TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 14
Previous part

Chapter: 13  
13. აქა ძმათაგან ღალატით იოსების ორმოში ჩაგდება.






Strophe: 172  
Line of ed.: 5  Verse: a        172. რა წართამ უთხრა ნასმენი,   დაასკვნეს ესე პირია:
Line of ed.: 6  Verse: b        "ან მოვკლათ, ანუ დავკარგოთ   , უგდოთ ერთი რამ ჭირია,
Line of ed.: 7  Verse: c        თუ მას ცოცხალსა გაუშვებთ,   შეიქნას ჩვენზე მირია,
Line of ed.: 8  Verse: d     და   პურსაცა არვის შეგვაჭმევს,   ეტყობის ასრე ძვირია".






Strophe: 173  
Line of ed.: 9  Verse: a        173. ესე სიტყვა დაასრულეს   წყეულთა და დანაკრულთა:
Line of ed.: 10  Verse: b        "იგი სადმე გარდაგებით,   დაუკარგოთ ამა რჯულთა".
Line of ed.: 11  Verse: c        ერთმან-ერთი შაუყენეს   მოსაცდელად მათ გრძნეულთა:
Line of ed.: 12  Verse: d     და   "უცილოდა იგი უყვარს   მამასა და სპათა სრულთა".






Strophe: 174  
Line of ed.: 13  Verse: a        174. მას მოყმესა ეტყოდიან   საუბარსა მეტად ტკბილსა:
Line of ed.: 14  Verse: b        "ბაღში მივდით სათამაშოდ,   ბევრსა ვნახავთ უცხოს ხილსა,
Line of ed.: 15  Verse: c        მო, წამოგვყვე, ისი გიჯობს,   შევექცევით ცუდსა ძილსა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   აწ ურიცხვსა, ბევრსა ვნახავთ   მინდორს ყვავილს განაშლისა".






Strophe: 175  
Line of ed.: 17  Verse: a        175. მოატყუვეს იგი მოყმე   და აცდინეს ამაზია:
Line of ed.: 18  Verse: b        " მამა ჩემსა მადასტურეთ,   გიახლები, თქვენმა მზია";
Line of ed.: 19  Verse: c        მერმე მიდგეს იაკობთან   და დასთხოვეს იგი მზია:
Line of ed.: 20  Verse: d     და   "სახსარს წავალთ შესაქცევად,   აქა ცუდად რასა ვზია?"






Strophe: 176  
Line of ed.: 21  Verse: a        176. ქანაანის სიახლოვეს   სახსარ ერქვა დიდსა ველსა,
Line of ed.: 22  Verse: b        ყვევლსა ფერსა იქ იტყოდენ   ყვავილსა და სხვა სურნელსა,
Line of ed.: 23  Verse: c        სანადიროს მას გარეშე   და ქორისა სადევნელსა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   "იქ წავალთ"-ო, მოახსენეს,   "გაგვატანდეთ თუმც ნათელსა".






Strophe: 177  
Line of ed.: 25  Verse: a        177. იაკობ თქვა: აჰა, შვილნო,   ჩავარდები, ვიცი, ჭირსა,
Line of ed.: 26  Verse: b        სახსაროსა ბევრსა ნახავთ   ლომსა, ვეფხსა, სხვას ნადირსა,
Line of ed.: 27  Verse: c        ანამც არა დაუმარცხდეს   მანათობსა მზიურ პირსა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მეცა, ბერსა მამა თქვენსა,   შემემატვის ჭირი ჭირსა".


Page of ed.: 27  




Strophe: 178  
Line of ed.: 1  Verse: a        178. მათ მოახსენეს: "მამაო,   ეგ სიტყვა რა ვარგულია,
Line of ed.: 2  Verse: b        ჩვენ ათთავ ძმათა გვაქვანან   ლომისა მჩაგრი გულია,
Line of ed.: 3  Verse: c        მჴეცნი და სხვანი მებრძოლი   ჩვენგნითა შენაკრულია,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მაგას ნუ ბრძანებთ, ვინც იყოს   ჩვენთანა სხვა ვარგულია?"






Strophe: 179  
Line of ed.: 5  Verse: a        179. რა მამაცა დაიყოლეს,   დაუჭერდენ ჴელით ჴელსა,
Line of ed.: 6  Verse: b        აიყვანეს იგი პირმზე,   იყენებდენ პირს ნათელსა,
Line of ed.: 7  Verse: c        გაემართნეს სახსაროსა   და არჩევდენ საქმე ძნელსა:
Line of ed.: 8  Verse: d     და   "ჴმელთ ნათელი დაუკარგოთ"   დავაგვანოთ ღამე ბნელსა".






Strophe: 180  
Line of ed.: 9  Verse: a        180. მოატყუვეს, წაიყვანეს   იგი ალვა, ნორჩი ზდილი,
Line of ed.: 10  Verse: b        მათსა გულსა დააპირეს   მის ტურფისა მართ სიკვდილი,
Line of ed.: 11  Verse: c        სანობამდი მამა სჭვრეტდა,   ეუბნიან სიტყვა ტკბილი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მერმე ჴელი გასამწარო   მიჰყვეს, ჰქონდათ არ სირცხვილი.






Strophe: 181  
Line of ed.: 13  Verse: a        181. სადამდი მამას ხედვიდენ,   მას ყმასა კისრით არებდენ,
Line of ed.: 14  Verse: b        ამოსა ეუბნებოდენ   და თავსა შეაყვარებდენ,
Line of ed.: 15  Verse: c        რა ქალაქს გარე გავიდენ,   ჴელი ჰყვეს დაამწარებდენ ,
Line of ed.: 16  Verse: d     და   თავსა სცემდიან ყველანი,   აროდეს დააწყნარებდენ.






Strophe: 182  
Line of ed.: 17  Verse: a        182. ქვევითი წინა წაიგდეს,   ამწარებდიან, სცემდია[ნ],
Line of ed.: 18  Verse: b        თავ-პირი არ უმთელოსა   ვარდისა ბაღსა ბაღ. . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 19  Verse: c        სისხლი ჩამოსდის მკერდამდი,   ტან. . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 20  Verse: d     და   თორმეტს ფარსანგსა ასრე . . . . .   . . . . . . . . . . . . . . . . . .






Strophe: 183  
Line of ed.: 21  Verse: a        183. ატირდის და მოეხვივის   ხან ერთს. . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 22  Verse: b        "რა შეგცოდე, რად მამკლავთო   და. . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 23  Verse: c        ეტყოდიან: "აწ ეხვეწე   საპატ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 24  Verse: d     და   რატომ ახლა არ გიშველის   შე. . . . . . . . . . . . . . . . . . .






Strophe: 184  
Line of ed.: 25  Verse: a        184. თვითოს და თვითოს შესტირის,   სა. . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 26  Verse: b        "ჰე, ძმანო, უშაველი ვარ,   ნუ მამკლავთ ცრემლთა დენითა,
Line of ed.: 27  Verse: c        ასრე უწყალოდ ნუღარ მრჯით,   მამკალით, დამეხსენითა";
Line of ed.: 28  Verse: d     და   რომელსაც ძმასა შესტირის,   სხვას უთხრის: თავს დასცხენითა".






Strophe: 185  
Line of ed.: 29  Verse: a        185. მივიდეს უცხოს ადგილსა,   გამოჩნდა რამე კლდენია.
Line of ed.: 30  Verse: b        ეხვეწებოდა: "ნუ მამკლავთ"   -- იგი მზიებარ მშვენია,
Line of ed.: 31  Verse: c        არ გაიკითხეს უწყალთა,   ნორჩით კრეს ალვის ხენია.
Line of ed.: 32  Verse: d     [და]   . . . . . . . . . . . . . . ეს სარჯელი   მელექსემ ვერა ვთქვენია.


Page of ed.: 28  




Strophe: 186  
Line of ed.: 1  Verse: a        186. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   მეტისა გამწარებითა,
Line of ed.: 2  Verse: b        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . .რი დევთა გრძნობითა,
Line of ed.: 3  Verse: c        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ამ   იძახდენ ვაყვაყობითა,
Line of ed.: 4  Verse: d     [და]   . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . .რც ზომდენ სიჯმებითა.






Strophe: 187  
Line of ed.: 5  Verse: a        187. . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . . . . .მე დია ავი,
Line of ed.: 6  Verse: b        . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   .   .ენსავით ჩანან და შავი.
Line of ed.: 7  Verse: c        . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   .   . . . . უკრეს მაგრა მკლავი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ფერჴებიცა გაუხლათეს,   შიგა უკრეს მერმე თავი.






Strophe: 188  
Line of ed.: 9  Verse: a        188. განაშიშვლი გზა ეჭირათ   და ჩაუშვეს შიგა ჭაში,
Line of ed.: 10  Verse: b        ჩანაკიდი თოკი უკრეს,   რა მივიდა შუვა გზაში.
Line of ed.: 11  Verse: c        ანგელოზთა დაიჭირეს,   არ ჩაუშვეს შიგა წყალში,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ტახტი უწყვეს ფრთებისაგან,   მიეჯარა რა შუვაში.






Strophe: 189  
Line of ed.: 13  Verse: a        189. მიქელ-გაბრიელ მოვიდეს   ზეციერთ დას-დასებითა,
Line of ed.: 14  Verse: b        ტახტი უკეთეს შუაზე   ანგელოზების ფრთებითა,
Line of ed.: 15  Verse: c        მაზედა დასვეს იგი ყმა   მოწყალის ღვთის ბრძანებითა:
Line of ed.: 16  Verse: d     და   "ნუ გეშის მტერთა ჴელითა,   ღმერთი არა გყავს ვნებითა".






Strophe: 190  
Line of ed.: 17  Verse: a        190. უკუღმართნი უკუბრუნდენ   და წავიდენ მასვე გზასა,
Line of ed.: 18  Verse: b        მჴეცნი ნახეს, გამოუჴდენ,   ისარი ჰკრეს ერთსა თხასა,
Line of ed.: 19  Verse: c        მისის სისხლში ამორივეს,   რაცა სცმოდა მისსა ძმასა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ტირილით და თავს ცემითა   მოახსენეს ეს მამასა.






Strophe: 191  
Line of ed.: 21  Verse: a        191. სისხლით გასვრილი პერანგი   მოიღეს მამის წინარე:
Line of ed.: 22  Verse: b        - "ჩვენ ხისა ძირსა საგრილოდ   ვიყვენით ყველა მძინარე,
Line of ed.: 23  Verse: c        ტირილი გვესმა, ავცვივდით,   აღარსად იყო მზის არე,
Line of ed.: 24  Verse: d     და   შორ კალიბ მგელი მოჩანდა,   მას მიარბენდა მწყრომარე".






Strophe: 192  
Line of ed.: 25  Verse: a        192. "მართლად გეტყვით, მამა ჩემო,   ამ საქმესა დია ძნელსა,
Line of ed.: 26  Verse: b        გაუდეგით შესაპყრობად,   პირს ეჭირა რბოლალს მგელსა,
Line of ed.: 27  Verse: c        რაზომაც არ ვეცადენით,   ვერ ვასწარით შეუჭმელსა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ეს პერანგი წამოვიღეთ   ნიშნად, ვიდენთ ცრემლსა ცხელსა".






Strophe: 193  
Line of ed.: 29  Verse: a        193. რა ეს ისმინა იაკობ,   დაღვარა ცრემლი ცხელია,
Line of ed.: 30  Verse: b        ჴელი აუპყრა: "ჰე, ღმერთო,   ვისმინე საქმე ძნელია,
Line of ed.: 31  Verse: c        აწ, მეუფეო, შენგნითა   ამის შველასა ველია:
Line of ed.: 32  Verse: d     და   მოვიდეს სრულნი პირუტყვნი,   ლომი, ვეფხი და მგელია!"


Page of ed.: 29  




Strophe: 194  
Line of ed.: 1  Verse: a        194. მოდგეს იაკობს წინაშე,   მიწაზე დადვეს თავია,
Line of ed.: 2  Verse: b        იგი მეტისა ცრემლითა   ზღვას ცურავს, ვითა ნავია.
Line of ed.: 3  Verse: c        "ჩვენ ვიყვნეთ შენი შემცოდე   უსუფის მონაკლავია".
Line of ed.: 4  Verse: d     . .   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .






Strophe: 195  
Line of ed.: 5  Verse: a        195. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 6  Verse: b        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 7  Verse: c        "მართლად თქვენით, ვინ მოგცათო   ეგე ჩვენგან დაკარგული,
Line of ed.: 8  Verse: d     და   თვარე, ღმერთმა მტერი ჩვენი   ჴოცოს, ვითა გჴადოთ სული".






Strophe: 196  
Line of ed.: 9  Verse: a        196. "ესე ყული ჩვენი არის   გაგუპაროდა ამას წინა,
Line of ed.: 10  Verse: b        აწ გვითხარით, სად იპოვეთ,   ანუ მოგცათ ეგე ვინა?
Line of ed.: 11  Verse: c        მოგიპარავთ, არა სტყლდებით,   ეგე ვინცა შეგარჩინა?!"
Line of ed.: 12  Verse: d     და   მათ ვაჭართა მოახსენეს:   "გაგვიკითხეთ, შეგვეშინა"






Strophe: 197  
Line of ed.: 13  Verse: a        197. ფარუხ იყო დიდ ვაჭარი   ქარავანში, კარგა ზდილი,
Line of ed.: 14  Verse: b        ჭკვიანი და გონიარი,   მოუბარად სიტყვა ტკბილი,
Line of ed.: 15  Verse: c        წადგა წინა, მოახსენათ:   "არ გვემართლოთ ჩვენ სიკვდილი,
Line of ed.: 16  Verse: d     და   დაგვიწყნარდით, მოგახსენოთ,   როგორ ვპოვეთ ალვა ზდილი".






Strophe: 198  
Line of ed.: 17  Verse: a        198. "იამანით გამომდგარნი   მივდიოდით მისრის გზასა,
Line of ed.: 18  Verse: b        დაგვიღამდა, ვერ გარდავლეთ,   მოვადეგით რა ამ მთასა,
Line of ed.: 19  Verse: c        მოვიარეთ წყლის საძებრად,   წავადეგით დიდსა ჭასა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   წყლის საღები რა ჩაუშვით,   ეს ამოჰყვა იქით მასა".






Strophe: 199  
Line of ed.: 21  Verse: a        199. "მუნიდამ ტოლჩას ამოჰყვა   ჴმელზე ნაზარდი თევზია,
Line of ed.: 22  Verse: b        უკუნი სრულად ენათა,   უჭყარტიალობს პირზია,
Line of ed.: 23  Verse: c        ჩვენ ვთქვით, თუ: "ანუ მთვარია,   ანუ მნათობი, ვინ -- `მზია',
Line of ed.: 24  Verse: d     და   თქვენი არ ალის, რად გვართვამთ,   რადა ხართ ანუ ძალზია?"






Strophe: 200  
Line of ed.: 25  Verse: a        200. შეუძახნეს მათ ვაჭართა   "როგორ? -- გინდათ ჩვენზე ძალი?"
Line of ed.: 26  Verse: b        მათ მიუგეს: "ნუ ყოს ღმერთმა,   დაგვიცს თქვენზე დიდი ვალი".
Line of ed.: 27  Verse: c        - "ამას ვერსად იპოვებდით,   რაზომ გევლოთ დღე მრავალი".
Line of ed.: 28  Verse: d     და   -- "აწ წყრომანი არა გმართებსთ,   ჩვენ ვსტყუვით და თქვენ მართალი".


Page of ed.: 30  




Strophe: 201  
Line of ed.: 1  Verse: a        201. ვაჭართ მუნით ანაკიდითა   გაემართნეს მისრისტანსა.
Line of ed.: 2  Verse: b        გარდეგება, დააყენა   , წართა ერქვა რომე ძმასა:
Line of ed.: 3  Verse: c        - "თუ მოგვცემთო კარგსა ფასსა,   ჩვენ მოგყიდით ამა ყმასა".
Line of ed.: 4  Verse: d     და   ვაჭართ შორსა დაიჭირეს:   -- "რას ვაქნევთო ჩვენ მაგასა?"






Strophe: 202  
Line of ed.: 5  Verse: a        202. "ჩვენ რომე ეგე ვიყიდოთ,   შემოგვეცილოს სხვაცაო,
Line of ed.: 6  Verse: b        ვინ დაგვიჯერებს სყიდვასა,   მოწმადა გვყვანდეს ვინცაო?
Line of ed.: 7  Verse: c        ძალად წაგვართმენ, ვაჭართა   ჯაბნობა იცით თქვენცაო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ფასიცა ცუდად ჩაგვივლის,   ბრალი არა ვართ ჩვენცაო?"






Strophe: 203  
Line of ed.: 9  Verse: a        203. "მაგის თავზე უბრალონი,   რაცა გვსაჯეთ, ეგეც კმარა,
Line of ed.: 10  Verse: b        თუ წიგნს მოგვცემთ მაგისთანას,   შეგვეცილოს არვინ არა,
Line of ed.: 11  Verse: c        ფასსა მოგცემთ ჩვენ მაგისთვის,   დავტყუვდებით თვარ აღარა".
Line of ed.: 12  Verse: d     და   წიგნი მისცეს დაბეჭდილი,   ძმაცა ყულად მათ აბარა.






Strophe: 204  
Line of ed.: 13  Verse: a        204. მერმეღა ჰკადრეს: "გვიბრძანეთ,   რა არის მისი ფასია?"
Line of ed.: 14  Verse: b        მათ უთხრეს: "ყვევლი სავაჭრო   თქვენგნითა დანაფასია,
Line of ed.: 15  Verse: c        მოგვართვით, რაცა ფასია,   ჩვენგნითა რა საფასია!
Line of ed.: 16  Verse: d     და   მისცეს ჩვიდმეტი თანგანი,   თუცა არ მისი ფასია.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.