია ჰყმობდიან.






Strophe: 114  
Line of ed.: 21  Verse: a        114. სამნი მეფენი მარჯვენით   და სამნი მარცხნივ დგებოდა,
Line of ed.: 22  Verse: b        არაშან მათგან უხუცე,   იგი წინ მიუძღვებოდა,
Line of ed.: 23  Verse: c        დიმეშყი, დიდი ვეზირი,   კუბოსა თანა ჰყვებოდა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   სხვანი ლაშქარი წინ-უკან   შორი-შორ შამოჰყვებოდა.






Strophe: 115  
Line of ed.: 25  Verse: a        115. ახიშან იყო უფროსი   მეფისა სპასალარისა,
Line of ed.: 26  Verse: b        იგი უკანა ჰყვებოდა,   სად კუბო არის მთვარისა,
Line of ed.: 27  Verse: c        გრგვინვიდა ცა და ქვეყანაო   -- სიმძიმე უკვირს ჯარისა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ქეჯაოდამა გამოქვრით   სული დის მუშკ-ამბარისა.






Strophe: 116  
Line of ed.: 29  Verse: a        116. მრავალნი დღენი იარნეს,   მისრეთის მზღვარსა მივიდეს,
Line of ed.: 30  Verse: b        მახარობელი გაგზავნეს,   ათის დღის სავალს მოვიდეს.
Line of ed.: 31  Verse: c        მეფემ ცნა, ბრძანა: "ლაშქარი   ქალაქის კარსა გავიდეს,
Line of ed.: 32  Verse: d     და   ვინც იყოს უკეთ კაზმული,   მისაგებელად წავიდეს".


Page of ed.: 19  




Strophe: 117  
Line of ed.: 1  Verse: a        117. დიმეშყის კაცი ემთხვივა,   ლაშქრისა მოსვლა ახარა,
Line of ed.: 2  Verse: b        ოცი საპალნე ნაქსოვი   მისცა, ატლასი, ქამხა რა
Line of ed.: 3  Verse: c        ლაშქარნი მოდგეს სალამად,   ვეზირმა თავი დახარა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მათ ჰკითხა: "ჩემგნითა კაცი   პატრონმა თქვენმა ნახ-არა?"






Strophe: 118  
Line of ed.: 5  Verse: a        118. -- "პატრონი ჩვენი, ვეზირო,   აქამდი გამოდგებოდა,
Line of ed.: 6  Verse: b        თუმც დაგეშალა დღეს აყრა,   იგიცა მოგესწრობოდა".
Line of ed.: 7  Verse: c        მოშალა აყრა ამაზე,   ბარგი აბრუნეს, დგებოდა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ერთს მჴარს გარდაჴდენ მისრელნი,   ერთს მჴარად იგი დგებოდა.






Strophe: 119  
Line of ed.: 9  Verse: a        119. მისვე ადგილად მჴდომელთა   დაჩათვარინეს კარავნი,
Line of ed.: 10  Verse: b        მას მზესა ცალკერძ დაუდგეს   სევნები ფერად არ ავნი,
Line of ed.: 11  Verse: c        გარს შამოავლეს ზინჯილი,   მცველნი აყენეს არ ავნი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ერთ ფარსანგამდი გარდაჴდეს   ლაშქარნი ველთა მფარავნი.






Strophe: 120  
Line of ed.: 13  Verse: a        120. კვლა ერთი კაცი ემთხვივა   ვეზირსა მოხარენია:
Line of ed.: 14  Verse: b        "აიგერ მოვა მეფეცა,   თუცა არ მონაწყენია".
Line of ed.: 15  Verse: c        მისრელთ და ქალის ლაშქართა   დააკაზმინეს ცხენია,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ჴელმწიფეს წინ მიეგება   ჯარით დიმეშყი ბრძენია.






Strophe: 121  
Line of ed.: 17  Verse: a        121. დიმეშყი ცხენით გარდაჴდა,   მეფეს ემთხვივა პირითა,
Line of ed.: 18  Verse: b        ორნი ლაშქარნი ერთმან-ერთს   ეცნეს ნაღარა, სტვირითა,
Line of ed.: 19  Verse: c        ზიმილისა და ზათქისგან   ჴმა არ ისმოდა ყურითა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მზეს შუქნი დაბნელებიან   ცხენისა ფერჴთა მტვერითა.






Strophe: 122  
Line of ed.: 21  Verse: a        122. დიმეშყის მეფემ უბრძანა:   "ვარ შენგან მადრიელია,
Line of ed.: 22  Verse: b        აწ თავმან ჩემმა, შენგნითა   მაძე დიადი ვალია,
Line of ed.: 23  Verse: c        რაც ჩემთვის დაგიცს შენ რჯანი,   გარდაუჴდელი ძალია".
Line of ed.: 24  Verse: d     და   მისცა მისივე მარქაფა   სადგომით მუნა თვალია.






Strophe: 123  
Line of ed.: 25  Verse: a        123. მან მეფესა თავ-დადებით   ხუდბა რამე მოახსენა:
Line of ed.: 26  Verse: b        "მე რამცა ვქენ სამსახური,   რომ მიბრძანე, მადლი თქვენა.
Line of ed.: 27  Verse: c        დია, გვმართებს თაყვანება   პატრონსავით თქვენი ჩვენა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ჴამს მონისგან მონავობა   ჴელმწიფისა, თუმცა ვქენა".






Strophe: 124  
Line of ed.: 29  Verse: a        124. დაშალეს აყრა მას დღესა,   ყველანივ ისრევ იდგესა,
Line of ed.: 30  Verse: b        თვით აზიზიცა გარდაჴდა,   ფერად-ფერადი უდგესა,
Line of ed.: 31  Verse: c        სალხინოდ დაჯდა ჴელმწიფე,   ლაშქარი გარშეუდგესა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   -- "უცილოდ მეფე გარდაჴდა"   -- ქალმა და მხლებელთ იგნესა.




Page of ed.: 20  
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.