TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 16
Previous part

Chapter: 15  
15. აქა ამასწინ გულშამოყრილი ზილიხა ბაღს წასული, დაბრუნებით
იოსების ნახული.






Strophe: 214  
Line of ed.: 25  Verse: a        214. ზილიხას ამას წინათა   უძგერდის მუდამ გულია,
Line of ed.: 26  Verse: b        სისხლისა ცრემლი ჩამოსდის,   მისი რჯის სიყვ{ა}რულია,
Line of ed.: 27  Verse: c        ვერცა ჯდის, ვერცა ფერჴსა დგის,   სტკიოდეს ასრე, წყლულია,
Line of ed.: 28  Verse: d     და   გულის გულამდი გაზარის,   ანიშნებს: ,,მომა სულია".


Page of ed.: 32  




Strophe: 215  
Line of ed.: 1  Verse: a        215. სევდა სევდაზე დაერთო,   უძახის სულს ამოსვლასა:
Line of ed.: 2  Verse: b        -- "გომს ვეღარა სძლებ ყოფასა,   რად არ იქ გარე გასვლასა?
Line of ed.: 3  Verse: c        სანამდი გყევარ სარჯელად   იქ მოსვლასა და ჩასვლასა?
Line of ed.: 4  Verse: d     და   თურე ბედია კაცისა,   ახარებს მისსა მოსვლასა".






Strophe: 216  
Line of ed.: 5  Verse: a        216. ზილიხა სევდის ჴელითა   ხშირად იძახდის ამანსა,
Line of ed.: 6  Verse: b        გაჰყრის წამწამის ისარსა,   მოხრის გიშრისა ქამანსა,
Line of ed.: 7  Verse: c        მიწურვილიყო სევდასა,   ეძებდენ მისთვი6 დარმანსა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ქვეყნის სევდა და ნავღელი   ეხვევის ვარდის ხარმანსა.






Strophe: 217  
Line of ed.: 9  Verse: a        217. სისხლი და ცრემლი თვალთაგან   სწორად სდის ტურფას სანამსა,
Line of ed.: 10  Verse: b        ვარდზე ნაკადი აეღო   უწყვეტლად ორთა ნანამსა,
Line of ed.: 11  Verse: c        ჭირ-მოცემასა წაეღო,   პატიჯს აძლევდის ამანსა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   სამოთხის კარის მომლოდნე,   ჩავარდნილიყო ჯანამსა.






Strophe: 218  
Line of ed.: 13  Verse: a        218. გვერცა მხლებელნი ურჩევდენ   მას ქალსა, ტანად საროსა,
Line of ed.: 14  Verse: b        სევდისა უკუსაყრელად,   რომ თავი ბაღსა აროსა,
Line of ed.: 15  Verse: c        უწყვედლად ცრემლმა ნადენმა   ინდონი დააწყნაროსა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ქალი ქმართანა წავიდა,   ეთხოვა საბაღნაროსა.






Strophe: 219  
Line of ed.: 17  Verse: a        219. მეფესა ჰკადრა: "მიბრძანებ,   სერანსა წავალ ბაღშია",
Line of ed.: 18  Verse: b        უბრძანა: "შეღამდეს -- წადი,   აწ ვერ გაივლი ჯარშია".
Line of ed.: 19  Verse: c        შეღამდა, მოდგა ქეჯაო   მართ დაუთვლელი კარშია,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ვინც უნდა, მოაჴმობინა   თანამხლებელი გარშია.






Strophe: 220  
Line of ed.: 21  Verse: a        220. მოქრუშვით იყო სევდისგან,   დაღრეჯით მონაწყენია,
Line of ed.: 22  Verse: b        ბრძანა: "მომიჴმეთ ყველაი,   გვერცა მხლებელი ჩვენია".
Line of ed.: 23  Verse: c        სათანოდ გარდაარჩივა,   ვინც უფრო თავ-ნაჩენია,
Line of ed.: 24  Verse: d     და   აბუჰაიათ და მანგი,   თორმეტი მუახლენია.






Strophe: 221  
Line of ed.: 25  Verse: a        221. ასი ხოჯა წაიტანა,   მეყორუღჩე წინ მავალი,
Line of ed.: 26  Verse: b        დარბაისელთ ჯალაბთაგან   ხათუნები არ მრავალი,
Line of ed.: 27  Verse: c        რა მივიდენ, კარზე მოდგენ   ყვევლით ზღვენი შესავალი,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მეორეს დღეს იქივ იყვნენ   მთვარე მცხრალი სხვა მრავალი.






Strophe: 222  
Line of ed.: 29  Verse: a        222. რა იქიცა ვეღარ გაძლო,   შემობრუნდა ფიცხლავ გარე,
Line of ed.: 30  Verse: b        ნახა ჰალვა მოხვეული,   რომ არსითა ჩანდა არე;
Line of ed.: 31  Verse: c        -- "მედანაში რას შეყრილან"?   -- ხოჯას უთხრა: -- "წა, იარე,
Line of ed.: 32  Verse: d     და   მის ამბვისა მალე მცნობი,   ჩემსავ წინა მოიარე".


Page of ed.: 33  




Strophe: 223  
Line of ed.: 1  Verse: a        223. რა წავიდა, მონამ ნახა   ჰალყად იდგეს ბევრი სული,
Line of ed.: 2  Verse: b        ერთსა ჰკითხა: "რა არისო,   რად შეყრილხართ ასრე სრული?"
Line of ed.: 3  Verse: c        მან თითითა დაანახა:   "აიგერო ალვა რგული,
Line of ed.: 4  Verse: d     და   დიდ-ვაჭარმა მოიყვანა   ქანაანით ესე ყული".






Strophe: 224  
Line of ed.: 5  Verse: a        224. აწ გასყიდვასა უპირობს   იგი უბედო, კრულია,
Line of ed.: 6  Verse: b        სულს უნდა გული გაჰყაროს,   დაურქმევია ყულია,
Line of ed.: 7  Verse: c        მის უნახობას თუ გაძლებს,   უთუვოდ ქვა აქვს გულია,
Line of ed.: 8  Verse: d     და   უცილოდ იგი წყეული   არს ვინმე არა-რჯულია".






Strophe: 225  
Line of ed.: 9  Verse: a        225. რა შაიგნო, შემობრუნდა   ქალთანავე მონა შავი,
Line of ed.: 10  Verse: b        მოახსენა: "აჰა, მზეო,   ვნახე ტურფა სანახავი,
Line of ed.: 11  Verse: c        მე მისთანა არ მინახავს,   თქვენის პირის ვარ მნახავი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მისთანა დასახული იყოს,   მემც ვარ დასხულავი".






Strophe: 226  
Line of ed.: 13  Verse: a        226. რა მონისგან ესე ესმა,   ქეჯაოსა აღმა ზიდა,
Line of ed.: 14  Verse: b        დაინახა იგი მოყმე   -- ალვა ნორჩსა ახლა ზდიდა,
Line of ed.: 15  Verse: c        დაიძახა მეტად დიდი,   გვერც მხლებელთა გულსა გზნიდა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   საყურებლად აღარ სცალდა,   ქეჯაოდამ გარდიზიდა.






Strophe: 227  
Line of ed.: 17  Verse: a        227. დაიძახნა მეტად დიდნი,   მერმე დაბნდა იგი მთვარე,
Line of ed.: 18  Verse: b        მანგიმ აღარ დააყენა,   შემობრუნდა ფიცხლავ გარე,
Line of ed.: 19  Verse: c        ხადუმებმა კუბოს მზიდსა   შეუძახეს: "მალ იარე"!
Line of ed.: 20  Verse: d     და   მანგი ყივის: "წაეშურეთ,   თვარე ესე ვერ ვაწყნარე".






Strophe: 228  
Line of ed.: 21  Verse: a        228. რა სადგომსა მიიყვანეს,   მიაწვინეს დაბნედილი,
Line of ed.: 22  Verse: b        რა ზომცავე მორწყევდიან,   ვერ ახარეს ალვა ზდილი,
Line of ed.: 23  Verse: c        გულსა რამე ამოქნეშდა   და მზად ადგა მას სიკვდილი,
Line of ed.: 24  Verse: d     და   მას გარეშე დასტიროდენ   მუახლენი კარგა ზდილი.






Strophe: 229  
Line of ed.: 25  Verse: a        229. რა მობრუნდა, მანგიმ უთხრა:   "რასა იქო, რას იქცევი?
Line of ed.: 26  Verse: b        ლალი, ბროლი, მარგალიტი   ქარვად რატომ გარდიქცევი?
Line of ed.: 27  Verse: c        შენ მაგითა ვერას ირგებ,   რაზომცავე ზღვად იქცევი,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მაგას ვინცა არ დაგძრახავს,   რომე დღესა შენ იქცევი?"


Page of ed.: 34  




Strophe: 230  
Line of ed.: 1  Verse: a        230. ქალმა უთხრა: "რასა მეტყვი,   არა მესმის მე ბეზარსა,
Line of ed.: 2  Verse: b        ვის გინახავს იმისთანა   გასასყიდი სხვა ბაზარსა?
Line of ed.: 3  Verse: c        მისის ჴელით ვახშირებდი   აქანამდი ამა ზარსა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   იგი ბაზარს გაივაჭროს,   რას ჴელსა ვჰყრი მე-ღა ზარსა"?






Strophe: 231  
Line of ed.: 5  Verse: a        231. მუნადი ყივის ბაზარსა:   "ვინცა იყიდის ამასა"?
Line of ed.: 6  Verse: b        ერთმა თქვა: "სავსეს მოგცემო   თვალ მარგალიტით ხანასა",
Line of ed.: 7  Verse: c        მეორემ: -- "რაც მაბადია   საქონლად არბაბანასა",
Line of ed.: 8  Verse: d     და   მესამემ: -- "შვიდსა ყირმიზსა   მაგის სიმძიმის წონასა".






Strophe: 232  
Line of ed.: 9  Verse: a        232. მეოთხე იქით ყიოდა:   "მუშკს მოგცემ წონას, ამბარსა",
Line of ed.: 10  Verse: b        მეხუთე აქათ უძახის:   "თეთრისას მოგცემ ამბარსა",
Line of ed.: 11  Verse: c        მეექვსე იტყვის: "რაცა მაქვს,   თვალ-მარგალიტი ბაზარსა";
Line of ed.: 12  Verse: d     და   ვისც რა ებადა, გაჰქონდა   სავაჭროდ ყველასა კარსა.






Strophe: 233  
Line of ed.: 13  Verse: a        233. მას გარეშემო ეხვივნეს,   აძლევდენ ფასს უთვალავსა:
Line of ed.: 14  Verse: b        ერთი სამოსლის მბეჭელი   ბებერი აძლევს ქალავსა:
Line of ed.: 15  Verse: c        -- "მაგის მყიდველში მათვალეთ,   იმ ღმერთსა დაუფარავსა",
Line of ed.: 16  Verse: d     და   მისკე მირბოდენ ყველანი,   ფასსა აძლევდენ არ ავსა.






Strophe: 234  
Line of ed.: 17  Verse: a        234. არვინ ნახა იგი მოყმე,   არ მოუნდა სყიდვა მისი,
Line of ed.: 18  Verse: b        ერთმან-ერთსა ჰკითხვიდიან:   "ტომიაო ადამისი?
Line of ed.: 19  Verse: c        ამას ვინცა თეთრზე შესცვლის,   რჯული აქო, ნეტარ, ვისი"?
Line of ed.: 20  Verse: d     და   მისნი მჭვრეტნი დააკვირნა,   ვით რამინმა გმირი ვისი.






Strophe: 235  
Line of ed.: 21  Verse: a        235. ზილიხამა ცნა: ჰყიდიან   ბაზარშიგა ტურფას ყულსა.
Line of ed.: 22  Verse: b        - "ღმერთო, შენის შეწევნითა   მე დავასწრა ყვევლსა სულსა".
Line of ed.: 23  Verse: c        მოვაჭრეთა დაცრუვებით   სული ნდომით მოვა გულსა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   დგების, მეფეს მოახსენებს   ნასმენსა და მონანულსა.






Strophe: 236  
Line of ed.: 25  Verse: a        236. ქალი ქმართან შემოსული   მოახსენებს სიტყვა ნაზსა:
Line of ed.: 26  Verse: b        - "ბაზარს სადმე ავაჭრებენ   ყულსა რასმე, თვალ-ლამაზსა,
Line of ed.: 27  Verse: c        აწვე თქვენი ბრძანება ქენ,   მომიყვანონ მე დარბაზსა".
Line of ed.: 28  Verse: d     და   მეფემ ბრძანა: "დია, ღმერთო,   მქნელი ვართო" -- მას თანაზსა.






Strophe: 237  
Line of ed.: 29  Verse: a        237. კვლავე ქალმა მოახსენა:   "სიტყვას გკადრებ დანაყბედსა,
Line of ed.: 30  Verse: b        ღმერთი არის ჩვენზე წყრომით,   ვერა ჰხედავ ამა ბედსა?
Line of ed.: 31  Verse: c        თქვენ არ იცით, თუ არ ცეცხლი   სხვა აანთობს არ აბედსა?
Line of ed.: 32  Verse: d     და   იყიდეთ და შვილად გიზდი   და ვადიდებ შემოქმედსა".


Page of ed.: 35  




Strophe: 238  
Line of ed.: 1  Verse: a        238. მეფემა ბრძანა: "მიჴმევით   ვაჭართა უხუცესია,
Line of ed.: 2  Verse: b        მოვიდეს ჩვენსა წინაშე,   მივსცეთ უფროსი ფასია".
Line of ed.: 3  Verse: c        კაცი წავიდა საფიცხოდ,   მელიქსა უთხრა ესია:
Line of ed.: 4  Verse: d     და   "ჴელმწიფე გიჴმობს, წამამყევ.   ვით ბრძანებისა წესია".






Strophe: 239  
Line of ed.: 5  Verse: a        239. რა წამოვიდა ვაჭარი,   უკან ჰყვებოდა რხევითა,
Line of ed.: 6  Verse: b        მეფესა წინა მოვიდა,   შუქნი აყენა, მზე ვითა,
Line of ed.: 7  Verse: c        მთვარე, მზე ამად ნათობენ,   მას რომ დასჭვრეტენ ქვევითა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   მაგრა სცხვენიან ამაზე,   -- მასა ადგანან ზევითა.






Strophe: 240  
Line of ed.: 9  Verse: a        240. ვაჭარს უბრძანა: "აფასე,   როგორ გაჰყიდი, მართალი?"
Line of ed.: 10  Verse: b        მან მოახსენა: "მაძლივეს   უანგარიშო ლარ-თვალი,
Line of ed.: 11  Verse: c        წონით მამცემდენ ყველასა,   სიბევრით ვერა დავთვალი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   აწ რადაც ღირდეს, მიბოძეთ,   მიყავით მე სამართალი".






Strophe: 241  
Line of ed.: 13  Verse: a        241. თვალ-მარგალიტი მოიღეს,   მეფესა წინა დაყარეს.
Line of ed.: 14  Verse: b        ზილიხას ზითვისეული   გორის სიმაღლე შეყარეს,
Line of ed.: 15  Verse: c        სასწორში ჩასვეს იგი ყმა,   ცალკე ღარიბი აყარეს,
Line of ed.: 16  Verse: d     და   თორმეტი მისი სიმძიმე   ვაჭარსა წინა დაყარეს.






Strophe: 242  
Line of ed.: 17  Verse: a        242. ვაჭარსა მისცეს მას გარე   ცხრა ჯორი ტვირთი ლარისა,
Line of ed.: 18  Verse: b        ზილიხამ მამისეულით   იყიდა მჩაგრი მთვარისა,
Line of ed.: 19  Verse: c        ასრე, რომ მეფისეული   მაშიგა არა არისა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   რა გარდუწყვიდა ვაჭარსა:   "მიჰგვარეთ, ვისიც არისა".






Strophe: 243  
Line of ed.: 21  Verse: a        243. რა კარშიგა შეიყვანეს,   ქალი ნახვით გარდაიქცა,
Line of ed.: 22  Verse: b        ყმაცა დადგა გაკვირვებით   და პირზედა ფერი ექცა,
Line of ed.: 23  Verse: c        მანგი გულსა წყალსა ასხამს,   ქალი სულად შემოიქცა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   "ნახვა გკლავს და უნახობა,   ნეტამცა ვინ ბევრი ვინ გცა"?






Strophe: 244  
Line of ed.: 25  Verse: a        244. იქით მანგი, აქათ აბუ   ეტყოდიან: "რად იქ ავსა?,
Line of ed.: 26  Verse: b        შორს ყოფნა და ახლო შეყრა   შენ იმისი სწორად გკლავსა,
Line of ed.: 27  Verse: c        სიხარული ან მოწყენა,   ნეტარ, შენი რასა ჰგავსა"?
Line of ed.: 28  Verse: d     და   მან მიუგო: "შორით მწველი   არ ახლოთა უფრო სწვავსა?"






Strophe: 245  
Line of ed.: 29  Verse: a        245. "ვისცა გენახოს ამისებრ   მჩაგრი ყვევლისა გვარისა,
Line of ed.: 30  Verse: b        შუქნი წაუხვამს მზისანი   და მორჩილობენ მთვარისა,
Line of ed.: 31  Verse: c        ტანად ედემსა ნაზარდი   ალვისა ნორჩი არისა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   რამცაღა ვჰკადრო ქებანი,   მისთანა ან ვინ არისა?"


Page of ed.: 36  




Strophe: 246  
Line of ed.: 1  Verse: a        246. ადგა, ჴელი ჴელს მოჰკიდა,   შეიყარნეს მზე და მთვარე,
Line of ed.: 2  Verse: b        უთხრა: "თვალთა სინათლეო,   ტახტსა ზედა გარდიარე,
Line of ed.: 3  Verse: c        შუქთა თვალნი ვერ შეუვლენ,   ღრუბელს აგრეც მიაბარე,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ციმციმი და შავთა ჯარი   ნუ იბძვიან, დააწყნარე".






Strophe: 247  
Line of ed.: 5  Verse: a        247. "ნეტარ ესე სიზმარია,   ანუ ცხადად მჩვენებია,
Line of ed.: 6  Verse: b        ჩემსა სახლსა მზე მოსულა,   ვარსკვლავები ჰმონებია,
Line of ed.: 7  Verse: c        ღმერთსა უნდა მადლი ვჰკადროთ,   საქმე მამცა მე ნებია,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ყვეველთათვინ ტკბილად მხედსა   მოვახმაროთ ენებია".






Strophe: 248  
Line of ed.: 9  Verse: a        248. მადლი მართებს მოწყალესა,   რომ შემყარა ჩემსა მზესა,
Line of ed.: 10  Verse: b        თვალთ უკუნი შენაყრილი   უკუ ჰყარა, ვითა მზესა,
Line of ed.: 11  Verse: c        გულო, შენცა ნუღარ ბნდები,   დეეთხოვე აწ ღამესა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   შორ, სევდანო, თქვენც გამრიდეთ,   ვისგან მახლდით, მისსა მზესა!






Strophe: 249  
Line of ed.: 13  Verse: a        249. "თვალნო, უკუნი შეგქნოდათ   აწ უნათლესი დღისაო,
Line of ed.: 14  Verse: b        გარ დაღვრა ვერას დაგაკლებს,   შუქნი გაშრობენ მზისაო,
Line of ed.: 15  Verse: c        გულო, შენც სევდით იცალე,   დრო არის უკუყრისაო,
Line of ed.: 16  Verse: d     და   აწე ჩვენ გვმართებს მაზედა   ქნა ყვევლთვინ ყამნაზისაო".






Strophe: 250  
Line of ed.: 17  Verse: a        250. "ღმერთსა მადლი, რომე მიხვდი,   შავო გულო, საწადელსა,
Line of ed.: 18  Verse: b        ინდოთ ჯარნო, მოისვენეთ,   ღრუბლით ნუ იქთ აწე ბნელსა,
Line of ed.: 19  Verse: c        ამისთანას ვინღა ჰნახავს   ბაზარშიგა სავაჭრელსა?
Line of ed.: 20  Verse: d     და   თავო, ჰკადრე დიდი მადლი,   ვინც შეგყარა საყვარელსა".






Strophe: 251  
Line of ed.: 21  Verse: a        251. "მამკალ, თუ ვინმე ჩემს უფრო   მხიარულია დღესაო,
Line of ed.: 22  Verse: b        ქვისა და ჭიქის სანაცლოდ   შევჰყრივარ, ჩემსა მზესაო,
Line of ed.: 23  Verse: c        თემ-ქვეყნად მეტსა ტურფასა   და ჩემსა ჴელმწიფესაო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   თუ ღმერთმა ამას შემყარა,   რას ვაქნევ საჭურჭლესაო"?




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.