Strophe: 165 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 165. ზილიხას მისცა უფალმა | საქმენი სანატრელია: |
Line of ed.: 6 Verse: b | იოსებ ნახა სიზმარი | უცხო რამ, საკურველია, |
Line of ed.: 7 Verse: c | მათი ერთგანა შეყრანი, | ისმინეთ, რა სარჯელია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | უცილოდ ღმერთი მოწყალე | ყვევლის კაცისა მშველია. |
Strophe: 166 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 166. იოსებ ნახა სიზმარი: | ტახტი მოვიდა ზეცითა, |
Line of ed.: 10 Verse: b | მთელისა იაგუნდისა, | ნათალი აჩნდა არ სითა, |
Line of ed.: 11 Verse: c | ანგელოზებსა მოჰქონდა | ფრთე ფრთითა შენატკეცითა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | მაზედა შესვეს იგი ყმა | ბრძანებით ზესთა-ზესითა. |
Strophe: 167 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 167. მოვიდეს მისად თაყვანად: | მთვარე, მზე, კვლა ვარსკულევები, |
Line of ed.: 14 Verse: b | მუშთარი, ზოალ, მარიხი, | ასპიროზისა გვარები, |
Line of ed.: 15 Verse: c | მიქელ-გაბრიელ მთავარნი | და სრულნი ზეციერები, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ისა, მოსე და აბრამცა | და მათი თანადარები. |
Strophe: 168 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 168. სრულად მჴეცნი შეიყარნეს | და ფრინველი მოფარნავი, |
Line of ed.: 18 Verse: b | მოდგეს მას წინ სათაყვანოდ, | მიწაზედა დადვეს თავი, |
Line of ed.: 19 Verse: c | ქვეყნის ზურგით შემნახავი | და ზეცისა საზრუნავი, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მუნიდამა ყიოდიან: | "შენ ხარ ჩვენი შემნახავი". |
Strophe: 169 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 169. შეკრთა, ძილით წამოიჭრა: | "სადა ვღირსვარ, მოწყალეო!" |
Line of ed.: 22 Verse: b | თავდადებით მიწაზედა | მოუთხრობდა: "მიწყალე-"ო, |
Line of ed.: 23 Verse: c | "მე ცოდვილმა რა გმსახურე, | თქვენ რომ ასრე მიბრალეო, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ანუ ასრე შემცოდესა | უსაზომო რად მწყალეო?" |
Strophe: 170 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 170. გათენდა, მამას უამბო: | "უცხო სიზმარი ვნახია, |
Line of ed.: 26 Verse: b | მე არა ვღირსვარ ამასა, | რაცა მე მოვინახია" |
Line of ed.: 27 Verse: c | უბრძანა: "შვილო, ნუ იტყვი, | გულშია შეინახია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | წარმეტყველობა მოგხვდების | და ჴელმწიფეთა სახია". |
Strophe: 171 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 171. "ანამცა ვისმე ეს, შვილო, | შეატყობინე სხვათაო, |
Line of ed.: 2 Verse: b | ნურას სულდგმულთა ნუ ეტყვი, | არვინა უთხრან ძმათაო". |
Line of ed.: 3 Verse: c | თურე მას ყველა ესმოდა, | ერთსა ძმას ერქვა წართაო, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მოვიდა, სხვათაც უამბო, | ერთობელთ უკუღმართაო. |