Strophe: 275 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 275. ბრძანა: "რაცა მყავს, მამისხით | აქლემი და ცხენ-ჯორია". |
Line of ed.: 2 Verse: b | საჭურჭლენი გამოზიდნეს, | დადგეს ზედაზედ გორია, |
Line of ed.: 3 Verse: c | მუნადები დააძახა: | "მისრეთს მივალ, არ ჭორია". |
Line of ed.: 4 Verse: d და | დიდებულნი იკითხევდენ: | "ნეტარ ესე ნამორია?" |
Strophe: 276 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 276. თან წაიყვანა მან ქალმა | სამასი ცხენოსანია, |
Line of ed.: 6 Verse: b | "მე ვარ, მე ვარ"-ის მხსენები | და დიდროვანი ხანნია, |
Line of ed.: 7 Verse: c | მისრეთის გზაზე წავიდეს, | იარეს დიდი ხანია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ქალაქსა მოეჯრებოდენ, | დალივეს შორნი გზანია. |
Strophe: 277 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 277. ქალაქსა არა შევიდა, | დადგა სამის დღის სავალსა, |
Line of ed.: 10 Verse: b | იქიდამ კაცი გაგზავნა, | მეფეს უგზავნის მრავალსა |
Line of ed.: 11 Verse: c | იაგუნდსა და ფეროზსა, | ლალ-მარგალიტსა მრავალსა: |
Line of ed.: 12 Verse: d და | -- "თხოვნა მაქვს საკურველისა, | შორის გზით მე მომავალსა". |
Strophe: 278 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 278. მეფესა ჰკადრეს: "მოსულა, | ბაზიყა ჰქვიან ქალსაო, |
Line of ed.: 14 Verse: b | ურიცხვსა გაძლევს ოქროსა, | თვალ-მარგალიტსა, ლალსაო, |
Line of ed.: 15 Verse: c | თქვენ რომე ყული ივაჭრეთ, | მისი სურვილი ჰკლავსაო". |
Line of ed.: 16 Verse: d და | ბრძანა: "მე რომე ვითხოვე, | რად არ ირთავდა ქმარსაო?" |
Strophe: 279 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 279. ბრძანა: "თუ თეთრი მდომოდა, | ყულსა ვიყიდდი არადო, |
Line of ed.: 18 Verse: b | სითაცა მობრძანებულა, | იქივ წაბძანდეს წყნარადო, |
Line of ed.: 19 Verse: c | უთიოდ ამად მოსულა, | გვეჩვენოს დაუმჭკნარადო, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ჩვენს ჯარში თუ ვინმე უნდა, | არა მშურს მისად ქმარადო". |
Strophe: 280 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 280. ადგა და საწოლს შევიდა, | ზილიხას ეუბნებოდა: |
Line of ed.: 22 Verse: b | "მე რომ ბაზიყა მეთხოვნა, | მას თურე გაჰკვირვებოდა, |
Line of ed.: 23 Verse: c | `როგორა, მე უთხოვნივარ!' | -- ჩემზედა თურე წყრებოდა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | აწე აწივე, შენც გნახოს, | ისი რომ არა მყვებოდა". |
Strophe: 281 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 281. რა ცნა ზილიხამ, მოსულა | ბაზიყა შორის გზითაო, |
Line of ed.: 26 Verse: b | მიმგებებელნი გაგზავნა | ურიცხვის საჭმელითაო, |
Line of ed.: 27 Verse: c | აბუჰაიათ და მანგი | თავადთა ცოლებითაო: |
Line of ed.: 28 Verse: d და | -- "ქალაქად შემოიყვანეთ | იგი მზე ციმციმითაო". |
Strophe: 282 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 282. აბუ-ჰაიათ, სხვანიცა | თავადთა ჯალაბებია |
Line of ed.: 30 Verse: b | ბაზიყას წინ მიეგებნეს, | ნახეს მზის მოვანებია, |
Line of ed.: 31 Verse: c | მიუძღვეს იქი საჴდომლად | სასტუმრო-სასახლებია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | გარდაჴდენ იქი სასვენოდ | ქალი და მისი ბებია. |
Strophe: 283 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 283. ზილიხასთან შემობრუნდენ | ქალის წინა-მიმგებელი, |
Line of ed.: 2 Verse: b | მოახსენეს: "ბაღს გარდაჴდა | მზისა შუქთა ამგდებელი, |
Line of ed.: 3 Verse: c | რამცა გკადროთ მისი ქება, | ან სიხშირით საგდებელი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | სევდითა და მიჯნურობით | დია არის თავ-მდებელი". |
Strophe: 284 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 284. ქალმა უთხრა: "მანგი, წადი, | ალვას ჰკადრე ტანი აროს, |
Line of ed.: 6 Verse: b | უკაცრაოდ ნუ დავრჩებით, | ჩვენსა სახლსა მოიაროს, |
Line of ed.: 7 Verse: c | მზემა ფუქცია შესაყრელად | ციმციმითა თავი აროს, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ინდოთ ჯარი შესაბმელად | მოჰყვეს, თუმცა არ აწყნაროს". |
Strophe: 285 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 285. რა მოისმინა ბაზიყამ, | ზილიხას დაუძახნია, |
Line of ed.: 10 Verse: b | თქვა, თუ: "მას ვნახავ უცილოდ, | ვისთვი მაქვს მე ვაგლახნია, |
Line of ed.: 11 Verse: c | უცილოდ მამცემს აწ მასა, | ვინ მაზედ გამოვსახნია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | იგიცა ვნახო, აზიზსა | როგორი შეუნახნია? |
Strophe: 286 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 286. გამოემართა ბაზიყა, | ზილიხას სახლსა ეწვივა, |
Line of ed.: 14 Verse: b | იგი მზე ტახტსა ზედა ჯდა, | ადგა და გარდაიწვივა, |
Line of ed.: 15 Verse: c | დარბაისელთა ჯალაბნი, | ვინც იყო, ზემორ იწვიმა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ნადიმი წინ გაიშალა, | მემუთრიბენი აწვივა. |
Strophe: 287 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 287. ტახტზედა მჯდომსა ზილიხას | მდარი ვინ მისცა ჴმელზეა! |
Line of ed.: 18 Verse: b | ბაზიყა მუჴლთა ეხვევის: | "მიჩვენე იგი პირმზია!" |
Line of ed.: 19 Verse: c | ბრძანა, თუ: "შემოიყვანეთ, | ვის შუქი ადგა პირზია". |
Line of ed.: 20 Verse: d და | რა შემოვიდა ბაზიყა, | ვერა ჯდა ერთსა ნირზია. |
Strophe: 288 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 288. მან მზემა თავი შემოყო, | ჴელთა სურაჰი ეჭირა, |
Line of ed.: 22 Verse: b | გაჩათრულს რასმე ქუდზედა | შალი ზე გარდაეჭირა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ორთა ქიშვართა მამული | ბრძოლითა მას დაეჭირა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ასრე შეყრილთა ინდოთგან | ვინ დარჩეს, არ დაეჭირა? |
Strophe: 289 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 289. იგი ყმა თუცა ფერჴზე დგა, | ზილიხასთანა ჯდებოდა, |
Line of ed.: 26 Verse: b | შვიდთა ქიშვართა მამულის | მეფენი იჴოცებოდა, |
Line of ed.: 27 Verse: c | იოსებც მასა ჰმსახურებს, | არ მონავარი დგებოდა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | პატრონსა ვინმეღა ჰგვანდა, | თვარ ყმავე ედარებოდა! |
Strophe: 290 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 290. მან ქალმა, შორით მოსულმა, | რა ნახნა მის ყმის სახენი, |
Line of ed.: 30 Verse: b | თქვა, თუ: "შენთანა მენახოს, | შენ მრისხვი, რანიც ვნახენი, |
Line of ed.: 31 Verse: c | ანუ სხვას ვისმე გიგვანდეს, | ტურფაო, ალვისა ხენი, |
Line of ed.: 32 Verse: d და | დია, მწამს ვინცა გიქებდა, | თუ გედგა ესე სახენი!" |
Strophe: 291 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 291. ზილიხას მუჴლთა ეხვევის: | -- "შენ ხარ ამპყრობი ჴელისა, |
Line of ed.: 2 Verse: b | შენად წყალობად ჰკიდია | ამ თვალთა ცრემლთა მღვრელისა, |
Line of ed.: 3 Verse: c | ნუ მამკლავ სევდის ჴელითა, | წამალი მამცენ ხელისა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | საჭურჭლეს მოგცემ ულევსა, | თხოვნა მაქვ საკვირველისა". |
Strophe: 292 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 292. "აწ მამცენ იგი უებრო, | ვინ ტანად ალვა ნორჩია, |
Line of ed.: 6 Verse: b | ნუ თუ არ მოვკვდე, შენითა | წყალობით მეცა მოვრჩია. |
Line of ed.: 7 Verse: c | თქვენ გადიდებდე ნიადაგ, | არა ვქნა თქვენი ურჩია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ან მამკალ, ან დამარჩინე, | ერთი ქენ ამა ორჩია!" |
Strophe: 293 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 293. ტურფათ ჴელმწიფემ მიუგო | ტურფასა სიტყვა რასები: |
Line of ed.: 10 Verse: b | "მაშ ცუდად მამის ჴელ[ითა] | არ იტყვი: `რატომ, რას ები'? |
Line of ed.: 11 Verse: c | თუმც შენ ქებითა მამცდარხარ, | მე სიზმრად მქონდა, ვახ-ვები, |
Line of ed.: 12 Verse: d და | სანამდი მეცა მემოსნეს | სევდის ჴელითა ფლასები?" |
Strophe: 294 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 294. "არ იცი, მიჯნურობითა, | დაო, რას ჭირში ჩავარდი, |
Line of ed.: 14 Verse: b | როშნევან მეფის ასული | მისრეთსა რადა მოვარდი, |
Line of ed.: 15 Verse: c | ანუ როგორა ვირჯები | ბულბულისაგან მე ვარდი? |
Line of ed.: 16 Verse: d და | პატრონო, ცუდად გარჯილხარ, | შენ თუ ამისთვი მოვარდი!" |
Strophe: 295 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 295. "მიმართე თქვენსა მამულსა, | სითაც მოსულხარ, შეიქეც, |
Line of ed.: 18 Verse: b | შენ თუ სამეფო დააგდე, | დია ავ გვარად მოიქეც, |
Line of ed.: 19 Verse: c | ქებითა რამე მოღორდი, | ანუ ქარვადა რად იქეც? |
Line of ed.: 20 Verse: d და | მართ გარდაწყვეტით იცოდე, | წადი, ჭკვიანად შეიქეც". |
Strophe: 296 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 296. "შენც მრისხვიხარ, თუ გმართებდა | თქვენ ამისი ჩემად თხოვა, |
Line of ed.: 22 Verse: b | რად არ გიკვირს როშნევნისგან, | ქალი აზიზს მიათხოვა? |
Line of ed.: 23 Verse: c | შენგან ქმარად ნაწუნები, | სახლსა შიგა ჩემი ტყოვა? |
Line of ed.: 24 Verse: d და | მე მენახა სიზმარშიგა | საწადლისა აქა პოვა". |
Strophe: 297 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 297. თქვენც გსმენოდეს, თუ რაზომი | მეფე იყო ჩემი მდომი! |
Line of ed.: 26 Verse: b | ჩემთვის სადით სად მოვიდენ | ინდონი და აბაშ-რომი? |
Line of ed.: 27 Verse: c | მე ამ თემსა რად მოვარდი | მამისაგან განაწყრომი? |
Line of ed.: 28 Verse: d და | ნეტამცა, ვინ გაგაგონა, | სარჯელი ვქენ თუ რაზომი? |
Strophe: 298 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 298. "მაქებელს რად დაუჯერე | ჴელმწიფე იყავ სვიანი? |
Line of ed.: 30 Verse: b | შენ გარჯა არა გმართებდა, | თუმც ყოფილიყავ ჭკვიანი, |
Line of ed.: 31 Verse: c | ვის ამარს აგდე საჯდომი, | მეფობა განგებიანი? |
Line of ed.: 32 Verse: d და | აწ, თავმა შენმა, შებრუნდი, | არამცა გეცეს ზიანი". |
Strophe: 299 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 299. "ღმერთი მყავს მოწმად, მეწყალვი, | მაგრა მეც მისთვინ ვხელდები, |
Line of ed.: 2 Verse: b | ვითა სანთელი ვიწვები, | აროდეს არა ვნელდები, |
Line of ed.: 3 Verse: c | აწ გარდასწყვიტე იმედი, | ამისთვინ ნუღარ ბნელდები, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ამას ვერ მოგცემ, ჩემო დავ, | ამითა გაგიძვირდები". |
Strophe: 300 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 300. "შენი არავინ შეიტყოს, | თუ ამ ცეცხლითა იდები, |
Line of ed.: 6 Verse: b | სხვა ჴელმწიფეთა ესე ცნან, | მოსულხარ ამად, მედები, |
Line of ed.: 7 Verse: c | ესე არა სჯობს, ხათუნო, | ანთებულს ცეცხლსა მედები? |
Line of ed.: 8 Verse: d და | შებრუნდი, ჩვენ დავითვისნეთ: | მდობიხარ, მეცა გედები!" |
Strophe: 301 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 301. რა მოისმინა მან ქალმა, | ადგა, გარიდა კარშია, |
Line of ed.: 10 Verse: b | თვისსა სადგომსა მივიდა | ათრთოლებს, ვერხს ვით ქარშია, |
Line of ed.: 11 Verse: c | რაც რამ ებადა, გაზიდა | ყველაი მან ბაზარშია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | უკვირდა, ვინცა ნახვიდა: | "გაღება მინდორს რაშია?" |