TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 15
Previous part

Chapter: 14  
14. აქა ძმებთა განასყიდი და ვაჭართა ნასყიდი იოსებ მისრს გაემართა.






Strophe: 205  
Line of ed.: 17  Verse: a        205. სარჯელად არ ეყოფოდა,   რაცა მათ უყვეს ძმასაო,
Line of ed.: 18  Verse: b        სასიკვდილოდა ჩააგდესე   უძიროს დიდსა ჭასაო,
Line of ed.: 19  Verse: c        იქიდამ იხსნა უფალმა   და აპოვნინა მგზავრსაო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   არცა მაშინა დაეხსნენ,   მიჰყიდეს ყულად სხვასაო.






Strophe: 206  
Line of ed.: 21  Verse: a        206. გაემართნეს მარჯვე გზასა   მსყიდველნი და ქარავნები,
Line of ed.: 22  Verse: b        მივიდოდეს მას ადგილსა,   სად აზიზსა აქვს ხანები,
Line of ed.: 23  Verse: c        თანა ახლავსთ მზისა შუქი   და მთვარისა მოვანები,
Line of ed.: 24  Verse: d     და   უხაროდათ: -- "კარგა გავა   მზისა შუქთა არა მნები".






Strophe: 207  
Line of ed.: 25  Verse: a        207. მელიქ-ფარუხ, დიდვაჭარი,   უხუცესი ქარავნისა,
Line of ed.: 26  Verse: b        მისსა სიტყვას მორჩილობდენ.   ურჩი ვერვინ ვერა ქნისა,
Line of ed.: 27  Verse: c        -- "რა მივიდეთ ქალაქშიგა"   -- ამა პირსა დაასკვნისა" --
Line of ed.: 28  Verse: d     და   "გავყიდოთო იგი მოყმე,   ვინ შვენებით მზეს ავნისა".


Page of ed.: 31  




Strophe: 208  
Line of ed.: 1  Verse: a        208. ვაჭარნი გზაზე დარჯილნი,   სადაცა გარდაჴდებოდენ,
Line of ed.: 2  Verse: b        მოდგიან მათად საჭვრეტლად,   ქვეყანა მაზე კრთებოდენ,
Line of ed.: 3  Verse: c        ანუ ვინც გზაზე ნახვიდის,   მას აღარ გაეყრებოდენ,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ქალი, ყმა, ბერი, ბებერი   მას ყმასა უკან ჰყვებოდენ.






Strophe: 209  
Line of ed.: 5  Verse: a        209. ვინცა გზას შემოეყაროს,   დაბრუნდიან და ჰყმობდიან,
Line of ed.: 6  Verse: b        მას აღარ გაეყრებოდენ,   პატრონობითა ჰჴმობდიან,
Line of ed.: 7  Verse: c        ჴმა დავარდნითა გაითქვა,   ყველაი მისკე რბოდიან,
Line of ed.: 8  Verse: d     და   კუბოსა ჩასვეს, დამალეს,   მის ნახვას დაჰჯერბოდიან.






Strophe: 210  
Line of ed.: 9  Verse: a        210. ზოგნი წინაწინ წავიდეს,   ქალაქსა ჴმას აგდებდიან,
Line of ed.: 10  Verse: b        იტყოდენ მისსა სიტურფეს,   მსმენელთა აკვირებდიან:
Line of ed.: 11  Verse: c        "იამანელსა ვაჭარსა,   მელიქ-ფარუხსა" -- ჰჴმობდიან,
Line of ed.: 12  Verse: d     და   "ქანაანელი ყული ჰყავს,   ვინც ნახავს, ყველა ჰყმობდიან".






Strophe: 211  
Line of ed.: 13  Verse: a        211. დავიწყოთ მისნი ქებანი,   ვის არა ჰყვანდა სწორია,
Line of ed.: 14  Verse: b        ვის ოთხი ჰქონდა სიტურფე,   სრულად ჴმელეთსა ორია,
Line of ed.: 15  Verse: c        მისთანა არ გამოსულა,   ანუ გამოვა -- ჭორია.
Line of ed.: 16  Verse: d     და   მისრეთის ქალაქს შევიდენ,   დალივეს გზანი შორია.






Strophe: 212  
Line of ed.: 17  Verse: a        212. რამცაღა ვჰკადროთ მას ქება,   რომე მისთანა არ იყო,
Line of ed.: 18  Verse: b        ვერცა შეუველ საქებრად,   ვერცა ვცან, რისა დარ იყო,
Line of ed.: 19  Verse: c        მისნი მჭვრეტელნი მისითა   ჭვრეტითა ვერ დამძღარიყო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მას გასყიდვანი ვინ ჰკადრა,   თუ ჭკვასა არ შემცდარ იყო!






Strophe: 213  
Line of ed.: 21  Verse: a        213. ქარავან-ბაშის მოჰყვანდა   იგი უებრო ყულია,
Line of ed.: 22  Verse: b        ბაზარში ჩამოატარა   მუშკ-ამბარისა სულია,
Line of ed.: 23  Verse: c        ქულბაქი ყველამ აყარა,   უკანა სდევენ სრულია,
Line of ed.: 24  Verse: d     და   კვირობენ: "ნეტარ რასა იქს   ჴმელზე ედემსა რგულია"?




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.