TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 22
Previous part

Chapter: 21  
21. აქა ბაზიყასაგან გააბდლება, საბატონოს დაგდება, საქონლის
გარდაგება.






Strophe: 302  
Line of ed.: 13  Verse: a        302. მეედანშიგა ყიოდა:   "ბაზიყა მქვიან ამ ქალსა,
Line of ed.: 14  Verse: b        იოსებს თავს შემოვავლებ   ამ საქონელსა, ლარ-თვალსა,
Line of ed.: 15  Verse: c        ვისცა ღმერთი გწამს, აიღეთ,   გეტყვი მართალსა ყოველსა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ამას ყველასა სხვას მივსცემ,   თავსა დავირქვამ აბდალსა".






Strophe: 303  
Line of ed.: 17  Verse: a        303. მუნადი ყივის ბაზარში:   "უყურეთ ნაბუქარსაო!"
Line of ed.: 18  Verse: b        მოედანშიგა ნაყარსა   ყველა ხვეტდიან ლარსაო,
Line of ed.: 19  Verse: c        თავის მხლებელთა უბრძანა:   "მიმართეთ თქვენსა გვარსაო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ჩემიც ყველასა უამბეთ   დარბაისელთა ჯარსაო".






Strophe: 304  
Line of ed.: 21  Verse: a        304. "თუ ჩემსა რასმე იკითხვენ,   თავი მოვიკალ ნებითა,
Line of ed.: 22  Verse: b        სამეფო მივეც ფეშანგსა,   ყველაი მას ესევდითა,
Line of ed.: 23  Verse: c        მორჩსა უშურვოდ მისცემდეთ   და ურჩსა მოცაჰკლევდითა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ობოლ-ქვრივს ბევრსა მისცემდეთ,   ყველასა დაჰკაზმევდითა!"






Strophe: 305  
Line of ed.: 25  Verse: a        305. ვერ გაძლებს ვერა მიჯნური   სევდისა არ დაჩენასა,
Line of ed.: 26  Verse: b        მოველი, ლექსთა მკითხველნო,   თქვენგან ამისა სმენასა,
Line of ed.: 27  Verse: c        შეაშთობს, კიდეც შეარცხვენს,   არ უზამს თუცა ლხენასა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   რაზომ გაძლებას ეცადოს,   გული არა იქს სმენასა".


Page of ed.: 44  




Strophe: 306  
Line of ed.: 1  Verse: a        306. რა ბაზიყას დაემართა   ესე საქმე არ ნანახი,
Line of ed.: 2  Verse: b        თუ რამ ჰქონდა, გარდააგო   პაპათ-მამათ შენანახი,
Line of ed.: 3  Verse: c        ვინცა ნახა, ამას ჰძრახავს,   საქმე ქნაო არ ნანახი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   რაზე შეცდა, რომ შემოსნა   სტავრებითა მონა-გლახი?






Strophe: 307  
Line of ed.: 5  Verse: a        307. "ვინ გაუკეთა" -- მოსთქვემდა   -- "მაგ პირსა შენაქნილობა?
Line of ed.: 6  Verse: b        ვინ მისცა ტბასა გარეშე   ინდოთა შემოყრილობა?
Line of ed.: 7  Verse: c        ვინა ქნა მარგალიტთ წყობა,   მაზედა ლალთა ცილობა?
Line of ed.: 8  Verse: d     [და]   ვინ მისცა შაქარს მაგდენი   პირშია. ნეტარ, ტკბილობა?"






Strophe: 308  
Line of ed.: 9  Verse: a        308. რომელს მხატვარსა უხატავს,   თვალო, პირისა არენი?
Line of ed.: 10  Verse: b        რომელს მებაღეს მოუცავს   გიშრითა ჰავაზთ გარენი?
Line of ed.: 11  Verse: c        რომელს მარწყველსა მოურწყავს,   ტურფაო, ალვის არენი?
Line of ed.: 12  Verse: d     [და]   რომელს უჩაგრავს პირისა   ციმციმით მზე და მთვარენი?"






Strophe: 309  
Line of ed.: 13  Verse: a        309. "სად უსწავლია, ნეტარ მე,   ასეთი რება საროსა?
Line of ed.: 14  Verse: b        სად განაზდილა ეგრე რა,   მზემ ვარდი არ ამჭკნაროსა?
Line of ed.: 15  Verse: c        სად გაგონილა, ენამა   შაქარი გაამწაროსა?
Line of ed.: 16  Verse: d     [და]   სად გაჴელმწიფდა ასრე ტბა,   რომ არვინ არ აწყნაროსა?"






Strophe: 310  
Line of ed.: 17  Verse: a        310. "შენმცა მრისხვი, თუ მენახოს   შენისთანა სხვა ნაბადი,
Line of ed.: 18  Verse: b        შენმცა მრისხვი, დავიძრახო   შენთვის გაჭრა ანაბადი,
Line of ed.: 19  Verse: c        შენმცა მრისხვი, თავს სარჯელი,   ტანს უშურო ნაბადი,
Line of ed.: 20  Verse: d     [და]   შენმცა მრისხვი, არ ვეწყალო,   ვინმცა მნახოს მე ნაბადი"






Strophe: 311  
Line of ed.: 21  Verse: a        311. "მამკალ, თუ ვისმე ენახოს   ჩემებრი სხვა საწყალები,
Line of ed.: 22  Verse: b        მამკალ, თუ ვისმე სდენოდეს   ჩემს უფრო თვალთა წყალები,
Line of ed.: 23  Verse: c        მამკალ, ცოცხალმა შევიშრო   ვარდზედა სისხლ-რე წყალები,
Line of ed.: 24  Verse: d     [და]   მამკალ, რა ვისღა გეწყალვი   ღვთისაგან შეუწყალები!"






Strophe: 312  
Line of ed.: 25  Verse: a        312. "მაჯნუნის მსგავსად დავიწყებ   კარ და-კარ დაყუდებასა,
Line of ed.: 26  Verse: b        ტარიელს დავესახები,   ველსა ვიქ ხშირად ბნედასა,
Line of ed.: 27  Verse: c        ავთანდილსავით ვარსკვლავთა   უამბობ ჩემსა სევდასა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ტანსა ცხვრის ტყავსა დავიკრავ,   თავსა დავირქვამ დედასა!"






Strophe: 313  
Line of ed.: 29  Verse: a        313. "ჯიმშითის მგზავსად გავიჭვრი,   ნადირთა შევენახები,
Line of ed.: 30  Verse: b        ხოსროსვით ხვეწნას დავიწყებ,   შირინსა არ ვეწყალები,
Line of ed.: 31  Verse: c        თავსა ამაზე წავაგებ,   არა ვჰთქვა: `მამას რას ვები',
Line of ed.: 32  Verse: d     და   სისხლსა წერაქვზე გარდვასხამ,   ფარჰადსა დავესახები"


Page of ed.: 45  




Strophe: 314  
Line of ed.: 1  Verse: a        314. თავსა და ტანსა სამოსი   ყველაი გარდეეხვია,
Line of ed.: 2  Verse: b        სტავრა-ნაქსოვის ალაგად   ნაბადი შემოიხვია,
Line of ed.: 3  Verse: c        ზურგზედა ტყავი დაიკრა,   თავს არაფერი იხვია,
Line of ed.: 4  Verse: d     და   წელთა ქეშკული შეიბა,   მაზედა თოკი იხვია.






Strophe: 315  
Line of ed.: 5  Verse: a        315. "სევდა მწვავს, სევდა მაბრუნებს,   სევდასა ასრე ჩავარდი,
Line of ed.: 6  Verse: b        აწ რაღას ვაქნევ სოფელსა,   წაველ და ველად გავარდი,
Line of ed.: 7  Verse: c        ვაჲ, სამოთხისა მომლოდნე,   აწ ჯოჯოხეთსა ჩავარდი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ლალი, ბროლი და აყიყი   ქარვისა ფერად დავარდი!"






Strophe: 316  
Line of ed.: 9  Verse: a        316. სოფელი ასრე მოსძულდა,   საჭირო სახლი აიგო,
Line of ed.: 10  Verse: b        ნავღლისა კარი შეაბა,   ქვეშ ნაცარ-მტვერი დაიგო,
Line of ed.: 11  Verse: c        ჴელმწიფობისა სანაცლოდ,   უყურეთ, თუ რა მოიგო!
Line of ed.: 12  Verse: d     და   გული-გონება წართმული,   ვაჰ, წაჴდა, სული წაიგო!






Strophe: 317  
Line of ed.: 13  Verse: a        317. მას სახლსა მეტად ბნელესა   კარიცა ამოუგლისა,
Line of ed.: 14  Verse: b        დაჯდა მაშიგა საბნელოდ,   კარშიგაც არა ვლიდისა,
Line of ed.: 15  Verse: c        კაცსაცა აღარ უჩვენის,   ჰქონდის ხალისი მალვისა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ტირილითა და ყვირილით   ვინც მიდგის, შეეწყალისა.






Strophe: 318  
Line of ed.: 17  Verse: a        318. ზილიხამა გაუჩინა   იოსების ჴელით ჯირა,
Line of ed.: 18  Verse: b        მიუტანის, და ანახვის   სარკმლიდამა ვარდის პირა,
Line of ed.: 19  Verse: c        მას საწყალსა მისის ნახვით   მოემატოს უფრო ჭირა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   გამოართვის, ვერა ჭამის,   სევდას ასრე დაეჭირა.






Strophe: 319  
Line of ed.: 21  Verse: a        319. მის ქალისა გვერც მხლებელსა   ზილიხავე ინახვიდა,
Line of ed.: 22  Verse: b        ბებერასა ქალისასა   წვევითაცა მრავლ ნახვიდა,
Line of ed.: 23  Verse: c        მანგის ხშირ-ხშირ ქალთან გზავნის   და მოსვლასა შეუთვლვიდა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   არც მოვიდის სანახავად,   რა მივიდის, არც ნახვიდა.






Strophe: 320  
Line of ed.: 25  Verse: a        320. მან ქალმა გაშმაგებულმა   დაყვნა ცოტანი ხანანი,
Line of ed.: 26  Verse: b        ზაფრანის ფერად შეცვალა   ვარდისა მგზავსნი გვანანი,
Line of ed.: 27  Verse: c        ვეღარ გაუძლო სევდასა,   შეიქნა ჭირთა ნანანი,
Line of ed.: 28  Verse: d     და   უყო არავის დამ-დობამ   მისნივე შესაგვანანი!




Page of ed.: 46  
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.