TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 17
Previous part

Chapter: 16  
16. აქა კითხვით იოსებისაგან თავის ჭირთ თქმა და ზილიხას
გულთ-შე/მოყრილობა გუნება შეტყობით და დღე ერთ გამოსვლა.






Strophe: 252  
Line of ed.: 25  Verse: a        252. იოსებ გვერცა დაისვა,   ჰკითხევდა მისსა ამბავსა,
Line of ed.: 26  Verse: b        უბრძანა: "ვისი შვილი ხარ,   ანუ ვინ ჰყიდდა შენს თავსა?"
Line of ed.: 27  Verse: c        ქალსა ყველასა უამბობსმისის   -- მისის საჴმილით დასწვავსა.
Line of ed.: 28  Verse: d     და   რა მოისმინა ზილიხამ,   უბრძანა მისსა გამზდავსა.


Page of ed.: 37  




Strophe: 253  
Line of ed.: 1  Verse: a        253. უბრძანა: "მაშინ მე რომე   ხედვით სატანას წევეღი,
Line of ed.: 2  Verse: b        სიტყვასა ვეღარ ვაგებდი,   ყვევლითა ღონეს მოვედი,
Line of ed.: 3  Verse: c        ანგარიში ქენ: ეს ისი,   თუ ამ საქმესა არ ვეღი?"
Line of ed.: 4  Verse: d     და   დათვალა, ჰკადრა: "პატრონო,   იმ დღესა, თურე, წაეღი".






Strophe: 254  
Line of ed.: 5  Verse: a        254. რა იასობ მას უამბო   საქმე თავსა გარდასული,
Line of ed.: 6  Verse: b        ის დღე იყო, გარდათვალეს,   ზილიხას რომ ჰკლევდა წყლული,
Line of ed.: 7  Verse: c        ასრე უნდა, ზაალ ხელო,   ერთმან ერთის სიყვარული.
Line of ed.: 8  Verse: d     და   სადიდამა სად ანიშნა,   ნახე, როგორ დასწვა გული?






Strophe: 255  
Line of ed.: 9  Verse: a        255. უყურეთ ღმერთის ბრძანებას   და მათსა საყვარლობასა!
Line of ed.: 10  Verse: b        ქანაანს უსუფ გასაჯეს,   მისრეც ზილიხას გრძნობასა,
Line of ed.: 11  Verse: c        იქ მისის განარჯილობით,   აქ ქალის დანატყობასა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მასა რამცაღა ეძრახვის,   ასრე მიჴდილსა ცნობასა?






Strophe: 256  
Line of ed.: 13  Verse: a        256. გაიგონეთ ეს ამბავი,   სასმენელად საკურველი:
Line of ed.: 14  Verse: b        ოდეს უსუფს უღალატეს,   საქმე უყვეს ძმებმა ძნელი,
Line of ed.: 15  Verse: c        აქ ზილიხა შეიცვალა   და შეიქნა ხელთა ხელი,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ვერცა დგის და ვერცა იჯდის,   მოსდიოდა ცრემლი ცხელი.






Strophe: 257  
Line of ed.: 17  Verse: a        257. სარჯლისა ბადე ირჯების,   სისხლი სდის თვალთა დენითა.
Line of ed.: 18  Verse: b        ჰკითხევდენ: "რა გჭირს, რა გიმძიმს,   რად ზიხარ ასრე წყენითა?"
Line of ed.: 19  Verse: c        ღაწვთა ნაკვესი ჩამოსდის,   სიტყვას ვერ აგებს ენითა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   შვიდ დღემდი იყო ამ ყოფით,   მერმე ცოტა რამ ლხენითა.






Strophe: 258  
Line of ed.: 21  Verse: a        258. ხან პირქვე დაწვის, ხან გვერდზე,   ვერ აემართის ფერჴია,
Line of ed.: 22  Verse: b        ათრთოლებდის და კვნესოდის,   ვერა ჯდის ერთსა ნირზია,
Line of ed.: 23  Verse: c        უკრავად, დაუბღნეჯელად   სისხლი ჩამოსდის პირზია,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ესე ვის დამართებია   სხვას მიჯნურებსა ჴმელზია!






Strophe: 259  
Line of ed.: 25  Verse: a        259. ზილიხამ ყმასა უამბო   საქმენი დასაგვანანი.
Line of ed.: 26  Verse: b        რა მოისმინა, გაკვირდა   შეექნა მაზე ნანანი.
Line of ed.: 27  Verse: c        - "მე ვიცი ამა ამბვითა   შემრჩების ღაწვთა ბანანი,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ვაჲ, რას ჭირშიგა გავები,   დამვიწყდა ამას წინანი!






Strophe: 260  
Line of ed.: 29  Verse: a        260. კვლა ეუბნების ზილიხა   სიტყვითა ესოდენითა,
Line of ed.: 30  Verse: b        თუ როგორ ჭირნი ენახნეს,   თუ როგორ ცრემლთა დენითა.
Line of ed.: 31  Verse: c        თავჩამოგდებით ქეშად ჯდა,   აღარას უბნობს ენითა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   არცა შახედის პირზია   მჩაგრმა მზის შუქთა მფენითა.




Page of ed.: 38  
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.