TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 18
Previous part

Chapter: 17  
17. აქა ბაზიყა რქმული ქალი იოსების გაგონებით მიჯნური.






Strophe: 261  
Line of ed.: 1  Verse: a        261. უყურეთ ეტლთა ბრუნვასა,   რისა საქმისა მქნელია,
Line of ed.: 2  Verse: b        მიჯნურობისა ცეცხლშიგა   ჩავარდნა როგორ ძნელია!
Line of ed.: 3  Verse: c        ბაზიყას ვინმე უამბო   გასარჯო საკვირველია:
Line of ed.: 4  Verse: d     და   -- "მისრეთსა ყული იყიდა   ზილიხამ საკურველია".






Strophe: 262  
Line of ed.: 5  Verse: a        262. "არვის უნახავს მისთანა,   ამბვადაც არა სმენია,
Line of ed.: 6  Verse: b        ტომობა ვისი ეკადვრის,   სალოცვად ხატი სვენია,
Line of ed.: 7  Verse: c        ქებითა მოუგვარუა,   ვერ იტყვის კაცთა ენია,
Line of ed.: 8  Verse: d     და   მისის პირისა მნახავი   ღმერთს უკვდვად გაუჩენია".






Strophe: 263  
Line of ed.: 9  Verse: a        263. რა ბაზიყამ მოისმინა   ქება მისი ეგრეული,
Line of ed.: 10  Verse: b        ფერი ქარვად შეიცვალა,   ბროლ-ბალახჩად ნარეული,
Line of ed.: 11  Verse: c        მიჯნურობამ ჴელი სტაცა,   ვერვინ ატყოს ჭკვა-რეული,
Line of ed.: 12  Verse: d     და   იმედოვნობს: -- "მამყიდიან,   ელჩი ვგზავნო გვარეული!"






Strophe: 264  
Line of ed.: 13  Verse: a        264. მამა არ ჰყვანდა მას ქალსა,   არცოდენ დედა, ძმებია,
Line of ed.: 14  Verse: b        საჴელმწიფოში იგი ჯდა,   ზდიდა მისივე ბებია,
Line of ed.: 15  Verse: c        რა უთხრეს მისი ქებანი,   შეიქნა ხელთა მხლებია:
Line of ed.: 16  Verse: d     და   -"მისრეთსა კაცი გავგზავნოთ,   შევთვალოთ საქმეებია".




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.