TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 12
Previous part

Chapter: 11  
11. აქა ზილიხასაგან აზიზის ნახვა და არ იოსებობა და დაბნედა.






Strophe: 125  
Line of ed.: 1  Verse: a        125. ქალმა ცნა, მეფე გარდაჴდა,   მანგის უბრძანა: "დედაო,
Line of ed.: 2  Verse: b        "აზიზი მისრი ლხინად ზის,   ლაშქართ ხვევნასა ხედაო?
Line of ed.: 3  Verse: c        წადი, მალვითა დაზვერე,   რასა იქს ჩემი ბნედაო,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ეგება მეცა მიჩვენო,   სანამდი ისხდენ, სმედაო".






Strophe: 126  
Line of ed.: 5  Verse: a        126. მოახსენა: "დია, ღმერთო,   წავალ მისად საჭვრეტელად".
Line of ed.: 6  Verse: b        რა მივიდა, ვერვინ ნახა   კაცი მისად დამჭერელად,
Line of ed.: 7  Verse: c        სადგომს გარე შამოევლო,   ჩადრი გაჭრა სანახველად,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ნახა: უსხდენ მეჩანგენი   ჭირთა მისთა უკუმყრელად.






Strophe: 127  
Line of ed.: 9  Verse: a        127. შამობრუნდა, მოახსენა:   "სანაცლომცა შენი მანგი!
Line of ed.: 10  Verse: b        მივე, ვნახე იგი მოყმე,   ლალისებრი ჰქონდა რანგი,
Line of ed.: 11  Verse: c        თვალს გარეშე ეხვევიან   შავნი, ვითამც აბაშ-ზანგი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მწყრალსა ლომსა დავასახე,   ვისმცა ეძლოს მისი ჯანგი?"






Strophe: 128  
Line of ed.: 13  Verse: a        128. რა ეს ესმა, შეეხვეწა:   "წამიყვანე, დამანახე,
Line of ed.: 14  Verse: b        ნურვის ეტყვი წაგიყვანო,   ხოშიადი შამინახე".
Line of ed.: 15  Verse: c        მიიყვანა მას ადგილსა:   "წეღან აქათ დავინახე".
Line of ed.: 16  Verse: d     და   შახედა, დაიძახა: "ეს   არალი, მე რომ ვნახე"!






Strophe: 129  
Line of ed.: 17  Verse: a        129. უშნი ქნა და გამობრუნდა,   ქარვის ფერი გარდაეცა,
Line of ed.: 18  Verse: b        ფერჴთა დგომა ვეღარ გაძლო,   წაიქცა და დაცაეცა,
Line of ed.: 19  Verse: c        სოფელს ამას უძრახვიდა:   "ესე ბედი რა მამეცა?!"
Line of ed.: 20  Verse: d     და   მანგის ზურგთა აეკიდა,   წამოეღო, არა ეცა.






Strophe: 130  
Line of ed.: 21  Verse: a        130. ქალი ზურგთა ანაკიდი   მოიტანა მანგიმ შინა,
Line of ed.: 22  Verse: b        ქალი დია სევდის ჴელით   ცხელსა ცრემლსა აექშინა,
Line of ed.: 23  Verse: c        ქალი თვალთა სეტყვასა ჰყრის,   ვარდთა ზედა დაეშინა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ქალი ნახეს დაბნედილი,   გვერც მხლებელთა შეეშინა.






Strophe: 131  
Line of ed.: 25  Verse: a        131. მას გარეშამო ეხვივნეს,   ასხემდათ ვარდისა წყალსა,
Line of ed.: 26  Verse: b        თავსა წახურის რიდებით,   ჰკოცდიან თვალითა წყალსა,
Line of ed.: 27  Verse: c        ეხვეწებოდენ: "ნუ სტირი,   ნუ გაგვჴდი ჩვენცა საწყალსა".
Line of ed.: 28  Verse: d     და   ამას არღარა ჩაესმის,   თვალთა ღვრის სისხლსა, რა წყალსა.


Page of ed.: 21  




Strophe: 132  
Line of ed.: 1  Verse: a        132. ქალი მოსთქვემდა საბრალოდ,   უჩივის ბედის წერასა:
Line of ed.: 2  Verse: b        "სოფელო, რას გარმეკიდე,   მაძლევ ქარვისა ფერასა,
Line of ed.: 3  Verse: c        გამყარე ლხინსა ყველასა,   ჩანგ-ჩაღანისა ჟღერასა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   იქი იმ ყოფით მაქცივე,   აქ მიმეც ვისთა მზერასა?"






Strophe: 133  
Line of ed.: 5  Verse: a        133. "სოფელო, ჩემგან რა გინდა?   სიკვდილიც დამიკვეთეო,
Line of ed.: 6  Verse: b        გამყარე ტკბილსა მშობელსა,   მისრეთი შამიკვეთეო,
Line of ed.: 7  Verse: c        აწ აგრეც მამკალ, დამიხსენ,   სამარე გამიკვეთეო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   გული და ღვიძლი გამიპევ,   შეიწვი,შეიკვეთეო!"






Strophe: 134  
Line of ed.: 9  Verse: a        134. "გწადიან ჩემი სიკვდილი,   რომ თავი მომაკვლევინო,
Line of ed.: 10  Verse: b        ნეტამც დაგეხსნა, სოფელო,   ეგრე რა მე მაქნევინო,
Line of ed.: 11  Verse: c        ცოცხალი დავრჩე, რას ვაქნევ,   სხვა ქმარი შამართვევინო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   რად არ მეხსნები, არ ვიცი,   რა გინდა, რა მაქნევინო?"






Strophe: 135  
Line of ed.: 13  Verse: a        135. "არ ვიცი, ნეტარ, რა ვნახე,   სიზმრად მეჩვენა ისი მე,
Line of ed.: 14  Verse: b        მისრეთის თემი მანიშნა,   უცხო ქვეყანა ვისიმე,
Line of ed.: 15  Verse: c        აწ ცეცხლი რამე მამიდგა   მის უზეშთესი ვისი მე,
Line of ed.: 16  Verse: d     და   აწ შეყრის ნაცვლად პატიჯნი   გულსა მითესა მისი მე".






Strophe: 136  
Line of ed.: 17  Verse: a        136. "სოფელო, შენ რა გაგაძღებს   ჩემის სისხლისა ხვრეტითა,
Line of ed.: 18  Verse: b        გული, გონება წამართვი,   დამსვი ჭკვითაცა რეტითა,
Line of ed.: 19  Verse: c        სხვათაგან მეტი რა მექნა,   რომ დამწვი ცეცხლთა მეტითა?
Line of ed.: 20  Verse: d     და   შავგულო, რა შეგვყარე, ვერ   ვნახე კარგი ჭვრეტითა!"






Strophe: 137  
Line of ed.: 21  Verse: a        137. ტურფა მიწვა საგებელად,   თუცა ძილი უნდა არა,
Line of ed.: 22  Verse: b        გვერც მხლებელნი მიჭირულნი   ყველა ძილად მიეყარა,
Line of ed.: 23  Verse: c        ადგა, თოკი სვეტს მოაბა,   მერმე ყელად გარდიყარა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   გასარჩობლად გეეზიდნა,   თავი უნდა გაემწარა .






Strophe: 138  
Line of ed.: 25  Verse: a        138. უცხო მოვიდა ფრინველი   სახით და ანაგებითა,
Line of ed.: 26  Verse: b        უთხრა, თუ: "როგორ მოიკლა   თავი შენისა ნებითა?
Line of ed.: 27  Verse: c        არა სჯობს ეგე საქნელად,   ნუ ხარ თავისა ვნებითა".
Line of ed.: 28  Verse: d     და   მჴარზე შეჯდომით უხსნიდა   ნიკარტით არ თო ნებითა.






Strophe: 139  
Line of ed.: 29  Verse: a        139. ქალს ეუბნების ფრინველი   თავით ფერჴამდი ჭრელია:
Line of ed.: 30  Verse: b        "მან გამომგზავნა, ჰე, მზეო,   ვინ ასრე შენი მკულელია,
Line of ed.: 31  Verse: c        ბრძანა, თუ: "მისრეთს მელოდე,   თუ ჩემს შეყრასა ელია,
Line of ed.: 32  Verse: d     და   აზიზი მისრი შეირთე,   არა კაცობის მქნელია".


Page of ed.: 22  




Strophe: 140  
Line of ed.: 1  Verse: a        140. გლახ ქალმა უთხრა ფრინველსა   სიტყვანი უამესია:
Line of ed.: 2  Verse: b        "ორგულობა და სიმუხთლე   თქვენია, თურმე, წესია.
Line of ed.: 3  Verse: c        მე ვინ და აზიზი ვინა,   ქმარად შევირთო ესია?
Line of ed.: 4  Verse: d     და   გწადიანთ ცეცხლი მამიდვათ   ამისგანც უცხელესია!"






Strophe: 141  
Line of ed.: 5  Verse: a        141. ფრინველო, აწ მომეშვი, ვივაგლახო   და ვიტირო,
Line of ed.: 6  Verse: b        მეც ვიცი, ამად მოსრულხარ,   მამკლა და აღარ მატირო,
Line of ed.: 7  Verse: c        აწ აგრეც ნუღარ მაცოცხლებ,   ჩემის სევდითაც ნუ სტირო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ამგვარსა უბედობასა   ტირილი უნდა და ვტირო".






Strophe: 142  
Line of ed.: 9  Verse: a        142. "თავი მოვიკლა, დამეხსენ,   ვისი ხარ, მისსა მზესაო,
Line of ed.: 10  Verse: b        სიცოცხლისაგან გამძღარვარ,   უცილოდ დავლევ დღესაო,
Line of ed.: 11  Verse: c        უმისოდ თავსა რას ვაქნევ,   რომ ვსჭვრიტო ამო მზესაო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   წადი და ჰკადრე: მიეცა   პატიჯსა უარესსაო".






Strophe: 143  
Line of ed.: 13  Verse: a        143. რა ფრინველი არ მოეშვა,   ქალმა დართო ასრე ნება:
Line of ed.: 14  Verse: b        "მე შევირთო მისრთა მეფე,   რა შაიქნას გათენება,
Line of ed.: 15  Verse: c        მაგრა ჰკადრე ჩემსა მზესა:   სხვათა რატომ დამანება?
Line of ed.: 16  Verse: d     და   შენმცა მრისხვი, მე შენს მეტსა   მთვარეს მივცე მოვანება".






Strophe: 144  
Line of ed.: 17  Verse: a        144. ფრინველმა ცნა, დამორჩილდა,   მჴარი მჴარსა შეატკვეცა,
Line of ed.: 18  Verse: b        მასვე წამსა გამოფრინდა,   რომე კარსა არა ეცა.
Line of ed.: 19  Verse: c        ქალს მისნივე შვენებანი   მართ უფროსი მოცაეცა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   რა გათენდა, მოეკაზმა,   ელვის ფერი გარდაეცა.






Strophe: 145  
Line of ed.: 21  Verse: a        145. დილას შესხდენ დაკაზმულნი,   ქალაქისკე წაცავიდეს,
Line of ed.: 22  Verse: b        ყველა წინა ეგებოდეს,   ქეჯაოსა თეთრს აყრიდეს,
Line of ed.: 23  Verse: c        ქვეშ ნაქსოვი გაუფინეს,   სამს ფარსანგსა ასრე ვლიდეს,
Line of ed.: 24  Verse: d     და   სოფელ-ქვეყნად ჴმა გავარდა:   ყველაყაი მოცავიდეს".






Strophe: 146  
Line of ed.: 25  Verse: a        146. თვალ-შავმა, წამწამ-გიშელმა   ზილიხამ, ტანად სარომა,
Line of ed.: 26  Verse: b        მისებრ შუქისა მფენელმა   და ტურფამ საბაღნარომა,
Line of ed.: 27  Verse: c        მისის პირისა ციმციმით   ვარდ-იამ დაუმჭკნარომა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მზის მჩაგრმა, მთვარის ამგდებმა,   თავი მისრეცა არომა.






Strophe: 147  
Line of ed.: 29  Verse: a        147. სრულნი მისრელნი მოგროვდენ   კარზედა, თავნი შეყარეს,
Line of ed.: 30  Verse: b        ხონებით თეთრი ნაჭერი   ქალსა ზე გარდააყარეს,
Line of ed.: 31  Verse: c        შაბაშ-შაბაში გამრავლდა,   ვის ჭირი სჭირდა, გაყარეს,
Line of ed.: 32  Verse: d     და   შევიდეს, დასხდენ ნადიმად,   დარბაისელნი შეყარეს.


Page of ed.: 23  




Strophe: 148  
Line of ed.: 1  Verse: a        148. სამ დღემდი იყო ქორწილი   და დიდი გარდასავალი,
Line of ed.: 2  Verse: b        გასცა მეფემა თავასი   უანგარიშო, უვალი,
Line of ed.: 3  Verse: c        მას წელს გლახათა შეუნდო   ყოველი გამოსავალი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   უცილოდ მას დღეს დავიწყდა   ანქირ-მანქირსა სავალი.






Strophe: 149  
Line of ed.: 5  Verse: a        149. კვლავღა ბრძანა: "მოიღეთ სრულნი   საჭურჭლეთ კლიტენი".
Line of ed.: 6  Verse: b        მეფეთ სამ-სამი კლიტენი   მისცა, ნაკაზმი ცხრა ცხენი,
Line of ed.: 7  Verse: c        მას გარე მოაღებვინა   დიმეშყისათვინ სხვა ზღვენი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ხონებით თვალ-მარგალიტი,   სხვა საჩუქარი რა ვთქვენი!






Strophe: 150  
Line of ed.: 9  Verse: a        150. არაშანს მისცა საკიდვრით   თვალ-მარგალიტი ცხრა ჯორი,
Line of ed.: 10  Verse: b        შავარდნები და გავაზი,   ორმოცი კვლავე სხვა ქორი,
Line of ed.: 11  Verse: c        ახიშანს, სპათა სალარსა,   ხონ-მარგალიტი ას ორი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   შავარდნები და გავაზი,   ქორები ყველას სასწორი.






Strophe: 151  
Line of ed.: 13  Verse: a        151. ტახტზედა მჯდომსა ზილიხას   ელვურებ შუქი ჰქრთებოდა,
Line of ed.: 14  Verse: b        აზიზის გვერცა ჯდომითა   ამაყსა ქალსა სწრფებოდა,
Line of ed.: 15  Verse: c        ვარდისა ძირსა შაპარვით   შავი რამ ზანგი დგებოდა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მისნი მჭვრეტელნი მისითა   სურვილით იჴოცებოდა.






Strophe: 152  
Line of ed.: 17  Verse: a        152. მჭვრეტელთა ამზრზინებელი   წყნარად ჯდა დია კრძალვითა,
Line of ed.: 18  Verse: b        მოცრემლიანოს თვალებსა   ჰშვენის გაჭრეტა მალვითა,
Line of ed.: 19  Verse: c        ლალის და ბროლის ადგილზე   ჩრდილი დგას გიშრის სარვითა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   სცვენ ყვევლგნით არე-მარესა,   მჭვრეტელთა ჰკოცენ მალვითა.






Strophe: 153  
Line of ed.: 21  Verse: a        153. მეორეს დღესა ქორწილში   პირმზე არ დაჯდა ერშია,
Line of ed.: 22  Verse: b        დარბაისელთა ჯალაბნი   შამოეხვივნეს გარშია,
Line of ed.: 23  Verse: c        მოახსენებდეს: "პატრონო,   რად არა გახვალთ კარშია"?
Line of ed.: 24  Verse: d     და   ვისცა ენახოს იმისებრ   ადამ-ევასა გვარშია!






Strophe: 154  
Line of ed.: 25  Verse: a        154. უბრძანა: "მე ვერ გამოვალ,   წაბრძანდით თქვენვე იქია",
Line of ed.: 26  Verse: b        ვარდი გააპის კბილთაგან,   გამოაყენის შუქია,
Line of ed.: 27  Verse: c        მისთა მნახველთა ნახული   სხვა ვეღარავინ უქია,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ყვევლთა ყვავილთა დამჭკნობი   მისის წამწამთა ბუქია.






Strophe: 155  
Line of ed.: 29  Verse: a        155. მას დღესა იყო პურობა,   დიადი შემოყრილობა,
Line of ed.: 30  Verse: b        ნადიმად მსხდომთა თავადთა   შექნეს ამისი ცილობა:
Line of ed.: 31  Verse: c        "მეფესა რა მოსწყენია,   რადა სჭირს ფერ ნაკლულობა?
Line of ed.: 32  Verse: d     და   უცილოდ იგი ეწყინა,   ქალმა არ ნახა პურობა".


Page of ed.: 24  




Strophe: 156  
Line of ed.: 1  Verse: a        156. გარდაჴდა სმა და ნადიმი,   ყველაი სახლად წავიდა,
Line of ed.: 2  Verse: b        თვით მეფეც ადგა ჭამიდამ,   ქალისა სადგომს შევიდა,
Line of ed.: 3  Verse: c        მჴეველთა ჰკადრეს: პატრონო,   ჴელმწიფე კარად მოვიდა".
Line of ed.: 4  Verse: d     და   იგი წარბ-შერჭმით ქუეშად   ჯდა, აზიზი ტახტზე ავიდა.






Strophe: 157  
Line of ed.: 5  Verse: a        157. მას ღამე ერთად მწოლელსა   არც ერთსა ჰქონდა ძილობა,
Line of ed.: 6  Verse: b        ყმამან ლაღობა დაუწყო,   მზისა ვის ჰქონდა ცილობა,
Line of ed.: 7  Verse: c        ვერ მოიჴმარა კაცობა,   შეექნა ფერ შეცვლილობა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   გულს უნდის ჴელი ვერ ჰყარის,   როგორ არ მართებს წბილობა?






Strophe: 158  
Line of ed.: 9  Verse: a        158. აზიზ ქალსა სად ღირს იყო,   სხვათა იყო ანაბარი,
Line of ed.: 10  Verse: b        მასთან მადად არ შეძალის   კაცობისა დასადარი,
Line of ed.: 11  Verse: c        მასვე მართებს მისი შეყრა,   რომისთანა არსად არი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ჭიქა რადგან ფეროვნობდეს,   ვინ იტყვის, თუ თვალი არი?






Strophe: 159  
Line of ed.: 13  Verse: a        159. ქალი მის ყმისა მგონები   ზაფრანის ფერად ჴდებოდა,
Line of ed.: 14  Verse: b        სიცოცხლისაგან გამზღარსა   სიკვდილი ენატრებოდა,
Line of ed.: 15  Verse: c        სევდის ჴელითა დამწვარი   სევდასვე ემოყვრებოდა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ამოიოხრის ასეთი,   რომ სული აღმოჰყვებოდა.






Strophe: 160  
Line of ed.: 17  Verse: a        160. საგონებლისა პატრონი   იჯდის უშით და კვნესითა:
Line of ed.: 18  Verse: b        "არ დამაჯერე მას ცეცხლსა,   აწ დამწვი უცხელესითა,
Line of ed.: 19  Verse: c        ანთებულშიგა ჩაჭრილი,   თავს გაუვიდე მე სითა?"
Line of ed.: 20  Verse: d     და   ამას უძრახავს სოფელსა:   "სად მამიყვანე მე სითა?






Strophe: 161  
Line of ed.: 21  Verse: a        161. "რად არ გცხვენის, უგემურო,   გეძახიან ყველა მქისსა,
Line of ed.: 22  Verse: b        მამაშორე ჩემს სამყოფსა,   ნატრი შემქენ დედ-მამისა,
Line of ed.: 23  Verse: c        აგრეც მამკალ, ნუ მაცოცხლებ   -- არ მაჩვენებ პირსა მისსა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ეს სარჯელი ვისც გენახოს,   მამკალ შვილსა ადამისა".






Strophe: 162  
Line of ed.: 25  Verse: a        162. იჯდის მუდამ მოქრუშვილი,   ნარგისთაგან ცრემლსა უშობს:
Line of ed.: 26  Verse: b        "ნეტარ რა ვქნა, რა მექნების"   -- კვლა ამისთვი6 უფრო შიშობს,
Line of ed.: 27  Verse: c        "ვაჲ, თუ მოვკვდე, იგი წაჴდეს"   -- ამას სულ-თქვამს, ამას უშობს,
Line of ed.: 28  Verse: d     და   "ასრე სხვა-ღა უბედური   დედისაგან ვინღა იშობს?"






Strophe: 163  
Line of ed.: 29  Verse: a        163. თანამხლებელნი შებრუნდენ,   ქალი იქს წიგნთა წერასა:
Line of ed.: 30  Verse: b        "თქვენის ნახვისა მონატრე,   ისმინეთ, გიწერ მე რასა,
Line of ed.: 31  Verse: c        ჩემისა მოშორვებითა   ნუ მოეშლებით მღერასა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   უარეს ჭირში ჩავარდი,   -- უყურეთ ბედის წერასა!"


Page of ed.: 25  




Strophe: 164  
Line of ed.: 1  Verse: a        164. "ფათერაკსა ვერ მორჩების   -- ათასია, თუნდა ერთი,
Line of ed.: 2  Verse: b        თქვენ მოგშორდი, აწ სოფელმა   გამორისხა უფრო ღმერთი,
Line of ed.: 3  Verse: c        ნეტამც მანდავ მოგკდომოდი,   მე აზიზსა არ შევერთი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   აწ სევდასა წაუღივარ,   სიცოცხლე მაქვს წამი ერთი".




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.